пятница, 6 ноября 2015 г.

ქართული ანბანის კვალდაკვალ



                              

ფიქრი კაცს თავისით მოეძალება ხოლმე. ეს ფიქრებიც თვითონ მოჯარდა, როდესაც ქართულ ანბანს მივუახლოვდი. რაღაც იდუმალი ბედით შეკრული ადამიანის ცხოვრების გზასაც მივადექ, ალბათ ერთ - ერთი ყველაზე ბუნდოვანი პიროვნებისა. ჩემდა უნებურად გონებაში საოცარი სურათი გაცოცხლდა.
განდეგილის შესახებ გადმოცემებში როგორც ვხედავთ ყველაფერი არაა დაცული და ჩვენ დროებამდე სამწუხაროდ ფრაგმენტებია მოღწეული, თქმულების არქაულ საზოგადოებაში შემონახული არქეტიპული ვერსიები როგორც ჩანს კიდევ სხვა იყო.
მითოლოგიური გადმოცემები უმთავრესად ფანტასტიკურია და ჩვენი ვალია გამოგონილში სინამდვილე ვეძიოთ. რეალურის არარეალურისაგან გარჩევა გვევალება. რადგანაც მითოსი უდამწერლობო მეხსიერებაა, ადამიანის არც თუ ხანგრძლივი მახსოვრობაა. ალბათ ბევრ რამეს უმატებდნენ, ავრცობდნენ, ახალ ეპიზოდებს თხზავდნენ, ზღაპრულ სამოსელში ხვევდნენ.
ეს ანდრეზი გამოკვვეთილად ქრისტიანული ტენდენციისაა. მასში მოთხრობილ ამბავს მოგონილად თუ მივიჩნევთ, ამით კიდევ უფრო გაესმება ხაზი თუ რა გააფთრებულ პროპაგანდას მიმართავდა ქრისტიანული ეკლესია ძველი იდეოლოგიის სახელის გასატეხად.
ხევში არსებული ლეგენდები კი ბოლომდე არ ხსნიან ბეთლემის საიდუმლოს. რაღაცას უთქმელად ინახავენ. მხატვრულ მეტაფორაში გადააქვთ.
იქნებ უფრო გაბედულად მივენდოთ ჩვენივე ვარაუდებს. აკი დღემდე მოღწეულმა ძუნწმა ცნობებმა საშუალება მომცა გამომეკვეთა არა მონაზონ ბერის, არამედ ასტრონომი ქალის პორტრეტი, მისი ცხოვრების გზისათვის თვალი გამედევნებინა.
მრგვლოვანმა თითქოს მისი სახელიც მიკარნახა, ანბანი გველაპარაკება.
      დროის მიხედვით არცთუ პატარა მონაკვეთია, რახან ანბანი იმასაც გვეუბნება თუ რამდენ ხანს იქმნებოდა იგი.
მართალია, ისტორიულ წყაროებში დუმილია ან ბუნდოვანებაა და უსათუოდ გაშიფვრას მოითხოვს.
სავარაუდებელი კია, რომ ნაწარმოები აუცილებლად იარსებებდა. თხზულება, რომელშიც გადმოცემული იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. ალბათ იყო ასეთი წერილი და სხვა მრავალთან ერთად დაიღუპა.
ილიამ განდეგილი 1883 წელს დაწერა. იგი მან თავის მეუღლეს ოლღა გურამიშვილს უძღვნა. მოქმედ პირებად წმინდა მამა და მეცხვარე ქალია გამოყვვანილი.
მწერალი ილია ხონელი ჯერ კიდევ ილიას სიოცხლეშივე 1896 წელს აქვეყნებს ლეგენდას განდეგილზე. გვეუბნება, რომ ჭავჭავაძის პოემა მთლიანად არ ემთხვევა ლეგენდასო.
პავლე ინგოროყვას ცნობით ხევში ჩაწერილი რამდენიმე თქმულება მხოლოდ უახლოვდებიან ილიას განდეგილის თემას.
გერგეტის სანახებთან დაკავშირებულ საკრალურ თქმულებათაგან ერთ - ერთი გვამცნობს, რომ ხევსურმა გახუა მეგრელაურმა გუდანის ხატის მკადრემ გერგეთის ბეთლემის სახლში იხილა ოქროს აკვანი ყრმითურთ. `ერთ ოქროს აკვან იდგოდ, შიგან ყმაწვილ იწვავ~.
იოანე ბატონიშვილის მიხედვით მეფე ერეკლეს დროს მღვიმეში მყინვარსა მთასა შინა კაცთაგან მიუვალსა აღვიდა მღვდელი იოსებ მოხევე, რომელსაც იქ უხილავს კარავი და აკვანი აბრაამ მამამთავრისა და მეფე ერეკლესთვის კარვის ნაჭერი მიურთმევია. ხევში გავრცელებული გადმოცემის თანახმად იოსებ მოხევეს ჰყოლია შვილი, სახელად მარკოზ, ბეთლემში ის ადიოდა და მას მრავალი ოქროული ჩამოუზიდავს და გადაუმალავს. გადმოცემაში მოხსენებული ოქროს აკვანი სწორედ მას ჩამოუტანია.
ბეთლემის საგანძურზე ერთი მოხევური თქმულებაც მოგვითხრობს. გერგეტის უდაბნოში უმოღვაწია წმინდა ბერს მამა მამუკას. მისი გადმოცემით: მთას ძირიდან წვერამდე ყინულში გამოკვეთილი კიბე მიუყვებოდა. კიბეს შესდგომია, რომ აეთავებინა, საოცარი სანახაობა, შუა იატაკზე თვლებით მოჭედილი ოქროს აკვანი უხილავს.
ბეთლემში განდგომილი ბერები მე 19 საუკუნის ბოლომდე ცხოვრობდნენ.
1824 წელს გარდაცვლილა მღვდელმონაზონი ბესარიონიმყინვარის უკანასკნელი მკვიდრი.
მოგზაურ ფრიდრიხ პარიტის 1900 იან წლებში ოთხჯერ უცდია იქ ასვლა. ბოლოს მაინც ასულა და თითქოს განძიც უპოვნია. თუმცა ეს საგანძური დაკარგულა.
წმინდა სავანე რუსეთის სამთო საზოგადოების ექსპედიციას 1913 წელს დაუპყრია.
1947 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისის ალპურ კლუბიდან ალექსანდრა ჯაფარიძის მეთაურობით მთასვლელები ყაზბეგისკენ გაემგზავრნენ. როდესაც მღვიმეს მიუახლოვდნენ, მოგზაურები განცვიფრდნენჯაჭვს, რომელიც ვინ იცის რამდენი საუკუნისა იყო, ჟანგი არც კი მოჰკიდებოდა. იმასაც გვეუბნებიან უკუთხო ჭერი ქვაბულისა გუმბათს მოჰგავდაო. მოხევური თქმულების მიხედვით აკი ვკითხულობთ გადაკვრას და ჩვენ მეტისმეტი სიფრთხილით ვვარაუდობთ, ქვაბულს მთის ძირიდან წვერამდე ყინულში გამოკვეთილი კიბე მიუყვებოდა. ეხში თურმე სწორედ ამ კიბით ავიდა მამუკა. სამწუხაროა კიბის კვალი დღეს არ ჩანს. ამის დადგენა ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ მოხერხდება, დღეს ჩვენ ტრადიციულ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ვუჯერებთ, რომლის მიხედვითაც ადამიანთა შესასვლელად ზედ რკინის ჯაჭვი ეკიდა. მოხევეების გადმოცემით სამების მონასტრის რკინით მოჭედილ კარზე უამრავი რგოლი ყოფილა ჩამოკიდებული, რომელთაგან დღეს ძალიან ცოტაა დარჩენილი. მოხევეები მათ საყარაულო რგოლებს უწოდებენ. ჯაჭვი ეხლაც არის. ის 5,5 მეტრი სიგრძისაა და შვეულ მონაკვეთზე იყო დაკიდებული. იქ ოდესღაც კიბის არსებობის ვარაუდი მართლაც არსებობს და ახლა ისღა დაგვრჩენია ჯაჭვს მიუჩინოთ თავისი პირვანდელი ადგილი და დანიშნულება.
მაგრამ, მოდით ჯერ იმ მცხეთელი მოგვების მოძრაობის ისარს გავადევნოთ თვალი, ძღვენი რომ მიართვეს ბეთლემში შობილ ყმა იესოს. აკი, მოხევეებს დიმიტრი ბაქრაძისათვის ესეც უთქვამთ, ბეთლემის მღვიმეში მოსეს კარავი და ის ძღვენია, მოგვებმა რომ მიუბოძეს ყრმა იესოსო. `განდეგილის~ პორტრეტსაც შტრიხი შეემატება. შემორჩენილი კანტიკუნტი ცნობების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ეს ამბავი გავაცოცხლოთ.
როცა ანბანთმცოდნეები დასაბამზე გველაპარაკებიან, ასე ამბობენ: დასაბამი, 5604 წელიიშვა ქრისტე. დასაბამი 540 წელიიშვა ქრისტე. ისინი იმასაც ვარაუდობენ, რომ ქართული ანბანი თითქოს მცხეთელმა მოგვებმა (ებრეელებმა) შეჰქმნეს. ანდრეზის დანაშრევიდან კი ვიგებთ, ქართული ანბანი ამ ქვაბულში დაბანაკებული ქართველი ქალწულის მიერ კოსმოსიდანაა გადმოწერილი. ისტორიული მნიშვნელობით მეტად საგულისხმოა, მცხეთელმა მოგვებმა განძი მას სწორედ მრგვლოვანის საზღაურად მიართვეს.
მოხევეები დღესაც ამგვარად ხსნიან: ბეთლემის მონასტერში მთელი საქართველოს განძი იყოო. მაშ რა უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს განძი? აკვანი რაღაცის გასაგნებაა. მაგრამ ეს ჩვენთვის ახლა საინტერესო არ არის. ჩვენში ინტერესის აღმძვრელი სხვა რამაა. როგორი იქნებოდა ნამდვილი ვითარება.
ახალ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ მშობიარე მარიამი ქვაბულში დაბანაკდა. ამ ქვაბულად ჩვენ შეგვიძლია `გერგეთის ბეთლემი~ მოვნიშნოთ. მოდით სახარებისეული თქმულებიდან რაიმე უცვლელი დავტოვოთ, შეუცვლელი დავტოვოთ ბეთლემი, დავტოვოთ უცვალებელი ქალწული და რაღა თქმა უნდაიესოც. რა უფლება გვაქვს არ დავიჯეროთ?!
ერთი პარადიგმა. ცოტა შორს გავიხედოთ. თემურ ლენგის უსაყვარლესმა შვილიშვილმა, ულუგ ბეკმა XIV საუკუნეში აღმოსავლეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ობსერვატორია ააგო, დაახლოებით თანამედროვე ათსართულიანი სახლის სიმაღლისა, რომლის საფუძველშიც ვეება რკინის რკალი ჩააყოლა. იმ ასტრონომიული ინსტრუმენტის მეშვეობით მან ათასზე მეტი ვარსკვლავის კორდინატი გათვალა. ამ მხრივ ყურადღებას ჩვენში ნეკრესის აღმოჩენა იქცევს.
2004 წელს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მკვლევარი ბრიტანელი პროფესორი კლაივ რაგლესი ჩამოვიდა. ნეკრესის ველი აზომა. შემდეგ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით პირველი საუკუნეების საქართველოს ცის მოდელი შეჰქმნა. ექსპერიმენტმა არქეოასტრონავტების ეჭვი დაადასტურა. ნეკრესი ციურ სხეულებზე დაკვირვებისათვის აგებული ტაძარი აღმოჩნდა. შენობა ლანდშაფტში ისეა ჩასმული და აგებული, რომ 22 დეკემბერს როდესაც დღე წლის განმავლობაში ყველაზე პატარაა, ამომავალი მზის სხივი სამხრეთ აღმოსავლეთის აფსიდას ანათებდაო. დროის მარკერი იყო, დროის ფიქსატორიო. ნეკრესი 4 საუკუნეში ქრისტიანებმა გაანადგურეს
რელიგიური ომი რომელიც საქართველოში გაიმართა ნეკრესში კარგად ჩანსბეთლემშიც? იქნებ ლომისაზეც?! ხომ არ არის ბეთლემის ქვაბული უუძველესი ობსერვატორია, ხოლო ჯაჭვი ასტონომიუული ხელსაწყოსექსტანტი? ჯაჭვი ლომისის ჯაჭვსაც ეკონტაქტება და იქნებ ლომის ალევის მთაზე მდგარი სალოცავიც უუძველესი ობსერვატორიაა?!
საქმე ისაა, ნეკრესის ტაძარს კარი სამხრეთ აღმოსავლეთითა აქვს შებმული, ბეთლემის ქვაბულსაც, ლომისასაც. ხოლო, რა დანიშნულება ჰქონდათ ნეკრესში აღმოჩენილი ბრინჯაოს წკეპლებს ვერ გაარკვიეს და გვეუბნებიან, მით რომელიღაც რელიგიური რიტუალი სრულდებოდაო.
ფაქტია, ბეთლემის კარი მსხვილთავიანი რკინის ლურსმნებითა და რკინისავე დაგრეხილი რგოლებითაა მოჭედილი და ლომისის ტაძრის კარებს მოგვაგონებს. 
დაბოლოს, ბელეტრისტის გაბედულმა თვალმა ყოველი შეიძლება პირუკუ შეატრიალოს. ბეთლემში ბერი კი არა, ქალი ცხოვრობდა ამ მყინვარწვერთან მდუმარებდნენ მისი თვალები, ვინაც ცის აგებულება იცოდა და ანბანი შეგვიქმნა. რაც შეეხება ქალწულობას, დედათწესის გაუქმება ანუ `ნაწმინდურობა~ უნდა გამოვრიცხოთ. ქალწული იყო და მორჩა. ხოლო, რადგან იქ არ არის ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მთებით შემორტყმულ ბეთლემის ველიდან ალბათ ვინმე მწყემს მამაკაცს ქალ ასტრონომისათვის ქვაბულში ქადახმიადი აჰქონდა. 
მჯერავს, ქართულ მიწაში გაიხრწნა ქალწული, რომელმაც მრგვლოვანი შექჰმნა, რაც არა მარტო ანბანიუზუსტესი კალენდარიცაა, რომლის სადარი არა აქვს მსოფლიოს. ჩვენ შეგვიძლია მუხლი მოვიდრიკოთ შესანიშნავი ქართველი ქალწულის წინაშე, ვინაც გვიშვა იესო!
                                                                       ნოდარ შანიძე
                                                                       2015 weli. dedaqalaqi.