четверг, 16 февраля 2017 г.

              ადრექრისტიანული ლიტერატურის წარმოშობა

    უძველესი ქრისტიანული ლიტერატურის დროის, ადგილის, განსაკუთრებით მისი ჟანრების, ეკლესიების მიერ წმინდად აღიარებული ან უარყოფილი წიგნების, წყაროებისა და სათავეების განსაზღვრის პრობლემა თანამედროვე მეცნიერების მიერ გადაუჭრელია.  ყველა ქრისტიანისათვის სანუკვარ წიგნში - ახალ აღთქმაში - შესულია ოცდაშვიდი თხზულება: ოთხი სახარება: (მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი) `მოციქულთა საქმენი~, მოციქულების 21 წერილი, მათ შორის თოთხმეტია მიკუთვნებული პავლე მოციქულს, ისინი ამ და იმ ქრისტიანული გაერთიანებისა და კერძო პირებისადმია გათვალისწინებული. აქვეა იაკობ მაუწყებლის უსტარი, პეტრეს ორი, იოანეს სამი და იუდას ერთი ბარათი რომელთაც `საეკლესიოს~ ან სულაც `კათოლიკურს~ ანუ ყველა ქრისტიანისათვის განკუთვნილს უწოდებენ. ახალ აღთქმას ღვთისმეტყველ იოანეს გამოცხადება ამთავრებს. ოთხთავის ტექსტები (`ნორმატიულად~) კანონიკურად ითვლება. ეკლესია მათ ღვთისშთამაგონებლად აცხადებს. ისინი რომის იმპერიის აღმოსავლეთის მრავალ პროვინციის სალაპარაკო - ბერძნულ ენაზეა დაწერილი (თუმცა, თვით პალესტინაში, რომელ ადგილასაც პირველი ქრისტიანი მქადაგებლები გაჩდნენ, უპირატესად არამეულად ლაპარაკობდნენ).
    თუმც, ახალი აღთქმა უმნიშვნელო ნაწილი გახლავთ იმ ვრცელი ქრისტიანული ლიტერატურისა, I – III საუკუნეებში რომ იქმნებოდა, ანუ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე, II - IV საუკუნის ქრისტიანი მწერლები მოიხსენიებენ, ციტირებენ და გადმოგვცემენ შინაარსით ერთურთისაგან განსხვავაებულ სახარებებს: პეტრესას, ბართლომესას, თომას ორ და მარიამის სახარებას. ღვთისმეტყველ კლიმენტი ალექსანდრიელის (დაახ. 200 წ.) მოკითხვის წიგნის ფრაგმენტში ნათქვამია: ვრცელდებოდა მარკოზის სამი სახარება: კანონიკური (აღიარებული), `ნაყალბევი~ (შეთხზული ვინმე ქადაგ კარპოკრატესი) და საიდუმლო სახარება (ვითომ თვით მარკოზის მიერ `რჩეულთათვის~ დაწერილიო).  ზოგიერთი სახარება თავს იმ ქრისტიანული დაჯგუფების სახელით გვამცნობს, სადაც მას პატივს სცემდნენ (თუმცაღა, შესაძლებელია მათ ნამდვილ სახელწოდებაში რომელიმე მოციქულის სახელი ყოფილიყო), სიტყვაზე, ებრეელების და ეგვიპტელების სახარებები. ლუგუდუნას ეპისკოპოსი (ლეონის თანამედროვე) ირინეოსი (II ს 1 ნახევარი - III საუკ. დასაწყისი) ერესის წინააღმდეგ თავის ნაშრომში გულისტკივილით წერს: ვალენტინის მიმდევრები (ქრისტიანობაში რელიგიურ ფილოსოფიური მიმდინარეობის უმსხვილესი წარმომადგენელი) `ისე გაკადნიერდნენ, თავიანთ გვიანდელ თხზულებას ჭეშმარიტების სახარება უწოდესო~. (III. II)
    ქრისტიანი მწერლების ნაწარმოებებში სახარების გარდა ისეთი ქმნილებებია ნახსენები, რომლებიც ახალ აღთქმის კრებულში არ შესულა. ისინი აგრეთვე, სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფების მიერ სარწმუნოებრივი მოძღვრების წყაროდაა აღიარებული: პეტრეს აპოკალიფსი, პავლეს აპოკალიფსი, სხვადასხვა მოციქულთა საქმენი (პავლეს, პეტრეს, ანდრიას), გზავნილები, ჰერმიას `მწყემსი~ და სხსვანი. XIX ს დასაწყისსა და XX ს დასასრულს არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოააშკარავა ფრაგმენტები და რიგი შემონაქმედნი, რომელნიც ეკლესიამ არ ცნო. ამ აღმოჩენათაგან ყველაზე ვრცელი ნაგ ხამადის ქრისტიან - გნოსტიკოსების ბიბლიოთეკაა (ეგვიპტე). იმისათვის, რათა ქრისტიანების შეურყვნელი საკითხავების დაყოფის ვრცელსა და რთულ პროცესში გავერკვეთ, საჭიროა პირველ ყოვლისა, აღიარებულისა (კანონიკური) და აუღიარებელი (აპოკრიფული) ადრექრისტიანული ლიტერატურის ფორმირების თავისებურებანი მთლიანობაში წარმოვიდგინოთ.
    პირველი ქრისტიანი მქადაგებლები ნაკლებად ფიქრობდნენ თავიანთი სწავლების დაწერას, შეიძლება ითქვას, თვით მოძღვრებაც I საუკუნის ბოლომდე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მოხეტიალე წინასწარეტყველები იმას გადმოგვცემდნენ, რაც მათთვის ცნობილი იყო მხსნელზე, იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს (14 - 37), იუდეაში ჯვარცმულ ღვთივკურთხეულ იესო ქრისტეზე, რომლის აღდგომაც მათ ირწმუნეს. ქრისტიანი წინასწარმეტყველები იუდეურ გარემოში გავრცელებულ იგავებს, სწავლებებს, მოთხრობებსა და ეპიზოდებს ცნობილი მასწავლებლების (რაბინების) ცხოვრებიდან ნიმუშად იყენებდნენ. ასე იქმნებოდა ზეპირი ქრისტიანული ტრადიცია.
    თვით სიტყვა სახარება (ბერძნ. ხარება) იესოს მიმდევრების წარმოდგენით, თავიდანვე ქადაგებას, ახალი სარწმუნოების არსის  გამჟღავნებას ნიშნავდა. კერძოდ, გალათელთადმი პავლეს ეპისტოლეებში, ავტორი იმ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლებიც მისი აზრით, იესოს შესახებ `ხარების~ მნიშვნელობას ამახინჯებდნენ. იგი ანათემას გადასცემს მათ, ვინც ახარებს. (ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა `ევანგელიძო~) `არა იმას, რომელსაც ჩვენ თქვენ გახარებდითო~, და უმატებს: `სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის ადამიანური~. (1. 8, 11). მეორე წერილში კორინთელთა მისამართით, მომარჯვებულია მსგავსი სიტყვები: `ვინაიდან, თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ უცხო იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ანდა, თქვენ რომ მიგეღოთ გარეული სული, რომელიც არ მიგიღიათ, - მაშინ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით. მაინც ვფიქრობ, არაფერში ჩამოუვარდები ესოდენ დიდ  მოციქულებსო~ (II. 4, 5). რომაელთა მიმართ უსტარში ნათქვამია: `იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი გაასამართლებს იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა საიდუმლოებებსო~. . . (2. 16). მოყვანილი ნაწყვეტებიდან თვალნათლივ ვხედავთ, სახარება  ავტორისთვის არამც და არამც არ იყო საღვთო წერილი. `სახარება~ ქრისტიანების წარმართულ გარემოში, თვით სიტყვა, იმპერატორის კულტთანაა დაკავშირებული: ავგუსტინეს (27 წ. ჩვ. წ. აღ - მდე. 14 წ. ჩვ. წ. აღ), მადიდებელ ბარათებში, მისი დაბადების დღე `მრავალ ხარებათა~  დასაწყისად იწოდება. მსგავს ტერმინებს ათვისებისთანავე მათ პრინციპულად სხვა მნიშვნელობა მისცეს. იმპერატორის სრულიად მიწიერი საქმიანობის შესახებ არა `ხარება~, არამედ მარტოდენ `სასიხარულო ამბავი~, იესოზე კი - მხსნელსა და მესიაზე `ხარება~ ქრისტიანების შინაარსად იქცა.
    მქადაგებლები პირველ ყოვლისა აღმოსავლეთ პროვინციების ქალაქების სინაგოგებში, აგრეთვე კერძო სახლებში, ცის ქვეშ თუ დაცარიელებულ სახელოსნოებში ქადაგებდნენ. `მოციქულთა საქმეებიდან~ და მათ შორის ზოგიერთ გარეშე ანტიქრისტიანულ  ნაშრომებიდან ასეთი სურათი იხატება. თხზულება `დიდახე~ (თორმეტი მოციქულის სწავლება), შექმნილი II საუკუნის დასაწყისში, მოგზაურ მოციქულებზე მოგვითხრობს: `ყოველი მოციქული, რომელიც თქვენთან მოვა, მიიღეთ ისე როგორც ღმერთი. დაე, მან დაჰყოს თქვენ შორის მხოლოდ ერთი დღე. თუ საჭიროებაა - ორი დღე. მაგრამ თუკი დარჩა მესამე დღესაც, მაშინ იცოდეთ, რომ ის ცრუწინასწარმეტყველია. თქვენგან წასვლისას დე მან არაფერი წაიღოს. ისაგზლოს მხოლოდ პური, მომდევნო ღამისთევამდე სამყოფი.~
    ზეპირი ტრადიცია პირველი წერილობითი წყაროების გამოჩენის დროსაც არსებობს. ევსევი კესარიელი (IV ს) `ეკლესიის ისტორიაში~ ქრისტიანი მწერლის ჰიერაპოლელი (მცირე აზია) პაპის (I ნახ. II ს - ის) სიტყვებს იმოწმებს. იგი ზეპირ გადმოცემებს აგროვებდა: `. . . უკეთუ შევხვედრივარ ვინმეს, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ბერებთან, მე მზრუნველობით გამოვკითხავდი ხოლმე მათ ბერების სწავლებაზე, მაგალითად: რას ამბობდა ანდრია, რას - პეტრე, ფილიპე, თომა, და იაკობი. . . რამეთუ მიმაჩდა, წიგნისმიერი ცნობები არ მასარგებლებდა, ვით ცოცხალი, სულში ჩამწვდომი ხმა~ (ევსევი. საეკლესიო ისტორია Hისტორია ეცცლესიასტიკა  III. 39 შემდგომ: HE).
    უძველესი ქრისტიანული ტრადიციების სათავეების გამოაშკარავებას ხელს უწყობდა ცნობილი სამეცნიერო მეთოდების, `ტექსტის კრიტიკის~ და `ფორმის კრიტიკის~  გამოყენება. ყველაზე დეტალურად ისინი, პირველი სამი სახარების (რომელნიც ერთმანეთისადმი მსგავსების გამო სინოპტიკურად იწოდება) ანალიზით დაამუშავეს. პირველი მეთოდი XIX საუკუნის ბოლოდან არსებობს. `ფორმის კრიტიკა~ უკვე XX საუკუნეში წარმოიშვა. ორივეს მიზანია, სახარებაში გადმოცემული იესოს სწავლებიდან თვით მოძღვრებაზე, მის ავთენტიკურ ბირთვზე გადასვლა. სახარების ტექსტებს - მათესი, მარკოზის, ლუკასი, (ხელნაწერი ვარიანტების გათვალისწინებით), ერთმანეთს უდარებდნენ, მის გრამატიკას, ლექსიკას, სინტაქსს აანალიზებდნენ. `ტექსტის კრიტიკის~ მომხრენი გვთავაზობდნენ პირველადი ტექსტის რეკონსტრუქციისათვის მსგავსი შედარებით გამოვლენილი საერთო დაგვედო საფუძვლად. თუმცაღა კი, სახარებაში ანალოგიებსა და უთანხმოებაზე დაკვირვება, ტექსტის ფრაზებად და სიტყვებად დაქუცმაცება მნიშვნელოვნობდა, ამომწურავი პასუხი, არქეტიპის კონსტრუირება მაინც შეუძლებელი შეიქმნა. ამიტომ სწავლულები სინოპტიკურ სახარებათა წყაროების თაობაზე თავიანთი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, იმათ საერთო მახასიათებლებსა და ეპოქის იდეურ ცხოვრებასთან კავშირებს მიმართავდნენ.
    20 იან წლებიდან პარალელებისადმი ამგვარი დამოკიდებულება საუკუნის კვლევის პრინციპად იქცა და საფუძვლად დაედო მეთოდს რომელიც გერმანულ ლიტერატურაში Fორმგესჰიცჰტე - დ იწოდება. ამ მეთოდის მომხრეები იმ ზეპირ ტრადიციების კვალს ეძებდნენ, საიდანაც სახარებები გამომდინარეობს. ამიტომ, თვითეულ მათგანს სიუჟეტებად ანაწილებდნენ, სწავლობდნენ მათ ფორმებსა და ასე ცდილობდნენ იმ სწავლებათა მოტივისა და ხასიათის აღდგენას, რომლის ნაწილიც ევანგელისტას თეოლოგიურ სისტემაში ჩართული სიუჟეტი გახლდათ. სახარებაში ქრისტიანული ტრადიციის ფორმირების განსხვავებული ეტაპების გამოაშკარავებას ისწრაფვოდნენ. მასში თეოლოგიურად მოტივირებულ თხრობას ხედავდნენ და არა ისტორიულ თხზულებას. მიიჩნევდნენ, მის საფუძველში ბევრი წყარო ძევსო, ამგვარად ტექსტის ჩაწერას ცოცხალი, ზეპირი გადმოცემები უსწრებდა. გამოიყო ტრადიციებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა: იესოს ქადაგება, სამოძღვრო ისტორიები (იგავარაკები), მოთხრობები იესოს მიერ მომხდარ სასწაულებზე. იუდეველ წმინდანთა ქადაგებიდან ქადაგებაში გამეორებულ ციტატებს, პირველ ყოვლისა საწინასწარმეტყველო წიგნებს ტრადიციის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ.
    ზეპირგადაცემათა ხანგრძლივი (ქადაგ იესოს დაღუპვიდან მრავალი ათეული წლის მანძილზე)  ბატონობა ბევრი მიზეზით აიხსნება. პირველი მოციქულები და წინასწარმეტყველები, მისი მოძღვრების მიმდევრები, აღმსარებლობით, კვლავინდებურად თავს იუდეველებად მიიჩნევდნენ. ურიოშო გზავნილად მათთვის ძველი აღთქმის წიგნები ითვლებოდა. ქრისტიანთათვის ძვ. წ. აღ - ის III ს - ში, ეგვიპტის ალექსანდრიაში, ბერძნულ ენაზე თარგმნილი იუდეური ბიბლია - ე. წ. სეპტუაგინტე  უზადო ტექსტად ივარაუდებოდა. სეპტუაგინტე ღვთივშთამაგონებელია იმ იუდეველთათვის, რომელნიც პალესტინაში არ ცხოვრობდნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა ძველბერძნული ენა. სეპტუაგინტეს თავიანთ თხზულებებში მოიხმარდნენ იოსებ ფლავიუსი და ფილონ ალექსანდრიელი. ქრისტიანები, ჩვეულებისამებრ სეპტუაგინტეს წყალობით ხელმისაწვდომ  იუდეურ რელიგიურ წიგნებს ახლებურად აღარ ქმნიდნენ და `კანონთა და წინასწარმეტყველთა~ სიწმინდედ აღიარებდნენ.
    მეცნიერებაში არსებობს თვალსაზრისი, მართალია ბევრისთვის მიუღებელი, აგრემც პირველი ქრისტიანების  ძველაღთქმისეული ჩანაწერები სტატიების კრებული იყო, პირველ ყოვლისა ის სტატიები, სადაც საუბარია მესიის მოსვლაზე (ეგრეთწოდებული მოწმობანი - ტესტიმონია).  თუმცა, მქადაგებლებს შეეძლოთ ციტატები დაეზეპირებინათ. ლურსმული და იეროგლიფული დამწერლობის გაჩენის დროიდან არსებობს წერილობითი ძეგლის შინაარსის ზეპირი გადმოცემის პრაქტიკა.
    პირველ ქრისტიანებს მოთხოვნილება არ ჰქონდათ თავიანთი ქადაგებები ჩაეწერათ. ისინი აღმდგარ იესოს მალევე მოსვლას ელოდნენ, რასაც მარკოზის სახარების `ახლა, ამჟამად~ (10. 30) ადასტურებს. მთავარი მათთვის ახალი მოძღვრების ქადაგებაა, და ემზადებოდნენ ხმელეთზე ღვთის მეუფება დაემყარებინათ. ანტიკურ სამყაროში ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობა განსაკუთრებული გახლდათ. პოლიტიკოს - ორატორები სახალხო კრებებზე გამოდიოდნენ, მოედნებზე პოეტები ლექსებს ამბობდნენ, ტაძრების საფეხურებზე მდგომი მისნები და წინასწარმეტყველები სიტყვას წარმოთქვამდნენ. სიტყვა უფრო მოქმედებდა მორწმუნეებზე, ვიდრე ნაწერი. პირველი ქრისტიანული ტექსტები მორწმუნეთა თავშეყრის ადგილებზე ხმამაღლა იკითხებოდა. ს. ს. ავერენცევი შენიშნავს: ტექსტის სალიტერატურო სიტყვა, ძალზე უბრალო და დაუხვეწავი, თავის შინაგანი წყობით საწესჩვეულებოა, სიტყვით `მოქმედება~, `საიდუმლო~ო. ზეპირად დასამახსოვრებელი, რიტმულად, მღერით წარმოსათქმელია და ტექსტის ცალკეულ ერთეულებში ჩაკვირვების აქტს ანელებს, ჩვენთვის, ჩვეულებრივი მკითხველისათვის კი აღსაქმელიაო.
    სხვადასხვა ჯურის მქადაგებლის ზეპირი ქადაგებანი განსხვავდებოდა. როგორც ინგლისელი მკვლევარი პ. ჯონსონი წერს: ადრეული ქრისტიანობა თავიდანვე მრავალგვარია. ამ ვარიანტებს, ხშირად, საერთო ძალზე ცოტა აქვთ, მიუხედავად ამისა, ყველა ისინი მხსნელის აღდგომის რწმენის ირგვლივაა კონცენტრირებულიო. თავისი `ისტორია იესოზე~  ყველა ჯგუფს ჰქონდა. პალესტინელ ქრისტიანებსა და პალესტინის გარეთ მცხოვრებ იუდეურ წეს – ჩვეულებების დამცველ ქრისტიანებს შუა უფრო აშკარა და მკვეთრი უთანხმოება ჩამოვარდა, აგრეთვე აღნიშნულ წეს – ჩვეულებების მოწინააღმდეგე წარმართ ქრისტიანებს შორისაც.
    ასეთი პირობები, როდესაც წინასწარმეტყველება მსოფლიოს დასასრულისა და დედამიწაზე ღვთის მეუფების დასაწყისია, მორწმუნეებზე ემოციურად ზემოქმედებდა. როცა ყველა იმედი ხსნისა, ბოროტებისა და უსამართლობის განადგურებისა, სახელდობრ, მეორედ მოსვლაზე იყო ნაგულისხმევი, ბუნებრივად გვეჩვენება ე. წ. გამოცხადებათა წყება, ანუ აღწერა ხილვებისა, რომელნიც ქვეყნის დასასრულს გვაუწყებდა, სახეებითა და სიმბოლოებით უცნაური, ზემოქმედებდნენ რა წარმოსახვაზე, ქრისტიანული ლიტერატურის ერთ - ერთ პირვალ ჟანრად იქცნენ. სარწმუნოა, ჩანაწერის სახით არსებული (წერილობითი) ყველაზე ადრეული წინასწარმეტყველება იოანეს გამოცხადებაა. იგი დამრიგებლური ტონით იწყება და მასში (მის ტექსტში) მხოლოდ ქრისტიანები იკიცხებიან, სხვანი მოწონებას იმსახურებენ, შემდეგ კი, ავტორი საშინელ სამსჯავროს ზმანებას აღწერს, რომელიც სავსეა სიმბოლოებით, ალეგორიებით, შემზარავი მომენტებით იმაზე, `რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ~ (4. 1). იოანეს გამოცხადების ავტორი წინასწარმეტყველებათა სახეებს უხვად იყენებს, ნაცნობს იუდეველ ქრისტიანთათვის (ეს წერილობითი ძეგლი სწორედ მათი მისამართითაა). დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია: `და მესმა კაცსა მის მოსილსა ბადენთა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თვისი და მარცხენე ზეცად მიმართა და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისასა შორს განბნეულსა     ელისა წერისა განწმენდილისასა აცნობენ ყოველნი ესენი~(2. 17) ხოლო აპოკალიპსში: `ანგელოზმა კი, რომელი ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისკენ აღაპყრო თვისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო~. (10. 5 - 6) მსგავსი ნიმუშები შეიძლება სხვა საწინასწარმეტყველო წიგნებიდანაც მოვიყვანოთ.
    იოანეს გამოცხადება 68 - 69 წლებშია დაწერილი.  შესაძლოა, 90 - იანი წლების გადამწერლებმა, რომაელების წინააღმდეგ პირველი იუდეური აჯანყების დამარცხებისა და იერუსალიმის დაცემის შემდეგ, 70 წელს, - მას რედაქციაც გაუკეთეს. იმოწმებს რა ირინეოსს (HE III. 18), ეს თარიღი ევსევი კესარიელს აქვს მოხმობილი.
    შემდგომ ამისა, უცხო გამოცხადებებიც გამოჩნდა: პეტრეს აპოკალიფსი, სად სამოთხესა და ჯოჯოხეთის ხილვის ამბებია არწერილი, ჰერმიას `მწყემსი~ (ამ ნაწარმოებმა სახელწოდება ავტორისმიერი ხილვების აღწერისდა მიხედვით მიიღო, რა ადგილასაც ადამიანი მწყემსის სამოსში მოქმედებს), მასში მოყვანილი რჩევა დარიგებანი და იგავები ეთიკური ხასიათისაა.
    აპოკალიფსური ლიტერატურა ხმამაღალი კითხვისათვის გახლდათ განკუთვნილი. მართებდათ, იგი ემოციურად წაეკითხათ: საჭირო იყო წამკითხველის ინტონაციას საშიშ, იდუმალებით მოცულ აღწერილობებით ემოქმედა და ესე ყოველი მისტიურ ქმედებად წარმოესახათ.
    ქრისტიან მქადაგებლებს ქადაგებანი მხოლოდ ზეპირად როდი უნდა წარმოეთქვათ, არამედ დაეწერათ წერილები, განემარტათ მოძღვრება, რომელსაც ისინი ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ. გადაერწმუნებინათ რა, მიეცათ კონკრეტული რჩევა - დარიგება, შეექოთ ან ეძაგებინათ. მოკითხვის წიგნებს უგზავნიდნენ იმ ქრისტიანულ ჯგუფებს, რომელ კრებულებთანაც ქადაგი ვერ მიდიოდა. ისინი მორწმუნეთა თავშეყრის დროს უნდა წაეკითხათ. (კოლოს. 4. 16).
    პავლეს გზავნილები ყველაზე ადრეულია. ამ წერილებმა შესამჩნევი როლი ითამაშა ქრისტიანობის დამკვიდრებაში. პავლე (სავლე) ტომით ტარსელი, იუდეადან რომში გადასახლებული და მოქალაქეობამიღებული ოჯახისშვილი ბრძანდებოდა, გაზრდილი ფარისევლური სულისკვეთებით და თავდაპირველად ქრისტიანებს დევნიდა, შემდგომ კი, ამ ახალი მოძღვრების ფანატიკოს მომხრედ იქცა. 14 ეპისტოლედან, რომელთა ავტორადაც ეკლესიას პავლე მიუჩნევია, 9 წერილი რომელიღაც ქრისტიანული გაერთიანებისადმია მიწერილი, 4 - ცალკეული პირებისადმი. ხოლო, უსტარი ებრაელებისადმი პავლეს ეპისტოლეთა შორის ბოლო ადგილზე, განცალკევებით დგას. გარდა ამისა, ლაოდიკეველთადმი ბარათებიც არსებობდა, რომელიც ეკლესიამ არ სცნო. თანამედროვე მეცნიერება ახალაღთქმისეულ ყველა მოკითხვის წიგნს პავლეს არ მიაკუთვნებს, გზავნილების ტექსტის შედარებითმა ანალიზმა, საშუალება მოგვცა ორიგინალის სახით მხოლოდ რამდენიმე გამოგვეყო.  ეპისტოლე ეფესელთა მისამართით, უდავოდ, პავლეს არ ეკუთვნის, იგი მეცნიერთა უმრავლესობის აზრით (სტილით არსებითად განსხვავდება ადრეულ წერილებისაგან), პავლეს სიკვდილის შემდგომი, მისი მიმდევრების მიერაა შექმნილი. ასევეა უსტარი ებრაელებისადმი, რომლის ავტორობაში თვით ქრისტიან მწერლებს ეპარებათ ეჭვი. II - IV სს. (ორიგენი, ტერტულიანე).
    აღმოსავლეთის ლიტერატურაში პავლეს ბარათი ძველთაგან არსებული, დამრიგებლური ჟანრისაა. მასზე გავლენა ფილოსოფიურ განსჯათა ანტიკურმა ფორმამ იქონია, რომელიც, აგრეთვე, მოკითხვის წიგნების სახითააა დაწერილი და მიმართულია ვინმე კონკრეტული პიროვნებისადმი (ფილოსოფოს სენეკას `გზავნილები ლუცილისადმი~). დაბოლოს, პავლეს სწავლებათა და ტრაქტატების მიწერილობებისაგან განსხვავებით, ნამდვილი ის ეპისტოლეებია, რომლებიც მიმარჯვებულია ქრისტიანების კონკრეტული ჯგუფებისადმი, სადაც მოხსენიებულია კერძო პირები და მოვლენები. ეს მათ ნამეტნავ ხატოვანებასა და მძაფრ პოლემიკურობას ანიჭებს.
    როდესაც პავლეს წერილები იწერებოდა, ისინი `ჭეშმარიტ წიგნებად~ არ მიაჩნდათ, ოღონდ, ცალკეულ ქრისტიანულ გაერთიანებებში პატივს სცემდნენ. . . II საუკუნეში შექმნილ პეტრეს მეორე უსტარში (შესაძლოა ის ახალი აღთქმის თხზულებათა შორის ყველაზე გვიანდელი იყოს), პავლეს ბარათების შესახებ ნათქვამია, რომ მათში `არის ზოგი რამ ძნელად გასაგები~ (3. 16).  ქრისტიანები, რომლებსაც იუდაიზმი არ ეთმობოდათ, მკვეთრად უპირისპირდებოდნენ პავლეს, მას კანონისგან განდგომილად მიიჩნევდნენ. ვერ გამოვრიცხავთ, მასთან კამათის გამო და პავლეს ავტორიტეტის დასაცავად, I - II საუკუნეებში, მისი გზავნილები შეკრიბეს და რედაქცია გაუკეთეს.
    პავლეს ეპისტოლეებში მის მიერ დამოწმებული იესოს გამონათქვამები გვხვდება, რომელნიც, ისევე როგორც წინასწარმეტყველთა ციტატები, ქრისტიანთათვის უტყუარი იყო. დღესდღეობით, ზეპირი ტრადიციის პირველ ჩანაწერებად იესოს ფრაზები (ლოგია) მიიჩნევა. სარწმუნოა, სხვადასხვა გაერთიანებაში რამდენიმე ჩანაწერი გაკეთდა. პაპიამ ლოგიებს სპეციალური თხზულება `ღმერთის გამონათქვამების განმარტებანი~ მიუძღვნა. იგივე წყარო მოგვითხრობს: ებრაულ ენაზე ღმერთის ფრაზები მათემ ჩაიწერა, ხოლო თარგმნა ისინი ვისაც როგორ შეძლოო.  - 
    სახარების პირველწყაროების საკითხი მეტად რთულია. პირველი სამი სახარება იესოს ისტორიასა და მოძღვრებას გადმოგვცემს. იგინი ერთმანეთთან ახლოს დგას. ყველაზე მოკლე მარკოზის სახარება, შესაძლოა საფუძვლად დაედო მათესა და ლუკას სახარებებს. ის, რაც მეორე სახარების შინაარსის ჩარჩოებს სცილდება, მრავალი მკვლევარის აზრით, რომელიღაც ჩვენამდე მოუღწეველი წყაროდანაა გადმოღებული (იგი ასეც იწოდება სამეცნიერო ლიტერატურაში -QQ, ლათინური Qუელლე - წყარო), შედგება ცალკეული გამონათქვამებისაგან.  გარდა ამისა, საფიქრებელია, არსებობდეს ჩაწერილი გამონათქვამები, რომლითაც Q - ს არმცოდნე მარკოზის სახარების ავტორი ხელმძღვანელობდა.
    1897 წელს ოქსირინქსში (ეგვიპტე), ნასპოვნია ბერძნულად პაპირუსზე დაწერილი რვა ფრაზა. ყოველი მათგანი იწყება სიტყვებით: `იესო ამბობს~. 1904 წელს კიდევ ექვსი გამონათქვამი აღმოაჩინეს. ბევრი გამონათქვამია (რომელთა წაკითხვაც მოხერხდა), გვიან ნაპოვნ (უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე) და ეგვიპტელ გნოსტიკოსების ბიბლიოთეკის კოპტურ ენაზე შემონახულ თომას სახარებას რომ ემთხვევა. ეს სახარება თავდაპირველად II საუკ. დასაწყისში ბერძნულად დაიწერა, შემდგომ კოპტურ ენაზე ითარგმნა. გამორიცხული არ არის, ლოგიები ოქსირინქსის ამ სახარების ფრაგმენტებია, (შესაძლოა მისი ვარიანტიც). თომას სახარების ზოგიერთი გამონათქვამი ახლოა ახალი აღთქმის გამონათქვამებთან და აგრეთვე, ამერიკელი მკვლევარის ედვარდსის აზრით Q - ს უახლოვდება. ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის ჩაიწერეს ფრაზები, შესაძლოა იუდეველთა პირველ აჯანყებამდე, ყოველი შემთხვევისათვის ებრაულ თქმულებათა შექმნამდე, იერუსალიმის აოხრების შემდეგაა შეთხზული. პირველი ჩანაწერები, რაოდენ მათში ფიქსირებულია იესოს სიტყვები, ყველა რწმუნების მიხედვით, ანონიმურია, ისევე, რანაირადაც ძველი აღთქმის ციტატები. ეს გამონათქვამები ზეპირ ქადაგებებში მრავალგვარ კონტექსტითა და მრავალნაირ ვარიანტითაა ჩამატებული.
    მათეს სახარების ცნობილი ქადაგება (მთაზე) ყველაზე ადრეულ ლოგიებს უახლოვდება: ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშისცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლისათვის დამშეულნი და მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან~ (5. 3 - 6). აქ ლუკასა და თომას სახარებებთან ანალოგია აშკარაა. ისინი მოხმობილია ცალკეულის, ერთურთთან კავშირის არმქონე გამონათქვამების სახით). ამ სამი სახარების შეჯერება უფლებას გვაძლევს გარკვევით წარმოვიდგინოთ, როგორ იყენებს გამონათქვამებს სხვადასხვა ავტორი: `. . . ნეტარ ხართ ღარიბნი , ვინაიდან თქვენი არის ღმერთის სასუფეველი, ნეტარ ხართ, ვისაც ეხლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარ ხართ, ვინაც ეხლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ~. (ლუკას 6. 20 - 21). იესომ თქვა: `ნეტარ ხართ უპოვარნი, რამეთუ თქვენი სამეფო ზეციურია~. იესომ თქვა: `ნეტარ ხართ, როდესაც სძულხართ (და) თქვენ გდევნიან. და ვერ ჰპოვებთ ადგილს იქ, რომელ ადგილასაც გდევნიდნენ.~ იესომ თქვა: `ნეტარ არიან, რომელთაც სდევნიდნენ მათ გულში. ეს ისინია, ვინც შეიცნო მამა ჭეშმარიტებაში. ნეტარ არიან მშიერნი, ვინაიდან წიაღი მისი, ვისაც სურინ, გაძღომილ იქნება~. (თომა 59, 72, 73).
    მათხოვრებისადმი ყველა ამ ესქატალოგიურ დაპირებათა საფუძველში ნეტარების საქვეყნოდ გამოცხადებას ვკითხულობთ: (ღარიბთადმი); მშიერთადმი; დევნილთადმი. მათეს გამოთქმა `სულით მათხოვარნი~ შეესატყვისება ანალოგიურ გამოთქმებს ყუმრანულ ხელნაწერიდან (შესაძლოა იკითხებოდეს - მდაბალნი სულითა).  ამ გამონათქვამის ერთ - ერთი განმარტება ასეთია - `სულით ღარიბნი~ (ანუ ნებაყოფლობით) . ფრაზა `ნეტარ არიან მშვიდნი. . .~ უახლოვდება ახალი აღთქმის ფსალმუნს: `ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დასტკბებიან დიდი მშვიდობით~. (36. 11), რასაც ქრისტიანულ წერილებში ესქატალოგიური მნიშვნელობა მიეცა, (მხედველობაში გვაქვს: მემკვიდრეობით მიიღებენ მიწას შემზარავი სამსჯავროს შემდეგ). ორთავე ეს ფრაზა მოყვანილი აქვს მათეს. იუდეურ ქრისტიანულ ჩანაწერებთან მიახლოებულ შედარებით ადრეულ ვერსიაში, ლუკას სახარებაში, მისი ზოგადი ტენდენციის შესატყვისად ღარიბთა სიბრალულის,  თანაგრძნობის თემის გამოცალკევებაზე - გამოთქმანი გამარტივებულია. ნეტარ არიან მხოლოდ მშიერნი და მწყურვალნი - არ არის ციტატა ძველაღთქმის ფსალმუნიდან.  თომას გამონათქვამში დევნილთა თაობაზე (იგი მას დუბლირებული აქვს) ჩასმულია სიტყვები: (`ისინი, ვინაც შეიმეცნა ღმერთი ჭეშმარიტად~) ანუ საუბარია არა საერთოდ დადგენილებაზე, არამედ მათზე, (ვინც `ჭეშმარიტება~ შეიცნო). გარდა ამისა, თომას სახარებაში ჩამატებულია `რჩეულთათვის~ განცხრომის დაპირება (გნოსტიკურ სწავლებათა სულისკვეთებით): `ნეტარ ხართ ერთადერთნი და რჩეულნი, რამეთუ თქვენ ჰპოვებთ მეფობას. რამეთუ თქვენ მისგან ხართ (და) კვალად იქ დაბრუნდებით~. (54). ეს გამონათქვამი ტექსტში უფრო ადრეა ჩამატებული, ვიდრე ფრაზა ღარიბთა ნეტარებაზე. იგი, თითქოსდა იმ გამოთქმების განხილვისაკენ გვიბიძგებს, რომელთა ტექსტიც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე დარჩა. (არა მხოლოდ ღარიბნი, არამედ ისეთნიც, რომელნიც `რჩეულნი~ არიან).
    გამონათქვამთა ბევრნაირ კონტექსტში ხმარების სადარ მაგალითებს შემდგომაც, ცალკეული აპოკრიფების გარჩევისას შემოგთავაზებთ. ისინი გვაჩვენებს, ესდენ, თავისთავად ჩანაწერი არ აღიქმებოდა როგორც უცილობელი ტექსტი, სარწმუნო იყო სიტყვები, რომელთაც იესოს მიაწერდნენ. ეს სიტყვები, მოქადაგისმიერი აზრი შეიძლებოდა განგემარტა, მათში დაფარული ამოგეხსნა. ჩაწერის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფრაზები ხანდახან იყოფოდნენ.  მათ ასე ხმარებას, გარდუვალად, იმ ციტირებების შეუთანხმებლობისკენ მივყავართ, რომელიც პირველი იუდეური ამბოხის დამარცხების, ტაძრის დანგრევისა და იერუსალიმის ქრისტიანულ გაერთიანებათა განადგურება - გაფანტვის შემდგომ გამორჩევით გაძლიერდებოდა. ამ გაერთიანებებს, თუკი პავლეს ეპისტოლეს ვერწმუნებით, სარწმუნოებრივი მოძღვრების საკითხებზე უდიდესი პრეტენზია ჰქონდათ.
    ამბოხის ჩახშობის შემდგომ, ქრისტიანებს შორის ქადაგებების შინაარსიც განხეთქილების მიზეზი გახდა. სულ უფრო ცოტა რჩებოდა ხალხი, რომელთაც შეეძლოთ ეთქვათ, რომ ისინი თვით იესოსა და მის მოწაფეებს უსმენდნენ. ასეთ პირობებში უფრო და უფრო გაარსებითდა მოთხოვნილება ტრადიციის ცალკეული ელემენტები ერთ მთელად შეერთებულიყო, იესოს მოძღვრების დამაფიქსირებელი უსტარი `ხარებისა~ შექმნილიყო. ჩდება ახალი ჟანრი, მას არ იცნობს არც ბიბლიური, არცა ანტიკური ლიტერატურა, - ვრცელი თხრობა, რომლის `ბირთვიც~ იყო ქრისტიანული სწავლება - იესოს მონანიე სიკვდილსა და აღდგომაზე. ბირთვის გარშემო იესოს ქადაგებები და იგავები ჯგუფდებოდა, ლაგდებოდა აგრეთვე ბიბლიური წინასწარმეტყველებანი მესიაზე, ეპიზოდები იესოს ცხოვრებიდან, ისინი ამ წინასწარმეტყველებებს შეესაბამისებოდა (`დე ახდეს გამონათქვამი. . .~) და მონათხრობი იესოს მიერ მოხდენილ სასწაულებზე. სწავლებისა და მონათხრობის თავისებური შეხამება ყალიბდება, რაც ახალი აღთქმის სახარებებს ახასიათებს და რიგ სახარებებს, რომელნიც მასში არ ჩართეს, საგანგებოდ იუდეველ - ქრისტიანთა სახარებას.
    ქრისტიანულ გაერთიანებებში იყო ქადაგებებისა და მოთხრობებს ჩამწერი ხალხი, ისინი ტრადიციის ცალკეულ ბლოკების ერთ თხზულებად შეკვრას ლამობდნენ. ეფესელთადმი ბარათში ნათქვამია: ქრისტემ ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, (მგონი მახარებლებად), სხვანი კი მწყემსებად და მასწავლებლებად შერაცხაო (4. 11). ამ მოკითხვის წიგნში საინტერესოა მახარებლების გამოჩენა. კორინთელთადმი პირველ გზავნილში ქრისტიანების დანიშნულებათა ჩამონათვალში მოიხსენიებიან: წინასწარმეტყველები; მოციქულები; მასწავლებლები; მაინც ხომ მახარებლები არა, ვინაიდან იმ დროში წინასწამეტყველთა და მოციქულთა მიერ `სახარების~ ზეპირი გადაცემაა გამეფებული. ეფესელთადმი ეპისტოლეში მახარებელი და მოციქულები სხვადასხვანი არიან. სარწმუნოა, ესენი ტრადიციების ჩამწერი და ტექსტების დამამუშავებელი ის ქრისტიანები იყვნენ. ამ ჩანაწერებით ზეპირგადმოცემები შეიცვლებოდა. ეკლესიის მიერ ცნობილსა თუ უარყოფილ სახარებათა ტექსტების შეჯერება - აშკარად გვიჩვენებს ავტორთა ხელოვანებას (კომპოზიცია, ეპიზოდებისა და გამონათქვამების შერჩევა, გადმოცემის სტილი), მაგრამ, რეალური მახარებლები თავს ავტორებად არ მიიჩნევდნენ. ახალაღთქმის სახარებებს ბერძნულ ორიგინალში ჰქვია `მათეს თანახმად~, `მარკოზის მიხედვით~ და ა. შ. ნაწერ ტექსტს იესოს უშუალო მოწაფის (ან სხვა ავტორის სახელი) `აკურთხებდა~. სახარების ჩამწერ ხალხს გულუბრყვილოდ სწამდა, აგრემც იესოს ქადაგებების  მსმენელთა სწავლებას გადმოგვცემდნენ  თავად კი ანონიმურნი რჩებოდნენ.
    თუმცა, პირველი ჩანაწერები `ხარებას~ გვაცნობდნენ, შესაძლოა სახარებად არ იწოდებოდა: მწერალი იუსტინე (II ს. შუახანი) მოიხსენიებს იესოსა და `მოციქულთა მოგონებებს~, უკანასკნელი როგორც ჩანს, სახარებას ნიშნავდა (აპოლოგია I. 14 - 15). მაგრამ, მსგავს ნაწერებს თანდათან `სახარება~ დაერქვა - წერილი `ხარება~. ახალი აღთქმის სახარებათა ტიპის გვერდით განსხვავებული, მათთან ერთიანი სარჩულის არ მქონე თხზულებებიც არსებობდა. იგინი შეიცავდნენ სწავლებებს, რელიგიურ ფილოსოფიურ მსჯელობებს, განსაზღვრულ შინაგან იდეასთან დაკავშირებულ იესოს გამონათქვამებს. ასეთ სახარებათა ნიმუშად თომასი და ფილიპეს სახარებები შეიძლება მივიჩნიოთ. მათ თარგმანებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიის წარმოშობის მკვლევართა წინაშე მდგომი ერთ - ერთი საყურადღებო სკითხი, - ესაა თემა ჩვენამდე მოღწეულ აბსოლიტურ და შეფარდებით ქრონოლოგიაზე. პირველ ქრისტიანულსა და პირველ ყოვლისა სახარებათა წერილებზე. შედარებით დეტალურადაა შესწავლილი საკითხი კანონიკური საკითხავების დათარიღებისა, თუმცა ზუსტი ცნობები ვერ დადგინდა, რადგანაც სახარებებში იერუსალიმის დაღუპვაა,  ნაწინასწარმეტყველები. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, ისინი იერუსალიმის დანგრევის მერე ანუ 70 წლის შემდგომ დაიწერა. მკვლევართა წყება თვით ფაქტს სახარების დაწერისას ამ მოვლენას უკავშირებს: ერთი მათგანი წერდა: მარკოზის სახარება შეიქმნა იმისათვის, რათა `განახლდეს იმედიო.~
    კანონიკურ სახარებებს შორის, ყველაზე ადრეულად, მეცნიერთა მიერ, ერთსულოვნად მარკოზის სახარება მიიჩნევა. თუმც ეკლესია მას რიგით მეორე ადგილზე აყენებს. სავარაუდოა, მესამე სახარების ავტორს, იწყებს რა სახარებას სიტყვებით: `რარიგ უკვე ბევრმა მოჰკიდა ხელი ჩვენს შორის მომხდარი ამბების აღწერას. . . ~ (ლუკა I, I), მხედველობაში მარკოზის სახარება ჰქონდა, რომელიც მან კარგად იცოდა. ევსებიოსის მიერ შემონახულ ტრადიციის თანახმად, მარკოზმა ზუსტად ჩაიწერა ის, რაც პეტრეს მონათხრობიდან დაამახსოვრდა. იგი აგრეთვე მისი მთარგმნელიც იყო (HE  III. 39).
    დარჩენილი ორი სახარების შექმნის დრო და ქრონოლოგია გაურკვეველია. შეიძლება ვთქვათ, ისინი ჭრელ ეთნიკურ გარემოში შეიქმნა. ლუკას სახარების ავტორი განათლებული ბრძენი ჩანს (ეუსებიოს კესარიელი მას უწოდებს ანტიოქიელ ექიმს - HE III.4). მათეს სახარების შემოქმედი უფრო მჭიდრო კავშირს ამჟღავნებს იდეურ ტრადიციებისადმი. ქრისტიან მწერალთა შორის II - IV სს. გავრცელებულია აზრი, თითქოს მათემ სახარება არამეულად დაწერა. ამ სახარებით, ირინეოსის გადმოცემით, ებიონეველები სარგებლობდნენ - იუდეველ - ქრისტიანთა უძველესი დაჯგუფებაა. იერონიმე, ვინაც ძველი აღთქმა გადაალათინურა და რომელიც ხწელნაწერებს პალესტინასა და სირიაში სპეციალურად ეძებდა, ამტკიცებდა, მან სახარება ებრაულიდან (მხედველობაში ჰქონდა არამეული ენა) ბერძნულ ენაზე თარგმნა, და ბევრისთვის იგი მათეს სახარების დედნად ითვლებოდა. თუმცაღა, მკვლევარების აზრით მოღწეული კანონიკური ტექსტი შეუძლებელია თარგმნილი იყოს არამეულიდან მიუხედავად იმისა, მასში ფრაზები არამეულ ენაზეა ჩართული. ჯვარცმულ იესოს უკანასკნელი სიტყვები: `ელი, ელი! ლამა საბაქთანი?~ (ღმერთო, ჩემო, ღმერთო ჩემო! რატომ მიმატოვე?~ (27. 46), მაგრამ, ეს სიტყვები მარკოზის სახარებაშიც არის (15. 34). მათეს სახარება დაწერილია ბერძნულად, ახალაღთქმის ციტატები მოყვანილია სეპტუაგინტურად.
    რთულია საკითხი იოანეს კანონიკურ სახარების შედარებითი ქრონოლოგიისა. იესოს ქადაგებითა და  შინაარსით სინეპტიკურ უსტარებისაგან ის არსებითად განსხვავდება. ეკლესიის ტრადიციის შესატყვისად ოთხი სახარებიდან იოანეს სახარება ბოლოს დაიწერა. ეუსებიოს კესარიელი ამბობს: იოანე ზეპირად ქადაგებდა, ხოლო, როდესაც სამი სახარება გაჩნდა, მან გადაწყვიტა `შეევსო~ ისინიო. ამით `ეკლესიის ისტორიის~ ავტორი როგორღაც განმარტავს განსხვავებას მეოთხესა და დანარჩენ სახარებებს შორის). თვით დასაწყისი სახარებისა, სადაც ქრისტე სიტყვად იწოდება (`და სიტყვა იქცა სხეულად და მკვიდრობდა ჩვენთან. . .~) მთელ შემდგომ თხზულებას განსაკუთრებულ რელიგიურ - ფილოსოფიურ აზრს ანიჭებს. ამ სახარების ავტორმა  იცოდა პირველი სამი სახარება (ან ტრადიცია, რომელიც მათ საფუძველში იდო), მაინც, უმნიშვნელოდ იყენებდა. მასში არაა აღწერილი დაბადება, ნათლიობა, იესოს ცდუნება, არც მისი ლოცვა გეთსამანიის ბაღში. ამ სახარებაში იესო სახვთისმეტყველო სწავლებას წარმოთქვამს, რომლის დიდი ნაწილიც სხვა სახარებებში არ არის, თუმცაღა, არის თვალსაზრისი, შექმნილთაგან იგი ერთ - ერთი პირველია, ვინაიდან ყუმრანულ ხელნაწერებს (ფრაზეოლოგიურადაც) ემთხვევა:  სარწმუნოა, იოანეს სახარება განათლებულ ქრისტიანთა შორის დაიწერა, რომელნიც განსხვავებით სინეპტიკური ბარათებისაგან, უფრო განვითარებული თეოლოგიისა და ქრისტეოლოგიის დაარსებისკენ ილტვოდნენ. მეოთხე სახარებას ფილიპინელებისადმი მოკითხვის წიგნის ავტორი პოლიკარპე არ იცნობს, თუმცაღა კი, გადმოცემით იგი იოანე მოციქულის მოწაფე გახლდათ. ეს არცოდნა შეიძლება არა მხოლოდ სახარების დაწერის გვიანდელობით აიხსნას, ოღონდ იმითაც, ის საკმარისად არ ვრცელდებოდა. (ქრისტიანული ტრადიცია ამ სახარების წარმოშობის ადგილს ნაირნაირად განსაზღვრავს - ეფესი, სირია, კუნძული პატმოსი). მინიშნებანი გვაქვს მისი წარმოქმნის დაახლოებით თარიღზე, საქმე ისაა, ეგვიპტეში ნაპოვნია იოანეს სახარების პაპირუსის პატარა ფრაგმენტი (18 თავი) რომელსაც პაპიროლოგები დაახლოებით 125 - 130 წლებით ათარიღებენ. ამ დროს ეკუთვნის უცნობი სახარების პაპირუსის ნაწილი (ის ქვემოთაა მოყვანილი და განხილული), მასში გამოყენებულია ტრადიცია, რომელიც სინეპტიკურმა გზავნილებმა და აგრეთვე, იოანეს სახარებამ შემოგვინახეს. მაშასადამე II ს - ის პირველ მეოთხედში არსებობდა სახარებათა სხვადასხვაგვარი ტექსტები, რომელთაც უკვე გადაწერდნენ ეგვიპტეში. ისინი ამ დრომდე იქნებიან შექმნილი.
    ამრიგად, სავარაუდებელია, სახარებისეული შემოქმედება I საუკუნის დასასრულს განეკუთვნება. ამ პერიოდში იწერება არა მხოლოდ შემდგომში ახალ აღთქმაში შესული სახარებები, არამედ ეკლესიის მიერ არცნობილი სახარებების უმრავლესობა, რომელთა შორის ყველაზე ადრეული იუდეველ - ქრისტიანების სახარებები იყო, ვითარ ბერძნული, აგრეთვე - არამეული. არამეულენოვანი ქრისტიანული ტრადიცია სახარებებში დასტურდება, მათ შორის კანონიკურში, ე. წ. სემიტიზმებით, არამეული ენისათვის დამახასიათებელი სიტყვებითა და ბრუნვებით, ეს ბრუნვები პალესტინაში აღმოცენებულ პირველი ჩანაწერებიდან, ან როგორადაც ს. ს. ავერენცევი ვარაუდობს, დაზეპირებული აფორიზმებიდან და მოთხრობებიდანაა  ნასესხები.
    ქრისტიანობის გავრცელება მრავალფეროვან ეთნიკურსა და სოციალურ გარემოში, ადრექრისტიანულ სარწმუნოებათა და ფილოსოფიურ სისტემათა გავლენაა, რომლებსაც ახლადმოქცეულთა მეშვეობით ეცნობოდნენ, რაც უცილობლად ქრისტიანების ცალკეულ ჯგუფებსა და მათ ნაწერებს ერთმანეთისგან დააშორიშორებდა. ზეპირი ტრადიციის მანამდელ შეუთავსებლობას ზეპირსა და ეპისტოლარულ თუ სხვადასხვა წერილობით ტრადიციებს შორის შეუთანხმებლობა ემატება. ისევე, როგორც ოდესღაც, პალესტინაში, პირველი ქრისტიანი მქადაგებლები ყუმრანული სარწმუნოების მიმდევრებს ეკამათებოდნენ, ასევე, ახლა, ქრისტიანების თხზულებებში ერთმორწმუნეთა მიმართ პოლემიკა ჩნდება. ამ მხრივ ყურადღებამისაქცევია ერთ - ერთი პირველი გამონათქვამი თომას კოპტურ სახარებაში: იესომ თქვა: `ვინცობაა, ისინი, ვინც წინ მიგიძღვიან თქვენ, გეუბნებიან: შეხედეთ, მეუფება ცაშია! - მაშინ ფრინველნი უკან ჩამოგიტოვებენ. ვინძლო გეუბნებიან, ის ზღვაშია, მაშინ თევზები დაგასწრებენ. ოღონდ მეუფება თქვენშია და არა თქვენს გარეთ~(2). ეს გამონათქვამი ერთდროულად პოლემიკაა მიწაზე ღმერთის მეუფების დამყარების იდეასთან და `ციური მეუფების~ შეთხზულ სწავლებასთან. (ეს გამოთქმა უკვე ჩნდება მათესთან ცალკეულ წარმონათქვამებში, სიტყვათშეწყობა `ღმერთის მეუფების~ სანაცვლოდ.)   ფილიპეს სახარება უმანკო ჩასახვის თაობაზე მოძღვრების დამცველთადმი პოლემიკას შეიცავს.(17).
    თანდათან იკვეთება გაერთიანებათა ცალკეულ ჯგუფებს შორის მეტნაკლებად პატივდებული თხზულებები: პირველ ყოვლისა ეს შეეხება სახარებებს. კანონიკურ სახარებათა შორის I - II სს. მიჯნაზე ასეთი გახლდათ მარკოზისა და მათეს სახარებები (ბერძნული და არამეული ვერსიები), აგრეთვე ლუკას სახარება. იოანეს სახარებას ყველა დაჯგუფება არ ცნობდა. არის ცნობა, ის გნოსტიციზმის მიმდევრებისთვის იყო ცნობილი. იუსტინემ გამოიყენა პეტრეს სახარება, პაპი ეყრდნობოდა ებრეელების სახარებას, იგი, როგორც ებიონეველთა სახარება, პატივდებულია იუდეველ ქრისტიანების მიერ, ვით პალესტინაში, ასევე სირიაში. ეგვიპტელი ქრისტიანები თომასა და ფილიპეს სახარებებს განსაკუთრებით სცემენ პატივს, ისინი თავდაპირველად დაწერილია ბერძნულად და მოგვიანებით კოპტურად თარგმნილია.
    `ხარების~ მრავალი ვარიანტი, მქადაგებელთა შუა მუდმივი კამათი, ქრისტიანების წინაშე ამოცანას დააყენებს, მთელი ლიტერატურიდან ის წიგნები შეარჩიონ, რომლებიც პატივდებული იქნებიან რანაირადაც ქრისტიანული სარწმუნოებრივი სწავლების ძირითადი წყაროები. ამ პრობლემის გადაჭრა სცადა ტატიანემ (II ს - ის 2@- ე ნახევარი), ქრისტიანი მწერლის იუსტინეს მოწაფემ. მან თავისებურად გადმოგვცა ახალი აღთქმის ოთხი სახარება ერთ თხზულებად - დიატესარონად (ოთხის მიხედვით), რასაც ებრაელების სახარების ფრაგმენტებს დამთხვეული ზოგი ადგილი დაამატა. შესაძლოა, ის ამ სახარებას მათეს სახარების ვერსიად მიიჩნევდა. დიატესარონში იესოს გვარტომობა არ არის, (ეპიფანეს გადმოცემით არც მათეს არამეულ სახარებაში ყოფილა), არსად ახსენებენ მისი ბავშვობის წლებს. სარწმუნოა, ტატიანემ თავისი თხზულება ბერძნულად დაწერა, შემდგომ სირიულ ენაზე თარგმნეს (ტატიანე სირიელი იყო). სირიელი ქრისტიანები დიდხანს მიიჩნევდნენ დიატესარონს რაგვარ ძირითად, წმინდა წიგნს. Uუძველესი ციხესიმაგრის დურა - ევროპოს გათხრების დროს - ევფრატის ნაპირზე, დიატესარონის ფრაგმენტია ნაპოვნი. იგი III ს - ეს განეკუთვნება.  დიატესარონი ადრეულ შუასაუკუნეებში ითარგმნა სომხურსა და არაბულ ენებზე. თარგმანი არსებობდა ლათინურად, მაგრამ დასავლელ ქრისტიანებში ტატიანეს შენაჯერმა სახარებამ აღიარება ვერ მოიპოვა.
    ჯერ კიდევ ტატიანემდე სცადეს ამოერჩიათ რამდენიმე ნაწერი და მათგან ავტორიტეტული ტექსტი დაედგინათ. ეს ცდა მარკიონეს სახელთანაა დაკავშირებული, იგი მდიდარი გემთმფლობელი გახლდათ და ეკონომიურად დიდი წვლილი მიუძღვის რომაელ ქრისტიანთა გაერთიანებაში. რომში მცირე აზიიდან ჩამოვიდა, დაახ. 140 წ. მისი მიზანი იყო თავისი მოძღვრების გარშემო შემოეკრიბა ქრისტიანები და ისინი იუდეველებისაგან მთლიანად გაეთიშა. მარკიონე ამტკიცებდა, იესოს მოძღვრების ამსახველი ტექსტები დამახინჯებულიაო. მან დაწერა თხზულება `ანტითეზები~, რომელშიც თავის სწავლებას გადმოგვცემს და ქრისტიანების საღვთო წერილების თავისმიერ გადარჩევას ასაბუთებს. ყველა სახარებიდან მარკიონემ მხოლოდ ლუკას სახარება და პავლეს ათი წერილი ამოარჩია. ლუკას სახარებას მან ამოჰკვეთა ბიბლიური ციტატები, რომელიც მისი სიტყვებით იქ იუდაიზმის ქომაგებმა ჩართეს. მარკიონისეულ ვარიანტში იესოსა და იოანე ნათლისმცემლის დაბადების თაობაზე ლეგენდები არ მოიპოვება. მარკიონეს იესო ტიბერიუსის მმართველობის მე 15 ე წელს ციდან ჩამოდის და გამოცხადდება კაპერნაუმში. ირინეოსს მარკიონეზე უთქვამს: `ის ურცხვად მკრეხელობს კანონით ნაქადაგების და ღმერთის წინასწარმეტყველთადმი. ამბობს - ბოროტების მიზეზი ვარო, ომი სწყურია, მედეგი არ არის თავის ზრახვებში და თავისსავე თავს ეწინააღმდეგება. ხოლო იესო იმ მამის შვილია, ღმერთზე მაღლა რომაა და სამყაროს შემოქმედიაო . . ~ (ერესის წინააღმდეგ 1. 27, 2). მარკიონე ასწავლიდა: აბსოლუტურ ღვთაებას ადამიანებთან არავითარი კავშირი არა აქვსო. ისინი მისთვის საერთოდ უცხონი არიანო. იესომ ადამიანები თავისი სისხლით გამოისყიდა ხოლო მარკიონეს განსჯით, გამოისყიდო შეიძლება მხოლოდ ის, რაც შენ არ გეკუთვნისო. თავისი მსჯელობებით მან რედაქცია გაუკეთა პავლეს წერილებს.  მიუხედავად ამისა, არც მარკიონეს სწავლება, არცა სია მის მიერ არჩეული წიგნებისა, ქრისტიანულ გაერთიანებათა უმრავლესობამ არ მიიღო. თვით მარკიონე რომაულ ამხანაგობიდან გააგდეს. მარკიონეს ცდას, მთელი ქრისტიანული თხზულებებიდან ჭეშმარიტი წიგნები გადაერჩია, ქრისტიან მოღვაწეთათვის წმიდათაწმიდა წიგნების ღირებულებათა განსაზღვრა უნდა შთაეგონებინა, რათა შეთანხმებულიყვნენ სარწმუნოებრივი სწავლების წყაროზე - ანუ კანონიკურზე და რეკომენდაცია გაეწიათ მასზე, როგორც საჯარო ლოცვისას, ასევე საკითხავად.
    ცნება `კანონი~, სიტყვა `ხარებასავით~ ქრისტიანებთან იმ წარმართული სამყაროდან მოვიდა, რომლითაც გარემოცულნი იყვნენ. სიტყვა `კანონი~ სტანდარტის, ნორმის, წესის, ნიმუშის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. სიტყვაზე: ჩვ. წ. აღ - მდე V ს - ის მოქანდაკემ პოლიკლეტიმ დაწერა თხზულება `კანონი~, სადაც იგი ცდილობს ადამიანის სხეულის გამოსახვის იდეალური პროპორციები დაასაბუთოს. ადრეულ ქრისტიანულ ნაწერებში სიტყვა `კანონი~ `წესის~ მნიშვნელობით გვხვდება. გალათელთა მისამართით უსტარში ნათქვამია: `ვინაიდან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთა და არცა წინადაუცვეთლობა არაფერს ნიშნავს, არამედ, მხოლოდ ახალი ქმნილება, ვინც ამ წესის (ბერძნულ ტექსტში - კანონის შემდეგ) მიხედვით მოიქცევა, მშვიდობა და წყალობა მათზე. . . ~ (6. 15 - 16). უეჭველ წიგნების გადარჩევის ხანგრძლივი პროფესიის შემდეგ დედნების, ჭეშმარიტი ტექსტებისა და ნაყალბევის, დამახინჯებული ტექსტების არსებობაზე შეხედულება ჩამოყალიბდა. სიტყვა `კანონში~ ქრისტიანების წმინდა წიგნების კრებულები იგულისხმება. ეს წიგნები იქცა ნიმუშად, რომელთანაც საჭირო იყო ყველა გამოთქმა შეგედარებინა, ქადაგება და თვით მორწმუნეთა ქცევებიც კი. ასეთი გამოთქმები IV ს - ის შუა ხანიდან ვრცელდება, კანონის შექმნის დასაწყისში, უფრო ზუსტად კანონებისა (რამეთუ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ჯგუფების ადათები ერთურთისაგან განირჩეოდნენ) გაცილებით ადრეულ დროს მიეკუთვნება.
    ნაწარმოებში `ერესის წინააღმდეგ~ ირინეოსმა `ორიგინალ~ და `ნაყალბევ~ ნაწერების საკითხი დააყენა. მან II საუკუნეში ქრისტიანობის წიაღში და ქრისტიანობასთან ახლოს მყოფი ბევრი სწავლება გააკრიტიკა, რაკი `ერეტიულად~ მიიჩნია. სიტყვა `ერესი~ ბერძნულ ენაში ფართე მნიშვნელობით იხმარებოდა. იგი ფილოსოფიურ სკოლის, სწავლების აღმნიშვნელ სიტყვადაც გამოიყენებოდა. ქრისტიანულ საკითხავებში, კერძოდ `მოციქულთა საქმეებში~, ამ სიტყვით რელიგიურ სექტებს ახსენებენ. ნიმუშად: სადუკეველთა სექტას (5. 17). იუდეველებმა  ქრისტიანობას ნაზარეველთა (ერესის) სექტა უწოდეს. (24. 5), თანაც ამ სიტყვებს არ ჰქონდა სპეციფიკურად უარყოფითი მნიშვნელობა. შემდგომ, წმინდა ტექსტების შერჩევისა და ქრისტიანული თეოლოგიის განვითარების პარალელურად, სიტყვა `ერესი~ უარყოფით მნიშვნელობას იძენს და ნიშნავს მოძღვრებას, რომელიც ჭეშმარიტებას დაშორებულია.
    ირინეოსის კრიტიკის მთავარი ობიექტი მრავალრიცხოვანი გნოსტიკური თხზულებანი (ერესები) იყო, რომელიც მეტადრე II საუკუნეში ვრცელდებოდა. მათთან ახლოს დგას მარკიონეს სწავლება). მათი ნაწერების წინააღმდეგ ირინეოსი ერთ - ერთ ჭეშმარიტების სახით, ოთხსახარებას წინ წამოსწევდა. მეოთხე სახარების ორიგინალობას საგულდაგულოდ აქტიურად იცავდა, რითაც მიგვანიშნებდა, რომ არცნობილი საყოველთაოდ საკამათო გახლდათ: `ოთხი სახარებააა, არც მეტი და არცა ნაკლები და მხოლოდ ცარიელი, განუსწავლელი, თავხედი ადამიანები ამახინჯებენ სახარების ფორმას, როცა აკლებენ ან უმატებენ~ (III. 11). ამ, ჭეშმარიტ ხატებათა საწინააღმდეგოდ ირინეოსი `აპოკრიფულსა და ორიგინალურ ნაწერების ენით აუწერელ რაოდენობას~ ახსენებს (1. 20). მის მიერ გამოყენებული სიტყვა `აპოკრიფული~, შემდგომში ეკლესიის მიერ უარყოფილ ყველა ქრისტიანულ წიგნზე გავრცელდა. ამგვარ ტერმინების გამოჩენა გნოსტიციზმის რელიგიურ - ფილოსოფიურ მიმდინარეობასთანაა დაკავშირებული (გნოსტიციზმზე დაწვრილებით მოგითხრობთ წიგნის მეორე ნაწილში). გნოსტიკოსები თავიანთ ბარათებს საიდუმლოს უწოდებენ, (ისინი იყენებდნენ აგრეთვე კრეპტოგრამებს), მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილს.
    გნოსტიკოსები, რომლებზეც ირინეოსი წერდა, სიმბოლოებად რთულ სახეებს მოიხმარდნენ, რიცხვით შეუღლებებს მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ისინი აგრეთვე, რჩეულთათვისააა მიღწევადი და სხვათათვის საიდუმლოდ დარჩება. სწორედ ასეთმა მიდგომამ საფუძველი მისცა ირინეოსს, გნოსტიკოსების თხზულებებისთვის აპოკრიფები ეწოდებინა, ხოლო რადგანაც გნოსტიკოსებთან პოლემიკა ჰქონდა გამართული, ცდილობდა დაემტკიცებინა - ქრისტეს ნამდვილ სწავლებას ამახინჯებდნენო. მისთვის, მათი ნაწარმოებები, თუ მოციქულების მიერ დაწერილი, მათდამი დამოკიდებულების გამო, არა მხოლოდ საიდუმლო, არამედ - ყალბიცაა. ასეთი ტერმინი (საიდუმლო, რიოში) საუკუნეების მიჯნასთან მდგომ ქრისტიან ფილოსოფოს ტერტულიანესთან გვხვდება. II საუკუნის ბოლოს ვკითხულობთ გამოთქმას: `ახალი აღთქმა~ - უთუო წიგნებად ცნობილ კრებულის სახელწოდებაა. ევსევი კესარიელი ახსენებს უცნობი ავტორის თხზულებას, მიმართულს ერთ - ერთ რადიკალური ქრისტიანული დაჯგუფების - მონტანისტების წინააღმდეგ. ამ თხზულებაში სიტყვები `ახალი აღთქმა~ ნაწერ ტექსტს ჰქვია, თუმცა, ვით მცნება, მნიშვნელოვნად ადრე არსებობდა. სიტყვა `აღთქმა~ ბიბლიურ წიგნებში გამოთქმულ ღმერთთან ხალხის კავშირის იდეამდე მაღლდება. ყუმრანელმა სექტანტებმა თავს `ახალი კავშირი~ უწოდეს. მიიჩნიეს, ღმერთის იუდეველებთან (`ძველმა~) კავშირმა მღვდელმთავრების, ფარისევლებისა და რჯულგანდგომილების მიერ უფლისეულ დადგენილებათა ჭეშმარიტი არსის დამახინჯების გამო ძალა დაკარგაო და ღმერთთან `ახალი აღთქმა~ დადეს. სეპტუაგინტში სიტყვა `კავშირი~ გადმოცემულია სიტყვით διαθηκη - აღთქმა, ანდერძი (გამომდინარე ღმერთისგან). `ახალი კავშირი~ ღმერთთან, ამ მნიშვნელობით ეს ტერმინი ლუკას სახარებაშიც გვხვდება: `. . . ეს  სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება~. (22. 20). როცა სარწმუნოებრივი სწავლების დედნად განსაკუთრებული, გადარჩეული მოკითხვის წიგნებიც იქცა, მაშინ მას სახელწოდებად `ახალი აღთქმა~ უწოდეს.
    საქრისტიანო წიგნების გადარჩევის პროცესი, რომელსაც ეს `ახალი~ (ძველთან შედარებით) აღთქმა უნდა წარმოექმნა, რთული გახლდათ არა მხოლოდ იმიტომ, გაერთიანებათა ცალკეული ჯგუფები სხვადასხვა წიგნებს სცემდნენ პატივს, არამედ იმიტომაც, ასერიგად საერთო ტრადიციიდან გამომდინარე, სარწმუნოებრივი მოძღვრების მკვეთრად განსხვავებული ტექსტების გვერდით, იესოს ცალკეული გამონათქვამების მაინტერპრეტირებელი, კონკრეტული ეპიზოდების გადმომცემი, საყოველთაო ტრადიციისგან გამორჩეული წერილებიც არსებობდა. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ძირითადი სახარებები და მორწმუნეთათვის კარგად ნაცნობი შეიქნა მათი გადამუშავება (ან, უფრო სწორედ, გადაწერის დროს რედაქტირება). შეიძლებოდა, მხოლოდ ცალკეული დეტალები შეცვლილიყო, გაჩნდა თვითნებური, დამოუკიდებელი ნაწარმოებები, თითქოსდა უძველესი ტრადიციის დამატებებით შემავსებელი: იესოს ბავშვობის დახასიათება; დედამისის ცხოვრების აღნუსხვა; ცალკეულ მოციქულთა საქმიანობის აღწერა. სახარებებში მოხსენიებულია: პეტრე; პავლე; ფილიპე; ანდრე და სხვანი. უკანასკნელთა რიცხვი ბევრია იმასთან დაკავშირებით, რომ, II საუკუნეში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებები თავსი წარმოშობას იესოს უშუალო მოწაფეების მოღვაწეობას უკავშირებდნენ: რომის კავშირი თავის დაბადებას ვითომდა პეტრეს უკავშირებს, ეფესელთა გაერთიანება - იოანეს. მსგავსი ნაწარმოებებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. ქრისტიანობის ზოგი თეოლოგი და II - III საუკუნეების მიჯნის ქრისტიანი აპოლოგეტნი, სარწმუნოებრივ სწავლების პირველწყაროდ ოთხ კანონიკურ სახარებას მიიჩნევდნენ, გარეშე სარწმუნო წიგნებსაც ეყრდნობოდნენ - როგორც ავტორიტეტს. ასე, ორიგენი იყენებდა პეტრეს სახარებას და `იაკობის წიგნს~, რომელიც მარიამის ბავშვობისა და გათხოვების ამბავს გადმოგვცემს. ციტირებდნენ ებრეელთა სახარებასა და `პავლეს საქმეებს~, მხოლოდ ერთი შენიშვნით, შეიძლებოდა ისინი ოთხ სახარების გვერდით დაგვეყენებინა. არაკანონიკურ თხზულებების ციტატები კლიმენტი ალექსანდრიელთანაც გვხვდება. იმავ დროს, რიგ ხვთისმეტყველებს ეჭვი ეპარებოდათ იმ ნაწარმოებში, შემდგომში ახალ აღთქმაში რომ შემოიტანეს, პირველ ყოვლისა იოანეს აპოკალიფსსა და ებრეელთა მიმართ ანონიმურ გზავნილში, რომელსაც თვით ავტორმა `ნუგეშის სიტყვა~ (ანუ `დარიგება~ - 13. 22). უწოდა. ტერტულიანე შეუცდომელ წიგნების შორის იოანეს მეორე წერილს არ მოიხსენიებს, ირინეოსი - იუდას გზავნილებს.
    ამგვარად, ახალი აღქმის სახარებების განსაკუთრებით პატივისმცემელი ქრისტიანები იმ ლიტერატურასაც იყენებდნენ, რომელთა მოციქულთა ავტორობას ან სარწმუნოების სწავლების გადაცემის სიზუსტეს  მთლად არ უარყოფდნენ, ეჭვის თვალით კი უყურებდნენ. ორიგენთან გვხვდება სამი წერილობითი ჯგუფი: `თანხმიერი~ (ο μολογουμενο), `ნაყალბევი~ და ისინი, რომელნიც საეჭვოა. საკითხი ამა თუ იმ წერილობით ძეგლით სარგებლობის თაობაზე II - III საუკუნეებში ქრისტიანული გაერთიანებების ხელმძღვანელების მიერ წყდება. ამ პერიოდში, უმრავლეს ქრისტიანულ თემში მმართველი აპარატი ყალიბდება. მათი მეთაურებიც ეპისკოპოსებია, თავდაპირველად წესრიგსა და ფინანსებზე `ზედამხედველები~, შემდგომ რიგითი მორწმუნეების სულიერი მასწავლებლები. უხდებოდათ ელაპარაკათ სარწმუნოებრივი სწავლების საკითხებზე, ქმნილების ავტორიტეტს დაყრდნობოდნენ. ფილადელფიელებისადმი გზავნილებში, (ხსენებული ბარათები ქრისტიანული ტრადიციით პერუ ანტიოქელ ეპისკოპოსს იგნატეს (II ს - ნე) მიეწერება), ავტორი წერს: ზოგიერთი ქრისტიანები მეუბნებიან: `თუ მე ამას არ ვიპოვი სიძველეში, ვერ ვირწმუნებ სახარებასო~, ხოლო, როცა მე ვამბობ: ეს ნამდვილად წერია ჩვენს უძველეს წიგნებში, ისინი მპასუხობენ: `ეს უნდა დამტკიცდეს~. იგნატეს თქმით, მწერლის ავტორიტეტულობის საკითხი მწვავედ იდგა, მასთან, განსაკუთრებით პატივსაცემი, საფუძველში ჩადებული თვით ტრადიციის სიძველე გახლდათ.
    შემორჩენილი ცნობილი პირველი საპატივცემულო წიგნების ფრაგმენტი შედგენილია რომში, დაახლოებით 200 წელს. აღმოჩენილია 1740 წ. და იწოდება მისი აღმომჩენი მკვლევარის სახელით `მურატორის კანონი~. ამ ფრაგმენტს არა აქვს დასაწყისი, მაგრამ აშკარაა, მის სათავეში საუბარი ოთხი სახარების ხელნაწერის თაობაზეა. ჩამოთვლილი მიუთითებს, რომ ისინი `ერთურთს ეთანხმებიან~. ეს შენიშვნა მნიშვნელოვანია. ვით ვხედავთ, თვით II საუკუნის მიწურულს კანონიკურ სახარებათა უთანხმოების საკითხი პირველ ყოვლისა სინეპტიკური სახარებებისა და იოანეს სახარებას შორის) მორწმუნეთა ცნობიერებას აღაშფოთებდა. `ყველა მაუწყებლის საქმეები ერთ წიგნში~ კანონმა ჩაამატა - მხედველობაში გვაქვს ახალი აღთქმის `მოციქულთა საქმენი~  ხელნაწერის ავტორი ხაზს უსვამს, ეს `საქმენი~ ერთ წიგნში წერიაო. `მურატორის კანონში~ ჩართულია აგრეთვე პავლეს ცამეტი ეპისტოლე - ებრეელებისადმი წერილის გარდა; კანონიკურ საეკლესიო უსტარებს გამოკლებულია პეტრეს ბარათი; იაკობის მოკითხვის წიგნი; იოანეს მესამე გზავნილი. საინტერესოა, `მურატორის კანონში~ მოხსენებულია ძველი აღთქმის წიგნი `სოლომონის სიბრძნე~. იგი ე. წ. ძველაღთქმის აპოკრიფებს განეუთვნება,  ანუ, საკითხავებს, რომელიც შეტანილი არ გახლავთ ბიბლიის იუდეურ კანონში. `სოლომონის სიბრძნე~ შესულია სეპტუაგინტში: როგორც ჩანს, კამათობდნენ ამ ნაწარმოების გარშემო ქრისტიანები და იუდეველები ან (იუდეველი ქრისტიანები), ისინი არამეულად ლაპარაკობდნენ და სეპტუაგინტი არ სჭირდებოდათ, ამიტომ ხელნაწერის შემდგენელი ამ წიგნს განსაკუთრებით აღნიშნავს.
    აპოკალიფსებზე შემდგენელი წერს: `გამოცხადებათაგან მე და შენ ვიცნობთ მხოლოდ იოანესა და პეტრეს, მათ ზოგიერთი ჩვენგანი ეკლესიაში არ  კითხულობსო. დაბოლოს, ჰერმიამ `მწყემსი~ უკვე ჩვენს დროში, რომში დაწერა, მაშინ ეპისკოპოსი მისი ძმა პიი იყო. ამიტომ, ის უნდა ვიკითხოთ, მაინც ხომ არა საჯაროდ, ეკლესიაში, არანაირად მოციქულთა (შემონაქმედების) და წინასწარმეტყველთა გვერდით. აქედან გამოდის, წმინდა წიგნების შერჩევისას მნიშვნელობა მხოლოდ შინაარსს როდი ექცეოდა, სიძველესაც, ნაშრომის ავტორიტეტულობას, რომელიც მორწმუნეთა თავშეყრის ადგილებში იკითხებოდა (კანონის ტექსტით საყდრად ნაგებობა კი არ მოიაზრება, ოღონდ მორწმუნეთა თავშეყრის ფაქტი - ეკლესია). ჰერმია არც წინასწარმეტყველად, არცაღა მოციქულად მიიჩნეოდა, თუმცა ქრისტიან მოსავთა შორის მეტად პატივდებული ადამიანია. `დღევანდელობაში~ დაწერილი ძველი ტრადიციის გვერდით ვერ ივლიდა. ამ ადათით `კურთხეული~ ეპისტოლეს კითხვისას არა მხოლოდ წაკითხულის შინაარსი, არამედ, ოდესღაც იესოსგან წარმოთქმული და მისი მოწაფეების მიერ ჩაწერილი სიტყვის არსი მოქმედებდა. მსასოებელთა აზრით, ასეთი ბგერათშეერთებისაგან სიწმინდე მომდინარეობდა.
    შემთხვევითი როდია, წერილი ებრეელებისადმი (მის სადავოობაზე ზემოთ ვისაუბრეთ) და უსტარი იაკობისაგან კანონში არ არის. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი ამ უკანასკნელს ახალაღთქმის ლიტერატურის  შედარებით `ქრისტიანულს~ და მეტნაკლებად `იდუმალს~ უწოდებს. დასაჯერებელია, ის იუდეველ - ქრისტიანების წიაღში შეიქმნა და `გაფანტული თორმეტი თაობისადმია~ მიმარჯვებული (1. 1) მასში მკვეთრი გამოსვლებია სიმდიდრის წინააღმდეგ, იქ იუდეველთა კანონების დაცვაა მოთხოვნილი. (`საქმენი~). პირდაპირი პოლემიკაა პავლესთან, რომელსაც მიაჩნია, ქრისტიანი თავს უშველის არა `კანონის~ საქმენით, ოღონდ რწმენით: `ასევე, რწმენა და საქმენი თუ არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია~. (2. 17) ამ ბარათში ქრისტიანების კრებული სინაგოგად იწოდება (სინოდალურ თარგმანში გვეძლევა სიტყვა `საკრებულო~ - 2. 1). სწორედ ამ გზავნილების იუდეურ - ქრისტიანულმა მიმართულებამ განაპირობა, რომ ის `მურატორის კანონში~ ვერ მოხვდა.  კანონის შემდგენელი გარკვეული სიფრთხილით ეკიდება მეორე მოკითხვის წიგნს კორინთელთადმი და მეორე გზავნილს თესალოკინელთა მისამართით. ეპისტოლეში შენიშნულია: ეს წერილები (ანუ, შესაძლებელია პირველი ბარათები გამეორებულიაო). მოკითხვის წიგნი ტიმოთესადმი, ტიტესადმი და გზავნილი ფილიმონისადმი როგორც იქ ნათქვამია, ჩართულია პავლეს სიყვარულით. ამრიგად, შეიძლება ვიფიქროთ, შემდგენელი (შემდგენლები) `მურატორის კანონისა~ ორთოდოქსი ქრისტიანების, პავლეს პატივისმცემელთა წიაღიდან წარმოსდგებოდნენ, მაინც მისდამი სიყვარულის მიუხედავად, რაზედაც ჩამონათვალში ვკითხულობთ, იგი როგორც საღვთო სწავლების წყაროთ, ბევრ ეპისტოლეს ცალი თვალით უყურებდა.
    III საუკუნეში შეურყვნელი წიგნების უცხო სიაც გამოჩნდა. `მურატორის კანონთან~ შედარებით მოკლე ჩამონათვალი რომშიც არსებობდა. მასში არ მოიპოვებოდა პეტრეს აპოკალიფსი. ალექსანდრიული კანონი ბევრად უფრო ვრცელი გახლავთ, ვიდრე რომაული. იქ ახალაღთქმის ძირითადი თხზულების გარდა შესულია 12 მოციქულის სწავლება (`დიდახე~) ჰერმიას `მწყემსი~, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას წერილი (ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, ის პავლეს თანამგზავრია) და კლიმენტი რომაელისა.
    ევსებიოს კესარიელი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ურიოშო წიგნების ორიგინალობის საკითხს, მაგრამ მასთანაც, დედანის გვერდით ნახსენებია იგინი, რომელნიც შეიძლება `საეჭვოდ~ იწოდოს. ის არ ცნობდა: `დიდახეს~; პეტრეს აპოკალიფსს; ბარნაბას უსტარს; აგრეთვე, `თუ რომ ვინმეს ეს (სწორად) მოეჩვენება~, - იოანეს გამოცხადებას  და ებრეელების სახარებას. ახალი აღთქმის უძველეს IV ს - ის ხელნაწერ სინურ და ვატიკანურ კრებულებში შესულია ძველი და ახალი აღთქმები. სინურში დამატებულია - ჰერმიას `მწყემსი~ და ბარნაბას წერილი, ვატიკანურში - ტიტესადმი, ტიმოთესადმი, ფილიმონისადმი  ბარათები გამოკლებულია.
    კონსტანტინე იმპერატორის დროს (307 - 337 წ. რომის სახელმწიფოს მიერ ქრისტიანობის აღიარებამ, გაბატონებულ ეკლესიას კანონების მიღება დააჩქარებინა. იმისთვის, რათა ქრისტიანებს შორის შეუთანხმებლობაში გარკვეულიყვნენ (ხოლო იმ დროს სასტიკი ბრძოლა ჰქონდათ გამართული ორთოდოქსულ მიმდინარეობებსა და არიანულ - სწავლებას, უკანასკნელნი სამების დოგმატს უარყოფდნენ), კონსტანტინემ მოითხოვა, ეპისკოპოსებს მისთვის უზადო წიგნების ასლები წარედგინა. ხანგრძლივი კონსულტაციებისა და კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ, ლაოდიკეაში, საეკლესიო კრებაზე, 363 წელს მიიღეს გადაწყვეტილება კანონიკურ თხზულებათა ხელნაწერები ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში დაეგზავნათ. ლაოდიკეის კანონის მიხედვით, ახალ აღთქმაში შევიდა 26 წერილი - იოანესი ყველა აპოკალიფსის გარდა. 367 წელს ათანასე ეპისკოპოსის მოკითხვის წიგნში ახალ აღთქმის ყველა 27 გზავნილია დასახელებული. დაბოლოს ეს ხელნაწერი საყოველთაოდ არ აღიარეს. ბევრ სირიულ გაერთიანებათა ქრისტიანებმა იოანეს გამოცხადება არ ცვნეს. სხვა სირიელი ქრისტიანები დიატესარონის ერთგულნი და პატივისმცემელნი დარჩნენ. ეგვიპტელებმა (კოპტმა) ქრისტიანებმა ორთოდოქსალური სწავლება საერთოდ არ მიიღეს:  მათ თავიანთი ჭეშმარიტი წიგნები ჰქონდათ. თითქმის მეათე საუკუნემდე პალესტინელი და სირიელი ქრისტიანები, რაზედაც შემდგომში ვიტყვით, თავიანთი ხელნაწერი წიგნებით სარგებლობდნენ, რომლებშიც პავლე მოციქულის არც ერთი ეპისტოლე არ იყო შეტანილი.
    ახალაღთქმის წიგნების სია ორთოდოქსული ეკლესიის მიერ საბოლოოდ 419 წელს, კართაგენის საეკლესიო კრებაზე დამტკიცდა. მაინც ხომ ბრძოლა იოანეს აპოკალიფსის ორიგინალობაზე კიდევ დიდხანს გრძელდებოდა. ახალ აღთქმაში მისი ჩართვის აუცილებლობა, VIII საუკუნეში, კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე დადგინდა.
    კანონიკური წიგნების ჩამონათვალის შეჯერებასთან ერთად, საკითხი დადგა იმ ხელნაწერებისა, რომლებიც სათუოდ თუ ნაყალბევად მიიჩნეოდა. V საუკუნეში ცალკეულ ქრისტიანების წიგნების სათუობის მცნება ქრება, ყველა წერილი, რომელიც ვერ შევიდა ახალ აღთქმაში, აპოკრიფულად იწოდა. მაინც ნაწერებთან დამოკიდებულება ურთიერთგანსხვავებული შინაარსისდა მიხედვით გახლდათ განპირობებული. არსებობდა წიგნები, რომელთა კითხვასაც ეკლესია მორწმუნეებს არ უკრძალავდა და რომლებმაც ორთოდოქსული ეკლესიის დოგმატებსა და წესჩვეულებებზე არსებითი გავლენა იქონია. მათ განეკუთვნებოდა სახარების ტრადიციის დამტკიცების შემდგომ შექმნილი და მისი შემავსებელი თხზულებები. ასეთია იესოს დედისადმი მიძღვნილი უსტარები: `იაკობის ისტორია მარიამის დაბადებაზე; ანონიმ ავტორის მიერ შექმნილი `მარიამის მიძინებაზე~; ნიკოდიმეს სახარება (პირველ ყოვლისა მისი ის ნაწილი, სად საუბარია ქრისტეს ჯოჯოხეთში საზეიმო სვლაზე. აპოკრიფებს განეკუთვნება მრავალრიცხოვანი ადრე შუასაუკუნეების ლიტერატურა ქრისტეს წამებაზე, რომლებიც ცალკეულ მოციქულთა საქმეების მიხედვით შეიქმნა. (ზოგ მათგანს კვლავ კითხულობდნენ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, მათ შორის რუსეთში,  მაგალითად, `პავლესა და თეკლეს საქმეები~) ყველა ეს ბარათი აღსავსეა სასსწაულებით, საკითხავებში (განსაკუთრებით აღმოსავლეთის ოლქებისათვის) ტრადიციული, ზღაპრული მოტივებია გამოყენებული, შეინიშნება კავშირი ფოლკლორთან. სააეკლესიო სწავლებებთან შეუთავსებელი დოგმები მათში არ მოიპოვებოდა, მაგრამ, გვიანი წარმოშობისა და აშკარა ფანტასტიკურობის გამო სარწმუნოებრივი სწავლების წყაროდ ისინი ეკლესიამ არ ცნო. ხოლო, იმ წიგნების კითხვა, რომელთა შინაარსიც არსებითად განსხვავდებოდა კანონიკური წერილებისაგან, მკაცრად იკრძალებოდა. ეს წიგბები არა მხოლოდ აპოკრიფულად ითვლებოდა, არამედ აკრძალულად და `განკვეთილადაც~. უარყოფილი წიგნების პირველი სია V საუკუნეში, აღმოსავლეთ რომის იმპერიაშია შედგენილი. მასში შემავალი მოკითხვის წიგნები ნადგურდებოდა როგორც ერეტიკული. შემდგომ, საუკუნეების მანძილზე, ეს ნაწერები ახლდებოდა, რაც მიგვითითებს მსგავსი საკითხავების საიდუმლო (ახლა უკვე ნამდვილად საიდუმლო!) არსებობაზე. განკვეთილი წიგნების სიაში, პირველ ყოვლისა, იუდეურ ქრისტიანული, გნოსტიკური და მათთან ახლოს მყოფი თხზულებები შეიტანეს.
    ამ ნაწარმოებების წინააღმდეგ ეკლესიის ბრძოლამ იქამდე მიგვიყვანა, `მოკვეთილი წიგნების~ უმრავლესობა კიდევაც განადგურდა, თუმცა, ციტატები იმავე ტექსტებიდან თვით ორთოდოქსალური ეკლესიის დამცველთა ნაწარმოებებმა შემოგვინახა. არქეოლოგიის წარმატების წყალობით, XIX - XX საუკუნეების დასასრულს, ცნობილი გახდა ბევრი `მოკვეთილი~ აპოკრიფი. რაც შეეხება წმინდად არ ცნობას, დაბოლოს, სახლში საკითხავად ნებადართულ ქმნილებებს, მათ ჩვენ დრომდე, შუასაუკუნეების ხელნაწერების, რარიგ ორიგინალის, აგრეთვე თარგმანის სახით, ლათინურ, არაბულ, სომხურ, ქართულსა და სლავურ ენებზე მოაღწიეს.
    უკვალოდ გაქრა სწავლება, ძველი აპოკრიფები რომ გადმოგვცემდნენ, მათ გავლენა იქონიეს როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთის მრავალგვარ ერეტიკულ მოძრაობებზე. შეინიშნება იდეის მემკვიდრეობა ყუმრანული ტექსტებიდან იუდეველ ქრისტიანებისა და გნოსტიკოსების გავლით, მლოცველებსა და `სპეტაკებზე~. ხოლო, მლოცველები, რომლებიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქადაგებდნენ (X ს) და სამხრეთევროპელი `კატჰაროი~ სპეტაკნი (XI - XIII სს) სხეულს ბოროტი ძალების ქმნილებად თვლიდნენ, ეკლესიის ორგანიზაციასა და წესჩვეულებებს უარყოფდნენ. იუდეველ ქრისტიანების იდეების გამოძახილი შუასაუკუნეების მუსულმანურ ტრაქტატებში (მათზე შემდგომ ვიტყვით) და უძველეს რუსულ ერესებში გვხვდება, ისეთში, რაგვარიც პოლონური ებრაული გახლავთ. ნაწერები ნადგურდებოდა - იდეები ცხოვრებას განაგრძობდნენ.
   
   

Комментариев нет:

Отправить комментарий