четверг, 16 февраля 2017 г.

    (აგრაფას) არაკანონიკური გამოთქმები და უცნობ სახარებათა ფრაგმენტები.

    I - V საუკუნეების ქრისტიან მწერალთა თხზულებებში და ახალ აღთქმის წიგნებში გვხვდება ცალკეული    წარმონათქვამები, რომელნიც იესოს მიეწერება. მათ ვერ ნახავთ კანონიკურ ოთხ სახარებაში და წყაროები ჯერ კიდევ დაუდგენელია. ასეთ გამოთქმებს აგრაფას (დაუწერელთ) უწოდებენ. აგრაფას პირობითად აგრეთვე შეიძლება გამოთქმულნი მივაკუთვნოთ, რომლებიც, თუმცა ახალაღთქმის სახარებათა ხელნაწერ ვარიანტებში არსებობენ, ეკლესიისგან აღიარებულ სახარებებში შეუტანელი ტექსტებია. აგრაფას ვაწყდებით პავლეს და ქრისტიანების მიერ პატივცემულ მწერლების: იუსტინეს; ორიგენის; ტერტულიანეს; კლიმენტი ალექსანდრიელის გზავნილებშიც. ამ ნაწარმოებებში შესაძლებელია ვიპოვოთ როგორც კანონიკურისაგან განსხვავებული იესოს თქმულნი, ასევე, მის ცხოვრებაზე მომთხრობი ფაქტებიც, რომელთაც ამგვარადვე ვერ იხილავთ ოთხ სახარებაში.
`მოციქულთა საქმეებში~ საინტერესოა ნაუბარნი “გაცემის” და არა “აღების” აუცილებლობაზე. მნიშვნელობით ისინი მრავალ მოძღვრებას ეხმიანებიან, რომელთაც სახარებაში კი ვიპოვით, მაგრამ, ნასაუბრევის ფორმა,  სახარების ტექსტებისაგან განსხავებული, უფლებას გვაძლევს ზეპირ ტრადიციაზე ვილაპარაკოთ, სადაც შინაარსით ერთმანეთის მგვანი მოძღვრებანი ცალკეულ მოციქულებისგან სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი.
შესაძლოა გამოვყოთ საშინელ სამსჯავროს და მეორედ მოსვლაზე მომთხრობი აგრაფათა მთელი ჯგუფი. მათში ასახულია იოანეს აპოკალიფსში ნაამბობი, დაძაბული მოლოდინი ქვეყნის მალე აღსასრულის დადგომისა, რაც პირველ ქრისტიანებისთვისაა დამახასიათებელი, აკი ეიმედებოდათ, ღმერთის მეუფება მიწაზე მათ სიცოცხლეშივე დამყარდებოდა. ნაშრომთა ამ დასებს განეკუთვნება: `აღწერა აღდგომისა მკვდრეთით~ და `აღტაცება ცოცხლებისა~; პირველი გზავნილი თესალონიკელების მიმართ; ეფესელთადმი გზავნილებში ნაამბობი; მოციქულებთან საუბარი; მარკოზის სახარების ხელნაწერი ვარიანტი და მოთხრობა ჰიპიასი, რომელიც ირინეოსს აქვს მოყვანილი თავის წიგნში `ერესის წინააღმდეგ~.
ესქატალოგიური სასოება განსაკუთრებით გავრცელებული იყო რომაელთა საპირისპიროდ პირველ იუდეურ ამბოხის დროს და მის დასაწყისში. ჯერ კიდევ (II ს. ჩვ. წ. აღ - მდე და I ს. ჩვ. წ. აღ - ით), `სინათლის შვილებს~ ყუმრანის თემელთა საზოგადოების წევრებს, `წყვდიადის შვილებთან~ გადამწყვეტი ბრძოლის წინ, ბოროტეებაზე გამარჯვება ეიმედებათ. ეს განწყობა მოგვიანებით საშინელი სამსჯავროს იდეაში გადაიზარდა. პაპიას მონათხრობი საინტერესოა მით, იგი გვიჩვენებს, როგორ წარმოუდგენიათ პირველ ქრისტიანებს ღვთის მეუფება მიწაზე. პაპიას შემონაქმედში (`უფლის გადმოცემულთა განმარტება~) მოყვანილ იესოს სიტყვებს წინ უძღვის დაწვრილებითი აღწერა იმ ხვავისა, რომელიც ასეთ მეუფების დროს დედამიწაზე დაისადგურებდა. ეს არა მხოლოდ პაპიას თხზულებაშია აღწერილი. ირინეოსი პრესვიტერების (უხუცესების) იმავ დოვლათზე მოყოლილს გვიამბობს: დედამიწაზე ვენახი გაიზრდება, თითო ათიათას ვაზის ხელა გახდება, და თვითეულზე ათიათასი წნელი და თვითეულ წნელზე ათიათასი კენკრის ნაყოფი. როცა წმინდანი დააპირებს მტევნის მოწყვეტას, მეორე მტევანი ხმამაღლა ეტყვის: მიმირთვი, მე უკვეთესი ვარო. თვითოეულ ხორბალის ღეროს ექნება ათი ათასი თავთავი და ყოველ თავთავში ათიათასი ხუვილი იქნება და ყველა ცხოველი დაუჯერებს ადამიანს. სწორედ ამ დოვლათს დაინახავს ხალხი `რომელნიც იმ დროებამდე მიაღწევენ.~ პაპიას მოთხრობა აშკარად ეფუძნება აღმოსავლურ, რომელიღაც ზეპირ ფოლკლორს, სადაც უხვი ნაყოფით სავსე ზღაპრულ ქვეყანაზეა მოთხრობილი.  ძველეგვიპტურ, გემის დაღუპვის თაობაზე მომყოლ ზღაპარში ნათქვამია: დაძირულ გემიდან თავდაღწეულმა, გადარჩენილმა ეგვიპტელმა გაცურა კუნძულზე, რომელ ადგილას მან ნახა ლეღვი, ყურძენი და მრავალი სხვა მშვენიერი ბოსტნეული და `არ არის ისეთი საჭმელი, იქ რომ არ ყოფილიყო~. მსგავსი თქმულებები დაკავშირებულია დიდი ხნის ოცნებასთან უბრალო ხალხისა, გამასავათებელ შრომას რომ შეუმსუბუქებდა და მშიერ მუცელს გაუძღებდა. აქვე დავძინოთ, პაპიას მოთხრობაში აღწერილი ბარაქა (რანაირადაც მეტის მეტად ძველ ზღაპრებშია გადმოცემული) - ზებუნებრივია და არა ადამიანის ხელით შექმნილი. ეს მოთხრობა ქრისტიანების ერთ - ერთი უძველესი საკითხავია, აქ ფოლკლორია ჩადებული, მასში ადრეულ ქრისტიანობისთვის ნიშნეული სულიერი ფერისცვალების იდეა არ მოიძევება.
მალე მეორე მოსვლაზე იმედი ასახულია ერთობ ადრეულ კანონიკურ ტექსტში მარკოზის სახარებისა: `არავინ არის, ჩემი გულისათვის და სახარების გამო დაეტევებინოს სახლი, ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა ან ცოლი, ან შვილები, ანდა მიწა, რომ ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები და ძმები და დები და დედები და შვილები და მინდვრები ამ დევნისას და მომავალში საუკუნო სიცოცხლე. (10.29 - 30). ამონარიდში შეიძლება მატერიალურ კეთილდღეობაზე იმედი დავინახოთ. ასეთი აღთქმა `ღმერთის სამეფოსი~ თანდათან იცვლებოდა. მისგან მეორედ მოსვლაზე მოყოლილში, რომელსაც მათეს სახარებაში ვკითხულობთ და რაც მთლიანად შეესატყვისება მარკოზის მონათხრობს, სიტყვები: `ახლა, ამჟამად, ამ დევნისას~ - გამოტოვებულია. ჩამონათვალის ნაცვლად, თუ რა მიეცემა იესოს მიმდევარს სანაცვლოდ, უბრალოდ გვეუბნებიან: `მოიპოვებს უკვდავებას~ო. (19, 29) `მრავალგზის მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს~ო. (19. 29). ტრადიციულ - ფოლკლორული მოტივი კეთილდღეობის მიღებისა, რეალურზე მრავალგზის აღემატებული, აქ მინიშნების სახითაა. მათეს სახარებისეული გადმოცემა ალბათ მარკოზთან ანალოგიური ადგილის შემოკლებული ვარიანტია, ან ზეპირი ტრადიციის სახით გავრცელებულ და მეორე სახარების ავტორისაგან ჩაწერილ შესატყვისი გამონათქვამის შეკვეცილი სახეობაა.
 მარკოზის სახარების კანონიკურ ტექსტში შეუტანელი ნაწყვეტი, შინაარსით აგრეთვე საშინელი სამსჯავროს, `სატანის საუკუნისთვის~ ბოლოს მომღებ სასამართლოს მოლოდინთანაა დაკავშირებული. მეორედ მოსვლის წინ, იესოს თქმით, საზარელი მოვლენები მოხდება, ეს იქნება გამოცდა იმათთვისაც, ვის გადასარჩენადაც იგი სიკვდილს შეეგება.
არსებულ სამყაროსადმი მტრული დამოკიდებულება, სატანისაგან, ავი სულისაგან მართულ ბოროტებისა და ურწმუნოების მეუფება დამახასიათებელი იყო პირველ ქრისტიანულ ჯგუფებისათვის. ოქსირინქსის ლოგიაში (რაც თომას სახარების ლოგიას ემთხვევა) ვკითხულობთ მოთხოვნას ვით აუცილებელ პირობას სამყაროსგან განდგომისათვის. გალათელებისადმი ეპისტოლეში ნათქვამია: ქრისტემ თავი თვისი გადასცა `ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსნეთ ახლანდელი ბოროტი წუთისოფლისაგან~ო. (1. 4). მარკოზის სახარების ხელნაწერის დასასრული უფრო მკვეთრად გადმოგვცემს ამ საუკუნის ჩქარა დასასრულის დასაწყისს, ჩვენდამი მტრულად განწყობილ `სატანის საუკუნისა~ (`მის წელთა ზღვარი გასრულდა~) და საფუძველს იძლევა კანონიკურ ტექსტიდან ამოღებული იესოს მოსწავლეებისადმი გამოცხადება გაცილებით ადრეულად დავათარიღოთ და ეს აღწერა გვიანდელ ჩანართად არ მივიჩნიოთ. ამ ნაწყვეტში წარმოთქმული სიტყვები სახარების დარჩენილ ტექსტს არ ეწინააღმდეგება - ასე, გამოთქმა `ღმერთის ძალა~ 12 თავში გვხვდება, გვ.24 
ზეციურ სამეფოდ უფრო და უფრო ხშირად მოაზრებულმა ღმერთის მეუფების თანდათან სხვაგვარად აღქმამ, მოდუნებამ დაძაბული, მეორედ მოსვლის ფანატიკური მოლოდინისა, მომლიდინენი იქამდე მიიყვანა, ამოიღეს, შეკვეცეს, რედაქცია გაუკეთეს საშინელ სამსჯავროზე მონათხრობთ, ღმერთის მიწაზე გამგებლობას რომ გვპირდებოდა.
არაკანონიკურ თქმულთა შორის სიმდიდრისა და ძალაუფლებისადმი პირველ ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველნიც გვხვდებიან. ასეთ ნაუბართ განეკუთვნება ორიგენის მიერ მოტანილი სიტყვები: `სუსტებისთვის სუსტი იყო, მშიერთათვის შიმშილობდა, მწყურვალთთათვის წყუროდა~. შინაარსით ეს ნაამბობნი იქნებ დაკავშირებული იყოს ფილიპელთადმი გზავნილის ერთ ადგილთან, სადაც ნათქვამია: იესომ `დაიძაბუნა თავი, მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა~ (2.7)  მონათესავე აზრები ამ წარმოდგენების საფუძველში არსებულ ტრადიციის უძველესობაზე მიგვითითებს, (დამცირება, მონობა, შიმშილი, რათა იხსნას დამდაბლებულნი და დამშეულნი). თორმეტი მოციქულის არაკანონიკურ მოძღვრების ტექსტში თავისებურად მგვანი სინონიმები გამოვლინდა (`დიდახე~), სადაც იესოს `უფლის მონა~ (ბავშვი) ჰქვია. (ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა παις, რაც `ბავშვსაც~ ნიშნავს და  გადატანით აზრით `მონას~ - ადამიანს, ვინც ვინმეს ბრძანებას ასრულებს) ამ უკანასკნელს, მონას სოციალურად წარმოვიდგენთ და რელიგიური ინტერპრეტაცია გვეძლევა: იესო – მონა. ღმერთის მონა იმავდროულად ღვთის შვილიცაა. საზიზღარი გაგება `მონისა~ სულ სხვა, ადამიანთა მხსნელის მნიშვნელობას იძენს: დამონავებული, მშიერთა გამო მშიერი ამ ბედკრულ ხალხს `ღვთის შვილებს~ ადარებდა. ალბათ იგივ ტრადიციის შვილია, გადმოცემული აპოკრიფიდან `ფილიპეს საქმენი~, სადაც წინწამოწეულია მოთხოვნა: ქვედა გავხადოდ ზედად, მარჯვენა მარცხენადო. ფილიპე - გნოსტიკოსების მიერ პატივდებული მოციქულია, (ნაგ ხამადში ნაპოვნია ფილიპეს სახარება). შესაძლოა ამ მონათხრობს გნოსტიკოსებმა რედაქცია გაუკეთეს გნოსტიკურ სულისკვეთებით, ანდა გნოსტიკოსების რომელიმე სახარებიდანაა აღებული (შდრ: მე 8 - ე კომენტარში  მოყვანილი პარალელური ადგილი თომას სახარებიდან).
ქრისტიანობის განვითარების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება მოყოლილნი, სად მოუწოდებენ ქრისტიანებს იყვნენ გამოცდილი ზარაფები.
რაგვარ ჩანს, ეს გამონათქვამი წარმოადგენს გაფრთხილებას ცრუ ქადაგთა წინააღმდეგ, რომელთა ცნობის უნარიც უნდა ჰქონოდათ - ხშირი მოტივი ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში. წარმონათქვამში მოყვანილია - ყალბი მონეტების გამოცნობაში დახელოვნებულ ზარაფის სახება, ისე, რარიგ ეს დამახასიათებელია ქრისტიანულ არაკებისათვის, ყოფითი ხატება გამოყენებულია სხვა მნიშვნელობით, `შებრუნებულად~: საჭიროა შევიცნოთ არამატერიალური, არამედ ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობანიო.
იუდეველ - ქრისტიანების თავისებურებად ჩაითვლება ლუკას სახარების ერთი ხელნაწერით ჩვენამდე მოღწეული მოთხრობა. იუდეველი - ქრისტიანები (მათ შესახებ იხილე ჩ50 - 65) იუდაიზმთან სრულად გათიშულნი  არ იყვნენ, ასრულებდნენ რიგ წეს - ჩვეულებებს (წინადაცვეთა) და შაბათსაც თაყვანს სცემდნენ;  თუმცა იყვნენ რა, არა მხოლოდ იუდეველები, ოღონდ ქრისტიანებიც, რელიგიურ მოთხოვნებისადმი ფორმალურ დამოკიდებულებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მარტო მოჩვენებით, გარეგნულად მორწმუნეობას უძალიანდებოდნენ. ნაწყვეტი ლუკას სახარებიდან, საყოველთაოდ აღიარებულ შაბათის დადგენილებათა დაცვის ფონზე, ალბათ სწორედ შაბათის დღესასწაულის მიმართ არაფორმალურ დამოკიდებულების ამსახველია. ადამიანი გააზრებულად თუ არღვევდა წესს და მუშაობდა შაბათს აუცილებლობის გამო, ვინძლო კეთილი მიზანი ამოძრავებდა   - კურთხეული იყო. უკეთუ გაუაზრებლად არ იცავდა კანონს - დაწყევლილი. ბოლო ფრაზაში ნაგულისხმევია ახალაღთქმისეული დადგენილება (უფრო სწორედ კი, დადგენილებათა წყება), რომლის თანახმადაც ადამიანი, თუ რომ უმეცრებით შესცოდავდა (თავის თავს შებილწავდა) დამნაშავედ ითვლებოდა და უნდა განწმენდილიყო (ლევ. 5.1 - 4). საფიქრებელია, ეს ნაწყვეტი ლუკას სახარების საბოლოო ტექსტიდან ამოიღეს, რადგან, გნოსტიკურ სწავლებებში, რომელსაც ებრძოდნენ ორთოდოქსი ქრისტიანები `ცოდნის~ და `უმეცრების~ გაგება სარწმუნოებრივ მოძღვრებაში ძირითად როლს თამაშობდა და გამოთქმული შაბათს მომუშავე ადამიანის შესახებ, შეიძლებოდა გნოსტიკურად გააზრებულიყო (ამის თაობაზე იხ. წიგნის მეორე ნაწილი).
    კანონიკურ ტექსტში შეუტანელი ლუკას მოთხრობა რომელიღაც იუდეველ - ქრისტიანულ წყაროს, შესაძლოა ებრეელების სახარებას უახლოვდებოდეს.
    არაკანონიკურ თქმულთა წარმოშობის საკითხი ერთმნიშვნელოვნად არ გადაწყდება. ჩანს, ზოგი მათგანი ლოგიების წარმოთქმულთა კრებულიდანაა, სწორედ ისინი საკმაოდ ადრე ჩაიწერეს, და ზოგიერთიც ეკლესიისგან მიუღებელ სახარებებიდანაა აღებული. ასე ორიგენი (ინ ჯერემიამ ჰომილიაე. III.3). მიუთითებლად გვაცნობს ლოგიას: `ვინც ახლოსაა ჩემთან, ახლოს არის ცეცხლთან და ვინც შორს არის ჩემგან - შორსაა მეუფებისაგან~. ეს ნაუბარი სრულად ემთხვევა თომას `ახალმწყემსთა~ სახარების მონათხრობს (86). პოლიკარპე სმირნელის მიმდევრებთან გადასახლებული ეგნატე ანტიოქიელი იესოს იმ სიტყვებს ციტირებს, რომელნიც სხვა წყაროებით ებრეელების სახარების კუთვნილებაა. კლიმენტი ალექსანდრიელს მოჰყავს გადმონაცემი, ნაწილობრივ ერთ - ერთ ოქსირინქსულ ლოგიასთან თანმთხვევი, მას ებრაულ სახარებიდან ნაამბობს უწოდებს. იქნებ, სახარებათა ფრაგმენტების რომელღაც ახალმა აღმონაჩენებმა, სხვა აგრაფების იდენტიფიკაციის საშუალებაც მოგვცეს.
    ჩვენამდე არა მხოლოდ აგრაფამ, არამედ უცნობ (არაიდენტიფიცირებულ) სახარებების უფრო მნიშვნელოვანმა ნაწყვეტებმაც მოაღწია. ასეთ ნაგლეჯებს განეკუთვნება პაპირუსის ფრაგმენტი ოქსირინქსიდან და ე. წ. ეჯერტონის პაპირუსი (სახელწოდება კოლექციისაა, სადაც ინახება იგი).
    ოქსირინქსის ნაწილი XX ს - ის დასაწყისშია აღმოჩენილი (გამოქვეყნდა 1908 წ) იგი ორივ მხრიდან წვრილი ასოებით შედგენილი, წერით გაცვეთილი ფურცელია. აშკარაა, თავისებური ამულეტი იყო.
    ნაკვეთის დასაწყისში იესო, რანაირადაც ჩანს, მოწაფეებს ვერაგობისგან აფრთხილებს, რომელმაც შესაძლოა დაღუპოს ისინი. შემორჩენილი წანაჭერის ძირითადი ნაწილი – ის მონათხრობია, სად იესო იერუსალიმის ტაძარში ქურუმ ლევის შეეჩეხება. მონაკვეთი ჟანრით და ძირითად მიმართულებით პირველი სამი კანონიკური სახარების საძირკველში ჩადებულ ტრადიციასთან ახლოა, თუმცა, თვით ეპიზოდი სრულიად დამოუკიდებლადაა გადმოცემული. ამ ნაწყვეტის სხვადასხვა სახარებებთან იდენტიფიცირებას შეეცადნენ, იმ სახარებებთან, რომელთაც ქრისტიანი მწერლები მოიხსენიებენ: ებრაულ; ეგვიპტურ; ნაზარეთულ; პეტრესი და სხვა.  საინტერესოა, ახალაღთქმასთან ზოგიერთ პარალელთა გვერდით, შესაძლებელია ებრაულ სახარებასთან ანალოგიც აღმოვაჩინოთ. ორთავ სახარებაში აღვირახსნილობის სიმბოლოდ ფლეიტის დამკვრელი ქალები გამოდიან.
    ქურუმ ლევისთან იესოს შეკამათებაში გამოხატული მთავარი იდეა - იესოს ფორმალურ წესჩვეულებების წინააღმდეგ გამოსვლაა, რის დაცვასაც ფარისევლები ითხოვდნენ (ნაწყვეტში მითითებულია, ქურუმი ფარისეველი იყოო). `მწიგნობრობის და ფარისევლობის~ გაკიცხვა წამდაუწუმ გვხვდება ახალი აღთქმის წიგნებში (და აგრეთვე პეტრეს სახარების აპოკრიფულ ნამსხვრევში). მარკოზის (7. 1 - 5) და მათეს (15. 1 - 2). სახარებებში ფარისევლები იესოს მოწაფეებს ბრალს სდებენ, საყვედურობენ: ისინი პურს ხელდაუბანელები მიირთმევენო. (მარკოზის სახარებაში განმარტებულია: მოხუცების ტრადიციების დამცველი ფარისევლები: ხელის; თასის; ტოლჩის; ქვაბის და სკამის განბანის წესს იცავდნენო). პაპირუსის ფრაგმენტშიც და ახალი აღთქმის სახარებაშიც გარეგანის განბანა სულიერი განბანის რიტუალთან შეპირისპირებულია. ეს აზრი მეტნაკლებად მკაფიოდაა გამოხატული იოანეს სახარებაში, სადაც ნათქვამია, ღმერთს თაყვანს სცემდნენ არა რომელსამე განსაზღვრულ ადგილზე (`არცა ამ მთაზე~  `არც იერუსალიმში~), ოღონდ `სულით და ჭეშმარიტებით~ (4. 21 - 23). სულიერ განწმენდის მოთხოვნა ფორმულირებულ იქნა ჯერ კიდევ ყუმრანულ გაერთიანების მოძღვრებაში და იოანე ნათლისმცემლის ქადაგებაში. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (ჩვ. წ. აღ. I ს) `იუდეურ საფუძვლებში~ მოგვითხრობს რა, თუ როგორ მოუწოდებდა იოანე  მონათვლისკენ, წერს: განბანას წინ უსწრებდა შინაგანი განწმენდა - ცოდვებისაგან უარის თქმა და მათი მონანიება: `(მოსანათლავთა) სულები წინდაწინ განიწმინდა უმწიკვლოების მიზეზით~ო (Aნტიგუიტეს XVIII ს). ამრიგად ოქსირიქსის პაპირუსი იუდეველ სექტანტების მოძღვრებიდან ამომავალ, ადრეულ ქრისტიანობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს იდეას ასახავს.
ტაძართან დაკავშირებული ეპიზოდი ერთობ ცოცხალი, ნათელი, ხატოვანი ენითაა აღწერილი. ნაწილი სრულ, დამოუკიდებელ ნაწარმოების ნაკვეთადაა წარმოდგენილი და არა ახალაღთქმის სახარებათა საფუძველზე შედგენილ კომპილაციად. `ნადგომ~ წყალში განბანილ ფარისეველთან, `ცოცხალ წყალში~ განბანილ იესოს და მისი მოწაფეების დაპირისპირება უფრო მახვილია, ვიდრე მინიშნებანი დაუბანელ ხელებზე მარკოზის და მათეს სახარებებში. ახალ აღთქმაში, ფარისეველთა საყვედურის პასუხად, თავის მხრივ იესო მათ წერილის დარღვევის გამო ადანაშაულებს. აქ დაშორიშორება მეტად პრინციპულია და წანაჭერს მრისხანე, (ვინც სულიერად არ განიწმინდება) მათი დაღუპვის მაწინასწარმეტყველებელი სიტყვები ამთვრებს, - ყოველ შემთხვევაში, ასეთი იქნება გაწყვეტილი ფრაზის შინაარსი.
    მონაკვეთის იდენთიფიცირება ერთობ ძნელია. ფარისეველთან მკვეთრი პოლემიკა იუდეურ - ქრისტიანობის გავლენას როდი გამორიცხავს. იუდეველ ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი იყო თავიანთი მოძღვრების დაპირისპირება არა ზოგადად იუდაიზმისათვის, არამედ სახელდობრ ორთოდოქსალურ მიმდინარეობისათვის, რომელსაც ფარისევლები წარმოადგენდნენ. შესაძლოა ასევე, ფარისევლების და ესეველების რიტუალურ განბანის გამო კამათი ამ ნაწყვეტში ასახულიყო.  ქრისტიანები წმინდა განბანვას (ნათლობას) ერთხელ ასრულებდნენ და ამ საკითხის მხრივ მკვეთრი პოზიცია ეჭირათ: ისინი რიტუალურ განბანვაზე საერთოდ ამბობდნენ უარს და ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ ფარისევლებს, ესეველებსაც უპირისპირდებოდნენ.  ამიტომ, შესაძლებლად გვეჩვენება, ოქსირინქსის პაპირუსის ნამსხვრევი ებრაელთა სახარებიდან გამომდინარეობს (ამ სახარებებზე ქვემოთ მოგითხრობთ). თავის ჟანრის გვარობით, უცნობი სახარება ახალაღთქმისას ჰგავს.
    მეორე, უცნობი სახარების ნატეხი ასევე პაპირუსის ფურცლებზეა აღმოჩენილი. ეს ნაკვეთი, უფრო სწორად კი რამდენიმე ნაწილი ნაპოვნია 1934 წ. და მომდევნო წელს გამოქვეყნდა. ხელნაწერმა ჩვენამდე სამ ფურცლად მოაღწია, ბოლო ძლიერ ფრაგმენტულია. ახლადაღმოჩენილ წანაჭერზე გამომცემელი გვეუბნება: სახარება, რომელსაც იგი განეკუთვნება, დაწერილი იყო II საუკუნის პირველ მეოთხედში,  ყოველ შემთხვევისთვის 150 წლამდეო. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან, საფუძვლად იოანეს სახარების ტრადიცია უძევს (ორივე სახარებაში რამდენიმე ლექსი ერთმანეთს ემთხვევა), შესაძლოა, პაპირუსის ნაწყვეტის ავტორი მეოთხე სახარებას უკვე კითხულობდა. მან ლუკას მიერ გამოყენებული ტრადიციაც იცოდა და რომელიღაც სხვა წყაროებიც მოიზიდა, მათ შორის ზეპირი გადმოცემები. ეს ნამსხვრევი სხვადასხვა სახარებათა, მეტნაკლებად პატივდებულ წერილების შექმნის შორის არსებულ დროს ასახავს და საშუალებას გვაძლევს, ქრისტიანების წმინდა საკითხავების გაჩენის თვით პროცესს მივადევნოთ თვალი. 
    ფრაგმენტს იწყებს ამბავი, რა ადგილას აშკარავდება, თითქოს იესოს იუდეურ კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ამას მოჰყვება მონათხრობი, სადაც იესოს, ვითარ რჯულგანდგომილს ქვებით ჩაქოლვას უპირებენ, მაგრამ, იგი `ხელისუფალთ~ ხელიდან გაუსყლდა. სწორედ იმ ეპიზოდებში ჩანს დამთხვევა იოანეს სახარებასთან (მაგალითად: `ხელი ვერავინ დადო მასზე, რადგან მისი დრო არ მოსულიყო~. 7 - 30)
    თუმც, შემდეგი ეპიზოდები უკვე სინოპტიკურ ტრადიციას უკავშირდება: კეთროვანის განკურნების თაობაზე: მათესთან; მარკოზთან; ლუკასთან ვკითხულობთ (იხ. კომენტარები). უცნობ სახარებაში, ახალ აღთქმისგან განსხვავებით ანდრეზი `კეისარს კეისრისა~ო, ჩინებულადაა განხილული. პირველყოვლისა აქ საკითხი კონკრეტულად გაცემას კი არ, (რომაელებისაგან იუდეველებისათვის დაკისრებულის, რაგვარადაც პირველ სამ კანონიკურ სახარებაშია), ოღონდ ზოგადად, სახელმწიფო ძალაუფლებისადმი დამოკიდებულებას ეხება: გავცეთ, თუ არ გავცეთ ის, რაც მეფეთა ძალაუფლებას ეკუთვნის? იესო პირმოთნე და ცბიერ შემკითხველებს პასუხობს. განსაზღვრულ პასუხს არ იძლევა, მაინც, საყვედურობს მათ, რამეთუ მისი მოძღვრება ვერ გაიგეს, მიუხედავად იმისა, კითხვის დამსმელნი მას `მასწავლებელს~ უწოდებენ. მის პასუხში ღვთაებრივ და არა ადამიანურ კანონებზე დაფუძნებული რეალურ და სახეცვლილ სამყაროს შორის დაპირისპირებაა საგრძნობი, რაც დამახასიათებელი იყო ქრისტიანთა პირველ ჯგუფებისათვის. საკითხი, გადაუხადონ თუ არა კეისარს, მათთვის არსებითი სულაც არ იქნებოდა, ვინაიდან, ისინი ქვეყნის მალე დაღუპვას მოელოდნენ, ყველა კეისართან, მათთვის მისართმეველთან, ფულთან და ა. შ. ერთად. უეჭველად, ახალაღთქმის ვერსიაში თავდაპირველი აქცენტი პასუხის პირველ ნაწილზე კეთდებოდა: `ღმერთს ღმრთისა!~ო (გვევალება მიწიური საქმეები ღმერთზე მოძღვრებაში არ აურიოთ), და მხოლოდ შემდეგ, როცა ქრისტიანებისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაბმა აუცილებელი შეიქმნა, ვინაიდან მეორედ მოსვლას საშველი აღარ დაადგა, რა დროსაც ისინი ამ ქვეყანაში დასაშვებისა და დაუშვებელის გამო ამგვარ თუ იმგვარ მოქცევებზე საკითხებს წყვეტდნენ, იესოს პასუხი კანონიკურ ტექსტებში უკვე გადასხვაფერდა და ნებართვად იქცა - იმპერატორისათვის ხარკი გადაეხადათ.
    პაპირუსის ნაწილში მოხმობილი, წინასწარმეტყველ ესაიას ციტატი მოწოდებაა: აუცილებელია ღმერთის მცნებებიდან გამომდინარება და არა კაცთა კანონებიდანო. საინტერესოა, იგივ ციტატა გვხვდება კანონიკურ სახარებებში, მაინც ხომ სხვა კონტექსტში. იესოს მოჰყავს ის, რათა ღმერთის დადგენილებებიდან იუდეველთა განდგომა და ამის ნაცვლად `უხუცესთა გადმოცემებისადმი~ მიმდევრობა დაგვანახვოს. ამგვარ თქმულების ნიმუშად იგი ხელების  განბანვის რიტუალს ასახელებს. ერთი და იმავ ციტატის სხვადასხვა კონტექსტში მოხმობა, შეძლებს დაგვიმოწმოს ჰიპოთეზა, აგრემც ძველაღთქმისეული თუ ცალკეული წინასწარმეტყველებები და სხვა სიტყვასიტყვითი ამონაწერები, პირველმა ქრისტიანებმა მართლაც ჩაიწერეს, და ქრისტიან წინასწარმეტყველები სწორედ იმ ციტატებს ქადაგებდნენ. მართალია, შესაძლებელია, ესაიადან დასამოწმებლად მოყვანილი სხვადასხვა სახარებებში უშუალოდ ზეპირტრადიციის მეშვეობით მოხვედრილიყო. პაპირუსის ნაკვეთის ავტორმა ალბათ ის კონტექსტი არ იცოდა, რა კონტექსტშიც ესაიას სიტყვათსიტყვითები ახალაღთქმის სახარებებში გამოიყენებოდა. მას რომც ეკითხა სახარების ჩანაწერები, რომელნიც შემდგომ კანონიკურად იქცნენ, იგი მათ ასეთებად არ მიიჩნევდა. მისთვის ეს ჩანაწერები მრავალთა შორის რიგითი ქმნილებები იყო, მესია იესოს ცხოვრებასა და სწავლებაზე რომ მოგვითხრობენ.
    ბოლო ერთობ ფრაგმენტირებულია. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, აქ საუბარია რომელიღაც სასწაულზე, რაც იესომ იორდანეს ნაპირებზე მოახდინა და იმ კითხვის დედაარსის წვდომის საშუალებას გვაძლევს, ქრისტემ რომ დაუსვა მოწაფეებს. ეს სასწაული მასიმბოლიზირებელია როგორც ჩანს ჭეშმარიტ რწმენისა, რომლის მარცვლებიც, თუმც დღეს უხილავია, ხვალ უხვ ნაყოფს გამოიღებს (ამ ნაწყვეტის შესაძლო რეკონსტრუქცია იხ. კომენტარებში პრიმ 13). იესოს მიერ მოხდენილ სასწაულებისადმი ამდაგვარი დამოკიდებულება, მეოთხე სახარებისთვისაცაა დამახასიათებელი: 5 პურით 500 კაცის დაპურების საკვირველება (6. 10 - 35) სიცოცხლის პურის მნიშვნელობითაა და ქრისტეს მოძღვრებას იძლევა (`მე ვარ პური სიცოცხლისაო. ვინც მე შემომიდგება, არ მოშივდება და ვინაც  მიწამებს, არასოდეს მოსწყურდება~ო 6, 35). აქ სასწაული ნიშნად იქცევა, მორწმუნეებს იესოს სწავლების აზრს რომ უმხელს. თვით სასწაულის აღწერა პაპირუსის წანაჭერში ახალაღთქმის ტრადიციისგან განსხვავებულია და სხვა წყაროებს ენათესავება.
    ჩვენ არ ვიცით, როგორ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან უცნობ სახარების მონაკვეთები. შეიძლება ვილაპარაკოთ მასზე, ვით თვითმყოფად ნაწარმოებზე, ახალ აღთქმისაგან დამოუკიდებელზე, სულის ხსნის საკუთარი, თეოლოგიურ კონცეფციით არსებულზე. უცნობი სახარება ალბათ ეგვიპტეშია შექმნილი. შესაბამისად ადრეული თარიღი მისი დაწერისა იმაზე მეტყველებს, ასერიგად, პირველ მეოთხედში მე II ე საუკუნისა ქრისტიანული გაერთიანებები ეგვიპტეში არსებობდნენ, მათთვის ზეპირი და წერილობითი ადრექრისტიანული თხზულებები ნაცნობი გახლდათ. ალბათობა, რომ, ავტორი იოანეს სახარების ტექსტს იცნობდა, ნაპოვნ, მცირე პაპირუსის ნაწყვეტით დასტურდება, რომელშიც იოანეს სახარების 19 თავიდან ლექსებია გადაწერილი (31 - 33; 37 - 38), ნამსხვრევი თარიღდება პირველ მესამედით II საუკუნისა ჩვ. წ აღ - ით (დაახლოებით 130 წ) . ამ ფრაგმენტის და უცნობი სახარების აღმოჩენა, ერთ და იმავ დროებისთვის განკუთვნილნი, უფლებას გვაძლევს 1 ს - ის დასასრული და II ს - ის დასაწყისი სახარების შექმნის ინტენსიურ პროცესად დავასახელოთ, როცა, ყოველი ქრისტიანული ჯგუფისგან წმინდად ცნობილი ქრისტიანულ წიგნების გადარჩევა ჯერ არ დაწყებულიყო. იოანეს სახარებისადმი ინტერესი, სახელდობრ, ეგვიპტელ ქრისტიანთა შორის, საეჭვოა შემთხვევითი ყოფილიყო. სულის ხსნის იდეა (`თუ ვინმე წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შეძლებს ღმერთის სასუფეველში შესვლას) - 3.5) გნოსტიკურ მოძღვრებას უახლოვდება, ეს სწორედ ეგვიპტეში ვრცელდებოდა.
   

Комментариев нет:

Отправить комментарий