воскресенье, 11 ноября 2012 г.


                         სიცილიელი ტირანი
                    დიონისე უმცროსი

            უმდიდრესი და უნაყოფიერესი კუნძული სიცილია ოდითგან მოსავლიანობის ქალღმერთ დემეტრასათვის შეუწირავთ. უძველეს დროში ეს ბარაქიანი კუნძული ტრინაკრიადსამკონცხიან კუნძულად იწოდებოდა და ჰომერული ლესტრიგონებისა და ციკლოპების თავშესაფრად ითვლებოდა. იტალიასთან სიახლოვემ, რომლისგანაც სიცილია მხოლოდ ვიწრო სრუტითაა გამოყოფილი, კუნძული იტალიელების ბეღელად აქცია. ხმელთაშუა ზღვაში მისმა მოხერხებულმა მდებარეობამ ჩვ. .აღ-მდე ჯერ კიდევ VIII ს ში ბერძნებს აქ თავიანთი ქალაქები დააარსებინა, რამაც კართაგენელ ფინიკიელებთან შეტაკება განაპირობა. სიცილია ჩრდილო აფრიკიდანაც ხომ ხელის ერთ გაწვდენაზეა. მთავარ სავაჭრო გზებზე ფინიკიელები ბატონობდნენ, რომლებიც განთქმულნი იყვნენ როგორც მოგზაურები და ვაჭრები. ქალაქები: სირაკუზა, გელი, აკრანგატი, ქიმერა, სელინუნტი ბერძნების მიერ სიცილიის ათვისების ნაყოფია. ამ ქალაქებში დუღდა ბრძოლა არისტოკრატიულ და დემოკრატიულ პარტიებს შორის. აქვე დაფუძდნენ ტირანები, რომლებიც თავის ძალაუფლების ქვეშ მთელი სიცილიის გაერთიანებას ცდილობდნენ. სიცილიელ ბერძენში ხელოვნება და მეცნიერება ჰყვაოდა. მოდგმით კომედიოგრაფები ეპიქარმე და სოფრონი; პოეტი სტექსიქორე; ცნობილი ფილოსოფოსი ემპედოკლე; ორატორი და სოფისტი გორგია; ისტორიკოსი ფილისტე - სიცილიელები გახლავან. სიცილია მტკიცედ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და პელოპონური ომის დროს (415 .) ათენის მძლავრ ფლოტს უმწვავესი მარცხი აგემა.
            თუმცა IV -ის დასაწყისის მოვლენები V -ის სიცილიელების ძლიერებას არცთუ ძალიან ჰგავდა. ქალაქ სირაკუზას ტირანი დიონისე უფროსი მართავდა. ამ უბრალო წარმოშობის, მაგრამ იღბლიანმა სტრატეგმა ერთგული ჯარის მეშვეობით, რომლისთვისაც ფულს არ იშურებდა, 406 წელს სირაკუზაში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. თავიდან იგი წარმატებით ებრძოდა კართაგენელებს, რომლებიც სიცილიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამაგრებულიყვნენ, შემდგომ კი იძულებული გახდა, რამდენიმე ქალაქი დაეთმო მათთვის. დიონისემ ცნობილი სარდალის - ჰერმოკრატეს ქალიშვილზე იქორწინა. ეს ის ჰერმოკრატეა, 415 წელს ათენის ფლოტზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ მოიპოვა. როცა სირაკუზელები დიონისეს აუჯანყდნენ, მისი მეუღლე საშინელი სიკვდილით დაიღუპა. დიონისე გაუსწორდა მეამბოხეებს, ძალაუფლება კვლავ დაიბრუნა და ახლა ერთდროულად ორი ცოლი შეირთო. დორიდა იტალოს ლოკრელი და თანამემამულე არისტომაქე ჰიპარინას ქალიშვილი. არისტომაქე სირაკუზას განთქმული მოქალაქე იყო და დიონისესთან ერთად, როგორც პოლკის მეთაურს, განუსაზრვრელი უფლებები ჰქონდა. მალე დდაიწყო მეტოქეობა ცოლებსა და მათს მომხრეებს შორის. სირაკუზელებს მემკვიდრე ჰიპარინას ქალიშვილისაგან უნდოდათ, დორიდას დედას ჯადოქრობა დააბრალეს და აწამეს, მაგრამ პირველი ვაჟი ტირანს მაინც დორიდამ გაუჩინა. კართაგენელებთან ომებს სასახლის კარის ინტრიგა და პოლიტიკური ბრძოლა ენაცვლებოდა. დიონისე არნახულ სისასტიკეს ავლენდა - მოქალაქეებს სიკვდილით სჯიდა, ქონებას ართმევდა, იგი იყო პირველი, ვისაც ტირანს საგმობლად უწოდებდნენ მაშინ, როცა VII - VI სს. ტირანები ბერძნულ ქალაქებში, ძველი არისტოკრატიისგან განსხვავებით, დემოკრატიულ პრინციპებს ახორციელებდნენ, ხოლო ზოგიერთ მათგანს - მაგალითად, პიტავესა და პერიანდეს ლამის ლეგენდარულ შვიდ ბრძენს მიათვლიდნენ. დიონისეს პატივმოყვარეობას ზღვარი არ ჰქონდა - თავი ნიჭიერ პოეტად მიაჩნდა, მაგრამ მის ლექსებს ჩუმ - ჩუმად დასცინოდნენ. ერთი ტრაგედიისათვის ათენში ჯილდო მიიღო და სიხარულით ცას ეწია. გარდაიცვალა 367 წელს. ამბობდნენ, ძილის წამლის ნაცვლად შხამი დაალევინესო.
            ტირანის კარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გიპარინას ვაჟი, დიონისეს და არისტომაქეს ცოლისძმა დიონე, რომელსაც ცოლად ჰყავდა დიონისეს ქალიშვილი.
            ჭკვიანი კაცი იყო დიონე, ახალგაზრდა, განათლებული, არისტოკრატიული სულისკვეთებისა, პოლიტიკურ რეფორმებზე იმედებს რომ ამყარებდა, ფილოსოფია უყვარდა და არც რა უშლიდა ხელს პოლიტიკაში წარმატებისთვის მიეღწია.
            დიონეს ხვედრი იყო, ჯერ დიონისე მამის სისასტიკე ეთმინა, შემდგომ -დიონისე შვილის სიგიჟენი. ძალაუფლებას ესწრაფვოდა, რათა ქვეყანა განათლებულ ტირანიად გარდაექმნა. იგი მომავალში პლატონის ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს და მისი უშუალო მოწაფე იქნება. არაპითაგორელების, კერძოდ არქიტის გავლენით სიცილიაში პლატონი ჩადის. იმ ხანად იგი იტალიაში მოგზაურობდა.
            თითქმის ათი წელია, პლატონი სამშობლოში არ ყოფილა. სიბრძნესა და ცოდნას კრებდა, ფილოსოფოსისათვის საჭირო გამოცდილებას აგროვებდა. მეგობრების მეშვეობით დიონისე უფროსის პოეზიით გატაცების შესახებ მან უკვე იცოდა და შესაძლოა მედიდური განზრახვაც ჰქონდა, მის ზნეობრივ სახეზე თავისი ფილოსოფიით ზეგავლენა მოეხდინა. თუმცა პლუტარქე წერდა, რომ პლატონი სიცილიაში "ღვთის ნებითა და არა ადამიანისათვის დამახასიათებელი ანგარებითა და შეგნებით" ჩავიდა, მაგრამ ჩანს, ღვთის ნებასა და პლატონს შორის მთავარი მედიუმი მაინც დიონეა, რომელიც პლატონის სიცილიაში ჩასვლისას 18 წლისა იყო, მაგრამ თავს უკვე პლატონის მოწაფედ თვლიდა და ნეოფიტის მხურვალებით გადაეწყვიტა, ფილოსოფიის მეშვეობით ტირანიის ზნეობრივი გაკეთილშობილების იდეა სინამდვილედ ექცია.
            პლატონი სიჭაბუკიდან მოყოლებული ოცნებობდა, საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის გამოსადეგი ადანმიანი ყოფილიყო. იგი ძლიერი პოლიტიკური ვნებების გარემოცვაში ცხოვრობდა. მისი უახლოვესი ნათესავები 411 და 404 წლების ოლიგარქიული ბრძოლების ყველაზე აქტიური მონაწილენი იყვნენ. ჯერ კიდევ ჭაბუკი პლატონი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს ადამიანები უბიძგებდნენ სახელმწიფოს უსამართლობისაკენ, მაგრამ როცა მათ ნაბიჯებს დაუკვირდა (ყოველი მათგანი უკომპრომისო და სასტიკი იყო), დარწმუნდა, რომ მოკლე დროში ამ ადამიანებმა ყველა აიძულეს, ყოფილ სახელმწიფო წყობილებაში ოქროს ხანა დაენახათ. ხელისუფლებაში დემოკრატების მოსვლამ პლატონს ახალი დარტყმა მიაყენა როცა იგი მოწმე გახდა სოკრატესადმი მათი უსამართლობისა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, სახელმწიფო საქმეებში არ ჩარეულიყო. ძველი წეს - ჩვეულებები და კანონები გაუკუღმართდა და დაკნინდა. მოხუცებული ბრძენი ერთ - ერთ წერილში წერდა, რომ მზად იყო, საზოგადოებისათვის გულმოდგინედ ემსახურა, მაგრამ ყველგან უთანხმოებას წააწყდა და ბოლოს და ბოლოს თვალთაც დაუბნელდა. პლატონს, როგორც მოაზროვნე ადამიანს, ფიქრი არ შეუწყვეტია, თუ რა გზით შეიძლებოდა სახელმწიფო წყობის გაუმჯობესება. ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა. მათ ზნე - ჩვეულებებსა და კანონებს აკვირდებოდა, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ ყველა სახელმწიფო ცუდად იმართება. მათი კანონმდებლობის განკურნება შეუძლებელია, ამისათვის ხელსაყრელ გარემოებათა დამთხვევა არ დაეხმარა მათ. პლატონისთვის ფილოსოფია ერთადერთ წყაროდ იქცა, რომელიც აწყრულებს სახელმწიფო კანონებსა და ადამიანთა ცხოვრებას. იგი სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ადამის მოდგმის ბოროტისაგან ხსნა მხოლოდ ჭეშმარიტ, სწორად მოაზროვნე ფილოსოფოსთ ძალუძთ, რომელნიც სახელმწიფო თანამდებობებს დაიკავებენ, ან კიდევ ქვეყნის მმართველთ, თუკი რომელიღაც მაღალი ღვთაების განჩინებით ჭეშმარიტ ფილოსოფოსებად იქცევიან.
            მაგრამ რაც ახალგაზრდა დიონეს მიეტევებოდა, ცხოვრებაგამოვლილი, 38 წლის პლატონისათვის წმინდა წყლის ილუზია იყო. პლატონის სირაკუზაში ჩასვლისთანავე გაირკვა, რომ მითი იქაური, ნეტარი ცხოვრების შესახებ სიცრუე იყო. იტალიასა და სირაკუზაში ჩასვლა პლატონს არ ეჭაშნიკა. იქაურთა ჩვეულებამ, დღეში ორჯერ გასკდომამდე გამძღარიყვნენ, მასში ზიზღი გამოიწვია. ფილოსოფოსის წინაშე შემზარავი სახით გაცხადდა სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ფუფუნებაში იხრჩობოდნენ, ღორმუცელობდნენ, ლოთობდნენ, მეძავობდნენ... მან დაინახა, რომ ასე აღზრდილი ადამიანები, რაგინდ დიდებული მონაცემებითაც ყოფილიყვნენ დაჯილდოვებულნი, ვერასოდეს მოიქცევოდნენ გონივრულად. პლატონმა იცოდა, რომ ასეთი სახელმწიფოები უცილობლად იცვლიან მართვის ფორმებს, მაგრამ უკიდურესობისაკენ - ტირანიის, ოლიგარქიისა თუ დემოკრატიისაკენ, და მათ ხელისუფალთ არასოდეს არ ენდომებათ სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ხსენებაც კი.
            ტირანზე ფილოსოფიური ზემოქმედების ურყევი რწმენა იყო საჭირო, რომ ასეთი თავდაჯერებული ნაბიჯი გადაედგა და დიონისეს შეგონებას შედგომოდა. თავის მხრივ ტირანი ყოვლად დაუინტერესებლად დაყაბულდა პლატონს ფილოსოფიურ საუბრებზე. ცბიერი დიონისე, რომელსაც თავისი ცხოვრების 40 წლის მანძილზე გამოუმუშავდა, არავის არ ნდობოდა და ყველასა და ყველაფერში მტერი დაენახა, ფილოსოფოსს შინაგანი უნდობლობით უსმენდა. პლატონი ხელისუფლისა და საერთოდ ადამიანის სათნოებაზე მსჯელობდა; მოძღვრავდა დიონისეს, ცდილობდა, აეხსნა მისთვის, თუ რა არის სიმამაცე, თუმცა, ომსა და პოლიტიკურ ბრძოლებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა; ამტკიცებდა, რომ ტირანები ლაჩრები არიან, გარშემომყოფთ აშინებენ, რადგან თავად ეშინიათ ყველასი. როცა საუბარი სამართლიანობაზე ჩამოვარდა, ითქვა, რომ ნამდვილი ბედნიერების ღირსნი მხოლოდ სამართლიანი ადამიანები არიან, უსამართლობა კი სხვა არაფერია, თუ არა უბედურება.
            პლატონის დიონისესთან საუბრების შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა ანტიკური ხანის ბოლომდე მოაღწია. მათ შორის ყურადსაღებია ერთი-დიონისეს კითხვებს პლატონი ავტორიტეტული ფილოსოფოსის ღირსებით პასუხობდა, კითხვაზე, ვინაა ყველაზე ბედნიერი კაცი, პლატონმა უყოყმანოდ სოკრატე დაასახელა. ხოლო როდესაც ტირანმა ჰკითხა, რა უნდა იყოს ხელისუფლის მიზანიო, პლატონმა აუღელვებლად მიუგო: გააკეთილშობილო შენი ქვეშევრდომებიო. დიონისე დაინტერესდა იმითაც, თუ რას იტყოდა ფილოსოფოსი სასამართლოს სამართლიანობის მნიშვნელობაზე. პლატონს არც უფიქრია, თავის მრისხანე თანამოსაუბრეს შეპაექრებოდა და გონებამახვილურად შეენიშნა, - მსაჯულნი სამართლიანნიც რომ იყვნენ, იმ მკერავებს ემგვანებიან, გახეული კაბა რომ უნდა დააკერონ. მინიშნება სრულიად ცხადი გახლდათ - სახელმწიფოში, რომელსაც ტირანი მართავს, ხვრელების წინამოს მოვარაყება არ კმარა, საჭიროა თვით მართვის მეთოდების შეცვლა. დიონისე არ ცხრებოდა, ახლა ისევ სიმამაცეზე ჩამოაგდო სიტყვა, რადგან ფიქრობდა, რომ პლატონი ბოლოს და ბოლოს მის პირად ღირსებასაც შეაფასებდა, მაგრამ ახლაც ისევ გულახდილი პასუხი მიიღო - რომ ტირანი ყველაზე ლაჩარი კაცია ქვეყანაზე. იგი თავის დალაქთანაც თრთის, რადგან ეშინია ყელი არ გამოღადროსო.
            დიონისე უკმაყოფილებას ვეღარ ფარავდა. ყველასაგან ნაქები ფილოსოფოსის შეგონებას ისმენდა და ხვდებოდა, რომ შეუფარავად ასამართლებდა იგი. ტირანს ისიც აღშფოთერბდა, თუ როგორი ინტერესით უსმენდნენ პლატონს მისი კარის ბინადარნი, ახალგაზრდები ხომ თითქმის მოჯადოებულნი იყვნენ მისით, რამეთუ ფილოსოფოსი დაუფარავად გამოთქვამდა ისეთ აზრებს, რომელთა შესახებაც სასახლეში არავინ არ ლაპარაკობდა, მეტიც, ასეთ აზრების გაფიქრებისაც კი ეშინოდათ.
            დიონისეს მოთმინების ფიალა აევსო და მკვახედ ჰკითხა პლატონს, -სიცილიაში რატომ ჩამოხვედიო. პლატონის პასუხზე, - სრულყოფილი ადამიანის საძებრადო, - ტირანმა გესლით მიუგო: ვფიცავ ღმერთებს, რომ შენ იგი არ გიპოვნია, ეს ხომ სრულიად ნათელია. ტირანზე ფილოსოფოსის ზნეობრივი ზემოქმედება ამით დასრულდა.
            პლატონს არცთუ დიდი ხნის წინათ ეტნას მიერ ამოფრქვეულ მოგიზგიზე ლავის ნაკადს რომ აკვირდებოდა და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, ახლა უფრო დიდი საფრთხე ელოდა, ვინაიდან დიონისე დაუნდობელი და სასტიკი კაცი იყო. ტირანმა გადაწყვიტა, ფილოსოფოსი დაუყოვნებლივ შინისაკენ გაესტუმრებინა.
            პლატონმა სირაკუზა სპარტელი ელჩის, პოლიდის გემით დატოვა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ელჩს საიდუმლო დავალებაც ექნებოდა - როცა ღია ზღვაში გავიდოდნენ, მოეკლა ან მონად გაეყიდა იგი. მერე იმასაც ამბობდნენ, როგორ იქედნურად უკითხავს დიონისეს, - მგზავრობისას პლატონი ხომ არ დაზარალდებაო. იქვე დაუმატებია, თუმცა იგი სამართლიანი კაცია და მონობაშიც სამართლიანი იქნებაო.
            პოლიდმა ვერ გაბედა მოეკლა ყველასაგან პატივდებული ფილოსოფოსი, მაგრამ დიონისესიც ეშინოდა და მონად გაყიდა კუნძულ ეგინეზე. ეგინეს ბინადარნი იმხანად ათენელებს ეომებოდნენ და კუნძულზე გამოჩენილ ყოველ ათენელს მონობა ელოდა. ასე რომ, კუნძულზე, სადაც, ერთ - ერთი გადმოცემის თანახმად, პლატონი დაიბადა, იგი მონათა ბაზარზე გაიყვანეს.
            ეგინეს მკვიდრი ანიკერიდე ელადაში ეტლების შეჯიბრებაზე საასპარეზოდ მიდიოდა. გამგზავრებამდე შემთხვევით პოლიდს შეხვდა და მისგან შეიტყო, რომ განთქმული ფილოსოფოსი პლატონი გასაყიდად იყო განწირული. დაუფიქრებლად იყიდა იგი 20 თუ 30 მინად იმ მიზნით, რომ მონობისაგან ეხსნა და სამშობლოში დაებრუნებინა. მან ამით მეტი სახელი მოიხვეჭა, ვიდრე ეტლების შეჯიბრებაზე გამარჯვებით მოიხვეჭდა. ვერავინ გაიგებდა, თუ ვინ იყო ანიკერიდე, პლატონი ტყვეობიდან რომ არ გამოესყიდა.
            სხვათა გადმოცემით, პლატონი სპარტელ პოლიდისაგან პლატონის ძველმა მეგობარმა და დიონისეს კეთილისმყოფელმა პითაგორელმა არქიტმა გამოისყიდა. ამ უჩვეულო ამბავმა ანტიკურ ხანაში ბევრი ჭორი და მითქმა - მოთქმა გამოიწვია. მას ნაირგვარად აღწერდნენ და შესაძლოა აჭარბებდნენ კიდეც. ჰყვებოდნენ, სპარტელი პოლიდი შემდგომ როგორ დაამარცხა ათენელმა სარდალმა ხებრიამ და მისი ხომალდი ჩაძირა. დიოგენეს თქმით, "ფილოსოფოსის მაგიერ ღვთაებამ იძია შური." იმასაც ამბობდნენ, რომ პლატონის მეგობრებს ანიკერიდისათვის გამოსასყიდი ფულის უკან დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ იმ მართლაცდა კეთილშობილმა კაცმა იუარაო. მაშინ მეგობრებმა ეს ბედნავსი ხელის ჭუჭყი თვით პლატონს გადასცეს და სიმდიდრით თავს რომ ვერ მოიწონებდა, მოულოდნელად კაიძალი თანხის მფლობელი გახდაო. ეს კაპიტალი მან ისე დახარჯა, როგორც ფილოსოფოსს შეშვენის.

                           აკადემია

            ხანგრძლივი მოგზაურობიდან ათენში დაბრუნებულმა პლატონმა ქალაქის გარეუბანში, დიპილონის მთავარ კარიბჭედან 6 სტადიონის მოშორებით, ბაღში ჩადგმული სახლი იყიდა, იქ დაეფუძნა და ფილოსოფიური სკოლაც დაარსა.
            ამ სანახებს, რომელსაც უძველესი გმირი აკადემოსი მფარველობდა (გადმოცემით, ეს მიწები ლეგენდარულმა მეფემ-ტესემ აჩუქა) და სადაც ოდესღაც ათენის ტაძარი აღზევებულიყო, აწ ნატაძრალი და 12 ზეთისხილისღვთაების ხე-შემორჩენოდა.
            თვალწარმტაც ბაღსა და ჭალას, უძველეს გიმნაზიას, ათენელნი აკადემიად ხმობდნენ. დაახლოებით 385 წელს, სწორედ აქ აღმოცენდა პლატონის განთქმული ფილოსოფიური სკოლა და 529 წლამდე, თითქმის ანტიკურობის ბოლომდე იარსება, ვიფდრე იმპერატორმა იუსტინიანემ არ დახურა, როგორც ცრუ, წარმართული სიბრძნის კერა.
            აქ, აკადემიაში, პლატონმა ოჯახური, მყუდრო ცხოვრება ჰპოვა, ცხოვრება, რომელიც მას ასე ენატრებოდა. თუმცა ბედს ენება, ადგილები, მისთვის ასე ძვირფასი რომ გამხდარიყო, მას კიდევ ორჯერ დაეტოვებინა და თვს გადახდენილ დრამატულ მოვლენათ შმდგომ, კვლავ დაბრუნებოდა თვის მოწაფეებს და, რაღა თქმა უნდა, საყვარელ მიდამოს, ბაღს, გმირი აკადემოსის კალთა რომ იფარავდა.
            ეს, ათნის კედლებს მიღმა მდებარე უყურადღებოდ მიგდებული მიწები V ს ის პირველ ნახევარში განთქმულმა სარდალმა, კიმონმა, თვალწარმტაც ჭალად აქცია და არხიც გაჭრა. აკადემოსის ბაღი ქალაქის სამკაულად იქცა და ათენელებმა შეიყვარეს იგი. აკადემიისაკენ გზად მიმავალს "უმშვენიერესი" არტემიდეს გამოსახულება და დიონისე განმათავისუფლებბლის ტაძარი დემოკრატიის ბელადების - პერიკლესა და ფრესიბულეს, სახელგანთქმულ ხებრიას საფლავები  ხვდებოდა.  
            ყველა, ვინც ათენიდან ქალაქის გარეუბან კერამიკის გავლით, აკადემიას ეშურებოდა, მოწიწებით თრთოდა, რამეთუ გზაზე იმ გმირთა საფლავებზე აღმართული ქვის სტელები მიმოფანტულიყო, ხმელსა და ზღვაზე ათენის თავისუფლებისათვის რომ იბრძოდნენ. აქ ფილოსოფია და დიად წინაპართა შესახებ მოგონებები მეზობლობდნენ, რაც პლატონის სკოლას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა. ათენის კედლებს მიღმა მდებარე ამ წყნარ კუთხეში, მდინარე კეფისეს ნაპირას, გაშლილფოთლებიან ჭადართა, ასწლოვან ზეთისხილთა, თეთრ ხვალოთა ჩახლართულ ტოტებს შორის აქა - იქ მუზების ქანდაკნი და ხელოვნების ამა თუ იმ ღვთაებათა სამსხვერპლონი მოჩანდა... ერთი ხე ზეთისხილისა იმდენი ხნისა იყო, რომ ათენელნი მას მეორე თაყვანსაცემ ხედ მიიჩნევდნენ, იმ ზეთისხილის შემდეგ, ქალაქში თვით ათენამ რომ დარგო. გიმნასტიკისატვის სავარჯიშო იარაღები, აქ გიმნაზიის შემდეგ რომ დარჩა, პრომეთესა და ჰეფესტოს ქანდაკთ ხელს სულაც არ უშლიდა. ბრძენი ტიტანი პრომეთე და მასზე არანაკლებ ბრძენი ჰეფესტოსი, მრავალტანჯული გმირი ჰერაკლე და ფრთაშესხმული ღმერთი ეროტი, სოკრატეს თქმით, მარადიულ ლტოლვას რომ ნიშნავს, ხეების ჩრდილში, მხიარულ პატარა მდელოებზე მკვიდრობდნენ. ღვთაება ათენასა და ჩირაღდნიანი პრომეთესადმი მიძღვნილი დღესასწაული, უძველესი ტრადიციით, აქ, პრომეთეს სამსხვერპლოსთან იწყებოდა და ქალაქის შუაგულში აღმართულ ათენას ქანდაკებასთან მთავრდებოდა, სწორედ ის დღესასწაული, რომელზეც პლატონი მოგვითხრობს თავის თხზულებაში - "სახელმწიფო"
            მაინც როგორი იყო პლატონის აკადემია? - ეს აპოლონისა და მუზების მსახურთა, ბრძენთა კავშირი გახლდათ, პლატონის სახლი კი "მუზების სახლად" - "მუსსეიონად" (მუზეუმად) იწოდებოდა. სკოლის თავკაცი ანუ სქოლარქი თვით პლატონია. ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვისი საქმის გამგრძობად, მომავალ სქოლარქად პლატონმა თავისი დისწული, პოტონეს ვაჟი პსევსიპე დაასახელა.
            სკოლის განვითარების შემდგომი ეტაპები - კერძოდ პირველი (უძველესი), მეორე (საშუალო), მესამე (ახალი) აკადემია შემდგომ სქოლარქებთანაა დაკავშირებული. სკოლა ყოფილი გიმნაზიის ძველ შენობაში იყო. თაღზე ეწერა: `გეომეტრიის არმცოდნე ნუ შემოვა~. ეს წარწერა პლატონისა და მის თანამემამულეთა ზოგადად მათემატიკისადმი და კერძოდ გეომეტრიისადმი უდიდეს პატივისცემაზე მიანიშნებდა, ვით მეცნიერებაზე უმშვენიერეს ფიგურათა შესახებ, უძველეს აკადემიაში უმთავრესი ყურადღება მათემატიკასა და ასტრონომიაზე შერმთხვევით როდი გაემახვილებინათ, ეს პლატონის მიერ პატივდებული პითაგორელების გავლენის შედეგი იყო!
            მათივ მიბაძვით აკადემიის ორ ჯგუფში მეცადინეობა მკაცრი განრიგით მიმდინარეობდა. პირველი იყო საერთო - ყველა მსურველისათვის და მეორე -სპეციალური, ფილოსოფიურ საიდუმლოებებს რომ იყვნენ ნაზიარებნი. დილაობით აკადემიის ბინადართ უჩვეულო "მაღვიძარას" ძლიერი ხმა აღვიძებდათ. იგი თვით პლატონმა გააკეთა. იქვე გნომონი - მზის საათიც გაემართათ. როგორც მოსალოდნელი იყო, პლატონის სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებმა გამოყენებითი მექანიკით გატაცება განაპირობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ ერთხანს განთქმული ასტრონომი ევდოქსი ბინადრობდა. "ღამის" საათის, მაღვიძარას თაობაზე არისტოქსენე მოგვითხრობს. მან მისი მასწავლებლისგან - არისტოტელესგან აკადემიურ ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო რამ იცოდა.
            კლეპსიდრედან - წყლით სავსე დიდ ჭურჭლიდან, დაახლოვებით ექვს საათიან ციკლზე რომ იყო გათვლილი, წყალი წვეთ-წვეთად ჩადიოდა კლეპსიდრეს ქვეშ დადგმულ რეზერვუარში. როდესაც ქვედა ჭურჭელი წყლით აივსებოდა, სითხე ძლიერი წნევით მილში ჩაედინებოდა, რომელიც ზედა და ქვედა ჭურჭლებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ზედა წვრილი მილიდან წყალი ქვედა რეზერვუარს ღონივრად ეძგერებოდა. შეკუმშული ჰაერი აქედან ერთადერთი სარქველის მეშვეობით გამოდიოდა, რომელიც ქვედა - რეზერვუარში იყო დამონტაჟებული და გრძელი მილით მუსიკალურ ინსტრუმენტს უერთდებოდა. ეს წყლიოს ფლეიტისმაგვარი ორღანი მძლავრ ხმას გამოსცემდა.
            პითაგორელების მიბაძვით, ოდითგან მკაცრ, ასკეტურ ტიპის საზოგადოებებად რომ ცხოვრობდნენ, აკადემიის მოწაფეებს ცოტა ეძინათ, უმეტესწილად ფხიზლობდნენ და ბუნების წიაღში, სიჩუმეში აზროვნებას ავარჯიშებდნენ. ერთობლივ ტრაპეზზე ისხდნენ, ხორცისგან, რომელიც გრძნობებსა და მძაფრ ვნებებს არძრავს, თავს შორს იჭერდნენ და მხოლოდ ბოსტნეულით იკვებებოდნენ (თვით პლატონს ლეღვის ჩირი და რძე ჰყვარებია). ცდილობდნენ წმინდა ზრახვები ჰქონოდათ. აკადემიაში სადილად დროდადრო პლატონის მეგობრებს იწვევდნენ, მაგრამ ერთობლივი, მოკრძალებული ტრაპეზი უცვლელი რჩებოდა. ცნობილი სარდალი, განთქმული კონონას შვილი და ხებრიას თანამოსაგრე ტიმოთე, ხელგაშლილ მასპინძლობას რომ იყვნენ ჩვეული, სადღესასწაულო ნადიმზე ღარიბულმა სუფრამ და ბრძნული საუბრის გარემომ პირდაპირ შეძრა.
            გადმოგვცემენ, რომ აკადემიაში ტრაპეზის მეორე დღეს მას პლატონისთვის უთვამს: შენ და შენი მეგობრები კი არ ნაყრდებით, არამედ ისე წაიხემსებთ, რომ მეორე დღემდე გაატანოთო.
            თავდაპირველად პლატონი აკადემიის კორომებში ნარგავთა ჩრდილქვეშ მოსეირნე საუბრობდა ხოლმე, შემდგომში კი შინ, სადაც მუზების ტაძარი და .. ესკადრა, სამედიცინო დარბაზი მოაწყო. პლატონის დროიდან მოყოლებული, მის საცხოვრებელ სახლს და ბაღს, ისევე როგორც მთელს იმ შემოგარენს, სადაც ფილოსოფიური სკოლა იყო, ათენელები აკადემიას ეძახდნენ.
            რამდენიმე ასეული წლის მერე, I -ში ჩვ.. აღ-მდე, რომაელმა დიქტატორმა სულამ ათენს ალყა შემოარტყა, პლატონის აკადემიის ბაღი გაჩეხა და იმ მასალით საალყო დანადგარები ააგო. მაგრამ ნარგავებმა ისევ იხეირეს და მშვენიერმა ჩრდილოვანმა ბაღმა ანტიკურობის დასასრულამდე მოაღწია. თვით სკოლაში და მუზეუმის ტაძარში პლატონის დისშვილმა, ახალმა სქოლარქმა პსევსიპემ ქარიტებს ძეგლი არუმართა, ხოლო დაარსებიდან რამდენიმე წლის შმდეგ განთქმულმა სპარსმა მითრიდატემ აკადემიის ეზოში მოქანდაკე სილანიონეს გამოქანდაკებული პლატონის ბიუსტი აღმართა მიძღვნითი წარწერით. პლატონის ცნობილ, დღემდე შმორჩენილ გამოსახულებათგან სწორედ სილანიოონეს ქანდაკი ითვლება საუკვეთესოდ, ქანდაკი, რომელიც პლატონის სიცოცხლეშვე შიქმნა.
            აკადემიის ბინადარნი 7 ტერგილიონს (21 მაისს), ფილოსოფოსის დაბადების დღეს პლატონის გარდაცვალების მერე ყოველწლიურად დღესასწაულობდნენ და პლატონს, ვით უძველეს გმირს, ფილოსოფიური ტაძის დამაარსებლად და ეპონიმად მოიხსენიებდნენ. შორიახლოს, ბაღის კედლების მიღმა პლატონი განისვენებდა.
            კანონის თანახმად, აკადემიის თავკაცს ირჩევდნენ, მაგრამ გადმოგვცემენ, რომ აკადემიის არსებობის მანძილზე სქოლარქი ორად ორჯერ აურჩევიათ, ტრადიციულად კი მის მემკვიდრეს სკოლის ხელმძღვანელი ასახელებდა.
            ბაღს, შენობას, სატრაპეზოს, სამზარეულოსა და სამსხვერპლოს საგანგებოდ შერჩეული პირნი უვლიდნენ და მსახურებდნენ. ყოველი თვის პირველ დღეს `არქოტი~ ანუ მოწაფეთა მეთაური `წმინდა სამსხვერპლოს შემწირველი~ და `მუზების მსახური~ ინიშნებოდა. მასწავლებელთან ერთად ისინიც ქადაგებდნენ და სანიმუშო მოწაფეებად მოიაზრებოდნენ. აქ მხოლოდ მათემატიკასა და ასტრონომიას როდი სწავლობდნენ, არამედ ლიტერატურას, სახელმწიფოთა კანონებს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათ შორის ბოტანიკას. მოწაფეთაგან ზოგს განსაკუთრებით ბუნების კანონების შესწავლა იტაცებდა. მათ შორის იყო არისტოტელეც (384 - 322). მან პლატონის აკადემიაში 20 წელი ისწავლა და უკვე ზრდასრულს 40 წლის მოწიფულ მეცნიერს, პლატონიოს გარდაცვალების შემდეგ საშუალება მიეცა, საკუთარი სკოლა - ლიკეა დაეარსებინა.                                                                                                                                                                        ხოლო მანამ, მრავალი წელი, პლატონის ნებართვით, აკადემიაში განსწავლას არისტოტელე უძღვებოდა. ერთ ამბავს ირონიით მოგვითხრობენ. უკვე მოხუცი პლატონი აკადემიიდან მცირე ხნით გამგზავრებულა, არისტოტელე კი ლექციების კითხვისას ზუსტად იმ ადგილას დამდგარა, სადაც პლატონს სჩვეოდა დგომა. პლატონმა დისშვილს - ფიზიკურად ღონიერი და ძლიერი კაცის, პსევსიპეს დახმარებით შეძლო არისტოტელეს აკადემიიდან გაძევება. ეს ამბავი შესაძლოა სათუო იყოს, მაგრამ იმაზე მიგვანიშნებს, რომ აკადემიაში მკაცრად მისდევდნენ ტრადიციას, მისი დარღვევის უფლება არავის ჰქონდა, ხოლო სკოლის დამაარსებლის, მისი მეთაურისა და ყოველთა სამფლობელოთა მფლობელის უფლებებს მტკიცედ იცავდნენ.
            პლატონის აკადემიამ ანტიკურობის ისტორიაში პირველმა მოუყარა თავი მის კედლებში ამდენ მსმენელს, რათა ისინი სხვადასხვა მეცნიერებებისათვის ეზიარებინა; შეიმუშავა სწავლების მკაცრი მეთოდები. მოწაფეთა შორის განსაკუთრებულად ნიჭიერნი არა მხოლოდ ფილოსოფოსობდნენ, არამედ აქტიური სახელმწიფო მოღვაწეები გახდნენ.
            პლატონის გარდაცვალების შემდეგ აკადემიას მისი დისწული პსევსიპე ხელმძღვანელობდა (347 - 329 წწ). მისი უმცროსი თანამოწაფე ქსენოკრატე რიგით მესამე სქოლარქი გახლდათ (339 - 314 წწ). მან ეს თანამდებობა პსევსიპეს მძიმე ავადმყოფობის დროს  დაიკავა. მოხუცი პლატონის დასაყრდენმა პსევსიპემ, მძიმე სენს რომ შეეპყრო, ტკივილებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
            ქსენოკრატე, სიცილიაში ერთ - ერთი მოგზაურობის დროს პლატონს რომ ახლდა, უაღრესად მართალი და ზედმიწევნით პატიოსანი, მაგრამ უკიდურესად კუშტი ადამიანი იყო. გადმოცემით, მას ერთხელ პლატონმა ღიმილით შეახსენა, ქარიტებისათვის, სილამაზისა და მშვენიერების ქალღმერთებისათვის, მსხვერპლის შეწირვა არ დავიწყებოდა, რადგან ისინი მოგვიწოდებენ, სამყარო აღვიქვათ სიხარულად, დღესასწაულად, ბედნიერებად.
            პლატონის მოწაფე გახლდათ დიდი არისტოტელე. როცა პლატონი ამ ქვეყნად აღარ იყო, იგი თავის ლიკეაში ჩრდილოვან ხეებსა და ხეივნებს შორის მოსეირნე ესაუბრებოდა მოწაფეებს. ამიტომ მის სკოლასაც პერიპატეტიკული უწოდეს (ბერძნ. πεπεριπατεο -  ვსეირნობ).
            პლატონის უსაყვარლესი მოწაფე ფილიპე ოპუნტელი იყო. მან გადაწერა პლატონის უზარმაზარი თხზულება - `კანონები,~ რომლის ცვილით გაპოხილ დაფებზე ნაწერი შავი პირიც სიკვდილის წინ მოძღვარმა დაუტოვა. `კანონების~ ბოლოთქმას ანუ დასკვნით ნაწილს მას მიაწერენ.
            366 წელს სიცილიიდან გაგდებული დიონე ფილოსოფოსთა შორის ცხოვრობდა და აკადემიაში თავის უფროს მეგობარს გატაცებით უსმენდა. სოკრატეს მიმდევრები და პლატონის მოწაფეები ერასტე და კორისკი წარმოშობით მცირე აზიიდან ქალაქ სკეპსისიდან გახლდნენ. მეგობრობდნენ სკეპსისის ახლოს მდებარე ქალაქ ატარნევსის მბრძანებელთან, ფილოსოფიის მეტრფე ჰერმიასთან და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ არისტოტელესტანაც, რომელსაც ჰერმიას ძმისწული ჰყავდა ცოლად. ჰერმიას, ერასტესა და კორისკს ხანდაზმულმა პლატონმა წერილი მისწერა, სადაც შეაგონებს მათ, რომ თვინიერ მეგობრობისა, არც ოქროს, არც ცხენთა რემას, არც სამხედრო ძალაუფლებას არა აქვს უფრო დიდი ძალა, ვიდრე ერთგული, მოაზროვნე ადამიანების ერთურთისადმი მხარდაჭერასო. ქსენოფიონტე ჰერმიას სასახლესში ხშირად სტუმრობდა, აგრეთვე სხვა პლატონელებიც, მაგრამ ჰერმია სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა, მისი უახლოვესი მეგობარი აერისტოტელე კი თავისი სახელოვანი მოწაფის - ალექსანდრე მაკედონელის დაღუპვის შემდეგ იძულებული გახდა, ათენიდან გაქცეულიყო, სადაც მას მტრები სოკრატეს ხვედრს უმზადებდნენ.
            ზოგიერთი იმასაც ამბობდა, ადამიანის ხასიათის შესახებ განთქმულ თხზულებათა ავტორი - თეოფრასტე არა მხოლოდ არისტოტელეს, პლატონის მოწაფეც იყოო. არისტოტელეს გარდაცვალების შემდეგ თეოფრასტემ მისი ბიბლიოთეკა პლატონისა და არისტოტელეს მოწაფეს - კორისკეს გადასცა.
            ცნობილი ფილოსოფოსი ჰერაკლიდე, რომელიც პონტოს სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰერაკლეადან იყო, ამავე აკადემიის კედლებიდან გამოვიდა.
            იგი მხოლოდ პლატონსა და პსევსიპეს როდი უსმენდა, არამედ არისტოტელესაც. პლატონი სიცილიაში მესამედ რომ გაემგზავრა (361 - 360 წწ.), სკოლას დროებით ჰერაკლიდე მეთაურობდა. პსევსიპეს სიკვდილის შემდეგ სქოლარქის არჩევისას ქსენოკრატემ რამდენიმე ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ჰერაკლიდემ. მაშინ მან დატოვა ათენი და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, სადაც საკუთარი სკოლა დაარსა.
            განთქმულ ათენელ ორატორტა შორის სამი პლატონის მსმენელი იყო - ჰიპარიდე, ლიკურგე და დემოსთენე. ისინი არა მხოლოდ ფილოსოფიის კარგი ცოდნით გამოირჩეოდნენ, არამედ სახელი გაითქვეს, როგორც ორატორებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა. მათ მძიმე დროში მოუწიათ ცხოვრება. როდესაც მაკედონელმა საბერძნეთი დაიპყრო, სახალხო ანტიმაკედონური პარტიის რიგებში იბრძოდნენ. ჰიპარიდე მაკედონელებმა აწამეს. ლიკურგე ათენელების წინაშე დამსახურებისათვის მოქალაქეებმა სწორედ იმ გზის პირას დაკრძალეს, ათენსა და აკადემიას რომ აკავშირებდა. ყველა დროის ბუმბერაზი ორატორი დემოსთენე, საერთო ბერძნული საქმის ერთ-ერთი ბოლო დამცველი, რომელსაც მტრები დევნიდნენ, იძულებული გახდა შხამი დაელია, მაკედონელებს ხელში ცოცხლად რომ არ ჩავარდნოდა.
            ათ განთქმულ ათენელ ორატორთ შორის მოიხსენიება აგრეთვე ისოკრატე, პლატონის ძველი მეგობარი, სოკრატეს მსმენელი და აკადემიის თაყვანისმცემელი. ისოკრატე ბერძნების მაკედონელებთან უიმედო ბრძოლის მოწმეა და ქერონეასთან მარცხის შემდეგ (338 .), როცა ბერძნებმა სამუდამოდ დაკარგეს თავისუფლების იმედი, სიცოცხლე თვიოთმკვლელობით დაასრულა.
            ნუ გაიკვირვებს მკითხველი, რომ პლატონის ზოგიერთი მეგობარი და მოწაფე თავს იკლავს. დროება, რომელშიც მათ იცხოვრეს, საშინელი იყო. იმ დროს საბერძნეთი ყველა მხრიდან მტრით იყო გარშემორტყმული. ისინი პლატონის მიერ სოკრატესებრ სამშობლოსადმი ერთგულების, თავდადებულად მსახურებისა და მის კანონებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით იყვნენ აღზრდილნი. ამდენად, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, თავი უნდა მოეკლათ, ვინაიდან მათ მიერ წამოწყებული თავგანწირული ომი, რომელსაც მთელი ძალისხმევა შესწირეს, მარცხითა და იმედგაცრუებით დამთავრდა.
            ბრძენ პითაგორელ ქალებზე თქმულებებმა ჩვენამდეც მოაღწია. გადმოგვცემენ, რომ აკადემიის ხშირი სტუმრები იყვნენ ლასთენეა მანტინეიელი და აქსიფეია ფლიუნტელი. მანტინეია ქურუმ ქალ დიოტიმას  მშობლიური ქალაქია, ეს ქალბატონი სოკრატეს დიალექტიკას, მშვენიერებას და სიყვარულს ასწავლიდა. პლატონის `ნადიმში~ ნახსენებია ფლიუნტი, სადაც იტალიიდან დევნილმა პითაგორელებმა ჰპოვეს თავშესაფარი. შესაძლოა, გადმოცემა ლასტინეასა და აკსიოფეიაზე, მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული რომ დადიოდა და თავის სქესს მალავდა, ლეგენდაც იყოს, მაგრამ იგრძნობა, რომ მასში არის სიმართლის მარცვალი.
            სხვათა შორის, ანტიკურობის დასასრულის ფილოსოფიის ისტორიკოსი დიოგენ ლაერცი პლატონის მოწაფეთა ჩამონათვალში ამ ფაქტს ადასტურებს. აშკარაა, სურს, მითი გაფანტოს და "სიმართლეს დაუახლოოს".
            პლატონი ბერდებოდა, მისი მეგობრების, თაყვანისმცემლებისა და მოწაფეების წრე ვიწროვდებოდა, მოწაფეობისდროინდელი ამხანაგების გზები სოკრატესთან გაიყარა.
            როგორც მოგახსენეთ, ანტისტენემ, ფედონმა, ევკლიდემ, ესქინე სფეტელმა, არისტიპემ თავიანთი ფილოსოფიური სკოლები დაარსეს საბერძნეთის ქალაქებში, ხშირად მის გარეთაც დაეხეტებოდნენ და თავიანთ მოძღვრებებს ქადაგებდნენ. პლატონის ურთიერთობა ზოგიერთ ძველ თანამოაზრესთან დაიძაბა კიდეც. არისტოფანე და პლატონი ერთმანეთს გაუუცხოვდნენ მას შემდეგ, რაც პლატონმა მისი ერთ - რთი ნაწარმოები ირონიით მოიხსენია. არისტიპე სირაკუზელ ტირანის კარზე ცხოვრობდა და მის ახირებებს ითმენდა, რაც პლატონს აღაშფოთებდა. ესქინეც დიონისესთან მოღვაწეობდა და მის ამგვარ სახელმოხვეჭილებას პლატონი ვერ მოიწონებდა. მან ესქინეს ერთადერთი მოწაფე ქსენოკრატე გადაიბირა და თავის აკადემიაში მიიყვანა.
            ზოგ - ზოგებს პლატონისა შურდათ (რომელ დიადს არ ჰყავს მოშურნე), ამიტომ ფილოსოფოსის ურთიერთობა სოკრატეს დანარჩენ მოწაფეებთან ვერა და ვერ მოგვარდა. ყველა მათგანი თავს დამოუკიდებელ, ჩამოყალიბებულ ადამიანად თვლიოდა და ვერაფრით ვერ შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ მოძღვარი ჰყოლოდათ, მით უმეტეს მთივე წრიდან. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ, როცა პლატონმა მზადყოფნა გამოთქვა, თვით ჩაუდგები სათავეში ფილოსოფიურ სკოლას და ამ ფაქტის აღსანიშნავად შესთავაზა შეკრებილთ, ღვინით სავსე თასი აეწიათ, ექსპანსიურმა აპოლოდორემ, სწოორედ იმ აპოლოდორემ, სოკრატეს სარეცელთან უნუგეშოდ რომ ღრიალებდა, უხეშად მიუგო, - მზად ვარ, უმალ შხამი შევსვა, ვიდრე ეს ღვინოო.
            ქსენოფონტე და პლატონი დიდი ხანია მეტოქეობდნენ. მართალია ჯერ კიდევ სოკრატეს სიკვდილამდე ქსენოფონტე მცირე აზიაში გაემგზავრა და იქ სპარსეთის მეფის - ატარკსექსისა და მისი უმცროსი ძმის - კირის სასახლის კარზე საშიშ ავანტიურაში ჩაება, მაგრამ საბერძნეთში დაბრუნებული გამოჩენიოლი მწერალი გახდა. იგი ავტორია კირ უფროსის შესახებ და მისი დროის დრამატიზმით აღსავსე ათენის ისტორიულ მოვლენათა ამსახველი წიგნებისა. ახალგაზრდობაში ფილოსოფიით გატაცებამ ხელი შეუწყო იმ თხზულებათა შექმნაში, სადაც ბრძენი მოძღვრისა და სამაგალითო ადამიანის - სოკრატეს სახე ხელმწიფობს. ქსენოფონტე მასწავლებლის ხსოვნის უკვდავსაყოფად გულმოდგინედ ირჯებოდა და ის ვერ მოენელებინა, რომ პლატონმა თითქოსდა მიითვისა მთავარი მსაჯულის პრიორიტეტი ყველა ფაქტში, რომელნიც მათ საერთო მეგობარს შეეხებოდა. ქსენოფონტემ შეთხზა არა მარტო `მოგონებები სოკრატეზე," არამედ  თხზულებებიც, რომელთაც განგებ იგივე სათაური უწოდა, რაც პლატონმა - "ნადიმი" და "სოკრატეს აპოლოგია". პლატონის "სახელმწიფო" და ქსენოფონტეს "კირის წვრთნაი" აგრეთვე ამ დაპირისპირების ნაყოფია. პლატონი თავის "კანონებში" ქსენოფიონტეს "კირის წვრთნას" შემთხვევით როდი მიიჩნევს მონაჩმახად. მეტოქეობა აშკარაა. ისიც თვალში საცემია, რომ პლატონიც და ქსენოფონტეც სოკრატეზე მოგონებებში ერთურთს არსად არ იხსენიებენ.
            ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც. პლატონი არსად არ ახსენებს უდიდეს ფილოსოფოსსმატერიალისტს - დემოკრიტეს. იგი სოკრატეს თანატოლი იყო და 370 წელს გარდაიცვალა, ანუ მაშინ, როცა პლატონი ნაყოფიერად მოღვაწეობდა. იონიის აბდერადან ჩამოსული დემოკრიტე ათენში პითაგორელ ფილოლაოსსა და სოკრატეს უსმენდა. ანაქსაგორას კარგად იცნობდა. მან სამოცდაათამდე  წიგნი დაწერა და ბერძენთ შორის `პირველი ენციკლოპედიური გონება~ გახლდათ. იყო ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მუსიკისა და პოეტიკის თეორეტიკოსი, ფიზიოლოგი და ექიმი. დემოკრიტე პირველი ალაპარაკდა მატერიალურ ყოფის პირველადობაზე. მისი მოძღვრებით ყოფიერება უცვლელი, განუყრელი ნაწილაკებისაგან, ატომებისაგან შედგება, რომელთაც იგი იდეებს უწოდებდა. დემოკრიტემ ჩაუყარა საფუძველი ევროპული ფილოსოფიის მიმდინარეობასისტორიულ მატერიალიზმს მაშინ, როცა პლატონი იდეალიზმის სათავეებთან იდგა. იქნებ ფილოსოფიურ პოზიციათა განსხვავებაა, ურთიერთსაწინააღმდეგო მრწამსია იმის მიზეზი, რამაც ისინი ანტაგონისტებად აქცია. მაგრამ ერთმანეთსა და ერთურთის იდეებს პატივს სცემდნენ, აროდეს უკადრებიათ ერთმანეთისთვის დაეცინათ, ერთურთი გაეკიცხათ და გაელანძღათ. ერთმანეთს არც ახსენებდნენ, თავაზიანად სდუმდნენ და თავი ისე ეჭირათ, ჩანდა, ორივეს მიაჩნდა, რომ თვითონ იყო ერთადერთი ქადაგი ჭეშმარიტებისა. მოშურნენი ხმებს ავრცელებდნენ, თითქოსდა პლატონი დემოკრიტეს თხზულებებს ყიდულობდა და წვავდაო. ეს ამბავი საკმაოდ სასეიროა, დამაჯერებელი რომ იყოს. არც ერთი მოძღვრების ჰაიჰარად უარყოფა არ შეიძლება. თვით პლატონმა თავის "პერმენიდეში" "ერთის" და "სხვის" დიალექტიკა განავითარა: თუკი არსებობს "ერთი", მაშინ ყოველთვისაა "სხვა"- და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.