четверг, 16 февраля 2017 г.

                    იუდას სახარება

(33) გამოცხადების საიდუმლო, რომელიც გაუმხილა რვა დღით გამჟღავნებულმა იესომ იუდა ისკორიოტელს, მასთან საუბრისას, სამი დღით ადრე პასექის დადგომამდე.
ქვეყნიერებაზე გამოჩენილი, იესო დიად, ზეციურ სასწაულებს ახდენდა, კაცობრიობის გადარჩენა ეწადა. ერთნი მიემართებოდნენ სამართლიანი, უბიწო გზით, სხვანი ცოდვების წუმპეში ჩაიფლნენ, მოწოდებულ იქმნა თორმეტი მოწაფე.
მილეთისთვის უცხო იდუმალებებზე და აღსასრულზე ესაუბრებოდა მათ. ხშირად თავისი ნამდვილი იერით როდი იდგა მოსწავლეთა შორის, არამედ ბავშვად გარდასახული.
ერთხელ თავის შეგირდებთან ერთად იუდეაში იმყოფებოდა. დაინახა, გამოზრდილები ლოცვის სურვილით სააჯოდ შეკრებილიყვნენ. [მიუახლოვდა] [34] დასხდნენ და შევრდომით იგალობეს პურისთვის. [მან] გადაიხარხარა.
ნაზარდებმა ჰკითხეს [მას]: `მოძღვარო! რატომ დასცინე [ჩვენს] ევქარისტიას? გავაკეთეთ ის, რაც უნდა მოგვემოქმედებინა. ნუთუ ეს შეუფერებელია ჩვენთვის?!~
მან უპასუხა:
`თქვენ კი არ დაგცინეთ, ვიცი, ამას არ აკეთებთ თქვენივ ნება - სურვილით. მე ის მამხიარულებს, სწორედ ასე იქნება კურთხეული თქვენი ღმერთი.
მიუგეს: `სულიერო მამავ!, შენ [. . .] ჩვენი ღმერთის ძე ბრძანდები?~
იესომ წარმოთქვა: `საიდან მიცნობთ? ჭეშმარიტად გეუბნებით, მსოფლიური მოდგმის არცერთი თაობისათვის, არც თქვენთვის  არ ვიქნები მე საცნაური.
ეს რომ გაიგონეს, განრისხდნენ გაზრდილნი, გამძვინვარდნენ და იწყეს თავიანთ გულებში მისი ძრახვა და კილვა. შენიშნა რა იესომ იმათი [უგუნურება, გაეპასუხა]: რამ გაგაულისათ? რად მიჯავრდებით? თქვენშივ არსებულმა საკუთარმა ღმერთმა, და [. . .] [35] ღელვა წარმოგიშვათ სულებ [ში]. დაე, ნებისმიერი თქვენგანი, ვისაც კაცთაგან თავი [საკმაოდ ძლიერი] ჰგონია, გარდაისახოს ნამდვილ ადამიანად და წარსდგეს ჩემი რანგის წინაშე.~
და მათ დასცდათ: `ჩვენ ხისტნი ვართ~
   
არცერთს არ ეყო გაბედულება, მიახლოებოდა [მას] იუდა ისკორიოტელის გარდა. იგი მივიდა ახლოს, მაგრამ, თვალი ვერ გაუსწორა და ზურგშექცევით უთხრა იესოს:
`მე ვიცი, ვინ ბრძანდები და რომელ ადგილიდან გამოხვედი. შენ უკვდავ ბარბელოს ეონიდან ხარ გათავისუფლებული, წარმომვლენი შენი - იგია, ვისი სახელის წარმოთქმის ღირსი მე არ გახლავარ.~
შეამჩნია რა, იუდა ამაღლებულზე მსჯელობდა, იესომ უპასუხა: `გამოეყავი ამათ და ზეციურ სამეფოს ხვაშიადს გაზიარებ, დაფარულს ჩასწვდები, მაინც, ბევრსაც იდარდებ [36] რამეთუ აქ სხვა შეგცვლის, რადგან, ხომ უნდა დაუზავდნენ კუთვნილ ღვთაებას თორმეტი მოწაფე.
და ალაპარაკდა იუდა: `როდის მაზიარებ შენ მე ამას და [რადროს] გაუთენდება ამ ჩამომავლობას სინათლის დიადი დღე?~
მოისმინა (რა) იესომ ეს იუდასაგან – გაერიდა მას.
ამ ამბიდან მეორე დღეს [კვლავ] გამოეცხადა იესო თავის აღზრდილებს.
უთხრეს: `წინამძღოლო, საით გასწიე და რას აკეთებდი როცა დაგვტოვე?~
იესომ აუწყა: `მე წავედი მეორე, დიად და უმწიკვლო ჩამომავლობასთან.
მოწაფეებმა უთხრეს მას: უფალო, ამ ქვეყნიდან გადაშენებული ჩვენზე უკვეთესი და წმინდა რა დიადი შთამომავლობაა?
ესმა რა ეს, იესომ გაიცინა და პასუხი გასცა: რა მიზეზით გაივლეთ გულში ფიქრი ძლიერ და სამართლიან მონაშენის შესახებ? [37] უტყუარად გიამბობთ, ამ ეონში შობილთაგან ვერცერთი ვერ იხილავს იმ [გუჯაბს], და თვით ანგელოზთა ლაშქარიც ვარსკვლავეთიდან ვეღარ იმეფებს იმ ჯილაგზე, ვინაიდან, ის მონაშენი არ წარმოიშობა [. . .] გამოჩნდა [. . .] ადამის შვილთა ჯიში [. . .] თქვენს შუა, კაცის მოდგმის ჩამომავალი [. . .] ღონე, [. . .] სხვა ძალები [. . .] მეფეებად იმყოფებით მათ შორის.
რა დროსაც ეს მოისმინეს [მისმა] მოსწავლეებმა, სულით შეცბა თითოეული მათგანი და კრინტიც ვერ დასძრეს.
მეორე დღეს იესო მივიდა [მათთან]. შეგირდებმა უთხრეს [მას]: მასწავლებელო, წუხელ გვესიზმრე. გუშინღამ ჩვენ დიადი სიზმარი ვიხილეთ.
[მან თქვა]: `რის გამო [როდესაც] დაიმალენით? [38]
[მოუთხრეს: `ჩვენ ვნახეთ] მშვენიერი [სახლი, ვეება] საზორავით [შიგნით და] თორმეტი მამაკაცი - მღვდლები, ასე გვეჩვენა - და კერა. ხოლო, ბრბო იცდიდა სამსხვერპლოსთან, [რა ჟამსაც] ხუცნი [. . . და მიიღებდნენ] [დაბოლოს] ჩვენ განვაგრძეთ ლოდინი.~
[იესომ იკითხა]: როგორ გამოიყურებოდნენ წინამძღვარნი?
[უთხრეს: `ზოგიერთი. . .] ორი მსგეფსი. [ერთნი თავიანთ შვილებს შესწირავდნენ, მეორენი საკუთარ ცოლებს, ერთმანეთის ქებასა და თაყვანისცემაში Gგახლდნენ: ზოგი კაცი კაცთან წვებოდა, სხვათა ხელობა [მკვლელობა იყო]. იყვნენ ისეთნიც, დაუსრულებლივ რომ სცოდავენ. ოღონდ, საკურთხეველის [წინ] მდგომი ხალხი, საშველად [შენ} გიხმობდა [39], და მათ საყოველდღეო საქმეთა გამო შეიწირება სამღვთო დაუსრულებლივ [. . .]~
მოახსენეს რა ეს, უხერხულად დაიდუმეს.
მიუგო იესომ: `რისთვის შეცბუნდით? ურიოშოდ გითხრობთ, იმ ბომონის წინ მდგომი ყველა მოწესე მე მიხმობს. [. . .] ჩემი სახელი ვარსკვლავთა გვარებზე სამყაროულ ტომის მიერ დაიწერა [და იმათ] დარგეს უნაყოფო ხეები ჩემი სახელით.
დარცხვენით წარმოთქვა იესომ: `ის თორმეტი, რომელნიც ბაგინის წინ ზვარაკშემწირველთა სახით იხილეთ, თავად ბრძანდებით. გარნა, იმგვარია ღვთაება, თქვენ რომ ემსახურებით. საკლავი ცხოველები თქვენს მიერ გზაარეული მოკვდავებია. [40] იმ საზორავზე შედგება [ამ ქვეყნის არქონტი] (?) დაირქმევს ჩემ სახელს, მოუწოდებს მას ღვთისმოსავთა გვარეულობა. მის შემდგომ სხვა ახალი კაცხორციელი მიიყვანს საზორავთან გზა - კვალდაკარგულებს, მეორე - ბავშვების მკვლელებს, სხვანი კიდევ კაცთმოყვარე მიწის შვილთ და მემარხულეებს. წყებად მივლენ სამღვთოსთან: ბილწები, უსამართლოები, გზააბნეულები და განაცხადებენ: `ჩვენ ანგელოზებს ვუტოლდებით~ო, ისინი - ვარსკვლავები ყოველგვარ საქმეს მოიმოქმედებენ, რადგანაც ძეხორციელთა თაობებს ეუწყა: `აი, ღმერთმა შეიწირა თქვენი შესაწირავი მღვდელის ხელით, ანუ გზააბნეული მსახურისაგან. გამგებელი უფალი, სწორედ ის მეუფებს, უკანასკნელ დღეს შეარცხვენს მათ.~ (41)
და გაეპასუხა იესო:
`ანებეთ თავი მსხვერპლ[შეწირვას. . .] რანაირიც გყავთ [. . .] სამსხვერპლოსთან, რადგან ისინი  მეტნი არიან, ვიდრე თქვენი ვარსკვლავები და ანგელოზები, და უკვე ასრულებულნი გახლავან იქ. დე იყვნენ [შემჩნეულნი?] თქვენგან და დაე წავიდნენ [ - გამოტოვებულია დაახლოებით 15 ბწკარი - ] მშობიარობა [. . .] ვერ დააპურებს ხაბაზი ყველა ქმნილებას [42] [ცის] ქვეშეთში. და [. . .] მათ [. . .]და ჩვენ და [. . .]
იესომ უთხრა: `ჩემთან ჭიდილს თავი ანებეთ. ყოველს საკუთარი ცდომილი გივით, და თითოეულ [ - გამორჩენილია მიახლოებით 17 სტრიქონი - ] [43] [. . .] ვინ მოვიდა [. . .] რისთვის [. . .] ამ საუკუნისთვის [. . .] დროებით [. . .] გარნა, ის მობრძანდა ღმერთის სამოთხის მოსარწყავად, და [გვარი], რომელიც სუფევს, რაკი [იგი] არ შებღალავს იმ გვაროვნობის [გზებს], მაინც ხომ [. . .] საუკუნიდან საუკუნემდე.~
იუდას დასცდა [`რაბი] რარიგ ნაყოფს მოგვცემს ის ნატამალი?~
იღაღადა იესომ: `ზღვა და ხმელის ჩამომავლობის ყველა სული უფლისად მიიცვალება. რა წამსაც ეს ადამიანები მეუფების დროს და ჟამს განასრულებენ და მათი სული ხორცს გაეყრება. გვამები იმათი სიცოცხლეს გამოესალმებიან, ხოლო, სულები იცოცხლებენ და ამაღლდებიან.
იუდამ თქვა: `დედამიწის სხვა მონაშენი რას მოიმოქმედებს?~
იესო ალაპარაკდა: `არ შეიძლება [44] დათესო თესლი [ქვაზე] და მოსავალიც აიღო. [ასევეა] [. . .] [შეგინებული] ნაშიერი [. . .] და გახსნილია სიფა [. . .] მოკვდავ ადამის შვილთა შემქმნელი ხელი, რათა სულები მათი ამაღლდნენ მარადიულ მხარეში. [ნამდვილად] გეუბნები შენ, [. . .] ანგელოსი [. . .] ძალა შეძლებს [. . .] მოპოვებას, რადგან [. . .] ისინი, რომელთაც [. . .] წმინდა თესლი.
ესა აუწყა იესომ და წავიდა.
იუდამ უთხრა: `მოძღვარო, ხომ მოუსმინე ყველას. მეც მომაპყარ ყური, რახან დიადი ხილვა მქონდა.!~
ეს რომ გაიგონა, იესომ გაიცინა და უპასუხა მას: `შენ მეცამეტე სული ხარ, რისთვის ირჯები ასე? მომიყევი, გაგიძლებ.~
იუდამ მოუთხრო მას: `იმ გამოცხადებაში მე ჩემი თავი ვიხილე, ქვებით მქოლავდა თორმეტი მოწაფე და [45] მდევნიდნენ [უწყალოდ]. და მეც მივედი იმ ადგილზე, სადაც [. . .] შენ მოგყევი. მე ვნახე [სახლი. . .], და თვალი ვერ [მოვავლე] მის სიდიადეს. გარშემოერტყათ წრე იმ სახლისთვის გამოჩენილ კაცის შვილებს და ჰქონდა შენობას სახურავი მწვანე მცენარეებით დაფარული, დია სახლის შუაში იყო ბრბო [ - ორი ბწკარი დაკარგულია - ]. აღაღო პირი თვისი: მოძღვარო, მიმიღე მე იმ მოკვდავებში.
[იესომ] მოახსენა: `იუდა, გზა აგირია შენმა ვარსკვლავმა~. არცერთი მოკვდავი არაა შენგან ხილულ იმ სახლში შესვლის ღირსი, რაკიღა, ადგილი იგი სამართლიანთათვისაა მიკუთვნებული. მათზე ვერ იმეუფებენ ვერც მზე და ვერცა მთვარე, ვეღარც დღე. უბიწონი ყოველთვის იქ იქნებიან, მარადიულ სავანეში წმინდა ანგელოსებთან ერთად. აი, აგიხსენი მე საიდუმლო სამეუფეოსი [46] და ცრუ გზებზეც გიამბე. და ცთომილთა [. . .] გაგგზავნო თორმეტ ეონში.
იუდამ მიუგო: `სულიერო მამავ! დე ჩემი ჯალაბობა ნურასოდეს დაემორჩილება არქონტებს!~
წარმოთქვა იესომ: `მოდი, რათა [ - აკლია ორი სტრიქონი - ] მაგრამ ბევრსაც იდარდებ როცა იხილავ სამეფოს და მის ყველა ჩამომავლობას.~
მოისმინა რა ეს იუდამ, - გაეპასუხა: `რა არის სასიკეთო ამაში ჩემთვის, თუკი შენ მე განმაცალკევებ ამ შთამომავლობისაგან~.
იესომ უთხრა: `შენ იქცევი მეცამეტედ, და დაგწყევლიან სხვა ნაშიერნი - და მოევლინები მათ მმართველად. ბოლო დღეებში ისინი [47] სამართლიანი [გვარისკენ] შენს ამაღლებას შეაჩვენებენ.~
იესო ალაპარაკდა: [მოდი], რაკი შევძელ მესწავლებინა შენთვის [საიდუმლონი] არავის რომ არ უხილავს, ვინათგან არის დიადი და უნაპირო მონასტერი, რომლის განფენილობისთვის თვალი არ მიუწვდება ანგელოზთა არცერთ მონაშენს. [რომელშიც] იმყოფება დიადი უხილავი [სული]. იგი არც როდის არ დაუნახავს მაცნეთა თვალებს, არასოდეს ჩასწვდომიან მისი გულის ზრახვებს და აროდეს არ უწოდებიათ მისთვის რაიმე სახელი.
და გამოცხადდა მანათობელი ღრუბელი, აუწყა მან: `დე დამემგზავროს ღვთის მოციქული.~
გაჩნდა ღრუბლიდან მშვენიერი უსხეულო არსება, გაბრწყინვებული ღვთაებრივი ავტოგენი. შემდეგ სხვა ღრუბლიდან წარმოიშვა სხვა ოთხი ანგელოზი ანგელოზ ავტოგენის თანამგზავრებად. თქვა ავტოგენმა: [48] `დე იყოს [. . .] და გაჩნდა [. . .] და ამან [შექმნა] პირველი მნათობი, მათზე საბატონოდ. იღაღადა მან: დაე იყვნენ მაცნენი, რათა მოემსახურონ [მას], და შეიქმნას ურიცხვი მირიადები. თქვა მან: დე იქმნეს გაბრწყინვებული ეონი, და ისიც წარმოიშვა. იმან წარმოქმნა მეორე მანათობელი, მათზე სამეუფევოდ. ურიცხვ მირიად ღვთის მოციქულებთან ერთად, მოსამსახურებლად. ასე დაარსა დანარჩენი გაბრწყინვებული ეონები, დაავალა ესუფევათ იმათზე და გაჩნდა დამხმარედ ურიცხვი მირიადი უსხეულო არსებანი.
პირველ მნათობ ღრუბელში, რომელიც ანგელოზთა შორის არავის უხილავს, ვისაც უწოდებენ ღმერთს, იყო ადამასი. მან [49] [. . .] რომ სახებით [. . .] და მგვანებით იმ მაცნისა. დაბადა უკვდავი [თაობა] სიფასი [. . .] თორმეტი [. . .] ოცდაოთხი [. . .]. გააჩინა სამოცდათორმეტი მთიები უხრწნელთა გვარისა სულის ნებით. სამოცდათორმეტმა მანათობელმა თავად შექმნეს სამასსამოცი მნათობი, უკვდავთა ჩამომავლობისა სულის ნებასურვილით. რათა რიცხვი მათი იყო თითოზე ხუთით აღმატებული.
თორმეტი ეონი, თორმეტი მანათობელი გამოსახავდა მათ მამას. და ყოველ ეონში ექვსი ლაჟვარდია, რამეთუ სულ არის სამოცდაცამეტი ცა სამოცდათორმეტ მნათობზე და თითოეულში [50] მათ შუა ხუთი სიმკვიდრე. [სულ] ექვსასამოცდაათი სიმყარე. მათ მიეცათ ძალაუფლება და დიადი დასი ღვთის მოციქულებისა. უთვალავი, სადიდებლად და თაყვანისცემად. [. . .] მხოლოდღა შემდგომ ქალწული სულები, საქებად და სათაყვანოდ ყველა ეონისათვის და ცისათვის და მათი სიმტკიცეებისათვის.
და ეს უკვდავთა დასი იწოდა `მსოფლიოდ~ - ანუ ბჟუტვად - მამად და სამოცდათორმეტ მთიებად, რომელნიც მასთან არიან თვითნაბადნი და  და მისი სამოცდათორმეტი ეონი, ვისშიც  დაიბადა პირველი კაცხორციელი თავისი უხრწნელი ძალებით.
ეონმა კი, გაცხადებულმა თვის შთამომავლობით, ვისშიც ცოდნის ღრუბელია, აკი უსხეულო არსებას ჰქვია (51) ილ [ილიფი (?)] და [. . .] ეონი [. . .] ამის შემდეგ აღაღო პირი თვისი: `დე გაჩდეს თორმეტი ანგელოზი, იმეუფონ უფსკრულსა და ჯოჯოხეთზე.
და აი, გაცხადდა ღრუბლიდან მაცნე და მისი სახიდან გამოედინებოდა ალი, იერი მისი შებღალული სისხლით. სახელდება იმისი - ნებრო, თარგმანი ამ წოდებისა არის `განდგომილი~. სხვანი მას ეძახიან – იალდაბაოთს. და კიდევ ღვთის სხვა მოციქული გამოჩნდა ღრუბლიდან. სახელდება მისი - საკლა.
ნებრომ ექვსი უსხეულო არსება შვა - და საკლასმაც - თავის დამხმარეთ, და წარმოიშვა ცაში თორმეტი ანგელოზი და თითოეულს მიეზომა ზეცაში.
თორმეტი გამგებელი თორმეტ მაცნეს ელაპარაკებოდა: დე თითოეულმა თქვენთაგანმა [52] [. . .] [. . .] და დე მათმა გასაგისმა [ - ამოვარდნილია ერთი პწკარი - ] ღვთის მოციქულები~:
პირვლი [ს] იფა, მას ეძახიან ქრისტეს.
[მეორე] ხარმაფოფი, იმას [. . .].
[მესამე] გალილა.
მეოთხე იობელ.
მეხუთე ადონაისი.
აი ხუთეული, ვინც განაგებდა ქვესკნელს და პირველ ყოვლისა ქაოსს.
შემდეგ საკლასმა მიუგო თავის უსხეულო არსებებს: `შევქმნათ მიწის შვილი ჩვენ მსგავსად~. მათ გააჩინეს ადამი და მისი ცოლი ევა, რომელსაც ღრუბლებში ზოე ჰქვია. რამეთუ ამ სახელის მიღმა ყველა თაობა მამაკაცს ეძებს, და თითოეული მათგანი ქალს ამ სიტყვას უწოდებს. ახლა საკლასი აღარ [53] განაგ [ებდა. . .] გარდა [. . .] ამ გუჯა [ბისა. . .] [. . .] და [გამგებელიმა] ადამს უთხრა: `დიდხანს იცოცხლებ შენ შვილებთან ერთად~.
იუდამ უთხრა იესოს: მაინც [რამდენია] დიდხანს სიცოცხლე ძეხორციელისათვის და რა სარგებელი აქვს ადამიანისთვის სულდგმას?)
იესო გაეპასუხა: რატომ გიკვირს, რომ ადამმა მისადევართან ერთად განვლო თავისი ცხოვრების დღენი იმ ადგილებში, სადაც მან თვისი მეუფება მიიღო, ხანგრძელი საკუთარ არქონტივით?
იუდა ეუბნება იესოს: კვდება თუ არა ადამის შვილის სული?
იესომ პასუხი გასცა: `ხატება ასეთია: ღმერთმა უბრძანა მიქაელს მიეცა ხალხისთვის სული სამსახურის სანაცვლოდ: უზენაესმა კი დაავალა გაბრიელს, მიებოძებინა სული დიადი ჯილაგისათვის რომელთაც არა ჰყავთ მეფე. სული და სამშვინველი. ამის გამო დანარჩენი სულები [. . .] [54] [ - ამოგდებულია ერთი სტრიქონი - ].
`[. . .] სინათლე [ - გამოტოვებულია თითქმის ორი პწკარი - ] ირგვლივ [. . .] დაე [. . .] სულმა [რომელიც] თქვენშია, დაჰყოს ამ [გვამში] ანგელოზების ჯიშთა შორის, მაინც, ღმერთმა აიძულა ანგელოზები ადამისთვის [დაეთმოთ] ცოდნა და იმათთვის, ვინც მასთანაა, ვითარმედ ქაოსის და ქვესკნელის ხელმწიფეთ არ შესძლებოდათ მათი ფლობა მათივე დაუკითხავად.
იუდა ჩაეძია იესოს: რას გააკეთებს ეს მოდგმა?
იესომ მოახსენა: `ჭეშმარიტად გეუბნები, აღსასრულებელს მათ მაგივრად ვარსკვლავნი აღასრულებენ და ბოლომდე მიიყვანენ. ოდეს საკლასი განასრულებს მისთვის განკუთვნილ და გამოსაცდელ დროს, ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება და ნორჩი შთამომავლობა, და ისინი შეასრულებენ იმას, რაც მათ მიერ იყო თქმული. შემდგომად, ისინი სიძვას იქმან ჩემი სახელით და თავიანთ შვილებს დახოცავენ [55] და იქნებიან [. . .] და [ - გამორჩენილია დაახლოებით ექვსნახევარი სტრიქონი - ] წოდება ჩემი და [. . .] შენი ვარსკვლავი ცამეტი ეონის თავზე~.
ამის შემდეგ იესომ [გაიცინა].
[იუდამ იოცა]: `წინამძღოლო, [რად დაგვცინი ჩვენ]?~
[იესომ] [მიუგო]: `[თქვენ] არ დაგცინით, ოღონდ ვარსკვლავთა შეცდომას, რადგან ეს ექვსი ვარსკვლავი დაეხეტება ხუთ მეომარის თანხლებით, და ისინი ყველანი განადგურდებიან თავიანთ ქმნილებებთან ერთად~.
იუდა გაეპასუხა იესოს: `ვინც შენი სახელით მოინათლა, ისინი რას მოიმოქმედებენ?~
იესომ მოუთხრო: `უტყუარად გეუბნები, ეს ნათლობა [56] [. . .] სახელი ჩემი [ - დაკარგულია მიახლოებით ცხრა პწკარი - ] მე, ურიოშოდ გითხრობ იუდა, [ისინი, ვინაც] საკლასს მსხვერპლს შესწირავენ [. . .] ღმერთი [ - აკლია სამი სტრიქონი - ] ყოველი, რაიც ბოროტებაა.~
`მაინც, შენ აღემატები ყველას მათ, ვინაიდან შესწირავ კაცის შვილს, რომელიც მე შევმოსე.
უკვე აღმართულია შენი ბუკი, აალებულია შენი მრისხანება, გიზგიზდება შენი ეტლი და გული შენი [. . .]. [57]
`ნამდვილად [. . .] შენი ბოლო [. . .] იქცევა [ - ამოვარდნილია თითქმის ორნახევარი ბწკარი - ], წუხილი [ - ამოგდებულია დაახლოებით ორი სტრიქონი - ] მთავარი, ისე, საბოლოოდ განადგურდება, შემდგომ კი ამაღლდება ადამის დიადი მოდგმის ხატი, რადგანაც ცაზე, მიწაზე და მაცნეებზე უფრო ძველია  თაობა იგი, დაუსაბამო მხარიდანაა. აი, ყოველი გეუწყა. აიხედე მაღლა, იხილავ ღრუბელს და სინათლეს მასში, და მის ირგვლივ ვარსკვლავებს. შენი ცდომილი მეგზურია.~
იუდამ მაღლა აიხედა და დაინახა მანათობელი ღრუბელი, და შევიდა მასში, მიწაზე დარჩენილებმა გაიგონეს ხმა, რომელიც ღრუბელიდან მოდიოდა, ამბობდა [58] [. . .] . . . ხატება [. . .] [ - გამოტოვებულია დაახლოებით ხუთი ბწკარი - ].
[. . .] იმათი მღვდელმთავარნი ბუზღუნებდნენ, იმისთვის, აგრემც [ის] გავიდა და თავის ოთახში სალოცავად განმარტოვდა, გარნა რამოდენიმე მწყემსმა იფხიზლა, რათა ლოცვის ჟამს შეეპყრათ, თუმცა ხალხისა ეშინოდათ, რაკი მას ყველა წინასწარმეტყველად თვლიდა.
ისინი მიუახლოვდნენ იუდას და უთხრეს მას: `რას აკეთებ აქ? იესოს მოწაფე ბრძანდები~. იუდა პასუხობდა ხუცესებს, ისე, რაგვარად სულიერ მამებს ენიაზებოდათ. მიიღო მათგან ფული და გადასცა მათ იგი.


მე - II - ე საუკუნეში, იაკობის პროტოსახარების პარალერულად, იქმნება კიდევ ერთი, იმ დროისათვის არანაკლებ პოპულარული ნაწარმოები, რომელიც იესოს ბავშვობაზე მოგვითხრობს. აპოკრიფული ლიტერატურა მაცხოვრის სიყმაწვილის წლების ამსახველ არაერთ ნაწარმოებს ითვლის, მაგრამ ყველა ისინი ე. წ. ბავშვობის სახარებიდან გამომდინარეობს. ამ თხზულების სრული სახელწოდება გახლავთ - `ისრაელელი ფილოსოფოსის თომას  თქმულება ქრისტეს ბავშვობაზე~ (პირველსავე სტრიქონებში ვკითხულობთ - `მე, თომა ისრაელელი~).
იესოს გამარჯვებულ ღვთაებად წარმოსახვამ მოითხოვა, მისი ადრეული, ბავშვობისდროინდელი წლები აღეწერათ. ამა თუ იმ ღვთაების ძლევამოსილად შერაცხვის ფაქტი ხშირია ანტიკურ მითოლოგიაში. მაგალითად: ჰერაკლე (მისი კულტი გავრცელებული იყო I - II საუკუნეებში რომის პროვინციებში) ჯერ კიდევ ჩვრებში გახვეული ჩვილი, ორ ვეებერთელა გველს მოაშთობს. ანალოგიურია ტრადიცია აღმოსავლეთის ქვეყნებში: ინდურ თქმულებებში ვკითხულობთ, როგორ ცელქობს პატარა კრიშნა და სასწაულებს ახდენს, იმარჯვებს დემონებზე, შთანთქავს ტყეში გაჩენილ ხანძარს და ა.შ.) 
ამგვარი შინაარსის მითებზე აღზრდილი ხალხის აზრით, სასწაულმოქმედი ძალა უნდა ჰქონოდა პატარა იესოსაც. თომას სახარებაში მრავლადაა მოთხრობილი იმ საკვირველებების შესახებ, რომელთაც 5 დან 12 წლამდე ასაკის იესო მოახდენს. აქვე შევნიშნავთ, აღნიშნული თხზულება არ გახლავთ მხოლოდ გასართობი საკითხავი, ამ წიგნს თეოლოგიური დატვირთვაც აქვს. ბავშვობაში ჩადენილი სასწაულები ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ამ საკვირველებების ავტორმა დიდობაში დიადი საქმენი უნდა ჩაიდინოს. თქმულებაში აშკარაა გავლენა გნოსტიკური ნაწარმოებებისა. გნოსტიკოს - მარკოზეველებს (ვინმე მარკოზის მომხრეებს ეს სახარება ირინეოსთან აახლოვებს. გნოსტიციზმის წარმომადგენელნი იესოს ბავშვობით ალბათ იმიტომ დაინტერესდენ, ისინი მაცხოვრის ადამიანურ ბუნებას  არ ცნობდნენ. ვარაუდობდნენ: ყრმა ქრისტე ისეთივე არამიწიერ უნარების მქონე იყო, როგორისაც ზრდასრული ქრისტეო. მათ ამგვარ პოზიციას ამაგრებს დღემდე შემორჩენილი (შემონახული) მოთხრობა გნოსტიკური ფილოსოფიიდან `პისტის სოფია~.  ნაწარმოებში ვკითხულობთ: როდესაც იესო სამი წლის იყო, მის ოჯახში სტუმრად მისივე ტოლი ბიჭუნა მივიდა, თითქმის ტყუპისცალი, თვითონ იესო იმ დროს ვენახში მამას ახლდა. დაუპატიჟებელ სტუმარს შინ მარიამი დაუხვდა. მისულმა მისვლისთანავე იკითხა: `სად იმყოფება ჩემი ძმა იესო”? შეშინებულმა მარიამმა ბიჭი საწოლს მიაბა, თვით კი ვენახისკენ გაიქცა რათა იოსებისთვის მომხდარი ამბავი შეეტყობინებინა. თავის მხრივ ვენახში მყოფი იესო ჩაილაპარაკებს: `რად იგვიანებს?! მე მას აქ ველოდი”ო. გაიქცევა სახლისკენ, ოთახში შევა, საწოლზე მიბმულ ბიჭუნას ახსნის, გადაეხვევიან და შეერწყმებიან ერთურთს ანუ ორნი ერთ მთელად იქცევა. მოთხრობის მიხედვით, პატარა იესო და ასევე უმრწემესი, მისი ტყუპისცალივით მგვანი (ალბათ სულის მთ.)  მაშინ გამთლიანდა, როცა იესო ჯერ კიდევ სამი წლის იყო. მაგრამ, ამ შეერთებას არ ჰქონდა ისეთი რელიგიური მნიშვნელობა, როგორიც ნათლობას, იესოზე სულიწმინდის გარდამოსვლას მტრედის სახით. პაწაწკინტელა მაცხოვარი ოჯახში სტუმრად მისულ ბიჭუნასთან შერწყმამდე იტყვის, რომ ელოდა მას. შემდგომ, გაანთავისუფლებს რა საწოლზე მიბმულს, გადაეხვევა. თავის მხრივ (სულიც) იცნობს პაწაწინა იესოს. ამ ლეგენდის თანახმად, პატარა ქრისტეს, (უკვე აქვს ზებუნებრივი) თვისებები, გააჩნია `გნოსისი~ - ანუ ღვთაებრივი ცოდნა. `პისტის სოფია - სეული~ თხრობის სტილისთვის დამახასიათებელია საყოფაცხოვრებო დეტალების მოხმობა (ისევე როგორც იაკობის პროტოსახარებისათვის): ბავშვი წაყვანილი ჰყავს მამას ვენახში, საწოლი რომელზეც მარიამი სტუმარს მიაბამს. ყოფითობის ასეთი დეტალიზირება საპირისპიროა გარშემომყოფთათვის საიდუმლო, ჩაუწვდომელი მოვლენისა. ხილულია სამყარო იმ მხედველთათვის, რომელნიც კონკრეტულ საგნებს ხედავენ, აქ თვით მარიამიც ვერ შეიცნობს მისულ ბიჭუნას (სულს) და პრიმიტიულ ადამიანის დარად იქცევა. ეს ყოველივე, გნოსტიციზმის მიმდევართა აზრით, ჭეშმარიტად ხილულ სამყაროს ხედვის საპირისპიროა.
თომას სახარება იესოს ბავშვობაზე ანალოგიურ შინაარსის თხზულების გავლენით დაიწერა. ნაწარმოები აღნაგობით მრავალშრიანია. ყოფითი ამბები: ბავშვების თამაშის; სკოლის; შეშის ჩეხვისა და სხვათა შესახებ მასში უხვადაა მოთხრობილი. მონათხრობში ჭეშმარიტი აზრი თითქოს დაფარულია, რომელიც მხოლოდ იმ მკითხველს გაეხსნება, ვინაც პატარა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულების მნიშვნელობას აღიარებს. განსხვავებით იაკობის პროტოსახარებისაგან ბავშვობის სახარებაში განსაკუთრებული როლი დეტალს ენიჭება. როგორც ვასკვნით, ახალი აღთქმის სახარებებში იუდეურ ქრისტიანული და კანონიკური მოთხრობების შეპირისპირებით - დეტალი როგორც არაარსებითი ხშირად გამოტოვებულია. მხოლოდ ის ეპიზოდებია დაწვრილებით აღწერილი, რომელთაც ასე თუ ისე თეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდათ. მაგალითად: ლუკას სახარებაში დასაბუთებულია იოსების გამგზავრება ბეთლემში, რამეთუ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების მიხედვით მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. არ განგვიმარტავს ლუკა, რატომ იცხოვრა მარიამმა ელისაბედთან, ვინაიდან, მისთვის უფრო საყურადღებოა, იოანე ნათლისმცემელთან იესოს დაბადებამდელი კავშირი გვიჩვენოს. არც მათეს სახარებაშია განმარტებული, თუ რატომ გადასახლდა იესო ნაზარეთიდან კაპერნაუმში (4. 13) სწორედ რომ ესენია იესოს ბიოგრაფიის უტყუარი დეტალები, და თუმცა ისინი ტრადიციებმა შემოგვინახა, სარწმუნოებრივი მოძღვრების აზრი მათში არ არის. ბავშვობის სახარების ავტორს ყოფითი დეტალები შემოაქვს: ბავშვები ნაკადულის პირას თამაშობენ; იესო თიხისაგან ჩიტებს ძერეწავს; დედა მას დოქით ხელში წყლის მოსატანად აგზავნის; მეზობელი ფეხში ჩაიცემს ნაჯახს და სხვანი. მართალია, ეს დაწვრილებანი სხვა ტრადიციებიდან არ აუღიათ, სადაც შესაძლოა ამ მოვლენათა ნამდვილი დედანი ყოფილიყო, არც პირადი, ავტორისეული ცოდნიდან გახლავთ ისინი - პალესტინის, ამ პატარა დასახლების ყოფაზე მწერალმა არაფერი იცის - ისინი ნაწარმოების იდეურ - მხატვრული ამოცანების, აგრეთვე მკითხველის მოთხოვნილებებისდა მიხედვითაა აგებული. მთხზველს არ აინტერესებს ძერწავდნენ თუ არ ძერწავდნენ გალილეველი ბიჭუნები ტალახის ჩიტებს, იწყებდნენ თუ არა სკოლაში სწავლას ბერძნული ანბანით და უწოდებდნენ ასოებს ბერძნულ სახელებს ან იქნებ არა. იგი ბერძნულენოვანი მკითხველისათვის წერდა, რომელთაც, აგრეთვე ეს ყველაფერი არ იცოდნენ. მისთვის მთავარი იყო სასწაული ყოვედღიურობად ექცია, რაც ალბათ, მკითხველისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. მათ ზებუნებრივის სჯეროდათ,  ცხოვრებაში რომ მოხდა და რომელიც ასე ჰგავდა იმათ პირად ცხოვრებას. არაჩვეულებრივის რეალობაში შემოტანა იმედს ბადებდა მასზედ, რომ ისინი არსითა და რწმენით გაერთიანებულნი საკვირველებას მიემთხვეოდნენ, მაგრამ, სასწაულები, რომელნიც მოახდინა პატარა დასახლებაში იესომ, სხვა, აზრობრივ მნიშვნელობას ატარებდა: ისინი მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სამყაროს და შეგვახსენებდნენ, ხილულ საწუთროს გვერდით, სხვა, უხილავი სამყაროც არსებობს, რომელსაც ყველა ვერ ჩასწვდება. ასეთი დაპირისპირება პატარა ბავშვის გაცოცხლების ეპიზოდში აშკარაა (თავი XVIII). აღნიშნული ჩანართი მოგვითხრობს, თუ როგორ გააცოცხლებს იესო პატარა ბავშვს. თვით კი მიუბრუნდება ტოლ - მეგობრებს და თამაშს განაგრძობს. სასწაულთმოქმედი, რომელმაც აგერ ახლა წარმოთქვა საკრალული სიტყვები, უმალ კვლავ ბავშვად გადაიქცევა.
საკმაოდ უბრალოა ბავშვობის სახარების კომპოზიცია: აქ ყველა ეპიზოდი პატარა იესოსგან მოხდენილ სასწაულებზე მოგვითხრობს. შიგადაშიგ მითითებულიცაა, თუ რა ასაკის იყო ამა თუ იმ საკვირველების ჩამდენი ბავშვი. მთლლიანობაში, რიგი პირველი ეპიზოდებისა, იესოს მოწინააღმდეგების დასჯასთან დაკავშირებულ საკვირველებებს აღწერს: დაიღუპა ბავშვი, რომელმაც ხელი ჰკრა მას; დაბრმავდა ხალხი, რომლებმაც შესჩივლეს შვილზე იოსებს; უსულოდ დაეცა მასწავლებელი, რომელმაც გაბედა ხელი აეწია მასზე. . .  ავტორი თავიდანვე შთააგონებს მკითხველს, რომ იესო - ყოვლისშემძლე, მრისხანე და ამასთან მკაცრი ღვთაებაა. მომდევნო ეპიზოდებში ვკითხულობთ საკვირველებებზე, რომელნიც სნეულთა განკურნებასა თუ მკვდრეთით აღდგინებაზე მოგვითხრობენ: იესომ სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი ბიჭი გააცოცხლა, მაგრამ მას ბავშვი როდი შეებრალა, არამედ იმიტომ გააცოცხლა რომ მშობლები ადანაშაულებდნენ, თითქოს იესოს ხელი ეკრა მისთვის; იესომ არა მხოლოდ გააცოცხლა თანატოლი, არამედ აიძულა დამოწმებოდა მას, რომ მართლაც შემთხვევით გადმოვარდა სახურავიდან; იესომ მეზობელს ჭრილობა შეუხორცა, რომელმაც ფეხში ნაჯახი მოირტყა; განკურნა გველისგან დაკბენილი იაკობის ძმა; ახალმა მასწავლებელმა აღიარა სიბრძნითა და წყალობით სავსე იესო; თავის მხრივ, ვინაიდან ჭეშმარიტად დაემოწმა, იესო ეუბნება მას: შენ გიმადლოდეს ის დაჭრილი მასწავლებელი, რამეთუ განიკურნება!ო. ასე რომ, ბავშვობის სახარების ავტორი დააშინებს რა პირველსავე გვერდებიდან მკითხველს, შეწყალების შესაძლებლობებს აღგვიწერს და გვამცნობს, სასწაული მხოლოდ სასჯელი როდია, ის ხსნაცაა და იმ ერთის მიზეზით, რომელსაც შეიწყალებს, შესაძლოა სხვა შერისხულებსაც შეუნდოს. თვით სასჯელიც ალეგორიულია: ის, ვინაც ვერ ხედავს ჭეშმარიტებას - კარგავს მხედველობას. იესოსმიერი ყოველი მოქმედების მიღმა ავტორი უმაღლეს აზრს - ხსნას ანდა შურისგებას ხედავს. აგრეთვე, სასჯელმა, შესაძლოა, `ბრმების გულები~ მხედველი გახადოს.
ბავშვობისდროინდელი, თუ შეიძლება მათ ეწოდოს სამკურნალო მნიშვნელობის სასწაულები იესომ საჯაროდ მოახდინა. იგი ორგზის ეუბნება გადარჩენილებს: `გახსოვდე მე~. (ეს დამატება ამოღებულია ახალი აღთქმის იმ ადგილებიდან, სადაც სასწაულით განკურნებაა აღწერილი). ხსნა, ისევე როგორც დასჯა, აპოკრიფის ავტორის აზრით საჭირო არ არის, თუკი ურწმუნოთა მოქცევას არ ემსახურება, სასწაულის დამახსოვრებისკენ მოწოდება ფარული გაფრთხილებაა `გულმავიწყთათვის~ - ამ მოწოდების ადრესატები არა მხოლოდ ბავშვობის სახარების პერსონაჟები, არამედ მკითხველიცაა.
დასჯისა და განკურნების გარდა, ბავშვობის სახარებაში ჩართულია რიგი სხვა სასწაულების ამსახველი ეპიზოდები, რომელთაც იესოს მოძღვრება ან მისი მომავალი უნდა ახსნას და გასაგები გახადოს. ყოველი მსგავსი საკვირველების აღწერის მიზანი იესოს ზებუნებრივ არსებაში ჩაბუდებულ დაფარულ აზრის დემონსტრირებაა. ის თორმეტი ბეღურაც, რომელნიც მან სხვადასხვა მხარეს გააფრინა - გახლავთ სიმბოლო თორმეტი მოციქულისა, რომელთაც საქადაგებლად დაგზავნის და მთესველი იესო მათ მიერ დაბნეულ ხორბლისაგან არნახულ მოსავალს აიღებს - ესაა ჭეშმარიტი რწმენის მთესველის სიმბოლო, ერთობ გავრცელებული ქრისტიანულ მწერლობაში (სახე როგორც კანონიკურ, ასევე არაკანონიკურ სახარებებშიც), ხოლო თავისი სამოსით წყლის მომტანი იესო ალბათ ცოცხალი წყლის რწმენის სიმბოლო გახლავთ. მაგრამ ის, რასაც ადრეულ სახარებებში არაკი ეწოდა, ბავშვობის სახარებასთან გამუდმებით თანმდევი სიტყვებითურთ განხორციელდება: `გახსოვდე მე~! ყოველი, რასაც ლაპარაკობს იგი, სასწაულის ძალით ხორციელდება და შენის მხრივ გევალება ჩასწვდე ამ საიდუმლოს.
იესოს მიერ მოხდენილ სასწაულზე, ნამდვილი და ხილული პრობლემების გვერდით რჩება კიდევ ერთი საძნელო საკითხი, იგი მოსვენებას არ აძლევდა II საუკუნის ქრისტიანებს, - ეს გახლავთ საკითხი დასჯისა და მოსარჩლეობისა. თავდაპირველად, ქრისტიანობა პირველ ყოვლისა `გადარჩენის~ რელიგია იყო. იესოში, როგორც მესიაში დარწმუნებულები, მორწმუნენი თავიანთ თავებს რჩეულებად აღიქვამდნენ. ჯვარცმა მაშინ სიკვდილისგან დახსნის საშუალებას ნიშნავდა. ადრეულ ტრადიციებში იესო არ სჯის მისდამი მტრულად განწყობილთ. ლუკას სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ მივა იგი სამარიტელთა სოფელთან და ხალხი მას არ მიიღებს. ამ ფაქტით განაწყენებული მოწაფეები ურჩევენ მოძღვარს სოფლის მცხოვრებთა დასჯას `ციური ცეცხლით~, იესო მათ პასუხობს: `ვინაიდან ძე კაცისა არა ადამიანთა დასაღუპავად არამედ მათ გამოსახსნელად მოვიდა!~ - (9. 53 - 56). ანალოგიური შინაარსის თხზულებების მკითხველნი ელოდნენ ჯილდოს აქ, მიწაზე, საზღაურად თავიანთი ტანჯვებისათვის და ფიქრობდნენ შურისგებას მათზე, ვინაც გული ატკინათ. შურისგება ერთხელ და სამუდამოდ სასტიკ სამსჯავროს დროს უნდა მომხდარიყო. ყველა, ვინაც არ მისდია ქრისტეს, საჭირო იყო `ცეცხლის გენიაში~ ჩაყრილიყვნენ ანუ როგორც თომას სახარების ლხინზე იგავშია თქმული - `შინაგან წყვდიადში~. მაგრამ, დროთა განმავლობაში, იმ ქრისტიანების წინაშე, რომელნიც მიწიერ, სიძნელეებითა და უბედობით აღსავსე ცხოვრებას აგრძელებდნენ, ამ უბედობათა, ვით ღმერთისგან მოვლენილი სასჯელის გამო კითხვა დაისვა. მათ წაეკითხათ ძველ აღმოსავლურ თხზულებებში `უცოდველ ტანჯულზე~ (უფრო თვალსაჩინო მაგალითია მოყვანილი იობის წიგნში ძველი აღთქმიდან) და ვერ კი გაეგოთ, რატომ იტანჯებოდნენ. უბედურებათა გამომგზავნელი ღმერთი უფრო და მეტად იძენდა თვისებას მრისხანე და აუხსნელ ძალისა, რომელიც მკაცრად სჯიდა მცირეოდენ გადაცთომათა მიზეზით (დაღუპვით სახეზე მისხურებული წყლისათვის - ბავშვობის სახარება). ბუნებრივია, მრისხანე ღმერთს უნდა დაესაჯა ყველა, ვინაც მას არ იცნობდა, ხოლო დღენიადაგ მოწყალების მქადაგებელი ქრისტიანები იმედოვნებდნენ, ვინც დევნიდა და ემუქრებოდა მათ, ისევე დაიღუპებოდნენ, როგორც ყმაწვილკაცობაში იესოს განმანაწყენებლები განადგურდებოდნენ. დასჯის თემა უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა ქრისტიანულ ლიტერატურაში II - IV საუკუნეებში: პეტრეს აპოკალიფსში, რომელიც, როგორც ჩანს, შეიქმნა II საუკუნეში. სამოთხის გვერდით დეტალურად აღწერილია ჯოჯოხეთიც, ყველა დანაშაულის თუ ცოდვების ჩამოთვლით, რომელთა მიზეზითაც სულები ისჯებოდნენ,  ხოლო ბევრად გვიანდელ ნიკოდიმეს სახელით ცნობილ სახარებაში მოთხრობილია სრულიად ფანტასტიკური ამბები სამსჯავროზე, სადაც ასამართლებდნენ იესოს და ამ ნაწარმოებთან ჯოჯოხეთში ქრისტეს საზეიმო სვლის აღმწერი სრულიად სხვა სახის თქმულებაა მიერთებული.
 ნაკლებ, მაგრამ მაინც საგრძნობია ბავშვობის სახარებაში `გამოქომაგების~ თემა რომელიც აგრეთვე იმდროინდელ ქრისტიანების განსჯაზე - გონებაზე მოგვითხრობს, თანაც გვამცნობს, ამ ახალი რელიგიის გავრცელება - განვითარების პროცესი როგორ ხდებოდა.
მეორე საუკუნის შუა წლების ქრისტიანთა შორის, სხვადასხვა სოციალური სტატუსის, საქმიანობის, განსხვავებული ზნეობრივი შესაძლებლობების ადამიანი იყო. ჯერ კიდევ პავლეს ეპისტოლეში, ქრისტიანული ეთიკის დარღვევის მიზეზით  ქრისტიანთა წიაღში წამოჭრილ კონფლიქტებზე ვკითხულობთ. ვინაიდან, მათ რიგებში გაწევრიანდა ხალხი, რომლებიც პარალელურად სახელმწიფო სამსახურს აღასრულებდნენ, მიწერილობებს, განაწესებს და ეს ყოველი ქრისტიანულ მრწამსს  ვერ უთავსდებოდა. ადრე თუ გვიან ამ ხალხმა ხელი აიღო ქრისტიანობაზე და ახალ რელიგიას გადაუდგა. ხოლო მეორენი მზად იყვნენ რწმენის გულისთვის  ყოველგვარი ტკივილი დაეთმინათ. ასეთ ვითარებაში რიგით ქრისტიანთა შორის, რომელნიც ერთის მხრივ ხედავდნენ ზადს და უძლურებას ერთურთისა, მეორეს მხრივ გასაოცარ მოთმინებას იჩენდნენ მიყენებულ ტკივილებისა თუ თავსდატეხილ უბედურებებისადმი (რასაც ისინი ღვთისგან მოვლენილ სასსჯელს უწოდებდნენ) წარმოიშვა იმედი `ქომაგისა~, რომელსაც მათ და დამსჯელ ღვთაებას შორის უნდა ეშუამდგომლა (ამ ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ქრისტიანთა საერთო მასიდან გარკვეული დასის გამოყოფა განაპირობა და თვითეულ მათგანს სწორედ ეს კრებული უნდა გამოქომაგებოდა). ბავშვობის სახარებაში `წმინდანთათვის~ მიტევების თემა თავს რამდენსამე ეპიზოდში იჩენს: იესო გვპირდება დუმილს, ანუ იოსების თხოვნით მრისხანებისგან თავს იკავებს, თუმცა, იოსებს ჭეშმარიტი აზრი მისი მოღვაწეობისა არ ესმის. შემდგომ ამისა, სადაც მასწავლებელი ზაქარია შეძრულია მისი სიბრძნით და აღიარა კიდეც იგი (ღმერთად ან ანგელოსად) იესომ ისინიც შეიწყნარა, ვინაც დასაჯა. მართალია პატიების მიზეზი მოძღვარი არ ყოფილა, არამედ ის, რომ, მის მიერ დასჯილთ და მისგანვე პატივდებულთ ეღიარებინათ იგი. და კიდევ ერთ, აგრეთვე მასწავლებელთან დაკავშირებუილ ეპიზოდზე (შესაძლოა ეს ეპიზოდები დუბლირებულნიც იყვნენ გადაწერის ან რედაქტირებისას. თავდაპირველად იყო მხოლოდ ორი მოძღვარი: ერთი - რომელმაც ხელი აღმართა იესოზე და მეორე - რომელმაც აღიარა იგი) იესო პირდაპირ აცხადებს: `. . . რადგან შენ ამბობ და მემოწმები ჭეშმარიტად, იგი ვინც დაზიანდა, შენ გიმადლოდეს, ვინაიდან განიკურნება~. აქ მკაფიოდაა ფორმულირებული აზრი, რომ მის წინაშე შემცოდეთ მიუტევა იესომ, ხოლო სანაცვლოდ უნდა ერწმუნათ ის და დამოწმებოდნენ მას. ანუ, არა მათი სინანული (თუმცა სასიკვდილო განაჩენმა იმათ ამის საშუალება არ მისცა) არამედ მისი აღიარება და ჩაწვდომა მის არსებაში გადაარჩენს მათ. ქომაგთა იმედი თითქოს სამაგიეროს მიღებაა შიშის დაძლევისათვის მრისხანე ღვთაების წინაშე, როგორადაც იესო მის მიმდევართა ფანტასტიკურ წარმოდგენაში სულ უფრო და უფრო ყალიბდება.
ბავშვობის სახარების იესო მკვეთრადაა განსხვავებული ახალი აღთქმის და, ვინცობაა ფრაგმენტების მიხედვით ვიმსჯელებთ, იუდეურ - ქრისტიანული სახარებების იესოსაგან. ეს განსხვავება შესამჩნევია სახარების თითქმის ყველა ეპიზოდის აღწერის დროს. იმ, არც თუ მრავალ კანონიკურ ტექსტებში, სადაც იესოს ბავშვობასა და სიყრმეზე მოგვითხრობენ, ვკითხულობთ: `იგი იზრდებოდა, იმაგრებდა სულს და დიად სიბრძნეს აღასრულებდა ~. . . (ლუკა 2. 40, 52). თომას ისტორიაში იესოს ბავშვობაზე ის არ `ივსება~ დიადი სიბრძნით, არამედ უბრალოდ - აბადია მას. თვით იესო მასწავლებელი - აპოკრიფიდან იესო - ახალი აღთქმის მასწავლებლისაგან არსებითად განსხვავებულია.
ლუკას სახარებაში არის ეპიზოდი, სადაც იესო ნაზარეთის სინაგოგაში `ბიბლიას კითხულობს:~ მას მიაწოდეს წიგნი, გადაშალა, იპოვა მისთვის საჭირო ადგილი, წაიკითხა, ჩამოჯდა და ქადაგება იწყო (4. 16 - 20). სინაგოგაში ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ხოლო აპოკრიფიდან სკოლაში მისული პატარა იესო გადაშლის წიგნს, მაგრამ არ კითხულობს მას, ოღონდ იწყებს საუბარს ზეშთაგონებით. აქ ადამიანური ნაკვთები თითქმის გამქრალან იესოს ხატებიდან, ისტორიული რეალობა შეცვლილია ფსევდორეალობით, რომელიც ავტორმა შექმნა. იქნებ ეს ეპიზოდი ფარული პოლემიკაც იყოს ახალი აღთქმის (შესაძლოა სხვა ადრეულ სახარებებთან), ან ცდაც გახლდეს ანალოგიური ეპიზოდების შემოტანისა, ოღონდ განსხვავებული გააზრებით. ჭეშმარიტი ცოდნა, რომლითაც დასაწყისიდანვე გაბრწყინდა იესო, მასწავლებლებთან დაკავშირებულ ეპიზოდებში მჟღავნდება, როდესაც მათგან ასოებში ჩადებული დაფარული აზრის ახსნა - განმარტებას მოითხოვს. (ირინეოსის თანახმად, მარკოზელები ციფრებისა და ასოების მისტიკურ დანიშნულებაზე მსჯელობდნენ). მართალია, სახარებაში განმარტებული ალფას ხაზი, უფრო სწორად მისი აღწერილობა) სრულად გასაგები ვერ იქნებოდა თუკი აღწერის მიღმა მკითხველისათვის ნაცნობ სიმბოლოებს ვერ შევამჩნევდით, დაკავშირებულს შეერთება - გათიშვის იდეასთან, ასე მნიშვნელოვანი რომ იყო გნოსტიკოსებისათვის. მოცემულ ეპიზოდში იესო არა მხოლოდ ფლობს სასკოლო სიბრძნეს, იგი უბრალო მოკვდავთათვის დაფარული ცოდნის მატარებელია.
ამ იდეის განსამარტავად ბავშვობის სახარების ავტორი ლუკას სახარების ეპიზოდს მიმართავს, სადაც 12 წლის იესო ტაძარშია. კანონიკური სახარების თანახმად, იესო მშობლებთან ერთად იერუსალიმს დღესასწაულზე მიემგზავრება, ხოლო, როცა დამთავრდება ზეიმი, დაეკარგება მათ. მშობლები ბიჭს ტაძარში, მოძღვართა შორის ჩამომჯდარს იპოვნიან, იგი ყურს უგდებდა და გამოჰკითხავდა მოწესეებს. `ვინაც უსმენდა იესოს, გაკვირვებულები იყვნენ მისი პასუხებითა და განსწავლულობით~. (2. 42 - 47) ამ მოვლენების თაობაზე ბავშვობის სახარებაში ფრაზები ლუკას ტექსტიდან სიტყვასიტყვითაა გამეორებული. უნდა აღვნიშნოთ, აპოკრიფის ავტორმა, ახალ აღთქმაში გადმოცემული თქმულებების ცალკეული დეტალები შეალამაზა და თავის თხზულებაში სახეცვლილი შეიტანა. ბავშვობის სახარებაში იესო უხუცესებს დუმილს აიძულებს. ტაძარში შეკრებილთ იგი `მათ, აგრეთვე ხალხსა და მასწავლებლებს მოძღვრავს,~ კანონს და წინასწარმეტყველების აზრს განუმარტავს. იქ შეკრებილი მწიგნობრები და ფარისევლები არა თუ გაკვირდებიან მისი გონებით, არამედ ასე ეტყვიან ტაძარში გვიან შემოსულ იესოს მძებნელ მარიამს: `ესოდენი დიდება, ასეთი ღირსეულება და სიბრძნე არათუ გვინახავს ოდესმე, არამედ, არცა გვსმენია მსგავსი რამ~ - ო. ამგვარად, აქ ხაზგასმულია იესოს განსაკუთრებულობა, რომელიც ასწავლის (არ ესაუბრება) და უმალვე იწვევს მსმენელის თაყვანისცემის სურვილს, როგორც სკოლასთან დაკავშირებულ ეპიზოდში ქადაგების მსმენელნი იესოს მადლსა და სიბრძნეს კვირვობდნენ. ავტორს არ აინტერესებს ის საკითხი, თუ შემდგომ რატომ აღარ ცნობდნენ იგივ მწიგნობარნი და ფარისეველნი მის სწავლებებს, პირიქით, აუმხედრდნენ და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, (ეს გამოსვლები აღწერილია კანონიკურ და რამოდენიმე აპოკრიფულ თხზულებაშიც). იესო - ეგო - ღვთაებაა, და მოძღვარს უფლება არა აქვს არ დაარწმუნოს თვითეული, ვინაც მოუსმენს. ტაძართან დაკავშირებული ეპიზოდი ამთავრებს ბავშვობის სახარებას და როგორღაც მას ახალაღთქმისეულ თხრობასთან აკონტაქტებს. ლუკას სახარებიდან თითქმის სიტყვასიტყვით გადმოტანილი ფრაზები ალბათ სპეციალურ სტილისტურ ილეთად უნდა აღვიქვათ, მაჩვენებლად იმისა, ნაწარმოებმა იესოს ბავშვობაზე უშუალოდ ქრისტიანთა უმრავლესობის მიერ პატივდებული მოთხრობა უნდა მოგვაგონოს, რომელიც ზრდასრული იესოს ცხოვრებისა და ქადაგებებთან დაკავშირებულ ამბების ამსახველია. მაგრამ, კავშირი გახლავთ წმინდა შინაგანი ხასიათისა, ვინაიდან, ბავშვობის სახარებისეული იესო არ შეიძლებოდა იმ იესოდ მოგვლინებოდა, რომლის სახეც პირველმა მქადაგებლებმა შექმნეს და თავიანთ გარშემო: მათხოვრები; ხეიბრები; ქვრივ - ობლები შემოიკრიბეს - ყველა ისინი, ვისაც იმპერიულ საზოგადოებაში ჩვენი ერის გარიჟრაჟზე ადგილი არ შეხვდათ. სიმკაცრე, თვითნებობა, რომელთა ავტორიც პატარა იესოა, არ შეშვენის უკვე წინასწარმეტყველს, წარმომთქმელს შემდეგი სიტყვებისა: ` . . . რამეთუ წყალობა ჩემი და ტვირთი ჩემი სუბუქია.~ (მათე II. 30). აგრეთვე იუდეველ - ქრისტიანთა სახარების თანახმად, თვის მოწაფეებს გაანდო: `აროდეს იყოთ მხიარულნი, მხოლოდ ასე შეიყვარებთ მოყვასს თქვენსას~.
სასწაულები პირველი ქრისტიანებისათვის, რომელთა შესახებაც მოგვითხრობენ მქადაგებლები, იყვნენ პირველ ყოვლისა საკვირველებანი გადარჩენისა. ვინაიდან მათი მესია როგორც მშველელი, სულთა და სხეულთა მხსნელი გამოდიოდა. კანონიკურ სახარებებში მოთხრობილია სიმბოლურ სასწაულებზე, ისინი რამდენიმე პურით ათასების დაპურების ან წყლის ღვინოდ გადაქცევის ამსახველ საკვირველებებს ედარებიან და ა. შ. მაგრამ იესოს ძირითადი საქმიანობა `ცოფის განგდება და კურნება სნეულთა~ გახლავთ. სწორედ ასეთად აღიქმებოდა იგი პირველ ქრისტიანთათვის. (რანაირადაც წინასწარმეტყველთა მოღვაწეობაშია მოთხრობილი: `დადიოდა, ამწყალობებდა და კურნებდა ყველას, ვინაც შეპყრობილი იყო ეშმასაგან~ - (10. 38). ეს სიმარჯვე ქრისტიანულ გადმოცემათა თანახმად მან თავის მოწაფეებს უბოძა. ბავშვობის სახარებაში აღწერილ გადარჩენასა და აღდგომაზე საკვირველებების მიზანია იესოს ყოვლისშემძლეობაში დაგვარწმუნონ. ნიშანდობლივია, არცერთი სასწაული არ მოახდინა მან შეჭირვებულთა თხოვნით (შეუდ. მარკოზი 5, 22, 33 - 34): იგი თვით ირჩევს ადამიანს და იწყალებს მას.
მკვდრეთით აღდგინების აღწერისას გამოყენებულია გამოთქმები, რომელთაც კანონიკური ტექსტების ანალოგიურ ეპიზოდებში ვხვდებით. სასწაულების შემსწრენი ამბობენ: `. . . მან ბევრი სული იხსნა სიკვდილისაგან და კვლავ ბევრს იხსნის დარჩენილი ცხოვრების მანძილზეო~. თუმცაღა, თავის მოთხრობაში ახალი აღთქმის ტექსტებიდან გამონათქვამები შეიტანა, აპოქრიფის ავტორი თხრობის სტილს იქ ცვლის, სადაც ჩნდება საშიშროება თავის თეოლოგიურ კონცეფციასთან დაშორებისა. ასე, აღდგომის შემყურე ახალგაზრდები ლუკას მოთხრობაში შეჰყვირებენ: `. . . დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედაო თავის ხალხს~. . . (7, 16). აპოკრიფში სასწაულების მომსწრენი იესოს ღმერთს ან ანგელოსს უწოდებენ, მაგრამ, არა წინასწარმეტყველს. ახალი აღთქმის ტექსტებში აისახა უძველესი ქრისტიანული ტრადიცია იესო - წინასწარმეტყველზე, რაც იუდეველ - ქრისტიანთა ნაწერებშიც შეინიშნება. თუმცა, ბავშვობის სახარების შექმნის დროს იესოს სახე წარმართ ქრისტიანთათვის ადამიანურ იერს სულ უფრო და უფრო კარგავს, ამიტომ სიტყვა `წინასწარმეტყველი~ აღარ გამოხატავდა მათ მიერ აღქმულ იესოს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იუდეიზმისაგან შორს მყოფი ბერძნულენოვანი მკითხველისთვის, იუდეურ გარემოდან გამოსულ პირველ ქრისტიანთა რელიგიური მსოფლხედვისათვის `წინასწარმეტყველი~ ზედმეტი მცნება იყო.
ამგვარად, ბავშვობის სახარების ავტორი არ მართავს აშკარა პოლემიკას II - ე საუკუნის ქრისტიანების მიერ ნაპირველებ ახალი აღთქმის ტექსტებთან, პირიქით, ხაზს უსვამს რა მათთან კავშირს, იმავდროულად განსხვავებული თეოლოგიური პოზიცია აღმავალი გნოსტიციზმის იდეებისაკენ მიაქვს. აპოკრიფში დახატულ იესოს სახეს არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა მკითხველზე და თვით მათ აზრზე, იესოს შემდგომ ცხოვრება – მოღვაწეობაზე თვით ჯვარცმამდე. ხატება დოკეტების წარმოსახვასთან მიახლოვებულ წარმოდგენას ქმნიდა, ესაა (გრძნეული, რომელიც თავის გამანაწყენებელთ სიკვდილით სჯიდა, თვით კი არ შეეძლო ჭეშმარიტი ტანჯვა განეცადა).
გნოსტიკური გავლენა ცალკეულ გამონათქვამებშიც შეიმჩნევა. მეორეს მხრივ, ავტორი ახალაღთქმის სახარებებს იმ ტერმინოლოგიას ესესხება, რომელნიც გნოსტიკოსების თხზულებებში გვხვდება: `ძალა~; `რჩეული~; `სტოიქეიონი~ - სიტყვა აღმნიშვნელი `ასოსი~; `საწყისი~ და სხვა). თუმცა, ბავშვობის სახარება ნაკლებ ფილოსოფიური თხზულება გახლდათ. იგი უფრო თავშესაქცევი საკითხავი იყო ხალხისათვის, რომელთაც რთული ფილოსოფიური აზრთწყობანი არ ესმოდათ, ორთოდოქსალებსა და გნოსტიკოსებს შორისი თეოლოგიური აზრთა სხვადასხვაობანი მათთვის ბოლომდე გასაგები არ იყო. მათ ზღაპრის მოთხოვნილება ჰქონდათ, რომელშიც მათი წარმოსახვა უძლეველ, ყოვლისშემძლე ღვთაებაზე უნდა ასახულიყო. ბავშვობის სახარების მსგავს თხზულებებში გნოსტიციზმი ვულგარიზირდებოდა და მიუხედავად ქრისტიანთა ხელმძღვანელების მასთან კამათისა, მასაში მაინც შეაღწია. ახლებურად გაიაზრეს იგი და მოახერხა, რიგ ღვთისმეტყველებზე გავლენა მოეხდინა, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.
ორთოდოქსალურ ეკლესიას არ შეეძლო ბავშვობის სახარება წმინდა წიგნად ეცნო. იგი საკმაოდ გვიანაა შექმნილი. იესოს ხატება არსებითად დაცილებულია იმ სახებასთან, რომელიც კანონიკურ წერილებშია აღწერილი, ბოლოს და ბოლოს, იგი იმ მოძღვრების შესამჩნევ გავლენას განიცდიდა, რომელსაც ეკლესია ებრძოდა, მაგრამ მისი პოპულარობა მაინც უდიდესი იყო.
III - IV საუკუნეებში იოსებისა და სხვა ისეთი პერსონაჟების სახელობის ნაწერები ჩნდება, ქრისტიანულ წმინდა საკითხავებში ზერელედ რომ არიან მოხსენიებულნი. ბავშვობის სახარებაში გამოვლენილი ტრადიციის გამგრძელებელი ნიკოდიმეს სახარება გახლდათ, რომელმაც ჩვენამდე ლათინურ თარგმანის სახით უფრო გვიან მოაღწია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და თემატურად ერთურთს არ უკავშირდება. პირველ ნაწილში დაწვრილებითაა აღწერილი პროცესი იესოზე, მეორეში - მისი სვლა ჯოჯოხეთში, სადაც იგი შეიპყრობს სატანას და მის ჯაჭვით დაბმას ბრძანებს. სარწმუნოა, თავდაპირველად, ეს იყო ორი სხვადასხვა ნაწარმოები, მაგრამ მათი შეერთება როგორც უბრალო შემთხვევითობა არ აღიქმება. შინაგანი შეუთავსებლობის მიუხედავად, ორივე ნაწილი აღწერს საერთო მიდგომას იესოსადმი. იგი აბსოლიტურად ფანტასტიურ ფიგურად წარმოგვიდგება. როგორც ბავშვობის სახარებაში, მთავარი ადგილი არა მის გამოთქმებს, არამედ დაუჯერებელ სასწაულებს  ეთმობა.
ნიკოდიმეს სახარებისეულ იესოს გასამართლების პროცესისმაგვარი ამბების აღმწერ გვიანდელ თქმულებებისათვის, ნიშანდობლივი ის იყო, მათში ეთიკურსა და დოგმატურ დებულებებს ვერ შეხვდებოდით. ისინი გნოსტიკოსების მისტიკურ ფილოსოფიისაგან და შეჭირვებულთა დახმარებაზე მოწოდებისაგანაც თანაბრად შორს დგანან, იუდეველ - ქრისტიანთა სახარებებმა ასე აშკარად რომ გამოხატეს. მაგრამ, მიუხედავად ამ თხზულებებისადმი დაძაბული დამოკიდებულებებისა, ისინი მაინც ვრცელდებოდა. სწავლება იესოს ჯოჯოხეთში სვლის შესახებ, ასახული ბევრ შესანიშნავ ხატმწერის მიერ თავიანთ ქმნილებებში, საეკლესიო ტრადიციაში სწორედ ამ გვიანდელ აპოკრიფების გავლენით შეიტანეს.
ბავშვობის სახარება ადრეულ შუასაუკუნეებში სირიულ, კოპტურ, სომხურსა და ქართულ ენებზე ითარგმნა. არსებობს ეთიოპური და არაბული ვერსიებიც, აგრეთვე უძველესი სლავიანური თარგმანები. ძველ რუსულ აკრძალულ წიგნებს შორის იგი გვხვდება სათაურით: `ისტორია თომა ისრაელელისა~ (ამასთან დამატებულია სიტყვა ფილოსოფოსი და არა წინასწარმეტყველი, რომ, სიტყვა წინასწარმეტყველის ხსენებით მორწმუნეთა სიმყუდროვე არ დარღვეულიყო). აგრეთვე, `ქრისტეს ბავშვობა~ (XIV ს). დასავლეთში ბავშვობის სახარების საფუძველზე შეიქმნა ლათინური სახარება ფსევდო - მათესი, რომელიც უფრო უხვია წვრილმანებით, ვიდრე ორიგინალი აპოკრიფი. ამ თხზულებათა, ისევე როგორც მარიამზე თხზულებების პოპულარობა იმავ სოციალურ - ფსიქოლოგიური ფაქტორებით: ჩვეულ; ფოლკლორულ მოტივებთან დაკავშირებულ; ყოველდღიურ ცხოვრებაში სასწაულის მოიმედე; განუსაზღვრელ; ყოვლისშემძლეობის მქონე ღვთაებისადმი რწმენით აიხსნება.
ბავშვობის სახარება ევოლუციას ასახავს, მორწმუნეთა ცნობიერებაში ქრისტიანობის დამაარსებლის სახარებამ რომ გამოიარა: ღარიბი და კეთილისმქმედი იუდეველ - ქრისტიანი კაციდან მრისხანე ღმერთით დამთავრებული, გვიან ანტიკურ და ადრეული შუასაუკუნეების აპოკრიფების მიხედვით, თვითნებურად რომ სჯის და ურჩადვე შეიწყნარებს ადამიანებს. ბავშვობის სახარება საინტერესოა აგრეთვე იმით, რომ, იგი ახალი აღთქმის საკითხავების შექმნის შემდგომაც სხვადასხვა ჟანრის ქრისტიანული ლიტერატურის განვითარებას მოწმობს. საინტერესოა იმითაც, ამ ლიერატურაში განსხვავებული, ხანდახან ერთურთისადმი მტრულად განწყობილი რელიგიური მიმდინარეობები აისახა და გაერთიანდა: ის, ვისაც ეკლესიის თეოლოგები და ხელმძღვანელობა ვერ ურიგდებოდა, რიგით მორწმუნეთა წარმოდგენებმა თუ თვალთახედვამ შეითვისა.

                          (თომას სახარება) 

I.    მე, თომა ისრაელელი,  მოგითხრობთ, რომ იცოდეთ, ძმებო! წარმართთა შორის, ყველა მოვლენა, ღმერთისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი დიადი საქმენი, რომელნიც აღასრულა მან ჩვენს ქვეყანაში დაბადებიდან, ასე იწყება.
II.    როცა 5 წლის ყმაწვილი იესო ერთობოდა, იქ, სადაც ნაკადული თავთხელდება, შეკრიბა ტბორეში ჩამავალი წყლები, დაწმინდა და მართავდა მას მხოლოდ სიტყვით. მერე აზილა თიხა და გამოძერწა თორმეტი ბეღურა.  ეს მოხდა შაბათ დღეს, მის ირგვლივ თამაშობდა მრავალი ბავშვი. მაგრამ როდესაც ვინმე იუდამ დაინახა, რას აკეთებდა მოსეირე იესო შაბათს, იმავ წამს წავიდა მამამისთან, იოსებთან და უთხრა: ნახე, შენმა შვილმა ნაკადულთან თიხა მოზილა და ჩიტები გამოძერწა, მან შეურაცხყო შაბათი დღეო. მოვიდა იოსები იმ ადგილას და რა დაინახა, შეჰყვირა: რატომ აკეთებ შაბათ დღეს იმას, რაც არ შეიძლება?!  მაშინ შემოჰკრა ტაში იესომ და შეჰყვირა ბეღურებს: გაფრინდით! და ბეღურებიც ჟღურტულით გაფრინდნენ. გაჰკვირდნენ ამ ამბის შემსწრე იუდეველები, წავიდნენ და უამბეს უხუცესებს ნანახის შესახებ, თუ როგორ აქცია პატარა იესომ სიტყვა საქმედ.
III.    ხოლო მწიგნობარ ანას ვაჟი     იდგა იქვე, იოსების გვერდით, აიღო მან წნელი და მოუშალა სათავეები პაწია ნაკადულებს, რომელნიც შეჰკრიბა იესომ. დაინახა რა იესომ, განრისხდა და უთხრა მას: უგვანო, უღმერთო, ბრიყვო, რა დაგიშავა წყალმა და გუბემ? აი ნახავ, ახლა შენ ხესავით გახმები და არ გექნება ფოთოლი, ნაყოფი, ფესვი. და ის ბიჭუნა იმავ წამს გახმა, ხოლო იესო წავიდა და შევიდა იოსების სახლში. გამხმარი ბიჭის მშობლებმა აიყვანეს შვილი, ტიროდნენ მის ბავშვობას. მიიტანეს იოსებთან, საყვედურობდნენ, რომ მისი ვაჟი ასეთ საქმეებს სჩადის.
IV.    ამის შემდგომ, იგი (იესო) მიდიოდა სოფლის გზაზე და მიირბინა ბიჭუნამ და უბლიკვნა. იესო გაბრაზდა და უთხრა მას: შენ ვეღარსად წახვალ აქედან. ბავშვი იმავ წამს დაეცა და მოკვდა. ისინი კი, ვინაც შეესწრო ამ ამბავს, ამბობდნენ: ვინ დაბადა ასეთი ბავშვი, რომ მისი ყოველი სიტყვა საქმედ იქცევა? მოვიდნენ მოკლული ბავშვის მშობლები იოსებთან, გაკიცხეს: თუკი ასეთი შვილი გყავს, ან ნუ იცხოვრებ ჩვენს გვერდით, ანდა ასწავლე მას დალოცვა და არა წყევლა,  რამეთუ შვილები გვეღუპებიანო.
V.    ხოლო იოსებმა მოუხმო ბიჭს და დატუქსა იგი, ეუბნებოდა: რატომ ტანჯავ ხალხს და აძულებ ჩვენ ოჯახს?! აწი არც მოგვასვენებენ! იესომ თქვა: მე ვიცი, ეგ სიტყვები შენი არაა. დავიდუმებ შენი გულისთვის, მაგრამ, ისინი უნდა დაისაჯონ. და იმავ წამს მისი ბრალმდებლები დაბრმავდნენ. ხოლო, ვინაც დაინახა ეს, შეშინდა და შეძრწუნდა. ასე ამბობდნენ: ყოველი სიტყვა, რომელთაც წარმოთქვამს იგი, ავსა თუ კეთილს, არის საქმე და სასწაული. ხოლო როდესაც იხილა იოსებმა, თუ რა მოიმოქმედა ბავშვმა, ყური აუწია.  გაბრაზდა ბიჭუნა და თქვა: საკმარისია! ეძებდე და ვერ ჰპოო,  უგუნური ყოფილხარ! ნუთუ არ იცი, რომ მე შენ გეკუთვნი?  ნუ მტკენ.
VI.    და მათგან შორიახლო მდგომმა, მასწავლებელმა, სახელად ზაქამ,  როცა მოისმინა, თუ რა უპასუხა მამას იესომ, გაკვირდა ფრიად, რაკი ბავშვი ასე ლაპარაკობდა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი მივიდა იოსებთან და უთხრა: ჭკვიანია შენი იესო, ნიჭიერი. ასე, რომ, მომიყვანე მე და ვასწავლი ასოებს, ხოლო, ასოებთან ერთად გადავცემ ცოდნას, თუ როგორ უნდა მიესალმოს უფროსსა და პატივი სცეს მამებსა და პაპებს, და უყვარდეს ისინი, მისი თანატოლნიო.
    და მან უჩვენა იესოს ყველა ასო ალფადან ომეგამდე.  დაუსვა ბევრი შეკითხვა ხოლო (იესომ) თავის მხრივ ჰკითხა ზაქას: შენ, რომელმაც არ იცი, რა არის ალფა, ვით შეძლებ ასწავლო სხვებს, თუ რას ნიშნავს ბეტა?!  თვალთმაქცო!  თუკი უწყი, მასწავლე, რა არის ალფა, მაშინ  ვირწმუნებ ბეტას. იწყო გამოკითხვა მასწავლებლისა პირველ ასოზე, და ზაქამ ვერ უპასუხა. მაშინ სხვა მსმენელთა თანდასწრებით ბავშვმა უთხრა ზაქას: ისმინე, მასწავლებელო პირველასოს აგებულების თაობაზე და მიაქციე ყურადღება თუ როგორი წრფეები აქვს მას, ხოლო შუა ხაზი, გავლებული ორ წრფეს შორის, როგორც ხედავ, ეყრებიან და განეშორებიან ერთურთს, ადიან მაღლა, შემობრუნდებიან, სამი ნიშანი იმავ თვისებისა ერთურთზე დამოკიდებულია და ერთმანეთზე დაყრდნობილი. ერთი და იგივე ზომისანი. ასეთია ალფას წრფეები.
VII.    როცა მასწავლებელმა ზაქამ მოისმინა იესოსგან პირველასოზე გამოთქმულ სიმბოლოებზე, რომ ბიჭუნას ჰქონდა დიდი ცოდნა, დაიბნა და იქ დამსწრეთ უთხრა: გავოცებულვარ, მე უბედურმა თავი შევირცხვინე, არ უნდა მომეყვანა აქ ეს ბიჭი. გთხოვ ძმაო იოსებ, შინ წაიყვანე. ვერ უძლებ მისი სახის სიმკაცრეს და საერთოდ, ვერ ვიგებ მის ლაპარაკს. ეს ბავშვი არ ჰგავს მიწიერს. იგი ცეცხლის მოთვინიერებასაც შეძლებს, იქნებ ქვეყნის გაჩენამდეცაა შექმნილი.  არ ვიცი, რა წიაღმა ატარა, რა ძუძუმ კვება. ვაი ჩემს თავს. მე მანადგურებს იგი. ვერ ჩავწვდი მის აზრებს. მოვტყუვდი, მე სამგზის უბედურს, მინდოდა მიმეღო მოწაფე, და შევხვდი მასწავლებელს. ვფიქრობ ჩემს სირცხვილზე მეგობრებო! მოხუცს ახალგაზრდა აღმემატა.  დამრჩენია სასოწარკვეთა და სიკვდილი ამ ბავშვისათვის, ვინაიდან მე მას ვეღარ გავუსწორებ თვალს და როცა ყველა ილაპარაკებს, თუ როგორ მაჯობა ამ ერთი ციცქნა ბავშვმა, რაღა მეთქმის? რას ვიტყვი პირველ ასოს წრფეებზე?! არ ვიცი მეგობრებო! არ ვუწყი სადაა დასაწყისი და დასასრული. გთხოვ, ძმაო იოსებ, წაიყვანე შინ. იგი ალბათ ვინმე დიადთაგანია, ღმერთი ან ანგელოსი. . . არ ვიცი.
VIII.    ანუგეშებდნენ იუდეველები ზაქას, ბიჭუნამ ხმამაღლა გაიცინა და თქვა: `ამიერიდან დე გამოიღოს ნაყოფი თქვენმა კუთვნილმა, დაე ბრმები ხედავდნენ გულით, მაღლით მოვსულვარ მათ დასაწყევლად და უმაღლესისაკენ მოსაწოდებლად, რაკი ინება ჩემმა წარმომგზავნელმა თქვენთვის.~ ხოლო როცა გაასრულა ლაპარაკი ბავშვმა, იმავ წუთს განიკურნენ მის მიერ შერისხულნი. ამის შემდგომ ვერვინ ბედავდა სიტყვა შეებრუნებინა იმისთვის, რომ არ დაწყევლილიყო და არ დასახიჩრებულიყო.
IX.    რამდენიმე დღის შემდეგ იესო სახლის სახურავზე  სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, და მისი თანატოლი გადმოვარდა და დაიღუპა. ამ ამბის შემსწრე პატარები გაიქცნენ. დარჩა მარტო იესო. მალევე მოვიდნენ დაღუპული ბავშვის მშობლები და იესო დაადანაშაულეს. ბავშვმა მიუგო: მე არ გადმომიგდია იგი სახურავიდანო. მშობლებმა არ დაიჯერეს და არც ცხრებოდნენ. მაშინ იესო ჩამოვიდა სახლის სახურავიდან, დადგა გარდაცვლილი ბიჭუნას გვამთან და შეჰყვირა - ზენონ,  აღსდექ და თქვი, გიბლიკვნე თუ არა მე? იმავ წუთს ადგა მიცვალებული და თქვა: არა, უფალო, შენ არ გადმოგიგდივარ, არამედ ამამაღლე.  ირგვლივ ყველა შეძრწუნდა. ზენონის მშობლებმა კი მომხდარი სასწაულად მიიჩნიეს და თაყვანი სცეს იესოს.
X.    რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელი  ყმაწვილი შეშას ჩეხავდა. ჩაიცა ფეხში ნაჯახი, სისხლისგან იცლებოდა. ირგვლივ ქალები აკივლდნენ, მოგროვდა ხალხი, იესომაც მიირბინა, გაძვრა შეკრებილთ შორის, ხელით შეეხო ფეხზე ჭრილობას და სასიკვდილოდ განწირული მეზობელი განკურნა. უთხრა ყმაწვილს: აწ აღსდექ, განაგრძე ჩეხვა შეშისა და გახსოვდე მე. ამის მერე ბრბო ეთაყვანა იესოს. ასე ამბობდნენ: ჭეშმარიტად, ღმერთის სულია ჩასახლებული ამ ბავშვშიო.
XI.    როცა იესო ექვსი წლის შეიქნა, დედამ წყლის მოსატანად გაგზავნა. გზად იესო წაიქცა და დოქი გატყდა. პატარამ გაიხადა ტანსაცმელი, გადმოაბრუნა, წყლით აავსო და მიუტანა დედას. მარიამმა აკოცა ბავშვს და ეს სასწაული არავის გაუმხილა.
XII.     და აი, თესვის დროს, იესო მამას გაჰყვა ყანაში, ხორბალი უნდა დაეთესათ. იესომაც ერთი მარცვალი ჩათესა. ხოლო როცა მოიმკეს, ბიჭუნას დათესილმა გამოიღო ასი ფუთი  ყველა ღარიბს მოუხმო კალოზე და ხორბალი დაურიგა, დარჩენილი კი მამამ დააბინავა. იესო 8 წლის იყო როდესაც ეს საკვირველება მოახდინა.
XIII.    ხურო გახლდათ იოსები და იმჟამად სახნისს და უღელს  აკეთებდა. მდიდარმა საწოლი შეუკვეთა, მაგრამ, როდესაც ერთი კადონი მეორეზე მოკლე აღმოჩდა, იოსები საგონებელში ჩავარდა. შვილმა უთხრა მამას: დააწვინე გვერდიგვერდ ფიცრის ორთავ ნაჭერი და გასწორდებაო. ასეც მოიქცა იოსები. დადგა იესო ფიცრების ერთ ბოლოში, აიღო მოკლე კადონი, გაწვართა და გაუტოლა პირველს. იოსები განცვიფრებული შესცქეროდა ამას, მერე გადაეხვია და აკოცა. თქვა: ბედნიერი ვარ რომ ასეთი შვილი მაჩუქა ღმერთმაო.
XIV.    რაჟამს დარწმუნდა იოსები, ნიჭიერი ყმაწვილი ჰყავდა და მალე დიდი ბიჭი გაიზრდებოდა, გადაწყვიტა, მასწავლებლისთვის მიებარებინა იგი. მოძღვარმა უთხრა იოსებს: მე ჯერ ვასწავლი მას ბერძნულ ასოებს, მერე ებრაულს. რამეთუ იცოდა მან ბიჭის მიხვედრილობის შესახებ და ეშინოდა მისი. მაინც დაწერა მასწავლებელმა ანბანი და ეკითხებოდა ბავშვს თუმცა იესო არ პასუხობდა. ბოლოს უთხრა მასწავლებელს: თუ შენ ჭეშმარიტად მასწავლებელი ხარ და კარგად იცი ასოები, მითხარი, რა არის ალფა და მე გეტყვი შენ, რას წარმოადგენს ბეტა.  გაბრაზდა მასწავლებელი და თავში წამოარტყა იესოს. ეტკინა პატარას, დასწყევლა მასწავლებელი. ისიც უსულოდ დაეცა მიწაზე. იესო შინ წავიდა. იოსებმა უთხრა მარიამს: არ გაახედო გარეთ, რამეთუ ყოველი, ვისაც განურუსხდება, კვდებაო.
XV.    გავიდა ხანი, (იოსების მეგობარმა) ახლა უკვე სხვა მოძღვარმა უთხრა იოსებს: მოიყვანე ჩემთან, სკოლაში, იქნებ მე ვასწავლო ანბანი: მამამ უპასუხა: თუკი გადაწყვეტ წაყვანას, წაიყვანე! და მან წაიყვანა იგი შიშით და კრთომით, მაგრამ, ბიჭუნა სიამოვნებით გაჰყვა პედაგოგს. შევიდნენ სკოლაში, იესო დასწვდა ქვესადგამზე დადებულ წიგნს, არ გადაუშლია, იწყო ლაპარაკი სული წმინდისაგან და ასწავლიდა მის ირგვლივ მყოფებს. დიდძალი ხალხი მოგროვდა გაკვირვებულნი მისი სიტყვის მადლით და სიბრძნით. შეიტყო მამამ მომხდარი, შიშნაჭამი სკოლისკენ გაიქცა, იესო ამ მასწავლებელთანაც ვერ მორიგდებაო. მოძღვარმა კი ასე უთხრა სკოლაში მისულ იოსებს: უწყოდე ძმაო:  ავიყვანე ეს ბავშვი მოწაფედ, თუმცა, აღსავსეა იგი დიად მადლით და სიბრძნით. აწ კი გთხოვ, წაიყვანე სახლში. გაეცინა ბიჭუნას და თქვა: ვინაიდან შენ ამბობ და მემოწმები ჭერშმარიტად, შენი გულისთვის, ვინც რომ დაზარალდა, განიკურნება. იოსებმა წაიყვანა შინ იესო.
XVI.     ერთხელაც იოსებმა თავისი შვილი იაკობი  შეშის მოსატანად გაგზავნა. იესო გაჰყვა მას. როცა იაკობი ფიჩხს აგროვებდა, ხელზე გველმა უკბინა.  გულაღმა დაეცა და კვდებოდა. იესო მივიდა მასთან და როდესაც მისი სუნთქვა ნაკბენს შეეხო, იმავ წამს გაქრა ტკივილი, წყეული გასკდა, ხოლო დაგესლილი ჯანმრთელი და უვნებელი წამოდგა.
XVII.    ამის შემდგომ, იოსების მეზობლად სნეული ბავშვი გარდაიცვალა. დედამისი მწარედ მოსთქვამდა. გაიგონა იესომ ტირილის ხმა და განგაში,  სწრაფად მიირბინა და დაინახა მკვდარი პატარა, შეეხო მას მკერდზე და თქვა:  `გეუბნები შენ, არ მოკვდე, არამედ იცოცხლე და დარჩი დედაშენთან!~  იმავ წამს გაახილა ბავშვმა თვალები და გაიცინა. და მან უთხრა ქალს: აწოვე ძუძუ და გახსოვდე მე! ხოლო როცა ირგვლივ მყოფებმა დაინახეს რაც მოხდა, ამბობდნენ: ჭეშმარიტად ან ღმერთია ეს ბავშვი ან ღმერთის ანგელოზი,  რამეთუ ყოველი მისი სიტყვა იქცევა საქმედ, იესო კი გაშორდა იქაურობას და იწყო თამაში სხვა ბავშვებთან ერთად.
XVIII.    განვლო რამდენიმე ხანმა. შენდებოდა სახლი და ჩამოინგრა, იესოც იქეთ წავიდა, ნახა კაცი უსულოდ ეგდო, მოკიდა ხელი ხელში და თქვა: გეუბნები შენ, აღსდექ და განაგრძე შენი საქმე.  მაშინვე წამოდგა კაცი და თაყვანი სცა მას. ამ ამბავმა განაცვიფრა ხალხი და ამბობდნენ: ეს ბავშვი (ციდან) მოვლენილია, რამეთუ მან იხსნა მრავალი სიცოცხლე და კვლავაც გადაარჩენს, ვიდრე იქნება.
XIX.      და როდესაც იყო იგი 12 წლისა, სხვებთან ერთად იერუსალიმში ტრადიციის თანახმად პასექის დღესასწაულზე მისი მშობლებიც ჩამოვიდნენ, ხოლო, დამთავრდა რა ზეიმი და შინ ბრუნდებოდნენ, იესო გატრიალდა იერუსალიმს, მშობლებს კი ეგონათ, სხვებთან ერთად ისიც მოდიოდა. დღის სავალი რომ გაიარეს, იწყეს მისი ძებნა ნათესავთა და ახლობელთა შორის. რაკი ვერ მიაგნეს, უკან, იერუსალიმისკენ მიიქცნენ. სამი დღის შემდეგ მიაკვლიეს ტაძარში, იჯდა მასწავლებლებს შორის, ისმენდა კანონს და გამოჰკითხავდა მათ. ყველა ყურადღებით უსმენდა  და კვირვობდნენ, როგორ აიძულა ჯერ ისევ ბავშვმა, უხუცესები, მოძღვრები და დასამოძღვრავნი დაედუმებინა, განუმარტავდა მათ ადათებს და ქურუმთა ცოდნას აზიარებდა. დედამისმა უთხრა მას: შვილო! ეს რა გვიყავი? აგერ მამაშენი და მე ვწუხდით და გეძებდით. იესომ უპასუხა: რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით რომ მე ვალდებული ვარ იქ ვიყო, სადაც მამაჩემია? ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ჰკითხეს მარიამს: შენ დედა ხარ ამ ბავშვის? მარიამმა დაუდასტურა. და მათ მიუგეს: კურთხეულ ხარ დედათა შორის, რამეთუ ღმერთმა აკურთხა ნაყოფი წიაღისა შენისა. ესოდენი დიდება, ასეთი ღირსება და სიბრძნე არცა გვინახავს და არც აროდეს გვსმენია სადმე. იესო გაჰყვა დედას და მორჩილებდა თავის მშობლებს. მარიამმა შეინახა ყველა სიტყვა თავის გულში, იესოს კი სიბრძნე, ასაკი და მადლი ემატებოდა. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
             იაკობის პროტოსახარება (ნარკვევი)

მე 2 ე საუკუნეში, როდესაც უკვე შექმნილი იყო სახარების ძირითადი საკითხავები, ჩნდება სახარებისკენ მიმხრობილნი და ერთგვარად მისი შემავსებელნი, ქრისტიანობის დამაარსებელი ხალხის, მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული და მათი პრობლემების ამსახველი თავისებური ნაწარმოებები. მორწმუნეთა რიგების გაფართოებამ, ქრისტიანთა გაერთიანებაში ბერძნების, სირიელების, იტალიელების, ეგვიპტელებისა და სხვათა დინებამ ამ ახლადშექმნილ რელიგიაში სხვადასხვა ხალხის ტრადიციების, გემოვნების, სამყაროს მათებური აღქმის, მათთვის ჩვეული ლიტერატურულ - ფილოსოფიური სახეების, მათ სათაყვანო ღვთაებებზე (რომლებზეც უარი გულწრფელად თქვეს) შემოტანა განაპირობა.
    მე – 2 - ე საუკუნის ქრისტიანთა წარმოსახვაში, აღმოსავლურ თქმულებების გავლენა, მასიურ ლიტერატურის ზემოქმედებას გადაენასკვა. ეს იყო ისეთი ნაწარმოებების გავრცელების დრო, როცა ყველაზე ძნელად დასაჯერებელ საოცრებებს აღწერდნენ, ხან ღმერთები, ხანაც გრძნეულები რომ ახდენდნენ. ასეთ თხზულებათა წყალობით რეალურ, ისტორიულ პირთა ცხოვრება ისე გადასხვაფერებულა, ვის შესახებ იყო ნაწარმოები, ძნელად თუ ამოიცნობდით. მაგალითისთვის გამოგვადგება რომანი ალექსანდრე მაკედონელზე, სადაც ის ჯადოქრის ნეკტანებას ვაჟადაა გამოყვანილი. იმავდროულად, იგი მამის ხატიცაა. მაკედონელის ლაშქრობა ზღაპრულ მოგზაურობად გადაიქცა, რომლის დროსაც გოლიათებს, ლილიპუტებსა თუ უცნაურ სახიჩრებს გადაეყრება. ისეთად დიდი იყო ამ რომანის პოპულარობა, შემდგომ ლათინურ, სირიულ და სომხურ ენებზედაც ითარგმნა. XIII - ე საუკუნეში ნაწარმოებმა რუსეთშიც შეაღწია. ფლეგონტმა მე – 2 - ე საუკუნეში შეადგინა კრებული `საკვირველი ისტორიები~, რომელშიდაც სხვადასხვა ფანტასტიკურ არსებებსა თუ მოჩვენებებს შეხვდებით. სასწაულებისა და ზემამაცობის ამსახველი ლიტერატურისათვის (არეთალოგია) აშკარა ფანტასტიკის, ტრადიციულ ზღაპრული მოტივების, მისტიკის ელემენტებთან და ვულგარიზებულ ფილოსოფიასთან შერწყმაა დამახასიათებელი. ყველა ამ ფანტასტიკური მოთხრობის პაროდირებას ახდენს ლუკიანე თავის `მართალ ისტორიაში~. აღგვიწერს `ნეტართა კუნძულს~, სადაც იგი, თითქოს შემთხვევით თანამგზავრებთან ერთად მოგზაურობის დროს მოხვდა. ნიშანდობლივია, ლუკიანეს მიერ პაროდირებული მოთხრობების საერთო ადგილები ქრისტიანებთანაც შეიძლება შეგვხვდეს: კუნძული აჭრელებულია ყვავილებით და დაფარულია ჩრდილოვანი, მსხმოიარე ხეებით, წელიწადში თორმეტჯერ მწიფობს ვაზი. . . იქ ცხოვრობენ უსხეულო აჩრდილები, ისინი არიან `ადამიანთა იდეები~ (11 - 12 - 13). ქრისტიანებმა მესია იესოს პირველმა მიმდევრებმა, მსგავსი შინაარსის ისტორიების კითხვის შემდგომ მათთვის ჩვეული წარმოდგენები სასსწაულებშიც შეიტანეს.
    ადრეულ სახარებებში იესოს მიერ მოხდენილი საკვირველებებია: სნეულთა განკურნება; მშიერთა დაპურება; დახმარება შეჭირვებულ ხალხისა. (ასეთია პირველი ქრისტიანების ეთიკური მოთხოვნილებები). `მოციქულთა საქმეებში~ პეტრე იესოზე ამბობს: `. . . იგი ყველასათვის მწყალობელ მკურნალად დადიოდა, ვინაც შეპყრობილი იყო ეშმასაგან, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან~ (10. 38). კოპტურ სახარებაში თომასაგან, სადაც იესო მოწაფეებს სამისიონერო მოღვაწეობისათვის დამოძღვრავს, ეტყვის მათ: `განკურნეთ, ვინაც ავადაა მათ შორის~. (15). როგორც ჩანს, ეს უკვე აღარ კმაროდა. მორწმუნეთა მასების წარმოდგენით, იესო ღმერთს არანაკლებ შთამბეჭდავი სასწაული უნდა მოეხდინა, ვიდრე წარმართული თქმულებების ღმერთებს და გმირებს. ასევე საჭირო იყო დაუნდობლად დაესაჯა თავისი მტრები.
    სასწაულის რწმუნების წადილმა (არა მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის, არამედ ყოველდღიურობაში) იესოს  ცხოვრების მცირედი წვრილმანებისა და ყოფითი დეტალების, მისი დედისა და მის მიერ პატივდებულ მქადაგებელთა შესახებ ცოდნა მოითხოვა. ძველი და ახალი აღთქმები, აგრეთვე აპოკრიფული საკითხავები მეტ ყურადღებას უთმობენ იესოს ქადაგებებს, ვიდრე მის ბიოგრაფიას. კერძოდ, ახალ აღთქმაში ამომწურავი ცნობები არ არის იესოსა და მისი დედის - მარიამის ბავშვობაზე. ამ ნაწერებში რჩევა დარიგებისათვის კონკრეტული მოვლენებია აღწერილი. დაწვრილებით მოთხრობილია მხოლოდ `ვნება~ იესოსი, მისი დაღუპვა, მოწაფეებთან ჯვარცმის შემდგომ გამოცხადება (მარტო იუდეველ - ქრისტიანთა აპოკრიფებში - ჯვარცმაც), რამეთუ ამას პირველხარისხოვანი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
    ყველა სოციალურ - ფსიქოლოგიურმა წინაპირობამ შექმნა თხზულებანი, რომლებშიაც ს. ს. ავერენცევას სიტყვით, კანონიკურ სახარებათა სახეები `აჭრელებული და უხეშად ვულგარიზებულია~  აპოკრიფულ ცხოვრებათა აღწერის პოპულარობა არა მხოლოდ `ქვენა სიტყვიერებასთან~ სიახლოვემ განაპირობა, იგი ანარეკლი და რწმენააა იმდროინდელი ქრისტიანებისა, მათი ეთიკური შეხედულებებისა, რაზეც ადრეული წმინდა წიგნები საკმარის ინფორმაციას ვერ იძლეოდნენ. მე 2 ე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ქრისტიანობა ქმნის ნაირ - ნაირ თხზულებას, რომლებიც საკუთრივ სახარებას ავსებს და ამდიდრებს. მთელი ამ ლიტერატურის სათავეებთან ორი აპოკრიფი იმყოფება. ისინი მე – 2 - ე საუკუნეშია შექმნილი. ერთი მათგანი გვიამბობს მარიამის დაბადებასა და ცხოვრებას (იესოს დაბადებამდე), ხოლო მეორეში იესოს ბავშვობაზეა მოთხრობილი. ეს ორივე სახარება სამეცნიერო წრეებში ხშირად გაერთიანებულია ერთი სახელწოდებით `ბავშვობის სახარება~.
    იესოს დედის მარიამის სახე განსაკუთრებული პირველ ქრისტიანთა სწავლებებში არაფრით არ იყო. ებიონიეველები წინასწარმეტყველ იესოზე თავიანთი შეხედულებების შესატყვისად, მარიამს უცხო იოსების ცოლად და ჩვეულებრივ ქალად თვლიდნენ.  თავიანთი რელიგიურ - ფილოსოფიური მსჯელობებისათვის მის პიროვნებას გნოსტიციზმის მიმდევრები იყენებდნენ. მაგალითად (ერთ - ერთი გნოსტიკური ვერსიის მიხედვით, ხარების ეპიზოდი შემდეგნაირად განიხილებოდა: არქეანგელოზი გაბრიელის სახით მარიამს თვით ქრისტე გამოეცხადება - ლოგოსი და შევა მის წიაღში). ფილიპეს სახარების ავტორი მარიამს სპეციპიკურ კონტექსტში მოიხსენიებს, იგი ხაზს უსვამს სახელის სიმბოლიკას: `რამეთუ მარიაა - მისი დედა, მისი და და მისივ თანამგზავრი~. აქ ფილიპე გნოსტიკურ იდეის გამომხატველია, რომლის მიხედვითაც  ამქვეყნიური სიმრავლე (ცალკეულებად) უნდა იძლიოს. იესოს დედის, მარიამის ბიოგრაფია, მისი რეალური ცხოვრება გნოსტიკოს ფილოსოფოსებს არ აინტერესებდათ.
    ახალ აღთქმიდან, იოანეს გამოცხადების ხილვებში წარმოდგენილი ქალი ბავშვს ტანჯვითა და წვალებით ბადებს. ამ ქალს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს იესოს დედასთან: მასში არარაა ამქვეყნიურ - ადამიანური. ეს `მზით შემოსილი ქალი~ ურჩხულისაგან იდევნება. ცდილობს ბრძოლაში გამოიწვიოს `მისი ოჯახის წევრები, ღმერთის მცნებებს რომ ინახავენ იესო ქრისტეს დასტურით~ (12. 1 - 17). ამ ქალის შვილები ყველანი ქრისტიანები არიან. შესაძლოა ეს სახე იყოს გამოძახილი დედისა, ან სული წმინდისა არამეულ - ქრისტიანული ტექსტებიდან, ან სულაც ჭეშმარიტი რწმენის პირობითი ნიშანი: იგი აღწერილია როგორც შვიდთავიან ურჩხულზე (რომის სიმბოლო) გადამჯდარი მრუში დედაკაცი, ალეგორია, და მასში დაფარულ აზრის წვდომისთვის განსჯას საჭიროებს (რეალურ დედაკაცთან ამ სახეს საერთო არაფერი არ აქვს).
    იესოს დაბადებაზე არაფერი თქმულა მარკოზის სახარებაშიც. იგი იწყებს თხრობას პირდაპირ ჯვარცმის აღწერით, ისევე, როგორც იუდეველ - ქრისტიანთა მოძღვრებებშია. და ვინაიდან ამ მოციქულისთვის იესოს, როგორც მესსიის ცხოვრება ჯვარცმითა და მასზე სულიწმინდის გადმოსვლით იწყება, იგი ქრისტეს დედას სხვათაშორის მოიხსენიებს.
    იოსების გენეოლოგიაზე ერთურთისაგან რამდენადმე განსხვავებულია მათესა და ლუკას სახარებები: მისი გვარი დავითიანთა ხარისხშია აყვანილი, ვინაიდან იდეალური სარწმუნოების თანახმად, მესია მოდგმით დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. ყველა სარწმუნო ცნობის თანახმად, იოსები ჯერ კიდევ იესოს მამად ითვლებოდა, მაშინ, როცა იქმნებოდა ლეგენდები მის წარმოშობაზე დავითიანთა გვარიდან და მისი გენეალოგია კონსტრუირდებოდა. (თუმცა ეპიფანე - მათეს სახარების არამეული ვარიანტი - ამგვარად აგებულ გენეალოგიის არსებობას უარყოფს). იმავე სახარების შექმნის პერიოდში უკვე დასრულებულია მითი სულიწმინდისაგან იესოს უბიწოდ ჩასახვის თაობაზე.  ღმერთისა და იესოს ერთარსებობის ხაზგასასმელად მოწოდებულ ამ მითთან დაკავშირებით, ქრისტიანული ტრადიციები მარიამის სახებას გამოკვეთს.
    უმანკო ჩასახვაზე მონათხრობი ლუკას სახარებაში შედარებით დეტალურია. ავტორი ხარების სცენას აგვიწერს, სადაც მარიამს გამოეცხადება ანგელოსი და სულიწმინდისაგან სასწაულებრივ ჩასახვას აუწყებს. ხარება თითქმის გადმოწერილია ლუკას მიერვე ადრე გადმოცემული ეპიზოდიდან, რომელშიც მოხუცებულ ზაქარიას ანგელოსი გამოეცხადება და იოანეს დაბადებას ახარებს (შემდგომში იოანე ნათლისმცემელი). ორივე მოქმედი პირი გაკვირდებიან და მახარობელს ეკითხებიან, თუ ვით შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. შემდგომ მოთხრობები შინაარსობრივად ერთურთს შორდებიან. ზაქარია შეეჭვების გამო დაისჯება, ხოლო მარიამი ირწმუნებს რა, აღავლენს ლოცვას და აქებ - ადიდებს უფალს. შესაძლოა, ლუკას სახარების ავტორი ხარების ეპიზოდს მისთვის კარგად ნაცნობ იოანე ნათლისმცემელზე მოთხრობებიდან სესხულობდეს. იგი გვიამბობს, თუ როგორ ესტუმრა მარიამი ზაქარიას ცოლს ელისაბედს და დაჰყო მასთან სამი თვე მშობიარობამდე. ამის მერე მარიამის სახელი ლუკასთან მოხსენიებულია იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებულ ეპიზოდში (ამ შემთხვევაზე `ბავშვობის სახარების~ განხილვის დროს დაწვრილებით ვილაპარაკებთ). შემდეგ კი სახარებიდან მისი სახე საერთოდ იკარგება. (სამ კანონიკურ სახარებაში იესო უარს ამბობს დედამისზე. იგი თავის მოწაფეებს დედას და ძმებს უწოდებს. მარკოზი 3. 33 - 34; მათე 12. 48 - 50; ლუკა 8. 19 - 21) `სინოპტიკოსებთან~ იესოს დედა ჯვარცმის დროს იქ მყოფთა შორის არცაა დასახელებული, თუმცა, მარკოზი სახელობით ჩამოგითვლის ქალებს შორიახლოდან რომ უყურებენ ჯვარცმას: მარიამი - იესეს და უმცროსი იაკობის დედა; მარია მაგდალინელი; სალომე (15. 40). იგივეს მოგვითხრობს მათე, ოღონდ სალომეს ნაცვლად ზებედეს ძეთა დედას ასახელებს (27. 56). ლუკასთან უბრალოდაა თქმული: `ქალები მოსული იესოსთან ერთად გალილეიდან~ო. (23. 55) მხოლოდ იოანეს სახარების თანახმადაა მარიამი იესოს დედა. დგას ჯვართან ახლოს და იესო ავალებს მზრუნველობას მასზე (იგულისხმება იოანე). ვისი სახელითაცაა დაწერილი სახარება. `მოციქულთა საქმეებში~ ვკითხულობთ, ჯვარცმის შემდეგ მარიამი იესოს მოციქულებთან და ძმებთან რჩება და მათთან ერთად ლოცულობს. (11. 14) აი, არსებითად ყველა ცნობა, რომელთაც შეიცავს კანონი.
    ახალი აღთქმის ტრადიციებში იესოს დედაზე რამდენადმე სარწმუნო ცნობების უქონლობამ, ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებს, პირველ ყოვლისა ორთოდოქს იუდეველებს, საშუალება მისცა წამოეყენებინათ თავიანთი ვერსია მისი ცხოვრებისა. ეს ვერსია ცელსმა `მართალ სიტყვაში~ გადმოგვცა. მას ორიგენი გამოეკამათა, რომელმაც ცელსის თხზულებიდან ვრცელი ციტატები მოიყვანა. ცელსი იმოწმებს იუდეველთა მოთხრობებს, წერს, რომ მარიამი იყო ძაფის დამრთველი ქალი (ერთ - ერთი ნაკლებ პატივდებული ხელობა ანტიკური დროის ქალებისათვის) და შვა უკანონო შვილი რომაელ ჯარისკაცის პანტერასაგანო. ანალოგიურს ვკითხულობთ თალმუდში, სადაც რომაელი ჯარისკაცის სახელი პანტირაა. საფუძველი არ გვაქვს ამ ლეგენდის საწინააღმდეგოდ მასში რაიმე ისტორიული ბირთვი დავინახოთ. მეორე საუკუნის ქრისტიანები ავრცელებდნენ თქმულებებს ღვთისმშობელზე, რომელთაშიც ქალის ღვთაებისადმი თაყვანისცემისკენ საყოველთაო მისწრაფების შესატყვისად ზებუნებრივ ელემენტების ზრდა მატულობდა და ეს ყოველი სათავეს შორეულ წარსულში იღებს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში.
    თხზულება `იაკობის ისტორია მარიამის დაბადებაზე~ ან `იაკობის წიგნი~,  როგორც მას ორიგენი უწოდებს (ჩომ. ინ Mატტჰ. ხ. 17) ღვთისმშობლის ბავშვობასა და გათხოვებაზე მოგვითხრობს. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ნაწარმოები იაკობის პროტოსახარებადაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, წიგნი აპოკრიფი გახლავთ, თავის დროზე მეტად პოპულარული იყო და ადრეულ შუასაუკუნეებში ითარგმნა კიდეც მრავალ (სირიულ, კოპტურ, სომხურ) ენებზე. ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ხელნაწერმა (მოკლე და ვრცელი) რედაქციებით. რამდენადმე ძველი ტექსტი აღმოჩენილია ეგვიპტურ პაპირუსზე, რომელიც 1958 წელს გამოიცა. (ბოდმერის პაპირუსი), სადაც თხზულების სახელწოდებაა `მარიამის დაბადება და იაკობის გამოცხადება~ პაპირუსი III საუკუნით თარიღდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელნაწერი გადამუშავებულია და შედარებით საგულისხმიერო ორიგინალისაგან რამდენადმე შეკვეცილიცაა. იაკობის პროტოსახარება, რაკი მას ორიგენი იცნობს, დაწერილია 200 ან შესაძლოა 150 წელსაც. თარიღის განუსაზღვრელობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავტორი კანონიკურ სახარებათა ტექსტებს კარგად იცნობს, და როდესაც წერდა ნაწარმოებს, უკვე ახალი აღთქმის წერილობითი ტრადიცია ჩამოყალიბებული იყო. იმავდროულად, გამოყენებული აქვს უცხო წყაროები თუ ზეპირი გადმოცემები. პროტოსახარების თანახმად, იესო ქვაბულშია დაბადებული. ლეგენდის ეს ვარიანტი იცოდა იუსტინემ, ასევე ვერსია დავითის გვარიდან მარიამის წარმომავლობაზე, საინტერესოა, საიდან აიღო მან ეს ცნობა, იაკობის წიგნიდან თუ იმ ზეპრგადმოცემებიდან, რომელნიც თხზულებას უწინარესობდნენ. საგულისხმებელია უკანასკნელი, რამეთუ იუსტინესაგან აღნიშნული ნაწარმოების გამოყენების სხვა ცნობა არ მოგვეძევება. ყოველი შემთხვევისათვის, პროტოსახარება მე - II - საუკუნის მეორე ნახევარში ანდა მიწურულს უნდა იყოს შექმნილი, ალბათ, ეგვიპტეში.
    იაკობის თხზულების ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში გვაქვს ჩანართები. იესოს დაბადებისას იოსები პირველ პირში ლაპარაკობს. ამ ნაწყვეტის სტილისტიკა სახარების დარჩენილ ტექსტს დაშორებულია, იგი ჩართულია, მასში ნაგულისხმევია სხვა ნაწარმოები, რომელიც ალბათ, იოსების სახელითაა შექმნილი. შესაბამისად, გვიან ჩანართს წარმოადგენს სალომეს ლოცვა. ამ ორ ნაწყვეტიდან ბოდმერის პაპირუსში არც ერთი არ გვხვდება.
    პროტოსახარება იაკობის სახელითაა დაწერილი. იგი იყო იესოს ნახევარი ძმა და იოსების შვილი პირველი ქორწინებიდან. იაკობის მიერ შეთხზული სახარება მოგვითხრობს მარიამის სასწაულ დაბადებაზე და უფრო სასწაულ დაბადებაზე იესოსი, ნიადაგს უმაგრებს ლეგენდას უმწიკვლო ჩასახვაზე და არის თავისებურად ფარული პოლემიკის საგანი მათ შორის, ვინაც მაცხოვრის გაჩენას სული წმინდისგან არ ცნობდა: მათ დოქტრინებს იერუსალიმის საზოგადოების ხელმძღვანელი, ყველაზე პატივსაცემი, მათთვის ქრისტიანი მოღვაწე უარყოფდა.
    მთლიანობაში, რამდენიმე გვიანდელი ჩანართის გამოკლებით, შეიძლება გაბედულად ითქვას, წინამდებარე ნაწარმოები ერთი ავტორის მიერაა დაწერილი. ტრადიციის სიმწირეს იქამდე მივყავართ, თუ ქვაბულში დაბადების სცენას გამოვრიცხავთ, რაც სიბნელის დამამარცხებელ სინათლის იდეას უნდა გამოხატავდეს და მარიამის ჩამომავლობას დავითის გვარიდან, რაზეც უმწიკვლო ჩასახვაზე სწავლებასთან დაკავშირებით უნდა მოთხრობილიყო, პროტოსახარების ავტორმა თავისი ნაწარმოები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ააგო, მასალებზე, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ მარიამის პიროვნებასთან, კიდევ იმ მცირეოდენ ცნობებზე, რომლებსაც მათეს ან ლუკას სახარებებში ვხვდებით. (უმთავრესად ლუკასი) ამასთან, ავტორმა თავის ნაწარმოებში ნაწყვეტები ზემოთაღნიშნულ სახარებებიდან სიტყვასიტყვით გადმოიტანა.
    პროტოსახარება იმ სურათის აღწერით იწყება, თუ როგორ განიცდიან თავიანთ უშვილობას მარიამის მომავალი მშობლები იოაკიმე და ანა. ნაწარმოების დასაწყისი მოგვაგონებს სამუილის ისტორიას ძველი აღთქმიდან I მეფეთა. (ებრაულ ტექსტში I სამუილის), სადაც ელკანის თანამეცხედრე ანა (ორივე ქალის სახელიც ემთხვევა) უშვილო გახლდათ, წუხდა და ლოცულობდა (პროტოსახარებაში ლოცულობს ანაც)) როგორც მარიამის დედა, ასევე ელკანის ცოლიც ღმერთს ჯერ დაუბადებელ პირმშოს მიძღვნას აღუთქვამს - რაღა თქმა უნდა თუ ეყოლება. ასე რომ, მარიამის დაბადების ისტორიის სიუჟეტის საერთო განვითარება ავტორს ძველი აღთქმიდან აქვს ნასესხები. ჩანს, მწერალი იუდეველი არ არის და არა იცის რა იუდეველთა რელიგიის შესახებ. როდესაც იგი თავის თხზულებას წერდა, იერუსალიმის ტაძარი აღარც არსებობდა, ხოლო ძირითადი, იუდეველთა მასა გაფანტული იყო ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ის წერდა ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველ ქრისტიანებისათვის. მას ყოფილ ისტორიულ სინამდვილესთან შეუთავსებლობა არც აწუხებდა. ისტორიას გასავრცელებელი ლიტერატურული ჟანრის კანონებით თხზავდა, სადაც სინამდვილესთან ერთგულება აუცილებელი არ იყო, ხოლო დაუმთხვევლობა და უზუსტობა პირველივე სტრიქონებით იწყება: უშვილობის გამო იუდეველთაგან ლანძღვას ითმენს არა მხოლოდ ანა, არამედ მისი ქმარიც - იოაკიმე. ამ წყვილის წინამორბედის, სამუილის ისტორიაში საყვედურები მხოლოდ ქალისკენაა მიმართული. ელკანს შვილები სხვა ცოლისგან ჰყავდა. საყურადღებოა, რომ ეს საყვედურები სიტყვასიტყვით ემთხვევა ორთავ ნაწარმოებში: `ღმერთმა დაახშო შენი წიაღი~. - ეს ფრაზა პროტოსახარების ავტორმა უცვლელად შეიტანა თავის წიგნში. მარიამის მშობლებზე მონათხრობში იოაკიმე ტაძრიდან ფაქტიურად განკვეთილია, მსხვერპლშეწირვის უფლება წართმეული აქვს, რაც ერთობ წარმოუდგენელია. ეს მხოლოდ აძლიერებს თხრობის დრამატულ მხარეს და იოაკიმესა და იუდეველებს ერთურთს უპირისპირებს.
    ცოლ - ქმარს ცალ - ცალკე გამოეცხადება ანგელოზი და შვილის შეძენის ამბავს ამცნობს. სამუილის ისტორიაში ანას მღვდელმთავარი მომავალ დედობას უწინასწარმეტყველებს. პროტოსახარებაში ცნობას ანგელოსის მეშვეობით უშუალოდ ღმერთი იძლევა. აქ ლუკას სახარებიდან ნათლისმცემლის დაბადებასთან დაკავშირებული ზემოთ მოყვანილი მოტივია გამოყენებულია. II საუკუნის მორწმუნე ქრისტიანის აზრით, იუდეველ მღვდელმთავარს არ შეუძლია გადმოსცეს ღმერთის ნება. `სამუილის წიგნის~ ანალოგიურია აგრეთვე ანას მიერ მარიამის დაბადების შემდეგ აღვლენილი სამადლობელი ლოცვა. დაბოლოს, როდესაც მარიამს სამი წელი შეწუსრულდება, მშობლებს ტაძარში მიჰყავთ, აღთქმის შესაბამისად, ეს შეთქმაც სამუილის ისტორიიდანაა ნასესხები, მაგრამ, მიძღვნა პატარა გოგოსი ტაძრისათვის, რომელიც შემდგომ წმიდათა წმიდა კრებულში დარჩება და გარკვეული დროის მანძილზე იქ იცხოვრებს - ყოვლად დაუჯერებელი ამბავია. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ავტორი იუდეველთა წესჩვეულებებს საერთოდ არ იცნობდა? მან ხომ საკმარისზე კარგად იცოდა ძველი აღთქმა. უწინარეს ყოვლისა, ალბათ, საქმე გვაქვს წესჩვეულებების გააზრებულად უგულებელყოფასთან, მცდელობასთან, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მარიამის ცხოვრებაში ყველაფერი განსაკუთრებული იყო - თვით ტაძარში ცხოვრებაც კი.
    კრებულში მარიამი ტაძარში წლამდე რჩება. ის იქ განსაკუთრებული საკვებით იკვებება, რომელიც მასთან ანგელოსს მიაქვს. ამ ფაქტს შემთხვევით როდი მოვიხსენიებთ, მის უკან დგას წარმოდგენა იესოს დედის `გამორჩეული სხეულისა~ და `საგანგებო` სხეულებრივ ცხოვრებაზე. პროტოსახარების ავტორმა მარიამს ის იდეები მიაკუთვნა, რომლებიც II საუკუნის ქრისტიანთა შორის მაცხოვრის ხატების მიხედვით მუშავდებოდა. უკვე იოანეს სახარებაში იესო უარს იტყვის საკვებზე და თავის მოწაფეებს ეუბნება: `. . . მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ გიგემნიათ, . . . ჩემი საზრდოა  ნების ქმნადობა იმისა, ვინაც გამომგზავნა თვის საქმეთა აღსასრულებლადო~. (4. 32 - 34). მართალია, მიწიურ ულუფაზე უარის თქმა აქ ქარაგმულადაა, მაგრამ, გნოსტიკოსებს ჰქონდათ სწავლა იესოს არაჩვეულებრივ კვებაზე, მოძღვრება სხვა, არაადამიანურ სხეულთანაა დაკავშირებული. ერთი მეტნაკლებად პოპულარული გნოსტიკოსი ვალენტინი, კლიმენტი ალექსანდრიელის მონაცემებით, ამტკიცებდა, იესო თითქოს საგულისგულოდ ჭამდა და წყრულდებოდა, შეკავების ძალა ისეთად ძლიერი იყოო, მის სხეულში საჭმელი არ იხრწნებოდაო, ვინაიდან თვით იყო უხრწნელიო. ამ სწავლების გამოძახილი მარიამის ისტორიაში ძველ წარმართულ სარწმუნოებას გადაეწვნება: ბერძენთა ღმერთები სვამდნენ განსაკუთრებულ სითხეს - ნექტარს, და ამბროსიით იკვებებოდნენ. ტრადიციულ მითოლოგიურ, მისტიკური და ვულგარიზებული ფილოსოფიური დოქტრინების ასეთი გადახლართვა დამახასიათებელია `ქვენა სიტყვაობისათვის~ და თავის თავში ქრისტიანობის განვითარების გარკვეულ ტენდენციებს აირეკლავს.
    როდესაც მარიამს შეუსრულდება თორმეტი წელი (მოგვითხრობს პროტოსახარება) ქურუმთკრებულმა ანგელოსის ბრძანებით იუდეის ხნიერ კაცებს მოუხმო და მარიამი ერთ - ერთ მათგანს მასზე სამზრუნველოდ გადასცა. ასე ჩდება მარიამის ბიოგრაფიაში ქვრივი, ხნიერი, ხურო - იოსები. მოხუცი იოსების სახე ისეთ აპოკრიფს ხატავს, რომელმაც პირველდაწყებით სახარებათა თხზულებების ხარვეზი უნდა ამოავსოს, ვინაიდან, მათში, იესოს დაბადებისა და  ეგვიპტიდან დაბრუნების შემდგომ (მათეს სახარების მიხედვით) საერთოდ აღარც ფიგურირებს. (`მშობლები~ იესოსი მოხსენიებულია კიდევ ერთხელ ლუკას მოთხრობაში, სადაც ისინი ყრმა იესოსთან ერთად იერუსალიმის ტაძარს მოინახულებენ - 2. 42 - 43). იოსების მოხუცებულობა უფლებას გვაძლევს განვმარტოთ - მისი მოუხსენიებლობა იესოს მოღვაწეობის დროს. მარკოზის სახარებაში ნაზარეთის მცხოვრებნი ქრისტეს მხოლოდ მარიამის შვილად ხმობენ, მამის სახელს არ ახსენებენ (6. 3). როგორც ჩანს, იოსები იესოს ქადაგების დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ხანდაზმულობა აგრეთვე საშუალებას იძლეოდა ჰყოლოდა შვილები პირველ ქორწინებიდან,  და მით მარიამის ქალწულობა განემტკიცებინა.
    იოსები სხვა მოხუცთ შორის მარიას ქმარ - მცველად იქნა რჩეული, რამეთუ, მტრედი გამოფრინდა მისი კვერთხიდან - მტრედი მორწმუნეთა გონებებში სული წმინდასთანაა ასოცირებული, იესოზე რომ გადმოვიდა ნათლობის ჟამს, მტრედისავე სახით.
    პროტოსახარების ავტორის კონცეფციით, მარიამის ტაძრიდან გამოსვლის შემდგომდროინდელი ცხოვრების დეტალებშიც მოიძებნება მისი განსაკუთრებულება, ვინაიდან, წილისყრით, მას ერგო - დაერთა ყველაზე ძვირფასი ფართალი - ძოწეული და ნამდვილი მეწამული. რით განსხვავდება ეს სიმბოლო პირველქრისტიანების სიმბოლიკისაგან, რომელთათვისაც მეწამულსა და ძოწეულში იმოსებოდნენ მეძავები - მეძავი რომია, როგორც აისახა იოანეს აპოკალიფსში.  ხოლო აპოკრიფი დაფარულ, მისტიკურ აზრს ინახავს, (ყოველ შემთხვევაში ბიზანტიელ ღვთისმეტყველთაგან ასეთად განიხილებოდა): პორფირის დართვა დედის სისხლით იესოს პატარა სხეულის დართვას გვაფიქრებინებს.~
    ხარების ეპიზოდი და მარიამის სტუმრობა ელისაბედთან (ჟანრის შესატყვისად) ლუკას სახარებიდან დეტალიზირებული და დრამატიზებული გადამღერებაა. აქ სიტყვასიტვით მეორდება ცალკეული ფრაზები. ხარებაში იოსები არ მონაწილეობს, იგი სამუშაოდაა წასული. ამით აიხსნება მარიამის გამგზავრება ელისაბედთან. ლუკას შესაბამის მოთხრობაში იოანე ნათლისმცემელზე და იესოზე ლეგენდების შეერთების მსგავსი ცდაა, ანუ ექსპერიმენტი, ამ ორი, ცალკე პიროვნების კავშირის ხაზგასმისა. მესამე სახარების ავტორს არ აინტერესებს ყოფითი რეალობა. პროტოსახარებაში დაწვრილებითაა აღწერილი სამუშაოდან შინ დაბრუნებული იოსების რეაქცია მარიამს ორსულს რომ ნახავს. (იოსების საპირისპირო მოქმედებაზე ვკითხულობთ მათეს სახარებაში, მაგრამ იქ მარიამი უკვე ორსული მიჰყვება მას ცოლად და იოსებიც ფიქრობს სახლიდან ქალი ჩუმად გაუშვას. 1. 18 - 19).
    მწიგნობარ ანას მიერ იოსების მღვდელთმთავართან დაბეზღებით (ისე როგორც სახარების დასაწყისში, ავტორს მისდამი არაკეთილგანწყობილი იუდეველი ტიპი შემოჰყავს). ცოლქმარს მიიწვევენ ტაძარში, სადაც მათ უცოდველობას `დაეჭვების წყლით~ გამოსცდიან. ასეთი გახლდათ უძველესი წესჩვეულება, რომლის თანახმადაც, ქალს, მრუშობაში შემჩნეულს, ტალახიან წყალს ასმევდნენ.  თუ ამ ნაზავს მშვიდად დალევდა, უმწიკვლოდ მიიჩნევდნენ. მოთხრობაში `მწარე წყალს~ ორივე სვამს. ბუნებრივია, `ღვთის სამსჯავროზე~ ამ გამოცდას ისინი უმტკივნეულოდ გაივლიან.
    მარიამის გათხოვებიდან მოყოლებული, ყველა ეპიზოდში გაურკვეველია მოქმედების ადგილი. ისეთი სურათი იხატება, თითქოს ყველაფერი იერუსალიმში ხდებოდა. საეჭვოა, ენის მიმტან მწიგნობარ ანას ნაზარეთსა და იერუსალიმს შორის ერბინა. ნაზარეთი აქ არ ფიგურირებს და არა იმად, ავტორმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, მასზე ხომ ახალი აღთქმის სახარებებშია საუბარი, იმიტომ, რომ, ავტორისათვის ეს დეტალი სიუჟეტთან ერთად ახალ მონაცემებს იძლევა, სადაც შემოტანილია დაბეზღების, წყლით გამოცდის ეპიზოდები, არის დრამატული დაძაბულობა, რა ადგილას მწიგნობარი ცდილობს იესოს იდეას რითიმე ავნოს. . . გარდა ამისა, მწერალი ნაზარეთს რეალურად არ იცნობს, ცუდად წარმოუდგენია თუ გეოგრაფიულად სად მდებარეობდა. მოქმედების ადგილმდებარეობის განუსაზღვრელობამ მას უფლება მისცა, თხზულებაში ფსევდო - რეალისტური დეტალები შემოეტანა, რომლებითაც, თავის შეხედულებათა მიხედვით ნაწარმოები პირდაპირ გააფერადა.
    ამ შემონაქმედშიც, ისევე როგორც ლუკას სახარებაში, იოსები და მარიამი ბეთლემში, ცეზარ ავგუსტინეს მიერ გამოცხადებულ მოსახლეობის აღწერაში სამონაწილეოდ მიემგზავრებიან. (ჩამატებულია დეტალი - შვილებთან ერთად). საერთოდ, ნაშრომიდან ამ ნაწყვეტის სახით თხზულებაში ჩართული ეს ეპიზოდი ამოვარდნილია: გზაში მარიამი ხან იცინის, ხან ტირის. როცა იოსები ჰკითხავს მიზეზს, ის უპასუხებს, რომ ხედავს ორ ხალხს: ერთნი გლოვობენ, სხვანი ხარობენ და მხიარულებენო. აქ აშკარად არიან დაპირისპირებული იუდეველები (რომლებიც გლოვობენ: პროტოსახხარების შექმნის დროს ჯერ კიდევ არსებობდა ხსოვნა იუდეველების მეორე აჯანყებასა და საშინელებებზე) და წარმართი ქრისტიანები (ხალხი რომლებიც იხარებენ). მარიამის ხედვა პროტოსახარების საერთო ტენდენციის ამსახველია, მაგრამ, ამ სურათის აღწერა ასევე ამოვარდნილია კონტექსტიდან. (ნიშანდობლივია, ტექსტის თანახმად იოსები მარიამს უკან მიჰყვება, შემდეგ იგი შემობრუნდება და დაინახავს მას ხან მცინარეს, ხან თვალცრემლიანს). სავარაუდებელია, ეს ფრაზები რომელიმე სხვა ქმნილებიდანაა აღებული, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ავტორისეულიც იყოს.
    შემდგომ ამისა, მწერალი იესოს დაბადებას აგვიწერს. ტექსტის თანახმად, იგი უდაბნო ადგილას, ქვაბულში დაიბადა. ნარკვევის მიხედვით, იესოს დაბადება სინათლის დაბადებაა. სინათლისა, როომელიც ავსებს მთელ მღვიმეს. აქ ავტორი არაკანონიკურ ტრადიციას მიმართავს, რადგან ამ სცენას ბევრად უფრო ძლიერი, თეოლოგიური დატვირთვა ექნებოდა, ვიდრე ეპიზოდს - სახლში დაბადებისა (მათეს სახარება); ანდა, საქონლის ბაგაში (ლუკას სახარება); რომელშიც ხაზგასმულია უბრალო, ღარიბული ყოფა, საპირისპირო ახლადშობილის მაღალ დანიშნულებასთან. ქვაბული აქ სიბნელისა და უმეცრების სიმბოლოა, რომელიც იესოს ნათელმა უნდა გაანათოს, მაგრამ, პროტოსახარების ავტორს არ შეეძლო აევლო გვერდი საქონლის ბაგაში დაბადების მომთხრობ თქმულებისათვის, ასე ახლობელი და პოპულარული რომ იყო საზოგადოების დაბალი ფენის ქრისტიანთა შორის. იაკობი მაინც მიმართავს ლეგენდას საქონლის საბმურში დაბადებაზე, ოღონდ სხვა კონტექსტში, იქ, სადაც დედამ ჰეროდეს მრისხანებას უნდა გადაუმალოს და გადაარჩინოს შვილი იესო.
    კანონიკური ტექსტებისაგან განსხვავებით, იესოს დაბადების აღწერისას ნაწარმოებში შემოყვანილია დამატებითი პერსონაჟები - ბებიაქალი და სალომე (მართალია ეს ეპიზოდები ბოდმერის პაპირუსებში შემოკლებულია). ამ ორმა პიროვნებამ იესოს დაბადებიდანვე ღვთაებრივი და სასწაულებრივი თვისებები უნდა დაამოწმონ.
    ამას მოსდევს მოგვთა თაყვანისცემის აღწერა, კანონიკურ სახარებაში მოტანილი ორი ვარიანტიდან: მწყემსთა თაყვანისცემა ლუკასთან და მოგვთა თაყვანისცემა მათესთან, ავტორი მათეს ვერსიას აირჩევს, თუმცა ნაწარნმოების აგების გეგმას ლუკას დაესესხება. (მარიამის და ელისაბედის შეხვედრა; ხარება; მოსახლეობის აღწერა ბეთლემში): მოგვები; აღმოსავლელი ბრძენნი და წინასწარმეტყველნი; რომელთაც მდიდარი ძღვენი ჩამოიტანეს უფრო ახლოს არიან ავტორის ტენდენციასთან, რომ ახალშობილი იესო მსოფლიო ღვთაებად წარმოჩენილიყო, რაშიც თვით აღმოსავლეთიდან ჩამოსული მოგვებიც ირწმუნებიან, ისევე, როგორც ლუკას სახარების ტენდენციას ღარიბები და მწყემსები უფრო შეეფერებოდნენ, პირველნი რომ მიესალმენ იესოს დაბადებას. მოგვებთან და ჰეროდესთან დაკავშირებული მთელი ეპიზოდი შესაბამის ადგილს მათეს მონათხრობიდან მცირეოდენი ცვლილებებით უახლოვდება, (მღვდელმთავრებისა) და მწიგნობრების დამკითხველი მეფე ჰეროდე, პრეტორიაში მჯდომ მრისხანე მმართველადაა წარმოდგენილი.
    იქ, სადაც ჰეროდე ყრმა იესოს ეძებს და დედა ცდილობს ახალშობილი გადაარჩინოს, ფაქტობრივად მარიამის ისტორია მთავრდება. ამის შემდგომ, სულ სხვა სიუჟეტი იხსნება, რომელიც იოანე ნათლისმცემელთან და მისი მამის, მღვდელმთავარ ზაქარიას მკვლელობასთანაა დაკავშირებული. ეს სიუჟეტი იოანეზე თქმულებიდანაა ნასესხები და არაფერი აქვს საერთო მარიამის ისტორიასთან. ყველა რწმუნების თანახმად, ორიგინალში არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ორიგენი პროტოსახარებაში ზაქარიას მოკვლის თაობაზე მოყვანილ ვერსიას არ იცნობს, თუმცა, იქ, სადაც იესოს ძმებზე ლაპარაკობს, `იაკობის წიგნით~ ხელმძღვანელობს. ის, თავდაპირველ ტექსტში ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ხანაში ჩართეს (თქმულება ელისაბედისა და პატარა იოანეს მთებში გახიზვნასა და ზაქარიას სიკვდილზე ფართოდ გავრცელებული იყო შუასაუკუნეებში). ამ თქმულებაში გაძლიერებულია ზღაპრული მოტივი: მთა განიხვნა ელისაბედისა და პატარა იოანეს წინაშე და თავის უბეში დამალა ისინი. ზაქარიას დაღუპვას კანონიკურ ტექსტებში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა, ის იყოს კონსტრუირებული თვით ავტორისაგან და გამოძახილია იესოს მიერ თქმულისა მათეს სახარებაში (23. 35). სადაც იესო ფარისევლებსა და მწიგნობრებს ზაქარიას უმწიკვლო სისხლის დაღვრაში ადანაშაულებს: `წმინდა აბელის დაღვრილ სისხლიდან ვარახიანის შვილის ზაქარიას სისხლის ჩათვლით, რომელიც აგრეთვე თქვენ დაანთხიეთ ტაძარსა და სამსხვერპლოს შორისო.~ო.  ვინ იყო ზაქარია ვარახის ძე, მე - II - ე საუკუნის ქრისტიანებმა არ იცოდნენ. ზაქარიას დაღუპვის მომთხრობმა ავტორმა, ეს ტრაგედია, ჰეროდეს მიერ პატარა იოანეს  ძებნის ამბავს დაუკავშირა. ნაწარმოებში მღვდელმთავრის ხარისხში აყვანილი ზაქარია (თუმც კანონიკური ტრადიციის მიხედვით იგი იყო ქურუმი და სხვა ქურუმთა გვერდით თავის მოვალეობას ასრულებდა) ჰეროდეს ბრძანებით მოკლეს, ვინაიდან არ გათქვა, თუ სად გადამალა ელისაბედმა პატარა იოანე: ამ დანაშაულის დასტურად მისი სისხლი სასწაულებრივ გაქვავდა. დაბოლოს, ზაქარიას ისტორია იესოს ისტორიას უკავშირდება, ნაწარმოებში კიდევ ერთი პერსონაჟის, მღვდელმთავარ სვიმონის შემოყვანით, რომელსაც მოკლული ზაქარიას მაგივრად კრებული აირჩევს. პროტოსახარებაში ნათქვამია, წინასწარმეტყველების თანახმად იგი არ მიიცვლებოდა მანამ, სანამ ცოცხალ ქრისტეს არ ნახავდაო. ამით პროტოსახარება ისევ ლუკას დაესესხება, სადაც ლაპარაკია ვინმე სიმონზე, რომელსაც იგივე ეწინასწარმეტყველა. (პროტოსახარების ავტორი მას ხელოვნურად მღვდელთმთავრად აქცევს ზაქარიას სიკვდილის შემდგომ, რათა შეკრას ნაწარმოების ორი ნაწილი და იესოს დაუბრუნდეს).
    აპოკრიფს იაკობის ბოლოთქმა ამთავრებს, თავს თხზულების ავტორად გვისახელებს, გვიამბობს, სიკვდილის შემდგომ ჰეროდე როგორ დაბრუნდა უდაბნოდან იერუსალიმში, სადაც მანამდე იმალებოდა. გაურკვეველია, რატომ უნდა დამალულიყო. ჰეროდე ხომ ჩვილ ბავშვებს ეძებდა, რომ გაენადგურებინა იუდეის მომავალი მეფე და არა დიდებს? აქ, ალბათ, საუბარია ჰეროდე ანტიპეზე და სავარაუდოა, იაკობის სახელთანაა დაკავშირებული მისი უდაბნოში მოღვაწეობის ამბები. შესაძლოა რეალურ იაკობს ებიონეველ ესეველებთან რაიმე კავშირი ჰქონდა და პროტოსახარების ავტორმა ეს დეტალი დამაჯერებლობისათვის მოიშველია.
    მთლიანობაში, იაკობის პროტოსახარება ქრისტიანობაზე ლეგენდების კოგლომერატია, იგივე დოზით, რა დოზითაც ქრისტიანობა ძველ წარმართულ ღვთაებებზე წარმოდგენებითაა გაჯერებული. იაკობის თხზულებაში თეოლოგიურზე მეტად ნართაული ელემენტია პრივილეგირებული, მეტადრე საყოფაცხოვრებო დეტალებში. (უფრო ზუსტად თითქოს ყოფითი) და ზღაპრულ სასწაულებში იესოს ღვთაებრიობის  იდეასთან დაკავშირებული სარწმუნოებრივი ტენდენცია იკვეთება, ვისი საკვირველი თვისებებიც მის დაბადებამდე დედამისისთვის იყო დამახასიათებელი. ამ თხზულებაში გნოსტიციზმის თავისებურად გადამუშავებული გავლენა იგრძნობა. ეს იყო არა მხოლოდ თავშესაქცევი საკითხავი, არამედ ქრისტიანთა ძირითად მასების რელიგიური შინაარსის კითხვებს პასუხობდა, რომელთათვისაც გნოსტიციზმის მომხრეებისა და ორთოდოქსული მიმართულების წარმომადგენელთა დოგმატური შინაარსის კამათები გაუგებარი იყო. ხანდახან ისინი ერთურთთან მტრულად განწყობილ მოძღვრებებს თავიანთთვის მისაღები ქრისტიანობის ფარგლებში კიდეც ეგუებოდნენ.
    `იაკობის თქმულება იმ ფენებში შეიქმნა, სად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ახალ აღთქმას, თუმცაღა, ისინი `კანონიკურად~ მიჩნეულნი ჯერ არ იყვნენ. ამიტომ, შესაძლებელი იყო ამ ტექსტებს თავისუფლად მოპყრობოდი, დაგემატებინა ან სულაც ნარკვევის წყობა შეგეცვალა. ქრისტეს ქვაბულში დაბადების ეპიზოდი გვიჩვენებს, ახალ აღთქმის გვერდით სხვა ტრადიციებიც იკითხებოდა და პატივდებული იყო.
    მარიამის დაბადების ისტორია პოპულარული გახლდათ ქრისტიანულ სამყაროში, გვიანანტიკურ პერიოდსა და შუასაუკუნეებში. ეკლესიას არ შეეძლო სახარება კანონიკურად ეცნო. ის ძალზე გვიანაა დაწერილი. შემონაქმედის წინააღმდეგ მძაფრად გამოვიდა იერონიმე. V საუკუნეში სახარება აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანეს. ყველაზე ძლიერი ოპოზიცია ამ ქმნილებას დასავლეთის ქვეყნებში ჰყავდა. იქ მას XVI საუკუნემდე ებრძოდნენ. პიი V - ემ საერთოდ ამოიღო ლათინური კურთხევიდან იოაკიმეს წირვა, თუმცა შემდგომში კვლავ აღადგინეს. პროტოსახარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. კითხულობდნენ, განმარტავდნენ და ესაფუძვლა კიდეც რიგ ზეიმებს ღვთისმშობლის სახელობისა, კერძოდ - ღვთისმშობლის შობის, ტაძრად მიყვანის დღესასწაულებს. თუმცაღა, ჟამიდან ჟამზე, `ნაუარებ წიგნთა სიაში~ აღმოსავლეთშიც ხვდებოდა. რუსეთში `იაკობის მოთხრობა~ XII საუკუნეში შემოვიდა. ჯერ კიდევ XIV საუკუნეში, ეს ნაწარმოები მკითხველისათვის  აკრძალულია. ამ აპოკრიფის პოპულარობამ ხელი შეუწყო ღვთისმშობლის კულტის ფორმირებას. მარიამის თაყვანისცემის ფაქტმა თავის თავში უდიდესი დედა ღვთაების მისტიური კულტისადმი თაყვანისცემა შეინივთა. მასში მოიაზრებოდა (ისიდა, ასტარტე, კიბელა, არტემიდე) და სხვა წარმართული ქალ - ღვთაებანი. ღვთისმშობლის ხატიდან გვიმზერს ეს სახეები, როგორც მისი ჰიპოსტასები. ეს ქალღვთაება მისი თაყვანისმცემელთათვის იყო არა მხოლოდ ყველა ცოცხალი არსების გამგებელი და მფარველი, არამედ უმაღლესი სამართლიანობის მატარებელი, მცველი და ქომაგი ხალხისა.  ეს ბოლო თვისება ღვთისმშობელი - ქომაგის კულტში შემდგომ განსაკუთრებულად გამოიკვეთა.
    იაკობის პროტოსახარებამ ღვთისმშობელზე სხვადასხვა ლეგენდის შექმნას სათავე დაუდო. IV საუკუნის მიწურულს გამოჩნდა ანონიმი აპოკრიფი `მარიამის მიძინებაზე~. პროტოსახარებაც და ეს თხზულებაც ერთი და იმავ წყაროდან იკვებება. მასში მოთხრობილია ღვთისმშობელის ცად ამაღლებასა და არა მიძინებაზე (გარდაცვალებაზე). აპოკრიფი მრავალ სასწაულს აგვიწერს. თვით იესო ანგელოსებთან ერთად ღრუბლებზე დაბრძანებული დაეშვა ციდან მარიამის სულის მისაღებად, ხოლო, სულმა ღვთისმშობელი მხოლოდ დროებით დატოვა  (აქედან გაგება მიძინებისა), შემდგომ კვლავ შეუერთდება მის სხეულს, და მარიამიც ამაღლდება ცად, ახალ, გადასხვაფერებულ არსებობობას შეიძენს. როგორც იაკობისეულ პროტოსახარებაში, ასევე `მარიამის მიძინების თაობაზე~ თქმულებაში ცალკეული რეალისტური დეტალები რელიგიურ სიმბოლოებს ეთანაწყობა, ახალი აღთქმის სახეებიდან აღებულთ. (მაგალითად, იქ მოთხრობილია, რომ თომა მოციქული დაიგვიანებს მარიამის დაკრძალვის ცერემონიალზე და მასთან გამოთხოვებას მოინდომებს). ასევე, ღვთისმშობლის მოსალოდნელ მიძინებაზე გვაუწყებს გაბრიელ მთავარანგელოზი - იგი, ვინაც მას იესოს დაბადება აცნობა. ამრიგად, სიკვდილზე ცნობა ახალი დაბადების სასწაულზე უწყებად იქცევა, რომელშიც უნდა ღვთისმშობელმა იღვაწოს.
       მარიამის მკვდრეთით აღდგომას მოციქულები ისევე შეიტყობენ, როგორც ქრისტეს მოწაფე ქალები გამოარკვევენ სახარებაში იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავს. თომა მოციქულის თხოვნით ისინი გახსნიან აკლდამას, სადაც ღვთისმშობელია დასვენებული და ცარიელი დახვდებათ. ასეთი გამეორება ალბათ იმან განაპირობა, ავტორს ხელთ არ ჰქონდა ტრადიციები მარიამის ბოლოდროინდელი ცხოვრებისა და ზღაპრულ - ღვთისმეტყველურ თხზულებას ქმნიდა, ხელმძღვანელობდა იესოს ცხოვრების ისტორიით და მას სიმბოლოებით ტვირთავდა, რითაც ხაზს უსვამდა მარიამის ღვთაებრივ წარმოშობას, განსხვავებით სხვა, თვით განსაკუთრებულად წმინდან მოწაფეთაგან.
    მიუხედავად მარიამის ჩაძინებაზე აპოკრიფის ასე გვიან გამოჩენისა, V - ე საუკუნის მიწურულიდან ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს.
    პროტოსახარება და მასში არსებული თქმულებები პირველ ქრისტიანთა რწმენასა თუ მოძღვრებებში მომხდარ ცვლილებებზე გვამცნობს. ხოლო ცვლილებათა მიზეზი გახლავთ, როგორც გავლენა ძველ წარმართობისდროინდელი კულტებისა, საიდანაც ამ ახალმა რელიგიამ ბევრი ელემენტი შეისრუტა, აგრეთვე პირველ ქრისტიანების სოციალური თუ ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ეს თავისებურებანი იესოს ბავშვობაზე მომთხრობ აპოკრიფში კიდევ უფრო აშკარაა.   

                      იაკობის ისტორია
                      მარიამის დაბადება

I.    იოაკიმე ისრაელის XII თაობის შვილი იყო, უმდიდრესი კაცი და ღმერთს ორმაგად სწირავდა. ამბობდა: დე, ჩემი დავლა ჩემმა ხალხმაც გაინაწილოს, ხოლო მე უფალმა შემიწყალოსო. დადგა დიდი დღე ღვთისა,  სამღვთოს იმ დღეს სწირავდნენ ისრაელის შვილები. უეცრად, იოაკიმს წინაღუდგა ვინმე რუბიმი და უთხრა: არ შეიძლება პირველმა შენ დაუკლა ზვარაკი უფალს, ვინაიდან, შთამომავალს არ უტოვებ ისრაელსო. დანაღვლიანდა იოაკიმი. თვალი გადაავლო თორმეტი თაობის საგვარეულო ნუსხას. დაასკვნა, ყველა წმინდანმა ჩამომავალი დაუტოვა ისრაელს. გაიხსენა აბრაამი, სიკვდილმოახლოებულს რომ აჩუქა ღმერთმა ძე ისააკი. გამწარდა. ნაცვლად იმისა, შინ წასულიყო, პირი უდაბნოსაკენ ქნა. იქ დადგა კარავი და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. ამბობდა: არც შევჭამ და არცა დავლევ, ვიდრე არ მომისმენს ღმერთი ჩემი, საკვებ - სასმელად ლოცვა მექნებაო.
II.    ასევე გულამომჯდარი ტიროდა მისი მეუღლე ანა. მოსთქვამდა: ვგლოვობ ჩემს სიქვრივეს და უშვილობასო. გათენდა რა ღმერთის დიდი დღესასწაულის დილა, ივდითმა (ანას მსახურმა ქალმა) უთხრა მას: როდემდე უნდა სტანჯო სული?! ხომ იცი დღეს რა დღეა. შენი ტირილი არ შეიძლება. აიღე ეს მანდილი, ამ ლეჩაქით დამასაჩუქრა ქალბატონმა გაწეულ სამსახურისთვის. მე არ შემფერის მისი ტარება, ვინაიდან მსახური ვარ, ხოლო მანდილზე მეფობის  ნიშანია ამოქარგული. დამეხსენი, - მიუგო ანამ, მე ამას არ გავაკეთებ. ღმერთმა დამამდაბლა მე. Aშენ ალბათ მაცდურმა შთაგაგონა მოსულიყავი ჩემთან და შემეცოდა მეც შენთან ერთად?! უპასუხა ივდითმა: რად უნდა გაცდუნო შენ? ღმერთმა დაახშო წიაღი შენი, რათა არ გეყოლოს შთამომავალი ისრაელში. იწყინა ანამ, მაგრამ, მაინც გაიხადა თავისი სამოსელი, დაიმშვენა თავი ივდითისაგან შეთავაზებული მანდილით და ბაღში სასეირნოდ გავიდა. . . იქ დაჰყო ცხრა საათამდე, იქვე დაფნის ბუჩქი დაინახა, ჩამოჯდა მის ჩრდილში და ილოცა. ამბობდა: ჩემი წინაპრების ღმერთო, დამლოცე და შეისმინე ჩემი ღაღადი ისევე, როგორც აკურთხე სარა და აჩუქე მას ძე ისააკი.
III.    ახედა ცას. ხეზე ყვავის ბუდე შენიშნა და უმატა მოთქმას: ვინ დამბადა? რა წიაღმა მომავლინა ამ ქვეყანაზე? მაწყევარად ვექეცი ისრაელის შვილებს. მათაც დამცინეს და მომწყვიტეს ტაძარს. ვაი ჩემს თავს, ვის ვემგვანე? არ ვგავარ ფრინველთ, რადგან მათაც ჰყავთ შთამომავალი შენთვის ღმერთო! არა ვარ მგვანი პირუტყვის, რადგან პირუტყვიც მრავლდება შენის შეწევნით ღმერთო! არ ვარ სადარი წყლების, რამეთუ მათაც მოაქვთ ნაყოფი შენთვის ღმერთო! ვაი ჩემს უბედობას, ვის ვემსგავსე? მაჯობა მიწამ, რამეთუ თავის დროზე ნაყოფიერია და განგადიდებს შენ უფალო!   
IV.    უეცრად ანას წინ წარსდგა ანგელოსი და აუწყა: ანა, ანა, ღმერთმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენ ჩაგესახება ნაყოფი და შობ. და შენს ნაშობზე ილაპარაკებს მსოფლიო. ღაღადჰყო ანამ: ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი! აღუთქვა: ქალი იქნება თუ ვაჟი, ჩემს პირმშოს ღმერთს მიუძღვნი და ემსახურებიან ისინი მას მთელი სიცოცხლის მანძილზე.ო. ამ დროს მოვიდა ორი მახარობელი და შეატყობინეს ანას: იოაკიმი, ქმარი შენი, ბრუნდება საძოვრებიდან და ჯოგებს მოდენის. მასაც ეცნობა ანგელოსისგან: იოაკიმ, იოაკიმ. ღმერთმა შეიწყნარა შენი ლოცვა. დაბრუნდი შინ, რამეთუ ცოლს შენსას, ანას, ჩაესახება ბავშვი. წამოვიდა იოაკიმე, მწყემსებს უბრძანა, მოეყვანათ ათი ტარიგი ღმერთისათვის შესაწირავად. 12 ზვარაკი ქურუმთა და უხუცესთათვის და ასი თიკანი ისრაელის ხალხისათვის. მოახლოვდა იოაკიმი თავის ჯოგებით.    მეუღლის მომლოდინე ანამ შესასვლელ ჭიშკართან დაინახა ქმარი, მიირბინა და გადაეხვია მას. უთხრა: მეშინოდა დაქვრივებისა და აღარ ვარ ქვრივი, მეშინოდა უნაყოფობისა და აწ ჩამსახვია ნაყოფიო! იმ დღეს იოაკიმმა საკუთარ ჭერქვეშ სიმშვიდე ჰპოვა.
V.    დილით წაიღო ძღვენი და წავიდა ქურუმთან. გზად მიმავალი ფიქრობდა: თუკი ღმერთმა ჩემი ლოცვა შეიწყნარა, ოქროს ფირფიტა  მიჩვენებსო. ქურუმთან მისული იოაკიმი დაჟინებით უყურებდა ფირფიტას, სამსხვერპლოსთან მიახლოებულმა თავი უცოდველად იგრძნო და თქვა: ახლა დავრწმუნდი, რომ უფალმა შემიწყნარა და მომიტევა ცოდვები. გამოვიდა ტაძრიდან განწმენდილი და დაბრუნდა შინ. გადიოდა დრო. მეცხრე თვეზე ანამ მოილოგინა. გონსმოსულმა ჰკითხა ბებიაქალს: ვინ დავბადე? უპასუხეს რომ იშვა ქალი. მაშინ თქვა ანამ: ამაღლდა დღეს სული ჩემი და შვა გოგო. რამდენიმე დღის შემდეგ გამოკეთდა და ახლადშობილს ძუძუ მოაწოვა. სახელად მარიამი დაარქვა.
VI.    დღითიდღე მაგრდებოდა ბავშვი. დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ დედამ დააყენა. მოსინჯა, შეიძლებდა თუ არა დგომას. მარიამმა გადადგა შვიდი ნაბიჯი და მიუბრუნდა ანას. ანამ აიყვანა და თქვა: ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი! შენ ვერ ივლი მიწაზე, ვიდრე არ შეგიყვანენ უფლის ტაძარში. მოუწყო კუთხე საძინებელში, აკრძალა იქ სხვა ყველაფრის შეტანა და იუდეის უმწიკვლო ასულთ მოუხმო, რათა პატარა მარიამზე ეზრუნათ. შეუსრულდა რა ერთი წელი, იოაკიმმა გამართა დიდი ნადიმი, მიიწვია ქურუმთ კრებული, მწიგნობრები, უხუცესები და ისრაელის მთელი ხალხი. გამოუყვანა ქურუმებს თავისი ქალიშვილი, მათ აკურთხეს ის და თქვეს: ჩვენი მამების ღმერთო, დალოცე ეს ბავშვი და ყველა თაობაში  სახელი გაუთქვი. ხალხმა თქვა: დე იყოს ასე! ახლა მღვდელმთავრებს  მიუყვანა იოაკიმმა პატარა მარიამი. მათაც დალოცეს: უზენაესო! დაეშვი ამ ბავშვთან, მას უმაღლესი და წარუვალი კურთხევა მიეცი.
    შემდეგ დედამ აიყვანა მარიამი თავის უმწიკვლო საძინებელში, მისცა მას ძუძუ და უგალობა უფალს: ვუმღერ უფალს,  რადგან ჩამოვიდა ჩემთან და მიხსნა მტრებისაგან, თავის სიმართლის ნაყოფი მიძღვნა მე, ერთადერთი და რაოდენი უფლების მქონე მის თვალთა წინაშე.  რომელი აუწყებთ რუბიმის მოდგმას, რომ, მეძუძურია ანა? მისმინეთ, მისმინეთ ისრაელის თორმეტო თაობავ, ანა ძუძუს აწოვებს! გასრულდა ნადიმი. სტუმრები წავიდ - წამოვიდნენ. იხარებდნენ და აღუვლენდნენ ლოცვას ისრაელის ღმერთს.
VII.    თვე თვეს მისდევდა. ბავშვს ორი წელი შეუსრულდა. იოაკიმემ შეახსენა ცოლს: მარიამი ტაძარში წავიყვანოთ, ავასრულოთ დანაპირები სადილი, თორემ დაგვიანდება და ჩვენი საჩუქარიც არასასურველი გახდება ღმერთისთვისო. უპასუხა ანამ: დავიცადოთ კიდევ ერთი წელი. ჯერ პატარაა და ვაითუ ძებნა დაგვიწყოსო. დაეთანხმა იოაკიმი ცოლს. გავიდა წელიც. მარიამი სამი წლის გახდა. იოაკიმიმ მსახურთ დაავალა, მოეხმოთ და მოეყვანათ მის ოჯახში უმწიკვლო ასულნი იუდეისა, აეღოთ ხელში ლამპრები, აენთოთ ისინი და გამწკრივებულიყვნენ ღვთის ტაძრამდე. ეს იმიტომ, რომ პატარა მარიამი არ გასტირებოდა მშობლებს და გულით შეეყვარებინა ტაძარი. ასეც მოიქცნენ. ქურუმმა მიიღო პატარა მარიამი და ემთხვია მას, დალოცა და აკურთხა ბავშვი. თქვა: ღმერთი განადიდებს შენს სახელს ყველა თაობაში. ბოლო დღეს იგი შენით შეუნდობს ისრაელის შვილთ. და დასვა ქურუმმა მარიამი საკურთხეველთან მესამე საფეხურზე. გადმოვიდა მასზე მადლი უფლისა, ის კი ხტოდა სიხარულისაგან და შეიყვარა მთელმა ხალხმა ისრაელისა.
VIII.    გაკვირვებულნი გაბრუნდნენ შინ ანა და იოაკიმი. განადიდებდნენ ღმერთს, რამეთუ შვილი არ გაეტირა მათ. ცხოვრობდა მარიამი ტაძარში ვით მტრედისხუნდი და იკვებებოდა ანგელოზის ხელისგულიდან. შეუსრულდა რა თორმეტი წელი, ქურუმები დასხდნენ სათათბიროდ. თქვეს: გაიზარდა ბავშვი. რა ვუყოთ მას, როგორ მოვიქცეთ, რომ, როგორღაც უნებლიედ არ წაიბილწოს ეს სიწმინდენი? უთხრეს მღვდელმთავარს: შენ დგახარ ღმერთის სამსხვერპლოსთან, შედი, ილოცე მარიამისთვის და მოვიქცევით ისე, როგორც უფალი ჩაგაგონებს. მღვდელმთავარმა ჩაიცვა დოდეკაკოდონი,  ლოცვის აღსავლენად შევიდა წმინდათაწმინდა საკურთხეველში. იქ მას გამოეცხადა ღმერთის ანგელოსი და გადასცა: ზაქარია, ზაქარია, შეკრიბე ისრაელის ქვრივი კაცები ამ ტაძართან, დე მათ მოიტანონ კვერთხები და ისე მოვიდნენ, ერთ - ერთ მათგანს ზეციერი მეფე სასწაულს მოუხდენს, სწორედ მისი ცოლი გახდება მარიამი და შეინახავს უბიწოებას. გაეშურნენ მახარობლები, დავლეს იუდეის მხარე, აყვირეს საყვირი უფლისა და იწყო შეკრება ყველამ.
IX.    იოსებმაც დადო ხელეჩო და თავშეყრის ადგილზე მივიდა. შეკრებილნი ტაძრისკენ გაემართნენ. თვითეულ მათგანს არგანი თან ჰქონდა. ზაქარიამ შეკრიბა მათი ჯოხები და საკურთხეველში სალოცავად შევიდა. ლოცვის ბოლოს გამოვიდა რა სამსხვერპლოდან, დაურიგა თვითეულს თავისი. ბოლოს იოსებმა აიღო. მოხდა სასწაული. კვერთხიდან გამოფრინდა მტდედი და აფრინდა სადიდებლად იოსებისა. მიუგო მას მღვდელმთავარმა: შენ გაპირველა უფალმა. მიიღო უნდა და უმეთვალყურო მის ქალწულს, მასზე იზრუნო. შეეწინააღმდეგა იოსები ზაქარიას: ხომ ვარ მე მამა, თანაც მოხუცი, ის კი ბავშვია, დამცინებენ ისრაელის შვილები. მღვდელმთავარმა უთხრა: იოსებ, ღმერთის გეშინოდეს! გაიხსენე, როგორ დასაჯა დატანი, აბირონი და კორეა.  ვითარ გაიპო მიწა და შთაინთქნენ ისინი სიჯიუტისათვის. შეშინდა იოსები, წამოიყვანა მარიამი. უთხრა მას: უფლის ტაძრიდან ჩემთან მიმყავხარ, დარჩი ჩემს სახლში, მე უნდა წავიდე, რადგან დასამთავრებელი მაქვს სადურგლო საქმე. დაგიბრუნდები როცა ღმერთი მოისურვებს, მან დაგიფაროს შენ!
X.    ერთ დღეს სათათბიროდ დასხდნენ. საჭირო იყო გადაეწყვიტათ, თუ ვის მოექსოვ - მოექარგა ფარდა ტაძრისათვის. მღვდელმთავარმა თქვა: შეკრიბეთ შვიდი უმწიკვლო ქალწული დავითის შთამომავლობისაო, აქ გაახსენდათ ახალგაზრდა მარიამი, რომელიც აგრეთვე დავითის შტოდან გახლდათ, და იყო სუფთა და უზადო უფლის წინაშე. მსახურებს დაევალათ და მათაც მოიყვანეს ის. შეიყვანეს ქალწული ასულნი ღვთის სახლში. ყარეს კენჭი თუ ვინ რას დაართავდა: ოქროს და ამანტს;  სელს ან აბრეშუმს; სუმბულს; მეწამულს თუ პორფირს. მარიამს წილად ხვდა ძოწეული და ნამდვილი მეწამული. წამოიღო და წამოვიდა შინ, ამ დროისათვის ზაქარია მუნჯი გახლდათ. მის მაგივრობას სამუელი სწევდა (ვიდრე მღვდელმთავარი კვლავ ამეტყველდებოდა). აიღო მარიამმა ჭეშმარიტი მეწამული და შეუდგა რთვას.
XI.    იმ დღეებში დოქით წყალზე მიმავალმა მარიამმა ხმა გაიგონა: იხარე დალოცვილო! ღმერთი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ სხვა ცოლთა შორის.  მიმოიხედა, ვერ გაეგო საიდან მოესმოდა. ვერავინ დაინახა და შემკრთალი გამობრუნდა სახლში. დადგა დოქი, მიუბრუნდა პორფირს და განაგრძო რთვა. სწორედ ამ დროს წარსდგა მის წინაშე ანგელოსი და უთხრა: `ნუ გეშინია მარიამ, უწყოდე, შემოსილი ხარ ღმერთისაგან ლოცვა კურთხევით, და ჩაგესახება სიცოცხლე მისი სიტყვით~. მოუსმინა ქალწულმა ანგელოსს და სცადა გამოერკვია მისი ნათქვამი: `ნუთუ მე ჩამესახება ღმერთისაგან სიცოცხლე და დავბადებ მას, როგორც ყველა ქალი ბადებს?~ მიუგო ანგელოსმა: მარიამ, ასე არა, შენ ძალა დაგიფარავს უზენაესის, ამიტომაც შენს მიერ შობილს უწოდებენ ღვთის შვილს და დაარქმევ მას იესოს, რამეთუ მან უნდა იხსნას თავისი ხალხი. სთქვა მარიამმა: მე ვარ მხევალი უფლის, ჰოდა მოხდეს ისე, როგორც შენ მითხარი.
XII.    გაასრულა რა ძოწეულის და მეწამულის რთვა, წაიღო ტაძარში. მღვდელმთავარმა აკურთხა მარიამი. უთხრა: დიდების შარავანდედით შემოსა უფალმა შენი სახელი, დალოცვილი იქნები დედამიწაზეო. გახარებული მარიამი ტაძრიდან ნათესავ ქალთან ელისაბედთან წავიდა. მიუკაკუნა კარზე. ელისაბედმა თავი მიანება მეწამულის რთვას და მიირბინა კართან. გააღო და რა დაინახა მარიამი, დაამწყალობა იგი. ჰკითხა: რით დავიმსახურე ესოდენი პატივი, ღმრთის დედა რომ მოხვედი ჩემთან?  სიხარულით იძრა ჩემს მუცელში ბავშვი და დაგლოცა შენო. მარიამი ვერ ჩამწვდარიყო საიდუმლოს, რომელიც მთავარანგელოსმა გაუხსნა გამოცხადებისას. ამბობდა: ავხედე ცას და ვთქვი: ვინ ვარ მე, უფალო, რომ ყველა ლოცვა - კურთხევას მომაგებებს? დარჩა ელისაბედთან და დაჰყო მასთან სამი თვე.  ნაყოფი მის მუცელში დღითი დღე იზრდებოდა. სამი თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში და ემალებოდა ისრაელის შვილებს. როდესაც სრულდებოდა ეს საიდუმლოებები, მარიამი მაშინ 16 წლის იყო.
XIII.    გადიოდა მეექვსე თვე მისი ორსულობიდან. სადურგლო სამუშაოებიდან დაბრუნებულმა იოსებმა შეაღო სახლის კარი და დაინახა ორსული მარიამი. სილა შემოიკრა და პირქვე დაემხო. ცხარედ ატირდა და მოთქვამდა: როგორ მივმართო მე ჩემს უფალს ამიერიდან, რანაირად ვილოცო ამ ქალწულისათვის. იგი უმწიკვლო წამოვიყვანე ტაძრიდან და ვერ ვუპატრონე. ვინ მომატყუა? რომელმა უმტრო ჩემს ოჯახს, რატომ გაუტეხეს სახელი ამ გოგოს? გველმა რომ დაიმარტოვა ევა და შეუცდინა უფლის მაქებ - მადიდებელ ადამს, ასე დამემართა მეც. მცირე ხნით შესწყვიტა მოთქმა იოსებმა, ჰკითხა მარიამს: შენ ღვთის ანაბარა გოგო იყავი, წმიდათა - წმიდა საკრებულოში აღიზარდე, ანგელოსები გაპურებდნენ ხელისგულიდან. ეს რა ჰქენ, რა ჩაიდინე, ვით წაბილწე სული და დაივიწყე ღმერთი? აქვითინდა მარიამიც, უპასუხა იოსებს: სუფთა ვარ მე და არ ვიცი ქმარი. კვლავ ჰკითხა იოსებმა: საიდან არის ნაყოფი შენს საშოში? მარიამმა მიუგო: ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი. არ ვიცი საიდან.
XIV.    თუმც ამშვიდებდა მარიამი, მაინც შეშინდა იოსებ, აღარ იცოდა რაგვარად მოქცეულიყო. ფიქრობდა: ვთქვათ, დავმალე მისი ცოდვა, მაშინ დავარღვევ კანონს, ხოლო თუ უამბობ ამ ყველაფერს ისრაელიტებს, მათ შესაძლოა უდანაშაულო სისხლი დაღვარონ. რა ვუყო, რა მოვუხერხო? გადაწყვიტა ჩუმად გაეშვა სახლიდან. დაღამდა. მძინარე იოსებს გამოეცხადა უფლის ანგელოსი და უთხრა: ნუ შიშობ ქალწულის გამო, რამეთუ სულიწმინდისგანაა ის, რაც არის მის წიაღში. დაბადებს ძეს და სახელად დაარქმევ იესოს, მან უნდა იხსნას ცოდვათა გამო თავისი ხალხი სასჯელისაგან. გაიღვიძა იოსებმა და განადიდა ისრაელის ღმერთი, რომელმაც წყალობა გამოუგზავნა და დაიტოვა სახლში ორსული მარიამი.
XV.    მეორე დღეს იოსების ოჯახს ესტუმრა მწიგნობარი ანა. ჰკითხა, თუ რატომ არ დაესწრო იგი კრებას. დამღალა გზამ და მინდოდა პირველ დღეს დამესვენაო, - უპასუხა იოსებმა. შემობრუნდა ანა, დაინახა ფეხმძიმე მარიამი, გაიქცა მღვდელმთავართან და შეატყობინა, რომ იოსებმა, რომელსაც ქურუმთ კრებული უმწიკვლოდ თვლიდა, დაარღვია წესი. მღვდელმთავარმა დაწვრილებით გამოჰკითხა მწიგნობარს ნანახის შესახებ. მან უამბო რომ ქალწულს, რომელიც იოსებმა უფლის ტაძრიდან გამოიყვანა, სახელი გაუტეხა, შეურაცხო ქორწინება და არ გააგებინა ამის შესახებ ისრაელიტებს. მართლა ასე მოიქცა იოსები? - დაეჭვდა ზაქარია. გაგზავნე მსახურები, ნახონ და დარწმუნდები რომ ის მართლაც ორსულადაა. გაგზავნეს მსახური, და ნახეს რა მარიამი ორსული, მიიყვანეს იოსებთან ერთად სამსჯავროზე. ჰკითხა მარიამს მღვდელმთავარმა: რა ჩაიდინე შენ? რისთვის წაიწყმიდე სული და დაივიწყე ღმერთი? წმიდათაწმიდა კრებულში ცხოვრობდი, წმინდანებისგან იკვებებოდი, მათ ბაგეთაგან გალობას ისმენდი, იმათ წინაშე ხარობდი და რა მიზეზით მოიქეცი ასე? ატირდა მარიამი, უპასუხა ზაქარიას მოტირალი ხმით: ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი, უცოდველი ვარ მის წინაშე და არ ვიცი ქმარი. მღვდელმთავარი ახლა იოსებს მიუბრუნდა. ჩაეძია მასაც: როგორ დაგემართა ეს? უპასუხა იოსებმა: ცოცხალია უფალი ღმერთი ჩემი და მე სუფთა ვარ მის წინაშე. ნუ იმოწმებ ტყუილად ღმერთს, უმჯობესია სიმართლე გვითხრა - მღვდელმთავარი იოსების სიმართლეში დაეჭვდა, - შენ შეურაცხავი ქორწინების წესი და არ შეატყობინე ისრაელიტებს, არ მოიდრიკე ქედი უფლის წინაშე, რომ დაელოცა ნაშიერი შენი. იოსები დუმდა.
XVI.    უნდა დაგვიბრუნო მარიამი, დაასკვნა ბოლოს მღვდელთმთავარმა. იოსები ატირდა. მაშინ შეგასმევთ მხილების წყალს და ღმერთი გამოავლენს თქვენს ცოდვებს თქვენსავ წინაშე. შეასვა წყალი იოსებს და გაგზავნა მთაზე საიდანაც იგი უვნებელი დაბრუნდა. შემდეგ მარიამს დაალევინა და იმავ გზით გაუშვა. მარიამიც უვნებელი ჩამოვიდა მთიდან. გაკვირდა ხალხი. თქვა მღვდელმთავარმა: თუკი უფალმა ღმერთმა დაფარა თქვენი შეცოდება, მე არ განგიკითხავთო და გაუშვა ისინი. წაიყვანა იოსებმა მარიამი სახლში. ადიდებდა ღმერთს და იხარებდა ფრიად.
XVII.    იმ ხანებში ბეთლემში იუდეველი მოსახლეობის აღწერის შესახებ ცეზარ ავგუსტინეს ბრძანება გამოვიდა. კვლავ საგონებელში ჩავარდა იოსები. ჩავწერ ჩემ შვილებს, მაგრამ ამ ქალს რა ვუყო, როგორ ჩავწერო ის ცოლად? - მრცხვენია. ასულად? ისრაელიტებმა იციან, რომ ის ჩემი ასული არ არის. დაე მიკარნახოს უფალმა და აღვასრულებ მის ნებას. შესვა იოსებმა მარიამი უნაგირდადგმულ სახედარზე და წინ თავისი ერთი ვაჟი წაიმძღვარა. თვითონ კი მეორე ვაჟთან ერთად მისდია უკან. გაიარეს სამი მილი.  შეხედა (ტექსტში შემობრუნდა) იოსებმა მარიამს და დაინახა, რომ ნაღვლიანი იყო იგი. იფიქრა, ალბათ თავისი ნაყოფი ასევდიანებსო. კვლავ შეავლო თვალი და ახლა მხიარულობდა. ჰკითხა: მარიამ, სახე ხან მჭმუნვარე გაქვს ხან ხალისიანი, რა მიზეზითო? მან უპასუხა: იმიტომ, რომ ვხედავ ორნაირ ადამიანებს, ერთნი გლოვობენ და ტირიან, მეორენი კი ხარობენ და იცინიან. ნახევარგზაზე მარიამმა იოსებს სთხოვა, ჩამოესვა უნაგირიდან, რადგან ნაყოფი დედას აიძულებდა ფეხით ევლო. იოსებმა შეუსრულა თხოვნა. შესჩივლა: საით წაგიყვანო და როგორ დავმალო შენი სირცხვილიო?
XVIII.    უდაბნოში იპოვეს ქვაბული. შეიყვანა მარიამი და მასთან დატოვა თავისი ვაჟები. თვითონ კი ბეთლემის მხარეს ბებია ქალის მოსაძებნად გაეშურა.
    მე იოსები  მივდიოდი და ვერ მივდიოდი. შევხედე ჰაერს, ჰაერი არ იძვროდა. ავხედე ცარგვალს, ისიც უძრავი იყო. ფრინველები თითქოს ფრენისას გაქვავებულიყვნენ. დავხედე მიწას და დავინახე ჩემს წინ, ჭურჭელი იდგა. იქვე, მუშები მხართეძოზე წამოწოლილიყვნენ. ხელები ჭურჭელთან ახლოს ჰქონდათ, უნდოდათ ჭამა და ვერ მიირთმევდნენ, აღება უნდოდათ და ვერ ეუფლებოდნენ, მიჰქონდათ პირთან და არც მიიზიდავდნენ და ყველას სახე ცისკენ მიეპყრო. შემდეგ დავინახე ცხვრები, რომელთაც მიერეკებოდნენ და  ფარა ადგილიდან არ იძვროდა. მწყემსმა ხელიც აღმართა რომ გაედევნა  ცხვარი, მაგრამ მკლავი აწეული დაურჩა. შევხედე წყლის დინებას, ვუყურებდი, როგორ შეეხენ წყლის ზედაპირს თხები ტუჩებით, მაგრამ არ სვამდნენ და იმ წამს ყველაფერი გაჩერდა.
XIX.    მთიდან ჩამომავალი ქალი დავინახე. მომიახლოვდა, მკითხა: ადამიანო! საით მიდიხარ? ვუპასუხე: ბებია ქალს ვეძებ მეთქი.
-    შენ ისრაელიდან ხარ? სადაურობა კვლავ მკითხა ქალმა. დავუდასტურე.
-    ვინ არის ის ქალი, გამოქვაბულში რომ მშობიარობს?
-    ის ქალი ჯვარდაწერილია ჩემზე.
-    ის შენი ცოლი არ არის?
-    ის მარიამია, გაიზარდა უფლის ტაძარში, მე წილისყრით ცოლად მერგო, მაგრამ ჩემი ცოლი არ არის. ის ჩაისახა სულიწმიდისაგან.
-    მართალს ამბობ?
-    წამოდი, ნახე.
ბებიაქალი და იოსები ქვაბულისაკენ გაემართნენ.  მიუახლოვდნენ. ქვაბულში მოციალე ღრუბელი იდგა, ახლა განდიდდა სული ჩემი - თქვა ბებიაქალმა, - რამეთუ თვალთა ჩემთა სასწაული იხილეს. ისრაელს მხსნელი მოევლინა. უეცრად ქვაბულს ღრუბელი გადაეცალა, მღვიმე ისე გაშუქდა, რომ, მათ ვერ შეიძლეს ელვარებისათვის თვალი გაესწორებინათ. რამდენსამე ხანში კაშკაში ჩაქრა და ქვეყანას მოევლინა იესო. იშვა თუ არა, მარიამმა ძუძუ მოაწოვა. ეს დღე დიადია ჩემთვის - ამბობდა ბებიაქალი, ვიხილე გაუგონარი მოვლინება. . . ქვაბულიდან ბებიაქალი გამოვიდა და დაინახა სალომე.  გასძახა: სალომე, სალომე, მოდი, სასწაულ მოვლინებაზე გიამბო, ქალწულმა შვა ვაჟი და ქალწული დარჩაო. სალომემ უპასუხა: ცოცხალია უფალი, ღმერთი ჩემი! ვერ დავიჯერებ, ვიდრე არ გავსინჯავ ქალწულობას მისას, რომ ქალწულმა იმშობიარა.
როგორც კი სალომემ მოსინჯვა უწყო, შეჰკივლა კიდეც: ვაი, ურწმუნოებას ჩემსას, ვით გავბედე ღმერთისთვის შემეცოდა, აჰა, მერთმევა ხელი, ცეცხლი მედებაო, დაიჩოქა და ამბობდა: ჩემი წინაპრების ღმერთო, გამიხსენე, აბრაამის მოდგმის შვილი ვარ, ისააკის და იაკობის. ნუ შემარცხვენ ისრაელიტელთა წინაშე, შემიწყალე! იცი, რამეთუ გემსახურე და სამაგიერო მსურდა შენგან მომნიჭებოდა.  მაშინ მას გამოეცხადა უფლის ანგელოსი და უთხრა: სალომე, სალომე, შეწყნარებულ ხარ ღმერთისაგან. აიყვანე ახალშობილი და შენ მოგენიჭება ხსნა და სიხარული. სალომემ აიყვანა პატარა იესო და თქვა: ქედი მომიხრია მის წინაშე, რამეთუ დაიბადა დიდი მეფე ისრაელისა. იმწამს განიკურნა სალომე და დალოცვილი გამოვიდა მღვიმიდან.
XXI.    გაემზდადნენ რა გზის გასაგრძელებლად, იუდეისკენ, იუდეის ბეთლემში დიდი არეულობა დაიწყო. მოგვები  ჩამოსულიყვნენ და კითხულობდნენ, სად შეიძლებოდა იუდეის მეფის ნახვა, რამეთუ ეხილათ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთით და გადაეწყვიტათ მუხლი მოეყარათ ახალშობილის წინაშე . შეშფოთდა ჰეროდე მეფე. მოგვებთან  მსახურები გაგზავნა. შემდეგ მოუხმო მღვდელმთავრებს პრეტორიაში  და ჰკითხა მათ, წერილის თანახმად რა ადგილას უნდა დაბადებულიყო იესო. მათ უპასუხეს: იუდეის ბეთლემში, როგორც წერილ არსო. და გაისტუმრა ისინი ჰეროდემ. შემდეგ შეხვდა მოგვებს. იგინიც გამოჰყკითხა, რა ნიშანი ნახეთ მეფის მაუწყებელიო? მათ უპასუხეს: ჩვენ ვნახეთ მოკაშკაშე ვარსკვლავი აღმოსავლეთის ცაზე, ნათება მისი სხვა ვარსკვლავებს უჩინოს ხდიდა. ამით შევიტყვეთ იუდეის მეფის დაბადება და მოვედით, რათა თაყვანი ვსცეთ მას. ჰეროდემ უთხრა მოგვებს: წადით, ეძებეთ, და თუ მიაგნებთ, შემატყობინეთ, მეც მოვუყარო მუხლი მის მეფობასო. წავიდნენ მოგვები და აღმოსავლეთით აღმობრწყინებული ვარსკვლავი წინ მიუძღოდათ, ვიდრე ქვაბულს არ მიუახლოვდნენ. მღვიმის შესასვლელთან შეჩერდნენ. მღვიმეში ნახეს დედას ხელში ჰყავდა ყრმა იესო. გახსნეს საუნჯე, მიართვეს ძღვენი: ოქრო, საკმეველი და მური. გამოეცხადა მათ უფლის ანგელოსი და ურჩია არ გაბრუნებულიყვნენ იუდეაში. მოგვებიც თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით წაბრძანდნენ.
XXII.    მიხვდა ჰეროდე, მოგვებმა რომ მოატყუეს, განრისხებულმა ბრძანა, მოეკლათ ყველა ახალშობილი ორ წლამდე ასაკისა. მარიამმა შეიტყო რა ჩვილი ბავშვების ხოცვის ბრძანება, გაახვია იესო და ხარის ბაგაში დამალა.  ეძებდნენ პატარა იოანესაც. ელისაბედმა  შვილი მთაში წაიყვანა. უსაფრთხო ადგილი რომ ვერ ჰპოვა მის დასამალად, შეჰყვირა: მთაო ღვთისაო, შეუშვი დედა ყრმითო და მთა გაიხსნა. შევიდა შიგ ელისაბედი და შეიყვანა პატარა იოანე. წინ მიუძღოდათ და სავალს უნათებდათ ნათელი და ღმერთის ანგელოსი იყო მათთან და იცავდა მათ.
XXIII.    ეძებდა ჰეროდე იოანეს, მაგრამ ამაოდ. გაუგზავნა მსახურნი მღვდელმთავარ ზაქარიას. შეუთვალა: შენი შვილი სად გადამალეო? უპასუხა ზაქარიამ ჰეროდეს წარგზავნილთ: მე ვარ  მოწმე და ღმერთისთვის ტანჯული. ტაძარში მყოფმა საიდან უნდა ვიცოდე სად არის ჩემი შვილი? გამობრუნდნენ უკან მსახურნი, ჰეროდეს უამბეს ზაქარიას შემონათვალი. კვლავ წარუგზავნა ისინი მღვდელმთავარს ახლა უკვე განრისხებულმა ჰეროდემ. შეუთვალა: შენი შვილი იქნება იუდეის მეფე, თუ იტყვი სად გადამალე იგი, თუ არ გვეტყვი, იცოდე, შენი სიცოცხლე ჩემს ხელთააო. ზაქარიამ ჰეროდეს უპასუხა: მე ვარ ღმერთისთვის წამებული, და თუკი უდანაშაულო სისხლს დაღვრი ღვთის ტაძართან, უფალი ჩემს სულს ჩაიბარებსო. განთიადისას ზაქარია მოკლეს. და არ იცოდნენ ისრაელის შვილებმა მათი მღვდელმთავრის სიკვდილის ამბავი.
XXIV.    ურთიერთამბორყოფის წესის შესრულების დღეს ქურუმნი სამლოცველოსთან შეიკრიბნენ და ტრადიციისამებრ, მათ არ გამოეგება მღვდელმთავარი ზაქარია ლოცვა - კურთხევით. ფეხზე იდგა ქურუმთკრებული, ელოდებოდა ზაქარიას გამოსვლას, რათა ელოცათ და განედიდებინათ უზენაესი, მაგრამ არ ჩანდა. ქურუმნი შიშით განიმსჭვალნენ. ერთი მათგანი დაწინაურდა, საკურთხეველში შესვლა გაბედა. იქ, სიწმიდეში მან დაინახა შემხმარი სისხლი და ზეციურმა ხმამ აუწყა ქურუმს: მოკლულია ზაქარია, შურისგებამდე არ გაქრება მისი სისხლი საკურთხევლიდან. გაიგონა ეს სიტყვები და შეშინებული გამოვიდა გარეთ. უამბო იქ შეკრებილ ქურუმებს რაც ნახა და მოისმინა. ყველანი შევიდნენ სამსხვერპლოში. ტაძრის კედლები სისხლით იყო მოთხვრილი. დაფლითეს ქურუმებმა თავიანთი შესამოსელი. გვამი ვერ ნახეს, მხოლოდ სისხლი, შემხმარი და ქვადქცეული. თავზარდაცემულნი გამოვიდნენ საკურთხევლიდან, აუწყეს ზაქარიას მოკვლის ამბავი ისრაელის ყველა თაობას. ისრაელი მღვდელმთავარ ზაქარიას სამი დღე და სამი ღამე დასტიროდა. სამი დღის შემდეგ კვლავ დასხდნენ სათათბიროდ. უნდა აერჩიათ ვინმე ზაქარიას ნაცვლად და არჩევანი სიმონზე შეაჩერეს. ეს მათ ეუწყათ სულიწმიდისაგან, ეუწყათ ისიც, რომ არ მიიცვლებოდა სიმონი, სანამ არ ნახავდა ცოცხალ ქრისტეს.
XXV. ხოლო, მე იაკობ, ვინაც დავწერე ეს მოთხრობა იერუსალიმში, იუდეაში არეულობის დროს ვიმალებოდი უდაბნოში, ვიდრე არ მიიცვალა ჰეროდე მეფე და მანამ შფოთი არ დაცხრა ქვეყანაში. ვადიდებ მაღალ ღმერთს, მომნიჭებელს ჩემთვის ფრიადი სიბრძნისა, რომ ეს ყოველი აღმეწერა. კურთხეულ იყოს იგი ყველა მოშიშისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.