четверг, 16 февраля 2017 г.

    Pაპ Oხ. 840


ვიდრე იქმს (ბრიყვულ) ბოროტებას, ყველა ვერაგობას გაიაზრებს. მაგრამ გაფრთხილდით, რათა არ მოიწიოს თქვენს თავს ის, რაც მათ დაემართათ.  რამეთუ, ბოროტმოქმედნი ადამიანებისაგან არა მხოლოდ ცოცხალთ შორის იღებენ საზღაურს, ისინი სასჯელსა და ტანჯვასაც უნდა დაეპატრონონ.
და მან წაიყვანა იგინი (მოსწავლეები) სუფიათათვის განკუთვნილ ადგილზე და ტაძრის ეზოში  შევიდა. მთავარი ქურუმი, ფარისეველთაგანი, სახელად ლევი შეეგება მათ და უთხრა მხსნელს: ვინ დაგრთო ნება შემოსვლისა ამ წმინდა ადგილას, რომ განუბანელად ამ სიწმინდეებს უცქირო, შენს მოწაფეებსაც არ დაუბანიათ ფეხები? შემოკავებულში, სუფთა ადგილას უწმინდურები შემოხვედით, თუმც არავინ, ვინც ჯერ არ განბანილა და არ გამოუცვლია სამოსი, აქ არ შემოსულა და ამ სისუფთავისათვის თვალი არ შეუვლია. და მხსნელი მოწაფეებთან ერთად შეჩერდა და ჰკითხა მას: შენ, როგორ, ამ ტაძარში რომ იმყოფები, წმინდა ხარ? და მან მიუგო მას: სუფთა ვარ, რამეთუ განვიბანე დავითის წაროში და დავეშვი კიბეზე ერთი საფეხურით დაბლა და ამოვედი მეორე კიბით, და შევიმოსე სუფთა საცვლებით და სამოსელით.  მხოლოდ შემდეგ შემოვედი და შევიცანი ეს სიწმინდენი. მაშინ მხსნელმა მიუგო მას: შენ განიბანე გუბეში, რომელშიც დღე და ღამე ძაღლები და ღორები წვანან, განიბანე და შეიმშრალე შენი კანი, როგორც მრუშები და ფლეიტაზე დამკვრელები ივლებენ შხაპს, იბანენ, კეთილსურნელებას და საღებავს ისვამენ, რათა სურვილი აღძრან, ხოლო, შინაგან სავსენი არიან მორიელებით და მკბენარებით. მაგრამ, მე და ჩემი მოწაფეები, შენ რომ უწმინდურები გვიწოდე, ცოცხალ წყალში  განვიბანეთ, ის (ციდან) ჩამოედინება. მაგრამ, ვაი მათ. . .


Pაპ Eგერტონ

    . . . კანონის მცოდნეთ. . . ყოველს, ვინც არღვევს ადათს, ოღონდ მე არა. . . აკეთებს, რასაც აკეთებს . და შებრუნებულმა ხალხის მართველებისკენ ასე მიმართა მათ: მოძებნეთ საღვთო წერლიში, რომლის თანახმადაც ფიქრობთ, რომ სიცოცხლე მოიპოვეთ. ეს ისინი მოწმობენ ჩემზე. ნუ იფიქრებთ, როგორმე სულდგმა მოიხვეჭეთ, ნურც გეგონებათ ასე თუ ისე თქვენ დაგადანაშაულებთ ჩემს მამასთან: გყავთ თქვენი ბრალმდებელი მოსე, რომლის იმედიც გაქვთ.  და მაშინ მათ თქვეს: ჩვენ ვიცით, ღმერთი ელაპარაკებოდა მოსეს, შენ კი არ გიცნობთ, ვინ ხარ შენ? იესომ უპასუხა და უთხრა მათ: უკვე ბრალეულნი ბრძანდებით თქვენივ ურწმუნობის მიზეზით. . .
    ქვები, რათა ჩაექოლათ იგი და ხელისუფლებმა ხელი დაადეს მას, იმ მიზნით, შეეპყრათ იგი და ბრბოსთვის გადაეცათ, გარნა ვერ შეიპყრეს, რამეთუ მისი გადაცემის საათი ჯერ არ დამდგარიყო. მაინც, მან, ღმერთმა თავი დააღწია იმათ ხელებს და გაეცალა. და შემდგომ კეთროვანი მიუახლოვდა მას, უთხრა: `იესო მოძღვარო, მე კეთროვანებთან ერთად ვცხოვრობდი და ვტრაპეზობდი, (? - მთარგმნ). . . (სასტუმროში) და თავად გავკეთროვანდი. თუკი გსურს შენ, განმწმინდე~ და იმავ წუთს იესომ უთხრა მას: მინდა განგკურნო და კეთრი . . . გაქრა მისი სხეულიდან. (და უფალმა უთხრა მას) წადი და ეჩვენე (ქურუმებს - მთარგმ)?. . . 
    მივიდნენ მასთან გამოსაცდელად და უთხრეს: მოძღვარო იესო, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა გამოგგზავნა, ვინაიდან ქმნი იმას, რაც დამოწმებულია ყველა წინასწარმეტყველისაგან. ახლა გვითხარი ჩვენ, დასაშვებია თუ არა მივცეთ მეფეთ ის, რაც მათ ხელმწიფებას ეკუთვნის? შეიძლება მივართვათ თუ არა?  იესო მიუხვდა ჩანაფიქრს, ბიწიერებით სავსეს და უთხრა მათ: რატომ მეძახით `მოძღვარს~ თქვენი ბაგეებით და არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?~  ესაია მართალის წინასწარმეტყველებაა თქვენზე: ეს ხალხი თაყვანს მცემს ბაგით, მაინც ხომ, მათი გული შორსაა ჩემგან და მათი პატივისცემა ამაოა. ისინი აღმერთებენ ადამიანურ მცნევებს. . . 
    . . . ადგილი დახურული. . . იგი წევს ძირს, უხილავი, აუწონავია. . .  და როცა უგონოდ იყვნენ ისინი, მისი კითხვის გამო, თავისი გზით მავალი იესო მიადგა მდინარე იორდანეს, აიწოდა მარჯვენა ხელი და აავსო ის. . . და გადააგდო. . . ზე. . .  და მაშინ. . . წყალმა. . . მათ თვალწინ. . . მიიღო ნაყოფი. . . ბევრი. . . 

Комментариев нет:

Отправить комментарий