четверг, 16 февраля 2017 г.

აგრაფა

    `რამეთუ ამას გეუბნებით თქვენ ღმერთის სახელით, ასე მე და შენ, ვინც დავრჩით ცოცხლები, უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. იმიტომ, რომ, თვითონ უზენაესი გადმოვა ციდან მბრძანებელ სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით, ზეციურ მეფის ბუკით და უწინ ქრისტეში სუფევადამკვიდრებულნი აღსდგებიან. შემდეგ, ჩვენ ცოცხლად შთენილნი, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ გამჩენს და ამგვარად დამბადებელთან დავრჩებით მარადის~.  (1. თეს. 4. 15 - 17).
    ამიტომ ამბობს: `გაიღვიძე მძინარევ და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე~. (ეფეს. 5. 14).
    `გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა: `უფრო სანეტაროა გასცემდე, ვიდრე იღებდე~~  (მოციქულთა საქმენი 20 - 30).
    იმავ დღეს მან იხილა კაცი, შაბათს მომუშავე, და უთხრა მას: `ადამიანო! შენ თუ იცი რას აკეთებ, კურთხეული ხარ, მაგრამ, თუ არ იცი, წყეულიც იყავ რამეთუ კანონს გადააბიჯე~ (ლკ. 6. 4. ჩოდ. D)
    და ისინი თავს იმართლებდნენ. ამბობდნენ: `ეს საუკუნე ურწმუნობის, უკანონობის და სატანისეულია, რომელიც უწმინდურ სულების მეშვეობით საშუალებას არ გვაძლევს ღმერთის ჭეშმარიტ ძალას ჩავწვდეთ. ამიტომ მოგვივლინე შენი სამართალი~. და ქრისტემ უპასუხა მათ: `წელთა ზღვარი ეშმას (მეფობისა) გასრულდა. მაგრამ მომავალში საშინელი იქნება აღსრულებანი, და (მათთვის) ცოდვილთათვის, მე სიკვდილს შევხვდი, ასე თუ ისე ჭეშმარიტებასთან დაბრუნება შეძლონ, არ შესცოდონ მეტად და `გონებას და ღმერთის სიწმინდის უხრწნელ სახელს ზეცაში ემემკვიდრონ~~ (ამას მოსდევს მე 15 ე გვერდი კანონიკურ ტექსტის თანახმად) (ხელნაწერი, დამატებული მარკოზის სახარებასთან. 16. 14. Fრეერ ლოგიონ)
    იქნება მტრობა და შეხლა - შემოხლა~  (იუსტინე ფლავიუსი. საუბარი იუდეველ ტრიფონთან (Dიალოგუს ცუმ თრუპჰონო    იუდაეო) XXXV. შემდგომ: Dიალოგ).
    `სადაც გიპოვნით, იქ განგიკითხავთ~ (ლბიდ. XXXVII).
    `იყავით დახელოვნებული ზარაფნი~ აპელუსი ეპიფანესთან, - ეპიფანე. პანარიონი, ან ანტედოტი ერესის წინააღმდეგ (эპილანიი ლიბრორუმ ადვერსუს ჰაერესეს პროემიუმ). 44.12. შემდგომ:  ჰაერეს)
    `ვერავინ შეაღწევს ცის სამეფოში, ვინც არ გაივლის საცდუნებელს~  (ტერტულიანე. Dე ბარტისმო. XX. 2)
    `ითხოვე უდიადესი და ღმერთი დაგიმატებს ცოტას~ (კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომტები (სტრომატა).1. XXIV. 58 შემდგომ შტრამ).
    `მათ, ვინც ჩემთან არიან, ჩემი არ ესმით~  (პეტრეს საქმეები).
    `სუსტებისთვის სუსტი იყო, მშივრებისთვის შიმშილობდა, მწყურვალთათვის მაშვრალობდა~ ორიგენი (ჩომმენტარიი ინ Mატჰეუმ). 13. 2. შემდგომ: ჩომ. ინ Mატტჰ).
    `თუკი თქვენს შორის ქვედას ზემოთ არ აქცევთ და მარჯვენას მარცხენად, ჩემს სამეფოში ვერ შემოაბიჯებთ~  (ფილიპეს საქმეები. 34).
    `როცა იუდა გამცემმა არ დაუჯერა მას  და ჰკითხა, როგორ შეიქმნება ისეთი ხვავი აღმონაცენთაო, უფალმა თქვა: `ამას დაინახავენ ისინი, ვინც იმ დროს მიატანენ~~ (ჰიპია ირინეოსს. - ირინეოსი . ერესის წინააღმდეგ. XXXV. 33).
    `მრავალგზის მეწადა იმ სიტყვებიდან მომესმინა ურღვევობა, და არავინ იყო მთქმელი~  (იქვე. 1. 20.თა 1)

Комментариев нет:

Отправить комментарий