четверг, 16 февраля 2017 г.

            ებიონეველთა სახარების ფრაგმენტები

გამოჩნდა კაცი, სახელად იესო, ოცდაათი წლისა დაბადებიდან, გვაჩინა ჩვენ.  და როდესაც გამოცხადდა იგი კაპერნაუმში , სიმონის სახლში შევიდა,  მეტსახელად პეტრედ ხმობილისა და ალაპარაკდა: `ტიბერიის ტბის ახლოს რომ გავიარე, მე შევიგულე იოანე და იაკობ,  ზებედეს ძენი, და სიმონი, და ანდრე, და ფილიპე, და სიმონ ზილოტი,  და იუდა ისკორიოტელი, და შენა მათევ მე მოგიწოდე, როცა იჯექ და ბაჟს კრეფდი, და გამომყევი. ახლა მინდა მოციქულთა რიცხვი გახდეს თორმეტი  ისრაელის დასამოწმებლად~  (ეპიფანე. Hაერეს. 30)
და მოხდა ასე, მონათლა იგი იოანემ და მივიდნენ მასთან ფარისევლები და მოინათლნენ, და სრულიად იერუსალიმი. შემოსილი იყო იოანე აქლემის ბეწვით და გადაჭერილი ჰქონდა წელზე ტყავის ქამარი. საკვები მისი (როგორც თქმულა) ყოფილა ველური თაფლი, რომლის გემოც ჰგავდა თურმე მანანისას და კიდევ ზეთით  გამომცხვარი თაფლისავე კვერები. (Iბიდემ).
და იყო ასე, იუდეის მეფის  იროდის დროს, მოვიდა იოანე და მონათლა ისინი მირონცხებით, რადგან მდინარე იორდანეში შეინანებდნენ. მასზე ნათქვამია, ის გახლდათ აარონის გვარიდან ზაქარიას და ელისაბედის ძეო.  ყველა მის გარშემო შეგროვდა. (Iბიდ. 30 3).
რაჟამს ხალხმა სურნელოვანი ზეთი იცხო, იესომაც მიატანა და მოინათლა იოანეს მიერ. და როცა წყლიდან ნაპირზე გამოდიოდა, ზეცა გაიხსნა, და დაინახა  ციდან დაბლა მტრედად გარდასახული სულიწმინდა მოფარფატებდა, და როდი დაეშვა იესოზე, არამედ ხმა გაისმა ლაჟვარდიდან: შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, შენშია ჩემი გულმოწყალება. Dდა კვლავ: დღეს წარმოგშვი მე.  და იმავ წამს: გაქრა ირგვლივ დიადი სინათლე. როცა იოანემ ეს იხილა, უთხრა მას: ვინ ხარ შენ უფალო? და ციდან ხმამ კვლავ აუწყა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მასში ჩემი მოწყალებაა.  და მაშინ იოანე დაემხო მის წინაშე პირქვე და უთხრა: გეხვერწები უფალო, შენ მომნათლე. ხოლო იესომ წამოაყენა და აუწყა: ის, რაც დაწერილია, უნდა აღსრულდეს.  (Iბიდემ)
მეტიც, ისინი უარყოფენ თითქოს იგი ადამიანია, რადგან, პასუხად მიმართვაზე: `აი დედა შენი და ძმები შენი გვერდიგვერდ დგანან.~ მან თქვა: `ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები? Dდა გაიშვირა ხელი მოწაფეებისაკენ, სიტყვა დაძრა: აი ჩემი დედა, და და ძმანი, ვინაც შეასრულებენ ჩემი მამის ნებას~ (Iბიდ. 30. 14).
(ისინი ამბობენ: . . . მან მოაღწია და წარმოთქვა, როგორც თქმულია იმათ სახარებაში, რომელიც `ებრაელთა თანახმად~ იწოდება:) მე მოველ მსხვერპლშეწირვის გასაუქმებლად, ღვთის რისხვა არასოდეს მოგშორდებათ თქვენ  (Iბიდ 30. 10)
რას ისურვებ რომ მოგიმზადო სააღდგომო ვახშმად? იქნებ ფიქრობთ, თითქოს მინდა მივირთვა თქვენთან ერთად სხეული როგორც პასექი?  (Iბიდ. 22. 4).
            
ებრეელების სახარების ფრაგმენტები

და მოხდა ასე, როცა უფალი ამოდიოდა წყლიდან, სული წმინდა გადმოვიდა მასზე და აღავსო იგი, განისვენა მასში და მოუთხრო მას: ძეო ჩემო, ყველა წინასწარმეტყველთან ერთად მე შენ გელოდი, უნდა მოსულიყავ და შემძლებოდა დავმყარებულიყავ შენში,  რამეთუ შენა ხარ ჩემი განსასვენებელი, ძე ჩემი მხოლოდშობილი, და შენ იმეუფევებ მარადჟამს (იერონიმე. კომენტარები წინასწარმეტყველთათვის. ახალაღთქმის კომენტარები (ჩომმენტარიი ინ სეხდეციმ პროპჰეტას. ჩომმრნტარიი ინ Nოვუმ თესტამენტუმ). ჩომ. Iნ Iს 11. 2. შემდეგ:   ჩომ, ინ. . . ).
ასე ქნა დედაჩემმა, სულიწმინდამ,  ჩამბღუჯა ხელი თმაში და თაბორის მთაზე გადამაპროწიალა  (ორიგენი. იოანეს სახარების კომენტარები ( ჩომენტარიი ინ ჟოანნემ).11. 12. შემდეგ  ცომ. Iნ ინ)
(წერია ებრეელების სახარებაში): ვინც გაკვირვებულია, იმეფებს, ხოლო, იმან, ვინაც მეფობს, დე მოიპოვოს სიმშვიდე.  (კლიმენტი ალექსანდრიელი. შტრომ. II. IX.  25).
დე, ნურასოდეს ნუ იქნებით მხიარულნი, არამედ მხოლოდ მაშინ, რა დროსაც საკუთარ ძმას სიყვარულით მიმართავ. (იერონიმე. ჩომ. Iნ Eპჰეს. 3.4.).
და როდესაც უფალმა მისცა სუდარა ქურუმის მსახურს,  წავიდა იაკობთან და გამოეცხადა. რადგან დაიფიცა იაკობმა, არ შეჭამდა პურს მას შემდეგ, რაც უფლის თასი გამოცალა, მანამ, ვიდრე აღმდგარს არ იხილავდა იესოს. და უთხრა მაცხოვარმა: მოიტანე მაგიდაზე პური (და იქვე დამატებულია): მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მისცა იაკობ სამართლიანს და მიაძახა: ძმაო ჩემო, მიირთვი შენი ხმიადი, რადგან ძე კაცისა აღსდგა მძინარეთა შორის (იერონიმე სახელგანთქმულ ქმრების შესახებ (Dე ვირის ილლუსტრიბუს). 2. შემდგომ: Dე ვირ ილლ).
ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე და ამიტომ ის უნდა იწოდებოდეს ნაზარეველად. (Iბიდ. 3).
მაცხოვარის დედამ და ძმებმა უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელი ნათლავს ხალხს და ცოდვებს მიუტევებს. წავიდეთ, ჩვენც მოვინათლოთ. ხოლო მან მიუგო მათ:  რა შევცოდე? მისგან მოვინათლო? იქნებ მხოლოდ ჩემი სიტყვებია ჩემივ უმეცარი ცოდვა?  (იერონიმე. Aდვერსუს Pელაგიუმ).
პური ჩვენი სახვალიო მოგვეც ჩვენ დღეს  (იერონიმე. ჩომ ინ Mატჰ. 6.11).
ვინცობაა, შენმა ძმამ სიტყვით შესცოდა და შეინანა, მიუტევე მას შვიდჯერ დღის განმავლობაში. მისმა მოწაფემ სიმონმა ჰკითხა: დღეში შვიდჯერ? უფალმა უპასუხა: დიახ, გეუბნები შენ, შვიდგზის სამოცდაათჯერ, რამეთუ წინასწარმეტყველ თომას შემდეგ, როცა სულიწმინდამ აკურთხა ისინი, იმათ არაერთხელ დასცდათ ცოდვიანი სიტყვა. (იერონიმე. Aდვერსუს Pელაგიუმ. III. 2).
გზას ორნი მიუყვებოდნენ. ერთმა ხმა ამოიღო: რა სიკეთე მოვიმოქმედო მოძღვარო მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად?ო. მეორემ მიუგო: ადამიანო, აღასრულე წინასწარმეტყველთა კანონი. უპასუხა: აღვასრულებ! მაშინ აუწყა იესომ: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე მათხოვრებს, მოდი და შემომიდექი მე. მდიდარმა ყოყმანი იწყო და თავის აქეთ - იქეთ ქნევას მოჰყვა, არ მოეწონა ეს სიტყვები. იესომ წამოსძახა: როგორ შეგიძლია განაცხადო კანონს აღვასრულებო? რამეთუ წერია კანონში: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.  იხილე თანამოძმე აბრაამის შვილები ტალახითა და წვირეთი მოთხვრილან და შიმშილით იხოცებიან. სახლი კი სავსე გაქვს დოვლათით და მათ იქედან არაფერი ეძლევათ. მერე შეუბრუნდა სიმონს, თავის მოწაფეს, რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო და უთხრა: სიმონ, იონას ძევ. აქლემს უფრო გაუადვილდება ნემსის ყუნწში გაძვრომა, ვიდრე მდიდარს ზეციურ სასუფეველში  შესვლა. (ორიგენი. ჩომ. ინ. Mატტჰ. XV).
ებრეელების მიერ დაწერილ სახარებაში, ხელში რომ ჩაგვივარდა, იმის მიმართ როდია მუქარა ვინც მიწაში დაფლა ტალანტი, არამედ გარყვნილი მსახურისადმი. ბატონს ჰყავდა სამი მონა: ერთმა გაამრავლა განძი, ფულს ფული მოაგებინა. მეორემ მიწაში დამარხა, ხოლო, მესამემ, ბოძებული მეძავებთან და ფლეიტის დამკვრელებთან დახარჯა. პირველს ბატონი შეხვდა სიხარულით, მეორე მხოლოდ გაკიცხა, ხოლო, მესამე საპყრობილეში ჩააგდო. . .   (ევსებიოსი. Iნ Mატტჰეუმ, 25, 14)
და როდესაც იგი მიუახლოვდა პეტრეს და მის თანამხლებლებს, უთხრა მათ: შემეხეთ და დარწმუნდით, მე უსხეულო სული არა ვარ.  და ისინი შეეხენ მას და ირწმუნეს. (იერონიმე. Dე ვირის ილლ. 16)  სახარებაში (რომელსაც იყენებდნენ ებიონეველები და ნაზარეველები, და რომელიც ჩვენ ამასწინათ ებრაულიდან ბერძნულად ვთარგმნეთ, მას ბევრი მათეს ნამდვილ სახარებად მიიჩნევს) ხელგამხმარი კაცი ქვისმთლელია. მან დახმარება სთხოვა მაცხოვარს. შეევედრა იესოს ამ სიტყვებით: მე ვიყავი ქვის მთლელი და ჩემი ხელით ვშოულობდი სარჩოს. გთხოვ იესო, ჯანმრთელობა დამიბრუნე, არ მინდა ვიმათხოვრო, მოწყალების თხოვნის სირცხვილისაგან გადამარჩინეო. (იერონიმე. ჩომ. ინ Mატტჰ. 12. 13).
პაპია მოგვითხრობს აგრეთვე ისტორიას ერთ ქალზე, რომელიც ბევრი დანაშაულისათვის ბრალეულჰყვეს უფლის წინაშე, რის შესახებაც არის მითითებული ებრეელების სახარებაში (ევსებიოსი  HE. III. 39)
ებრეელ მწერლების მიერ გადაწერილ სახარებაში ნათქვამია, ტაძრის ფარდა კი არ გაიხა,  არამედ უზარმაზარი არქიტრავი ჩამოინგრა. (იერონიმე,. ჩომ. ინ Mატტჰ. 27. 51).
სახარებაში, რომელსაც ნაზარეველები იყენებდნენ ნაცვლად `ბარახის ძისა~ წერია `იოჰიადის ძე~  (Fილილ ჟოჯ ადაე - Iბიდ. 23. 35):
`ებრეელებისაგან~ წოდებულ სახარებაში ბარაბას შესახებ ვკითხულობთ, თითქოს ის `მათი მოძღვარის ძე~  ყოფილიყო. (Iბიდ. 27. 16).
მე ავირჩიე ყველაზე უფრო ღირსნი. ყველაზე წმინდანი კი ისინი არიან, რომელნიც მამამ ჩემმა ზეციურმა გადმომცა ზეცაში.  (ეპიფანე. ჩომ. ინ. Mატტჰ. 10. 3 - 8).




Комментариев нет:

Отправить комментарий