четверг, 16 февраля 2017 г.

იუდეველ - ქრისტიანთა სახარება

II - IV ს - ეების ქრისტიან მწერლების თხზულებებში დასახელებულია სახარებები, რომელთაც მორწმუნეთა სხვადასხვა ჯგუფები იყენებდნენ, იუდაიზმს კვლავინდებურად მისდევდნენ და რიტუალებსაც ასრულებდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ დასებს იუდეველი - ქრისტიანები ჰქვია. ხსენებულ იუდეველ - ქრისტიანთა სახარებებს შორისაა: ებიონეველების; ნაზარეველების; ებრეელების; თორმეტი მოციქულის სახარებანი. ზოგიერთი ავტორი ზემოხსენებულ სახარებებიდან ცალკეულ ეპიზოდებს გადმოგვცემს. განსაკუთრებით დამახასიათებელია ეს იერონიმეს და ეპიფანეს ნაშრომებისთვის, ისინი KV - VI სს მიჯნაზე ცხოვრობდნენ და პალესტინელ - სირიელ ქრისტიანთა სწავლებებით იყვნენ დაინტერესებულნი.  ორიგენი და კლიმენტი ალექსანდრიელი იუდეველთა - ქრისტიანულ სახარებას ეყრდნობიან. მოხსენიებული სახარებები ორიგინალში ალბათ იმ მოციქულთა სახელებით იყვნენ სახელდებულნი, ვისი სახელითაც სახარებები შეითხზა, მაგრამ, მათი დასახელების აღდგენა საეჭვოა, ისევე, რანაირადაც იმის გარკვევა, თუ, სახელდობრ რომელ იუდეველ - ქრისტიან კრებულების საკითხავი იყო ციტირებული სახარება (ორთოდოქსალურ მიმართულების მწერლები, იუდეველთა წეს - ჩვეულებების მიმდევარ ქრისტიანების ყველა ჯგუფს, საერთო სახელს ეძახიან - ებრეელები).
    დაბეჯითებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ებიონეველთა მოძღვრებაზე. ეს სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა `ევიონიმი~ დან (მათხოვარი), ყუმრანის თემელთა თავიანთი თავებისათვის შერქმეული ერთ - ერთი სახელია.  დღესდღეობით ყუმრანელ ებიონეველთა კავშირი ებიონეველ - ქრისტიანებთან ეჭვგარეშეა. უკანასკნელნი პალესტინაში ცხოვრობდნენ. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, რომაელების წინააღმდეგ იუდეველთა პირველ აჯანყების დროს ტრანსიორდანიაში გადასახლდნენ. ადრეულ ქრისტიანობის ისტორიის ფრანგი მკვლევარი ჟ. დანიელუ ებიონეველებს `ყუმრანელთა დაჯგუფების~ ბუნებრივ შთამომავლებად მიიჩნევს,~  თუმცა, ორთავ გუნდს შორის სერიოზული განსხვავება არსებულა, მათში უმთავრესი ის გახლდათ, - ებიონეველ ქრისტიანებს სწამდათ უკვე მოსული და მათთან მყოფი მესია იესო, მაშინ, როცა ყუმრანის თემელები როგორც ჩანს,  თავიანთი მესიიის, მათივ კრებულის დამფუძნებელის -  სამართლიანობის მოძღვარის მობრძანებას ელოდნენ.
საკუთარ თავს იესოს პირველი მოწაფეები ალბათ ებიონეველებს უწოდებდნენ (სახელწოდება `ქრისტიანები~ კანონიკურ გადმოცემით, წარმოიშვა ანტიოქიაში, სირიაში - არამეულენოვან გარემოში ვერ დაიბადებოდა). პავლეს გალათელებისადმი გზავნილებში ნათქვამია: `და ოდეს ჩემთვის მოცემულ მადლზე შეიტყვეს: იაკობმა, კეფამ და იოანემ, სვეტებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რათა წავსულიყავით წარმართებთან, ისინი კი წინადაცვეთილებთან, ოღონდ უნდა გაგვეხსენებინა ღატაკები, რასაც ვცდილობდი კიდეც ზუსტად შემესრულებინა~ (2. 9 - 10). ამ კონტექსტში სიტყვა `ღატაკები~ უწინარეს ყოვლისა პალესტინელ ქრისტიანთა სახელწოდებას აღნიშნავს, ძირითად ქრისტიანულ ჯგუფისა, რომლის წევრებიც იყვნენ: იაკობ, კეფა, იოანე, და წარმართებთან მისულ ქადაგთ ჰმართებდათ იგინი არ დავიწყებოდათ. რას ნიშნავდა სახელდობრ მოთხოვნა `ოღონდ საჭირო იყო გაგვეხსენებინა ღატაკები~, ჩანს, პირველ წერილიდან კორინთელთა მიმართ, სადაც ნათქვამია: კორინთელ ქრისტიანთა მიერ შეგროვებულ სამოწყალო ძღვენს წაიღებენ იერუსალიმშიო (16. 3).
    ირინეოსმა აღმოსავლეთ პროვინციების ქრისტიანების რელიგიური მოძღვრებები კარგად იცოდა. შეუდარა რა ებიონეველთა სწავლება სხვა სწავლებებს, რომელთაც აგრეთვე ერეტიკულად მიიჩნევდა, ებიონეველთა მოძღვრებაზე თავის შემონაქმედში `ერესის წინააღმდეგ~ ირინეოსმა სწავლების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები გამოაცალკევა: `ებიონეველები საპირისპიროდ,  ეთანხმებიან ესდენ სამყარო შემოქმედმა შექმნა, მაინც ღმერთის შესახებ მათ იგივე აზრი აქვთ, რაგვარიც კორინთოს  და კარპოკრატეს~ (ანუ, იესო იოსების და მარიას შვილი იყოო. - 1. 26). შემდგომ ირინეოსი მიგვითითებს: ებიონეველები მხოლოდ მათეს სახარებით ხელმძღვანელობენ, პავლე მოციქულს უარყოფენ, თვლიან რა მას განდგომილად, იუდეველთა ცხოვრების წესჩვეულებებსა და კანონებს მისდევენ, `ეთაყვანებიან ერუსალიმს, ვითა ღვთის სახლს~ო.  სხვა წიგნში ირინეოსი აღნიშნავს: ებიონეველთა მოძღვრება - ძველია, უძველესია სწავლება უმწიკვლო ჩასახვაზეო. `უგუნურნი არიან ასევე ებიონეველები, ვინაც არ იღებენ სულში რწმენას ღმერთის და ადამიანის შეერთებისაო. კონსერვატორები, (ხორციელ) დაბადების მომხრენი, ძველ შეხედულებაზე რჩებიან~ო. (V.1). ტერტულიანე ცდებოდა, რა დროსაც თვლიდა: სახელწოდება `ებიონეველი~ წარმოსდგება ვინმეს სახელ ებიონიდანო (მას ამ მოძღვრების ფუძემდებლად მიიჩნევდა), კიდევაც მიუთითებდა: ებიონი იესოს ღვთის შვილად არ ცნობსო (Dე პროსცრიპტონიბუს ადვერსუსომნეს ბაერესეს. 33. შემდგომ  Pრაეს - ჰაერეს).
    ე. წ. ფსევდო კლიმენტინები II ს - ის  დასასრულს შეიქმნა (ქმნილებამ ჩვენამდე IV ს - ის რედაქციით მოაღწია). ნაწარმოების ავტორად ქრისტიანები რომაელ კლიმეტის (გადმოცემით, ყოფილ რომაულ ქრისტიანულ გაერთიანების ხელმძღვანელს I ს - ის ბოლოს) გვისახელებენ. ფსევდო კლიმენტინებში აღწერილია მოციქულ პეტრეს და კლიმენტის მოგზაურობა, იქ იაკობსაც ვხედავთ. ერთობ უარყოფითადაა დახატული პავლე. მისი სახე სიმონ - მაგის სახესთანაა გაიგივებული. ქრისტიანულ ლეგენდებსა და გადმოცემებში პეტრეს მოწინააღმდეგე (სიმონ გრძნეული სამარიდან, `მოციქულთა საქმეებშია~ მოხსენიებული. 8. 9 - 24). ფსევდო კლიმენტინებში მოტანილი პეტრეს გამონათქვამები ებიონეველთა მოძღვრებას გადმოგვცემს. ამ სწავლების მიხედვით, რარიგ ყუმრანულ მოძღვრებისა, სამყაროში მუდმივი ბრძოლაა სიკეთისა და ბოროტებისა. ორთავ სექტისთვის დამახასიათებელია საწუთროს დუალისტური აღქმა. მათ სწამდათ: ერთი და იგივ წინასწარმეტყველი ჭეშმარიტ, (კეთილი) ღმერთისა სხვადასხვა სახით ევლინებოდათ - ადამად, მოსედ და ბოლოს იესოდ.
    IV - V სს. საეკლესიო მწერლები ებიონეველებზე თხრობას აგრძელებდნენ. ევსებიოს კესარიელის გადმოცემით, ებიონეველები იესოს `ღარიბ და ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ: `წმინდანად სრულყოფილი ზნეობის გამო შერაცხეს და მარიამის და ქმრის კონტაქტის შედეგად კია დაბადებულიო.~ (III. 27). ევსევბიოსი აღნიშნავს: მართალია, გახლავან სხვანიც, მაღიარებელნი, იესო `სული წმინდის და მარიამის შეეთრთების შედეგად იშვაო, მაინც ხომ, არ სწამთ მისი მარადიული არსებობის და არ ეთანხმებიან მოსაზრებას, თითქოს იგი სიტყვით (ლოგოსით) და ღმერთის დიადი სიბრძნითაა აღსრულებულიო. (შდრ. იოანეს კანონიკურ სახარებაში: `და სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის~. - 1. 14; ასეთად თავდაპირველად არსებულ ლოგოსს, იესოში განსხეულებულს, ევსებიოსის მიხედვით, არცერთი ებიონეველთა დაჯგუფება არ იზიარებდა).
    ევსებიოსის გადმოცემით, პავლე მოციქულს ებიონეველები განდგომილს უწოდებდნენ. ისინი ებრეელების სახარებას მოიხმარდნენ. ებიონეველების ევსებიოსისეული დახასიათება ირინეოსის მიერ ებიონეველებზე დაწერილს ეფუძნება, მართალია ასეა, სრულად არ ემთხვევა: ირინეოსის თხზულებათა გარდა ევსებიოსის განკარგულებაშია სხვა წყაროებიც, კერძოდ ჰეგესიპი (III ს). ევსებიოსი წერს: ჰეგესიპი ებრეელების სახარებას ციტირებსო (HE. IV. 22, 8).
    მონაცემთა ერთობლიობა - ირინეოსის, ტერტულიანესი, ევსებიოსისა - გვამცნობენ: ებიონეველთა ძირითადი მასა იესოს ღვთაებრივ ბუნებას უარყოფდაო. ამასთან, ძნელია ვივარაუდოთ, მათეს სახარების ახალ აღთქმის კრებულში შეტანილ ვერსიას ამეთაურებდნენ. ებიონეველთა მიერ პატივდებულ სახარებაში არ იქნებოდა ჩართული იესოს სასწაულებრივი დაბადება. ციტირებს რა ნაწყვეტს ებიონეველების საკითხავ სახარებიდან, ეპიფანე ამბობს: ნაშრომი იოანე ნათლისმცემლის გამოჩენით იწყებაო. შესაძლოა, ირინეოსი საუბრობს არამეულ ვერსიაზე მათეს იმ სახარებისა, იერონიმემ (მისივ გადმოცემით), კესარიის ბიბლიოთეკაში რომ იხილაო. მიუხედავად იმისა, მონაცემებიც ერთობ მწირია, როგორმე მათეს არამეული სახარება ებიონეველთა სახარებასთან თავდაჯერებით გავაიგივოთ.
    იერონიმე მიგვითითებს: ებიონეველთა მიერ თაყვანცემულ სახარებით ნაზარეველებიც სარგებლობდნენო. წინასწარმეტყველ ესაიას წიგნის კომენტარებში ამბობს: ებრაულად დაწერილ სახარებას ნაზარეველები მოიხმარდნენო. ეპიფანე თავის ნაწარმოებში `პანარიონი~ გვაუწყებს: ნაზარეველები ქრისტიანებისაგან შაბათის დაცვით გამოირჩევიან, დაბოლოს, რაკი სწამთ ქრისტე, იუდეველებისგანაც განსხვავდებიანო. მათი საკითხავი ებრაულად დაწერილი მათეს სახარებააო (მხედველობაში აქვს არამეული ენა. - Hაერეს. 1. 29. 7, 9). ეს მოწმობები იმას როდი გვეუბნებიან, თითქოს ნაზარეველთა და ებიონეველთა რელიგიურ მოძღვრებები ერთმანეთისაგან განირჩევიან. ეპიფანეს თქმით ქრისტემდე ნაზარეველები პალესტინაში ცხოვრობდნენ და `ოსეევთ~ (`ესეველთა~ დამახინჯებული ფორმააა) წმინდა წიგნებს კითხულობდნენ. ორთოდოქსალი იუდეველები ყველა ქრისტიანს ნაზარეველს უწოდებდნენ, ხოლო, მათ სწავლებას - ნაზარეულ ერესს (საქმენი მოციქულთა. 24. 5). პავლე მოციქულს ნაზარეულ ერესის წარმომადგენლობაში ადანაშაულებდნენ. ქრისტიანობამდელი იუდეველი ნაზარეველები, ასკეტიზმის ქადაგნი, თმის შეჭრაზე უარს ამბობდნენ, არ სვამდნენ ღვინოს და ხორცს არ ჭამდნენ. ჩვენი ერის ზღურბლზე ეს მოძრაობა ესეურ ძრაობას შეერწყა (აქედან ეპიფანეს სიტყვა ნაზარეველთა ქრისტემდე არსებობაზე). I ს. ჩვ. წ. აღრიცხვით, ნაზარეველებს ალბათ ასკეტიზმის მიმდევარ იუდეველთა ჯგუფებს ეძახდნენ, მათ იოანე ნათლისმცემელის მიმბაძველებს მიაკუთვნებენ. რაც შეეხება იესოს მოსწავლეებს, ალბათ `ებიონეველები~ და `ნაზარეველები~ - ეს თვითშერქმეული სახელებია მორწმუნეთა ერთი და იმავ დასებისა (შდრ. მეტსახელთა სიმრავლე ყუმრანის თემელებთან: `მათხოვრები~; `სინათლის შვილები~; `უბრალონი~ და ა.შ.). ქრისტიანობის განვითარებასთან ერთად ამ კრებულთა სწავლებანი გაიყო: ერთმა მათგანმა აღიარა ქრისტეს ღვთაებრივი მოვლინება, მაგრამ, თავს კვლავინდებურად იუდეველებათ თვლიდნენ, სხვებმა შეინარჩუნეს თავიანთი შეხედულება იესოზე როგორადაც კაცზე. ბუნებრივია, თაბუნებს, ყოველ შემთხვევისთვის მე II საუკუნიდან, როდესაც ყველა ქრისტიანის მიერ არაღიარებული უმწიკვლო ჩასახვის თაობაზე მოძღვრება ჩამოუყალიბდათ, სახარების შინაარსიც სხვადასხვა ექნებოდათ. ამასთანაა დაკავშირებული ევსებიოსის მიერ ნახსენები ებრაულ სახარების საკითხი. `საეკლესიო ისტორიაში~ იგი შენიშნავს: ებრაულ სახარებას ზოგ - ზოგი  დედნად მიიჩნევსო. (III. 25) ამ სახარებას ეყრდნობიან და არ გმობენ მას ორიგენი და კლიმენტი ალექსანდრიელიო. საეჭვოა ასეთი დამოკდებულების არსებობა, მასში უარყოფილი რომ ყოფილიყო იესოს ღვთაებრივი ბუნება.
    მაშ ასე, ხამს ვირწმუნოთ, ყოველ შემთხვევისთვის ორი იუდეურ ქრისტიანული სახარება იქნებოდა. ერთი ებიონეველთა მიერ პატივდებული, მეორე კი ნაცნობი ქრისტიან მწერლებისთვის სახელწოდებით `ებრაელთა სახარება~ (რომელიღაც მათგანი არამეულად დაეწერათ და მათეს სახარებად მოიხსენიებოდა). ზოგი სწავლული თვლის, თითქოს არსებობდა კიდევ მესამე: იუდეურ ქრისტიანული სახარება - ნაზარეველთა, სწორედ ის იყო დაწერილი არამეულად, ხოლო სხვა ორი - ბერძნულად. სპეციალურად იკვლია რა სწავლება იუდეველ - ქრისტიანებისა ჟ. დანელმა, ებრაელთა და ნაზარეველთა სახარებები გააიგივა, ისინი ებიონეველთა სახარებისაგან განასხვავა (პირველი სახარების თაყვანისმცემელი გუნდი მისი აზრით ორთოდოქსალური ბრძანდებოდა, იმ დროს, როს ებიონეველები `ჰეტეროდოქსები~ იყვნენ). ასეთ დაყოფებს აწარმოებენ ახალაღთქმის აპოკრიფების გამომცემლებიც პოლონურ თარგმანისა.  გამოითქვა მოსაზრება: ებიონეველთა; ნაზარეთელთა; ებრაელთა საკითხავები - არამეულად დაწერილი, ერთი და იმავ ადრექრისტიანული სახარებების  ერთურთისაგან განსხვავებული ადგილობრივი ვარიანტებიაო. ეს თვალსაზრისი სრულიად სარწმუნო ჩანს. ის გვიხსნის ციტატების მსგავსების საბაბს სხვადასხვა სახარებებიდან და საეკლესიო ავტორებთან დაფიქსირებულ იუდეურ ქრისტიანულ სახარების ატრიბუციის უზუსტობის მიზეზთ. თუმცაღა კი იმ დროისათვის, რომელსაც ამ მწერლების მიერ ციტირებული ნაწყვეტები განეკუთვნება, მსგავსი `ადგილობრივი ვარიანტები~ უკვე ჩამოყალიბდნენ, და ფრაგმენტთა დაჯგუფების დროს ჩვენ ორწვერა დაყოფას ვასრულებდით, ვაერთებდით რა ნაზარეველთა და ებრაელთა სახასრების ნაწყვეტებს.
    დღემდე მოღწეული ფრაგმენტები იუდეველ - ქრისტიანების შემონაქმედებისა უფლებას გვაძლევს იგინი სინოპტიკურ სახარებათა ჟანრს განვაკუთვნოთ. ნაწყვეტები იესოს ცხოვრების აღმწერელ ელემენტებს შეიცავენ, მოგვითხრობენ, თუ როგორ კურნავდა, აქ მოყვანილია მისი გამონათქვამები და მცნევები. ებიონეველთა სახარება, რანაირადაც უკვე ითქვა, იოანე ნათლისმცემლის გამოჩენით იწყება. მთავარი ადგილი იქ იესოს მონათვლის სცენას ეთმობა. შემორჩენილ ნაწყვეტი, ნათლობის დროს იესოზე სულიწმინდის გარდამოსვლაზე მოგვითხრობს,  ხმამ აუწყა მაცხოვარს: ` ჩემო ძეო!~ო.… ამის შემდგომ ხმამ ციდან ახლა იოანეს ჩამოსძახა: `ესაა ჩემი საყვარელი ძე~… მარკოზისა და ლუკას სახარებებში იესოსადმი მოწოდებაა დაცული - `ჩემო საყვარელო ძეო~ო (მარკ. 1. 11; ლუკა 3. 22) მაინც, აქ იოანეს არავინ მიმართავს. მათეს სახარებაში ხმა ციდან მხოლოდ მეორე ფრაზას ამბობს - `ესაა ჩემი საყვარელი ძე~…(3. 17). განსხვავება მათეს სახარების კანონიკურ ტექსტსა და აპოკრიფულ ვერსიას შორის თითქოს დიდი არ არის, მაინც ხომ, მათ უკან იესოს ხატების სხვადასხვა გააზრება დგას. მათეს სახარების თამახმად, ნიშანი იესოსთვის არ ყოფილა, არამედ იოანესთვის და მის ირგვლივ მდგომი ხალხისთვის. ღმერთის ძე იესო დაბადებითგან ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნების მქონეა, მას არავითარი დამღა არ სჭირდება რაგდან სული წმინდა მოევლინა მტრედის სახით.  ებიონეველთა სახარებაში ხმა ციდან პირველ ყოვლისა იესოს მის დანიშნულებაზე აუწყებს. სული მას ეფინება. ებიონეველთა თვალსაზრისით სწორედ ამ აქტში მოხდა როგორიღაც მეორე სულიერი დაბადება იესოსი, ის ჭეშმარიტი მესია გახდა. ეს წარმოდგენა შეიძლება დაუკავშირდეს ძველაღქმის იდეებს `მამათა და შვილთა~ დამოკიდებულებაზე, ღმერთსა და მეფეს შორის, სადაც კაცი მის მეფედ კურთხევის დროს  `ღმერთის ძე~ ხდებოდა. ახალ აღთქმაში არსად არის ნათქვამი: `ამ დღეს გშობე შენ~, ეს სიტყვები რელიგიურ სწავლების ერთობ არსებით როლს ასრულებს აპოკრიფში. ამ სიტყვების არარსებობა გასაგებია: იგინი უბიწო ჩასახვაზე მოძღვრებას შეეწინააღმდეგებოდნენ.
იესოს ნათლობის მსგავსი მონათხრობია ებრაელთა სახარების ნაწყვეტში. იქ ხმა ციდან კი არა გაისმის, თვით სული წმინდა ეუბნება იესოს, რომ მას ყველა წინასწარმეტყველზე უფრო ელოდებოდა: `რამეთუ შენ ხარ ჩემი განსვენება, ჩემი ძე სიყრმისა და შენ იმეუფებ საუკუნოდო.~ ამ სახარების თეოლოგიურ კონცეფციის თანახმად, მოხდა სულის სრული შენივთება იესოსთან, იგი წინასწარნეტყველთა წინასწარმეტყველად იქცა, სული წმინდის `შვილად~  არამეულ ტექსტში `სული წმინდა~ იესოს დედად მოიაზრებოდა. არამეულად `სული~ (რუაჰ) მდედრობითი სქესისაა (შდრ. ორიგენის მიერ ციტირებული ფრაზა: `დედაჩემი სულიწმინდაა~). ეს ახლის - სულიდან შობილის წარმოდგენას გამოხატავდა (მას დედა ჰყავდა ხორცშიც და სულშიც და სწორედ დედა - სულმა შვა ღმერთად). კონცეფცია ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსალურად შეთხზულ სწავლებას ღმერთზე – კაცზე. `დედა - სული~, სარწმუნოა, უკვე გამოეტოვებინათ ქრისტიანების ბერძნულენოვან ზეპირ წინასწარმეტყველებაში, რადგან `სული~ ბერძნულში საშუალო სქესისაა.
ებრაელთა სახარებაში სულიწმინდა არა მხოლოდ აცხადებს იესოს თავის ძედ, მას მარადიულ მეფობასაც ჰპირდება. აქ აშკარაა ესქატალოგიური სასოება პირველი ქრისტიანებისა, მათი მიწაზე ღმერთის მეუფების დამყარების რწმენა (სიტყვა მარადიულ მეუფებაზე კანონიკურ სახარებებში არ არის). ესქატალოგიურ განწყობის მატარებელია “მამაო ჩვენო”ს იმავ სახარებაში მოყვანილი ვარიანტი. `პური ჩვენი ხვალინდელი, (ანუ სამომავლო) მოგვეც ჩვენ დღეს.~ მლოცველებს ეიმედებოდათ, სიკეთის და სამართლიანობის ბატონობას დედამიწაზე თავიანთ სიცოცხლეშივე (დღეს) იხილავდნენ.
ირინეოსთან, ებიონეველთა მოძღვრების მოკლე შინაარსი და მასთან დაახლოებულ წინასწარმეტყველებზე გადმოცემანი, იუდეურ - ქრისტიანულ სახარებათა შემორჩენილ ფრაგმენტების სათანადოა. როგორც ჩანს ყველაზე ადრეულმა ტრადიციამ იესოზე ხორცი ამ სწავლებაში შეისხა, როგორც წმინდან ადამიანზე, ვინც ნათლობის დროს ღვთაებრივი ძალა (სული) მიიღო. ეს ტრადიცია გაკვრითაა ასახული მარკოზის სახარებაშიც, ისიც იოანეს მიერ ხალხის მონათვლის აღწერით და მასთან იესოს მისვლით იწყება. ნათლობიდან მალევე იესო უდაბნოში ცდუნებაზე გაიმარჯვებს და მხოლოდ შემდეგ ქადაგებს. მომავალში, სხვა კანონიკურ სახარებებში (მარკოზის სახარების გარდა) ძველი ტრადიცია ახლებურადაა გააზრებული, აქეთ და აქეთ, იესოს ღვთაებრივობა ამ ქვეყნად დაბადებითაა განპირობებული და არა ნათლობით. იოანეს სახხარებაში, სადაც იესო თავიდანვე გამოცხადდება სიტყვად (ლოგოსად), არ არის აღწერილი მისი ნათლობა, თუმც იოანე ნათლისმცემელი მოქმედებს.
Eებიონეველების მოძღვრების თავისებურება მსხვერპლშეწირვებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გახლდათ. ცხოვრობდნენ ასკეტურად (ხორცის ჭამისგან თავს იკავებდნენ). ამ პოზიციას ადრექრისტიანული ყველა დაჯგუფება არ იზიარებდა. (იხ. : მარკოზის სახარებაში იესო ლაპარაკობს: `ნახე, არვის უთხრა, არამედ წადი და უჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდის გამო, რაც ბრძანა მოსემ მათდა დასამოწმებლად.~ (1. 44). ძველაღთქმაში მსხვერპლშეწირვას წინასწარმეტყველი ესაია განიკითხავს, (იმ ნაწილში, რომელიც კიროსის მიერ ბაბილონის აღების დროებასა და იუდეველთა განთავისუფლების წლებში შეიქმნა. - 1. 11. 66. 3), იხილე აგრეთვე ფსალმუნები.  ახალაღთქმაში, გზავნილში ებრეელებისადმი, იესოს ბაგეები სიტყვებს ფსალმუნიდან გვასმენენ (39. 7 - 9): `მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე; Yყურები გამიმახვილე; ყოვლად დასაწველი და ცოდვის ზვარაკი არ მოგითხოვია;~  შესაძლოა ქრისტემ წარმოთქვა ეს სიტყვები ერთ - ერთ იუდეურ ქრისტიანულ სახარებაში, საიდანაც მან ებრაელებისადმი გზავნილში გადაინაცვლა (კანონიკურ სახარებებში იესო ასეთ სიტყვებს არ წარმოთქვამს).
რაოდენ მკაცრი ასკეტიზმი იყო დამახასიათებელი ყველა იუდეველ -ქრისტიანული ჯგუფებისათვის, ძნელი სათქმელია, დაბოლოს, ებრაელების სახარების ნაწყვეტში სიმდიდრის მიმართ სიძულვილი აშკარადაა გამოხატული. იქ იესოს შეძლებულთან გასაუბრებაა მოტანილი. ანალოგიური ადგილი გვაქვს მათეს სახარებაში, სადაც იესო ამბობს: `თუ გინდა სრულყოფილიება, გაყიდე შენი ქონება, მიეცი ღარიბებს და გექნება საუნჯე ზეცაში, მოდი და გამომყევი.~ (19. 21). აპოკრიფის ნაწყვეტი უქონელთადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული, იმათ გამო, ვინც მათხოვრობს, შიმშილობს და მქონებელთა სალაროდან არაფერი ერგოთ. მათეს სახარებაში სიტყვაც არ არის დაძრული მშიერ ძმებზე. უჭირველობაზე უარი იქ მხოლოდ საშუალებაა სრულყოფილებისათვის და ზეციურ სამეფოში ჯილდოს მისაღებად. თუკი ამ ორ ვარიანტს ყურადღებით შევაპირისპირებთ, დაგვრჩება შთაბეჭდილება, მათესთან სიტყვები: `და მიიღებ ჯილდოს ზეცაში~ გამონათქვამი ჩამატებულია უკვე ჩამოყალიბებულ ტექსტში (ვით გვეძლევა აპოკრიფულ სახარებაში), ეს სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილია და მომდევნო სათქმელთან უშუალოდ როდია დაკავშირებული: `გამომყევი მე~ (ზეცაში საზღაურის მიღების შემდეგ?). აპოკრიფში ძმებად იწოდებიან `აბრაამის შვილები~, იუდეურ გარემოს შესაბამისად, სადაც ებრეელების სახარება იქმნებოდა.
აპოკრიფულ სახარების ცალკეულ ეპიზოდებში, ციტატებში და გადმოცემებში ყოფითი დეტალები მეტია, ვიდრე კანონში. ამ მხრივ სანიმუშოა ხელგამხმარ კაცის განკურნებაზე მონათხრობი. მათეს სახარებაში (12. 10 - 13) ვკითხულობთ, თითქოს იესომ ხელშემხმარი მამაკაცი გამოაჯანსაღა. კაცს სიტყვა არ დასცდენია. ხელგაფუჭებულ ადამიანთან დაკავშირებული ეპიზოდი ახალაღთქმის ტექსტში ილუსტრაციაა იესოს სიტყვებისა, ავად თუ კარგად შაბათ დღესაც შეიძლება იკეთილქმედო. აპოკრიფში სნეული დასაჩუქრებულია ინდივიდუალიზმით. იგი - ქვის მთლელია. ხელი გაუფუჭდა და ვეღარ საქმობს., ამიტომ მან შველა იესოს სთხოვა. შუასაუკუნეების ნაზარეთელთა სახარებაში განმარტებულია, თუ რატომ იცნობდნენ ქურუმები პეტრეს მოწაფეს. (ინ. 18. 15). ისინი მისგან თევზს ყიდულობდნენ. კანონში ეს დეტალიც გამქრალია. თევზის გამყიდველი მოსწავლის და იესოს მიერ განკურნებულ ქვისმთლელის სახეები ის სოციალური ფენებია, რომელშიც თავდაპირველად ვრცელდებოდა ქრისტეს რჯული. მაგრამ, უკვე ახალაღთქმის კანონი - მონების, თავისუფალი ადამიანების, ბარბაროსების, ელინების, იუდეველების, ყველა მორწმუნისადმი განკუთვნილიყო. მონაც და მისი ბატონიც შველას ერთნაირად საჭიროებდა. ახალაღთქმაში ხელშემხმარი ქვის მთლელი უბრალოდ განიკურნება. მისი პროფესია, ისევე, რარიგ თევზის გამყიდველ მოწაფისა, კანონიკურ სახარების შემდგენლებს ან (გადამწერლებს) მნიშვნელოვან დეტალად აღარ მოეჩვენებოდათ. . .
ტალანტებზე თქმულება ებრეელების სახარებაში ცოტა სხვაგვარადაა გადმოცემული, ვიდრე კანონში. მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ ვით გაემგზავრა ერთი ბატონი უცხო მხარეში. მან თავის სამ მონას ვერცხლის ფული დაუტოვა (ერთი, სამი და ხუთი). ორმა მონამ ბოძებული დაასაქმა და ბატონს მოგება დაახვედრა. მესამე პატრონის მოშიში იყო, თეთრი მიწაში დაფლა. რაჟამს მონათმფლობელი დაბრუნდა, პირველ ორს ჯილდოს დაპირდა, მესამეს ჩამოართვა თანხა და პირველს გადასცა, ხოლო თავად მონა `გარესკნელის სიბნელეში~ მოისროლა. (25. 14 - 30). ევსებიოს კესარიელის ცნობის თანახმად ებრეელების სახარებაშიც ვხვდებით ბატონს და მის სამ უუფლებოს. ერთმა მათგანმა გაამრავლა სიმდიდრე, მეორემ დამალა ვერცხლი, მესამემ კი, მისთვის მიკუთვნებული, ფლეიტის დამკვრელებთან და მეძავებთან გაფლანგა. ყველაზე მკაცრი განაჩენი ხელის ჭუჭყის გადამმალველს კი არ, გარნა, ამქვეყნიურ სიამოვნებაში დამხარჯველ მონას გამოუტანეს. თქმულების ეს ვარიანტი მეტად სრულყოფილი გვეჩვენება, ვიდრე კანონიკურში მოტანილისა, სად მეორე მონის სახე, რომელმაც აგრეთვე მოაგებინა ფულს ფული, არავითარ აზრობრივ დატვირთვის მატარებელი არაა. სახარებაში მარტო პირველი და მესამე მონებია შეპირისპირებული, ხოლო, ებრეელების სახარებაში სამივე მონა სხვადასხვაგვარად იქცევა და შესაბამის  მისაგებელს იღებენ. იგავის ამ ვარიანტის თანახმად ყველაზე საშიში და შემმუსვრელი ამქვეყნიურ სიამოვნებაში სულის დაღუპვაა. აქ პირველ ქრისტიანებისთვის ნიშნეული, მსოფლიოსგან განკვეთის მოთხოვნაა ასახული. აპოკრიფი მოგვითხრობს, თუ როგორ იქცევა ამა თუ იმ დროს ხალხი, თქმულება საზოგადოების `ცოდვიანობის~ და `მადლიანობის~ მრავალმხრივობას გვამცნობს. ადამიანი, რომელმაც მისთვის ღმერთის მიერ მიმადლებული საუნჯე არ გაამრავლა და გაზარდა, მაინც ნაკლებ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე მისი გამფლანგველ - გამნიავებელი. საინტერესოა აქ ფლეიტის დამკვრელების მოხსენიება. ეს სახე ამ სახარებას პაპირუსის ფრაგმენტით ჩვენამდე მოღწეულ იმ უცნობ სახარებასთან ამეგობრებს.
მათეს სახარებაში თქმულება ტალანტების შესახებ, მოწოდება გახლავთ ქრისტეს რჯულის აქტიურ ქადაგებისკენ, ღმერთის ენერგიულ მსახურებისკენ: ყველა, ვინც უარს იტყვის ამგვარ მსახურებაზე, დაისჯება. მართალია, იქ სხვა წვრილმანებია, ამ გადმოცემის ლუკასეული ვერსია იგივ მნიშვნელობისაა.
თუ რომ ფსევდოკლიმენტინების და დღემდე შემორჩენილ სახარებების ფრაგმენტებით ვიმსჯელებთ, იუდეველ ქრისტიანული ჯგუფების მიერ რწმუნებულთაგან განსაკუთრებულად პატვივცემულნი იაკობ სმართლიანი და პეტრე არიან. ახალაღთქმის ტრადიცია ამ დესპანების მოღვაწეობას იერუსალიმის ქრისტიანულ გაერთიანებას უკავშირებს, რომლის მეთაურებიც `მოციქულთა საქმეების~ და პავლეს გზავნილების თანახმად ისინი იყვნენ. ქრისტიანულ ქმნილებებში პეტრეს პიროვნების მნიშვნელობაზე ქვემოთ ვიტყვით, როდესაც მის მიერ შეთხზულ აპოკალიფსურ სახარებას განვიხილავთ. იაკობს კანონიკურ და აპოკრიფულ ნაწარმოებებიდან ვიცნობთ. მასზე დაწვრილებით მოგვითხრობს ევსებიოს კესარიელი. მას (რანაირადაც ებრაელების სახარებაშია) იაკობ მართალს უწოდებს. იაკობის სახის უკან რეალური ისტორიული პიროვნებაა. `იუდეველთა სიძველეებში~ იოსებ ფლავიუსი იხსენებს, ვითა დასაჯეს 62 წელს სიკვდილით, ქრისტედ წოდებული  `იესოს ძმა~ იაკობი. (XX. (.1.). იესოს ძმას ეძახის მას პავლეც: `მერე, სამი წლის შემდეგ ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. სხვა მოციქულთაგანი არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.~ (გალატ. 1. 18 - 19). მარკოზის სახარებაში სახელებით ჩამოთვლილთაგან იაკობი იესოს ძმებს შორის მოიხსენიება (6. 3: `ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობისა და იოსეს, იუდასი და სიმონის ძმა?)  და მათესთან (13. 55) . ებრეელთა სახარებაში აღმდგარი იესო პირველს იაკობს გამოეცხადა  და ასე მიმართა: `ჩემო ძმაო!~
ევსებიოსი, იაკობის შესახებ, ჰეგესიპეს ცნობაზე დაყრდნობით გვიყვება. ავტორთა თანახმად იაკობი იოსების შვილია პირველი ქორწინებიდან. ევსებიოსის მიხედვით (HE. 11. 23), იაკობი ხორცს არ მიირთმევდა, არ იჭრიდა თმა - წვერს, არ იცხებდა ზეთს, ეცვა სელის ტილო, თითქმის მთელ დროს ტაძარში ატარებდა, იდგა მუხლებზე და ღმერთს ხალხისთვის ცოდვების მიტევებას ევედრებოდა. ევსებიოს - ჰეგესიპეს მიხედვით გაჩენილი სახება, ნაზარეველ ებრეელების მოძღვრების ღვიძლია. : მკაცრი ასკეტიზმი, ხორციან საკვებზე უარის თქმა, ლოცვა იუდეველ ხალხისათვის - ყველაფერ ამას არ მოეძევება ანალოგი ახალ აღთქმასთან და იუდეველ ქრისტიანთა ტრადიციებს უახლოვდება, ან, უფროსღა დაზუსტებით, იუდეველთა იმ სექტებს, პალესტინურ ქრისტიანობაზე მეტნაკლები გავლენა რომ იქონიეს. ევსებიოსი იაკობის მოწამეობრივ აღსასრულზეც გვარქმევს: იგი ჯერ სახლის სახურავიდან გადმოაგდეს, მერე ქვით ჩაქოლესო. საინტერესო ის ფაქტია, იაკობი აწამეს მას მერე, რადღესაც პალესტინაში შეიპყრეს პავლე, ადგილზე არ დასაჯეს, არამედ გასასამართლებლად რომში გადაიყვანეს.  ევსებიოსის გადმოცემით იუდეველები განრისხდნენ და ჯავრი იაკობზე იყარეს. არის ვერსია, თითქოს იაკობის დაღუპვა, კანონებიდან გამდგარი პავლეს მოძულე ებიონეველების მიერ იყო პროვოცირებული.
ფრაგმენტებში მოყვანილ მოციქულთაგან, იესოს მიერ მოხმობილ მოწაფეებიდან ყურადღებას პირველ მოსწავლედ დასახელებული იოანეს სახელი იქცევს. (კანონის თანახმად კი იესომ პეტრეს და ანდრიას - ან ანდრიას და პეტრეს)  პირველთ მოუხმო. ახალ აღთქმაში იოანეს სახელთანაა დაკავშირებული სახარება, სამი გზავნილი და - ახალაღთქმის ერთ - ერთი ყველაზე ადრეული ნაწარმოები, მეოთხე სახარებისგან მკვეთრად განსხვავებული აპოკალიფსი. აპოკალიფსის ავტორისთვის ქრისტიანები - `ისრაელის შვილები~ (2:14) არიან. იოანე პეტრეს და იაკობის გვერდით იერუსალიმის ქრისტიანულ გაერთიანების ხელმძღვანელად ითვლებოდა. ასერიგად, იოანეს პატივცემულება, ყოველ შემთხვევისათვის, იესოს მიმდევარ მოციქულთა შორის მისი პირველ ადგილზე დასახელება, ებიონეველთა და სხვა იუდეველ (ებრაელ) ქრისტიანთა დაჯგუფებების თაობაზე ჩვენ მსჯელობას არ ეწინააღმდეგება.
აპოკრიფულ სახარების ენა და სტილური თავისებურებანი ახალაღთქმის სტილსა და ენას ჰგავს. კერძოდ ფრაზების დასაწყისი `და~ (και)  და დასაწყისში ნაწილაკი (δε) - მაგალითად: `მან კი მიუგო~.. ეს გამეორებები ქმნიდნენ თავისებურ რიტმულობას, გამოყოფდნენ ახალ წინადადებებს, რაც შესამჩნევი იყო ხმამაღალ კითხვისას.
ოთხთავის სახარებებთან ყველაზე ახლოს ებრეელების სახარება გახლდათ. იგი ჯერ კიდევ ევსებიოსის და ირინეოსის დროებაში `რომელიღაცად~, ნაყალბევად მიიჩნეოდა. ამ სახარებასა და მათეს სახარებაში სიტყვასიტყვით დამთხვევები გვხვდება.     ნიმუშად იესოს მდიდართან დიალოგი, ნათლობის თაობაზე მონათხრობი. იუდეველ ქრისტიანთა ნაწერებში იგივ ამბებია აღწერილი, რაგვარც კანონში (სიტყვაზე, ცოდვილ ქალზე მომყოლი ეპიზოდი. ამ ანდრეზმა დაწვრილებით ვერ მოაღწია ჩვენამდე). აღსანიშნავია, სახარებებში ერთი და იგივე გამონათქვამები მრევლის მიერ ნაირ - ნაირადაა გააზრებული. რარიგ: დედის და ძმების გამო; იესოს წარმონათქვამის თაობაზე; ეპიფანე ებიონეველების დამოკიდებულებას გადმოგვცემს. გვაქვს უფლება ვიფიქროთ, კანონიკურ და აპოკრიფულ სახარებათა ავტორები იესოს მიერ ზეპირად თქმულით სარგებლობდნენ (ან უკვე ჩაწერილით) რაც ქრისტიანულ ტრადიციის ცალკე ბლოკს შეადგენდა.
ისევე, ვითარ ახალ აღთქმაში, იუდეველთა ქრისტიანულ აპოკრიფებშიც ჩანს დიდ როლს თამაშობდა თქმულებები - ფორმა, ამომავალი იუდეველთა სამოძღვრებო ლიტერატურიდან. ამბავი ითავსებდა ალეგორიას და დამოძღვრას. ქრისტიანულ ანდრეზების უმეტესობაში, რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციების მიღმა რელიგიური სულიერი მნიშვნელობა იმალებოდა, რომელში შეღწევაც საკრალური აქტი გახლდათ ჭეშმარიტ, სულიერ რეალობასთან ზიარებისა, მაშინ, რაწამს უფერული, ყოველდღიური რეალობა ილუზორული იყო. იგავებში მონა ხალხი უფლის მონებად გასიმბოლიზირებულიყო, მსოფლიო საგანძური - რწმენის საუნჯედ. თქმულებათა სიუჟეტები სხვადასხვა სახარებებში ემთხვეოდა, მაინც, დეტალები ვარირდებოდა და არაკს მრავალნაირ აზრობრივ მნიშვნელობას აძლევდა, როგორც, ვთქვათ, თქმულება ტალანტებზე. იგივე შეიძლება დავინახოთ ლუკას სახარებაში სანადიმოდ მოპატიჟე კაცზე თხზულებაში (14. 16 - 24) და თომას ახალმწყემსთა სახარებაში მოყვანილ ანალოგიურ გადმოცემების შეპირისპირებაში. მეორე უფრო მეტ, ცოცხალ, კონკრეტულ დეტალის შემცველია და სასტიკი გაფრთხილებით მთავრდება: `ვაჭრები და მევახშეები ვერ შევლენ ჩემი მამის სასუფეველში!~ ეს არ გვაქვს კანონიკურ ტექსტში. ამბები, ისევე, რანაირადაც გამონათქვამები, ბაგედან ბაგეს გადაეცემოდა და ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა რელიგიურ ეთიკურ კონტექსტებში, იმისდა მიხედვით, თუ რაგვარი გახლდათ მქადაგებელის, შემდგომ კი, სახარების ტექსტის დაწერილი ვარიანტის შემქმნელის სარწმუნოებრივი სწავლება და მრწამსი.
ჩვენს მიერ განხილულ აპოკრიფების შექმნის დროის და ადგილის დადგენა ერთობ ძნელია. ეს სირთულე ეხება ჩვენამდე მოღწეულ ნაწყვეტების უმნიშვნელო რიცხვსაც და მიზეზი ისაა, მათ ციტატებს იმოწმებენ მწერლები, რომლებმაც გაცილებით გვიან იცხოვრეს ამ ქვეყანაზე სახარებების შექმნიდან. ისინი შესაძლოა უკვე გადამუშავებული ხელნაწერებით ხელმძღვანელობდნენ, ან გვიყვებოდნენ შინაარსს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ მეხსიერებას, ანდა ციტატებს მეორე ხელისგან იღებდნენ. სახელდობრ, კლიმენტი ალექსანდრიელი ციტირებს ლოგიას, რომელიც თომას გნოსტიკურ სახარებაში შევიდა. ერთ ადგილზე კლიმენტი გვეუბნება: ეს ლოგია ებრაელების სახარებაშიაო. სხვაგან, სადაც სრულ, ვრცელ ვარიანტს გვთავაზობს, საერთოდ არ მიგვითითებს წყაროს. დაუშვა თუ არა შეცდომა კლიმენტიმ, თუ თომას სახარებაში ჩართო იგივ გამონათქვამი, ებრეელების სახარებაშიც რომ გვხვდება, დაჟინებით ამას ვერ ვიტყვით. (ისევე, რარიგ ვერ აღვნიშნავთ დანამდვილებით, ებრეელების სახარებიდანაა ნასესხები წარმონათქვამი და ჩართულია თომას სახარებაში თუ დამოუკიდებელ წყაროდანაა აღებული).
წყაროების დადგენასთან დაკავშირებულ სირთულეებს იქამდე მივყავართ, შეიძლება მხოლოდ სავარაუდო დრო დავასახელოთ იუდეველ ქრისტიანთა თხზულებების წარმოშობისა. ისინი ითხზვებოდა კანონიკურ სახარებების თანადროულად და უფრო ადრეც (კერძოდ, ებრეელების სახარების არამეული ტექსტი როგორადაც ჩანს მათეს სახარების ორიგინალი ბრძანდებოდა) და ახალაღთქმის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონიეს. ასე, შესაძლოა, ებიონეველების დუალისტური კონცეფცია იყოს გადამღერება კორინთოელთა მისამართით მეორე გზავნილში არსებული სიტყვებისა, სადაც ურწმუნოებზეა საუბარი, იმათზე, ვისაც `ღმერთმა ამ საუკუნისა დაუბნელა გონება, რათა მათთვის არ ამობრწყინდეს ზართა ზმევის შუქი იესოს სადიდებლად~ რომელიც `ხატია უხილავ ღმერთისა~ (4. 4). მოცემულ ნაწყვეტში `ამსოფლიური ღმერთი სინათლის გამომჩენელ უჩინარ ღმერთთან მებრძოლი ბოროტი ძალაა~. ორთავ შემთხვევაში გამოყენებულია ერთი და იგივე სიტყვა Τεος – ღმერთი. კანონის სხვა ადგილებში ბოროტ ძალის განსახიერება იწოდება `სულად~ (1. კორ. 2. 12), `ამ სოფლის არქონტად~ (ინ. 12. 31).
ებიონეველების სახარება აღმოცენებულია პალესტინაში და მას პატივს სცემდნენ შემდგომი საუკუნეების მანძილზე იქ დარჩენილი ქრისტიანები.  აგრეთვე რომის წინააღმდეგ პირველი აჯანყების შედეგად სირიაში და ეგვიპტეში გადახვეწილი ებრეელები. შესაძლებელი ისიცაა, ებრეელების სახარება სულაც I საუკუნის ბოლოს პალესტინაში ან სირიაში წარმოშობილიყო. ყოველ შემთხვევისთვის ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი.  ის სირიელ ქრისტიანებში იუდეველების მიერ გავრცელდა. მას იყენებდა ტატიანე დიატესარონის გაჩენისას (შესაძლოა ეს სახარება მათეს სახარების არამეულ ვერსიად მიაჩნდა).
ქრისტიანთა აპოლოგეტებმა აქტიური გამოსვლები დაიწყეს იუდეველ ქრისტიანების, პირველყოვლისა კი ებიონეველთა წინააღმდეგ. ეს მოხდა მე II ე საუკუნის ბოლოს, მას შემდეგ, როცა გაჩნდა მოძღვრება უბიწო ჩასახვის თაობაზე და იუდაიზმთან განხეთქილება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს ჯგუფები არსებობას განაგრძობდნენ და ქრისტიანობის შიგნით არსებულ სხვადასხვა მიმდინარეობებზე გავლენას ახერხებდნენ. მაგალითისთვის: მცირე აზიელი ქრისტიანები, მისდევდნენ რა იუდეველ ქრისტიანულ ტრადიციას, ჯერ კიდევ მე II ე საუკუნის მიწურულს, იუდეველთა კალენდარის მიხედვით პასექს თოთხმეტ ნისანს დღესასწაულობდნენ, (მაშინ, ოდეს რომში აღდგომა პირველ სავსემთვარობის მომდევნო პირველ კვირას, საგაზაფხულო ბუნიაობის შემდეგ იწყებოდა). რომის ეპისკოპოსის ვიქტორის მცდელობანი, განეკითხათ ისინი ამ წესის გამო, წარუმატებელი აღმოჩნდა. თითქმის მე V ე საუკუნის დასაწყისამდე ებიონეველების ნაშრომებს სირიელი ქრისტიანები პატივს სცემდნენ. ებიონეველებს არ შეეძლოთ მიეღოთ ორთოდოქსალური დოგმატი სამებაზე. მათმა მოძღვრებამ გავლენა იქონია სირიელ ეპისკოპოს სამოსატიელ პავლეს ქადაგებაზე, ვისი შეხედულებებიც იესოს ადამიანურ ბუნებაზე ეკლესიის მიერ მიღებულისაგან არსებითად განსხვავდებოდა. პავლეს მიმდევარი გახლდათ არიანე (მე III ე საუკუნის ბოლო და მე IV საუკუნის დასაწყისი), იგი გამოვიდა ღმერთის სამბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ამტკიცებდა: ქრისტე არ არის ოდინდელი, ოღონდ შექმნილიაო (შდრ. ევსებიოსის სიტყვა ქრისტეს მარადიული არსებობის უარმყოფელ ებიონეველების გამო).
აღმოსავლეთში, იუდეველ ქრისტიანებზე ცნობები შუასაუკუნეების ტექსტებში გვხვდება. საინტერესო მოწმობაა ნაპოვნი  ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართულ  შუასაუკუნეების მუსულმანურ ტრაქტატში სირიაში იუდეველ ქრისტიანების ხანგრძლივ არსებობაზე. ამ ხელნაწერის ანალიზმა გვიჩვენა, ტრაქტატების ავტორი იუდეველ ქრისტიანების წყაროებს იყენებდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, იესო არ იყო ღმერთის შვილი და ჯვარს იგი კი არ, იუდას მიერ მის ნაცვლად გაცემული სხვა პიროვნება აცვესო. ტრაქტატი შეიცავს ბევრ ციტატასა და გადმონაცემს ცალკეულ ეპიზოდებისა კანონით და აპოკრიფებით დაწყებული სირიულიდან თარგმნილ წყაროების ჩათვლით. იქედან ჩანს, პირველი სახარება ებრაულად დაიწერა. შემდგომ `ჭეშმარიტი~ ქრისტიანობა შეიცვალა ბერძნულით. ტრაქტატში შეშფოთებაა გამოთქმული მასზედ, თითქოს ქრისტიანები უარს ამბობენ ებრაულ (არამეულ?) ენაზე, რაც ებიონეველების და ნაზარეველების პოზიციას ნათლად გამოხატავს (არა ვგონებ არაბი ავტორი ებრაულ ენას გამოქომაგებოდა). შესაძლოა, სახარების არაბული, მოგვიანებით იტალიურად თარგმნილი ტექსტი იუდეველ ქრისტიანთა ერთ - ერთ სახარებიდან გამომდინარეობს. ამ სახარებას მიუძღვნა გამოკვლევა XVII საუკუნის დასასრულის და XVIII ს - ის დასაწყისის ინგლისელმა ფილოსოფოსმა დ. ტოლანდმა . ტოლანდი ფიქრობდა, რომ ეს სახარება ბარნაბას ეკუთვნის. არ გამორიცხავს ს. პინესი, თითქოს ამ ტექსტის დასაწყისს ასე თუ ისე ებიონეველებთან დაკავშირებული რომელიღაც სახარება მაინც ესაფუძვლა.
ებიონეველთა სწავლებებთან ცოტა განზე დგას ეპიფანეს სიტყვები. გვამცნობს: `ებიონეველები უარობენ ქრისტეს ადამიანურ, კაცურ ბუნებას~ო. იმავ შემონაქმედში ეპიფანე წერს: `ისინი ქრისტეს ყველა ანგელოზს მბრძანებელ არქეანგერლოზად მიიჩნევენ და არა მამის მიერ შობილად~ო. შესაძლოა აქ რომელიღაც ერეტიკული მოძღვრება იჩენდეს თავს, დაახლოებული იუდეველ ქრისტიანებთან, სადაც ქრისტე და იესო განცალკევებულნი არიან. ასე (ირინეოსის თანახმად) ქადაგი კორინთოსი თვლიდა, ნათლობის დროს იესოზე გადმოვიდა ქრისტე, ხოლო ჯვარცმის ჟამს ქრისტემ მიატოვა იესოო (ამ მოძღვრების გარშემო მსჯელობს ირინეოსი, იქვე, სადაც ებიონეველებზე მოგვითხრობს). აღნიშნულ მოწმობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, ეპიფანეს დროს ბევრი არაორთოდოქსალური ქრისტიანული დაჯგუფება არსებობდა, ისინი, ხელმძღვანელობდნენ რა ერთი და იმავ ცნებებით (ჭეშმარიტება, სინათლე, ქრისტე, მშვიდობა და ა. შ.), სხვადასხვაგვარად იზიარებდნენ და მათი წარმოდგენები ერთმანეთისაგან ზუსტად ყოველთვის ვერ გაიმიჯნება (მით უმეტეს, ეპიფანე ერესებს არ იკვლევდა გარნა უკუაგდებდა მათ).
გამარჯვებულ ეკლესიის მიერ იუდეველ ქრისტიანთა ქმნილებების აკრძალვა არ გაგვიკვირდეს. იესოს სახის თავისებურ გააზრების გამო, არა მარტო ებიონეველთა სახარება გახლდათ მიუღებელი ორთოდოქსებისათვის, ებრეელების სახარებაც მდიდრების წინააღმდეგ მკვეთრი გამოსვლების, სამყაროს მალე დაღუპვის მოლოდინეობის მიზეზით, შეუძლებელი იყო მისაღები ყოფილიყო წმინდა საკითხავების საბოლოოდ შემდგენელ და დამდგენელ ეპისკოპოსებისათვის. მაინც ხომ, აკრძალულ სახარებებში არსებული შეხედულებები ოდესღაც ჩვეული გახლდათ მესია იესოს ყველა პირველ თაყვანისმცემლისათვის. მსოფლიო ქრისტიანულ რელიგიის სათავეებთან სწორედ ეს აზრები იმყოფებოდა.




Комментариев нет:

Отправить комментарий