четверг, 16 февраля 2017 г.

                       პეტრეს სახარება (ნარკვევი)


ახალაღთქმის აპოკრიფულ სახარებებში განსაკუთრებული პეტრეს სახარებაა. იგი ეგვიპტეში 1886 წ. შუა საუკუნეების ბერის სამარხშია ნაპოვნი. პეტრეს აპოკალიფსი და ენოხის წიგნიც იქვე იდო. პერგამენტზე ჩანს ხელნაწერი VIII - IX სს განეკუთვნება. წერილობითი ძეგლი ცოტა ადრე შეიქმნა. ენა და სტილი პეტრეს სახარების და აპოკალიფსის მიკვლეულ ფრაგმენტისა ადრექრისტიანულ ლიტერატურის წრესთანაა დაკავშირებული. ხელნაწერები ალბათ ბერის საფლავში ჩაალაგეს როგორც თავისებური ამულეტები და შესაძლებელია, მფლობელმა და თაყვანისმცემელმა ორთოდოქსალურ, ეკლესიისგან აკრძალულ მისთვის ძვირფას ტექსტებთან განშორება სიკვდილის მერეც არ ისურვა.
    პეტრეს სახარების ნაწყვეტს იწყებს გაწყვეტილი სიტყვა და დაუმთავრებელ სიტყვითვე მთავრდება. თუმცა გადამწერელს შემორჩენილზე მეტი არცა სცოდნია, დასაწყისში და დასასრულს ორნამენტი დახლართული ბაფთით და ჯვრითაა გამოსახული. მიგნებული წანაჭერი პეტრეს სახარებასთან იმის საფუძველზე გააიგივეს, პირველ პირის მიერაა დაწერილი და ავტორი თავის თავს `სიმონ პეტრე~ს უწოდებს.
    ადრექრისტიანული ლიტერატურაში პეტრესთან დაკავშირებულ აპოკრიფული ხელნაწერების შექმნის ადგილის სწორად, შეუცდომლად განსასაზღვრავად საჭიროა რამდენიმე სიტყვა თავად მახარობელზე ითქვას.
პეტრე ქრისტიანების მიერ რანაირადაც არის დახატულ - წარმოდგენილი, ქრისტიანულ ნაწერებსა და ლეგენდებში თუ სხვადასხვა თხზულებებში – მნიშვნელოვანი ფიგურაა. (ბერძ. - ქვა, არამეულად - კიფა). ახალაღთქმის სახარების თანახმად პეტრე და მისი ძმა ანდრია, იესოს მოწაფეთა რიცხვში პირველები იყვნენ.  კანონიკურ სახარებაში 12 მოციქულის ჩამონათვალს პეტრეს სახელი იწყებს (მარკ. 3. 16 - 19; მათე. 10. 2 - 4; ლუკა 6. 14 - 16). სახარების თანახმად პეტრე მეთევზე იყო და ზუსტად მას და მის ძმას მოუხმო იესომ: `მომყევით მე და ადამიანების მებადურებად გაქცევთ~ო (მარკ. 1. 17).
    არის მათეს სახარებაში პეტრეს ყველა მოწაფეზე განმადიდებელი ფრაზა: `ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეჰკრავ დედამიწაზე, ზეცაში შეკონილი იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაში.ო~ (16. 18 - 19). ეს გამოთქმა სხვა სახარებაში არ მოიძევება,  ხოლო, მათეს სახარებაში კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. მომყოლი ტაეპი (20): `მაშინ აუკრძალა მოწაფეებს - არავისთვის ეთქვათ რომ ის ქრისტეა~ უნდა მიერთოს უფრო 16 ან 17 ტაეპს, მაგრამ, არა მე - 19 - ს. ამიტომ, გამორიცხული არ არის, პეტრეს შესახებ სენტენცია მათეს სახარების ტექსტში, მის ხელმეორედ, მე II - ე საუკუნეში გადაწერისას შევიდა, (ზეპირ და წერილობით) ტრადიციებს შუაგულ პრიორიტეტის გამო პეტრეს სახელთან დაკავშირებულ ატეხილ ომის გამოძახილს წარმოადგენდა და რომაულ ქრისტიანულ საზოგადოების (დამაარსებელი ლეგენდის მიხედვით თავად პეტრეა) ,  მეთაურობის უფლების დეკლარაციას ესაფუძვლა. თუმც იოანეს სახარებაშიც, სად `საყვარელი მოსწავლის~ ხარისხში თვით იოანეა წარმოდგენილი, პეტრეს განსაკუთრებული მდგომარეობაა ნაჩვენები. მოწაფეებთან გამოცხადებული აღდგომილი იესო სამგზის ეუბნება პეტრეს: `აძოვე ჩემი კრავები~ (21. 15 - 17). `მოციქულთა საქმენში~ პეტრე იაკობთან (იესოს ძმასთან) ერთად იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოების მეთაურად გამოდის. ამ ნაწარმოებში პეტრეს ქადაგებაზე და მისგან ჩადენილ მრავალ საკვირველებაზეა მოთხრობილი (მათ რიცხვშია გაცოცხლებული გოგო - ცნობა იესოს  მიერ მოხდენილ განსაცვიფრებელ ამბების მომყოლ მოთხრობებიდანაა ნასესხები).
    როცა მაცხოვარი აღდგომის მერე პირველს პეტრეს მოევლინა, ეს მონათხრობი ზეპირ ტრადიციის გამეორებაზე მეტყველებს: `უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს~. (ლკ. 24. .34); `და გამოეცხადა კეფას და მოგვიანებით თორმეტს~ო (1 კორ. 15 .5). 
    პეტრეს განსაკუთრებულმა მდგომარეობამ იერუსალიმის საზოგადოებაში შექმნა წარმოდგენა, მოციქული იუდეველთათვის ქრისტიანობის საქადაგებლად ბრძანდებოდა მოწოდებული. ამას იჟინებს გალათელთადმი წერილში პავლე: `ვინაიდან ის, ვინც პეტრესთან მოქმედებდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემთანაც მოღვაწეობდა წარმართებთან მოციქულობაში.~ო ამისდაკვალად, პეტრე ადრეულ ქრისტიან შუამავალთაგან ერთ - ერთ პატივცემულ პიროვნებად გამოიყურება.
    მართალია ასეა, შეიძლება პეტრეს მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაც შევნიშნოთ. ახალაღთქმის სახარებაში არის მონათხრობი, როგორ უარყო შეპყრობილმა პეტრემ სამგზის თავისი მასწავლებელი. ამ მოთხრობის თანახმად პეტრე გაჰყვა იესოს. მეფის კრებაზე დაკითხვისას მასთან ერთად იმყოფებოდა. ერთმა მსახურმა ქალმა იესოს თანამგზავრი შეიცნო, პეტრემ კი განაცხადა, არ იცნობდა ვისზე ლაპარაკობდა ის დედაკაცი. იქვე მყოფებმა, მასში კილოთი იცვნეს გალილეველი, კვლავ უარჰყო პეტრემ იესო (მკ. 14 .15; მთ .26 .69 - 74). ამ ეპიზოდის აღწერა უხვია რეალისტური დეტალებით: პეტრე ეზოში ცეცხლთან თბება; ხალხი, მათ იცნეს გალილეური მეტყველება; შიში და სინანული პეტრესი; მართალია, იოანეს (დანარჩენ სახარებებისაგან მოვლენისადმი გაცილებით მეტჯერ და მეტი საკრალურობის მინიჭებით განსხვავებულ) სახარებაში ეს სამგზისი უარყოფა თითქოსდა დავიწყებას ეცემა, სამჯერ შეკითხვით პეტრესადმი მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარისა: `გიყვარვარ შენ მე?~ - სად სამჯერვე პეტრე ჰო - ს პასუხობს. (21 . 15 - 17). და მაინც პეტრე ერთადერთი მოწაფეა იესოსი, იესოს უარმყოფელი. (იოანეს სახარებაში პეტრესთან ერთად სხვა მოსწავლეცაა, გარნა, მის შესახებ მეტი არაფერია მოთხრობილი).
    მოციქულ პავლეს დამოკიდებულება პეტრესადმი ერთობ რთულია. პავლე პეტრეს განსაკუთრებულ როლს აღიარებდა, მიუხედავად ამისა ოპოზიციაში ედგა მას და აშკარად ცდილობდა მისი პატივისცემა შემცირებულიყო. გალათელთადმი წერილში პირდაპირ წერს, უპირისპირდებოდა პეტრეს, მას კიდეც `უსაყვედურა.~ პავლე პეტრეს პირმოთნეობაში ადანაშაულებდა, ვინაიდან, იგი ჭამდა და სვამდა  წარმართებთან, ოღონდ, როცა (იერუსალიმიდან) იაკობის საზოგადოების ქრისტიანებიც მოვიდნენ, `იწყო მიმალვა და განდგომა, ეშინოდა რა `წინადაცვეთილების~.ო.
    კონფლიქტი პეტრეს და პავლეს მომხრეებისა პეტრეს მეორე კანონიკურ წერილში მხარგაკვრითაა აღწერილი. უსტარი შედარებით გვიანაა დაწერილი - არა უადრეს II ს - სა, რადგან მასში ჩანს, სახარებებს ავტორი იცნობს და პავლეს ეპისტოლეს პირდაპირ ეყრდნობა. პავლე ცოტა მოულოდნელ კონტექსტში მოიხსენიება: `და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ გადარჩენად, ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებულ სიბრძნით. როდესაც ლაპარაკობს ვით ყველა მოკითხვის წიგნშიც,~ ამის თაობაზე `რომლებშიც არის ზოგი რამ ისე ძნელად გასაგები, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, მათაც საკუთარი თავის დაღუპვად ამახინჯებენ~. (2. პეტრე. 3. 15 - 16). მაშ ასე, ერთის მხრივ პავლე - `საყვარელი ძმაა,~ მეორეს მხრივ - მის მოკითხვის წიგნებში არის რაღაც `ძნელადდამარწმუნებელი~, რაიც საფუძველს იძლევა ქრისტიანული სწავლება მცდარად გავიგოთ. ამ დაშორიშორებათა მიზეზი პეტრეს მეორე ეპისტოლედან გაურკვეველია, მაგრამ, სრულიად შესაძლოა, ის `იუდაიზმისადმი~ დამოკიდებულებას ეხებოდა (იუდეველი ქრისტიანები, როგორადაც მინიშნებული იყო, პავლეს არ ცნობდნენ).
    პეტრეს ხატება დამცრობილია თომას სახარებაშიც ნაგ - ხამადიდან, იქ ბუნებრივია, მაცხოვართან ყველაზე დაახლოვებული მოწაფე თომაა. ამ სახარების თანახმად, იესო სთხოვს მოსწავლეებს იგი ვინმეს ან რამეს შეადარონ. პასუხად პეტრე მას ანგელოსს ადარებს, მათე - ფილოსოფოსს  და მხოლოდ თომა ამბობს: `ბაგენი ჩემნი ვერ იტყვიან, თუ ვის ჰგევხარ შენ~. (14). საინტერესოა, მათეს სახარებაში ანალოგიურ კითხვაზე მართლაც პეტრე პასუხობს: `შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, ცოცხალისა~ (16. 15 - 16); თომას სახარებაში კი პეტრეს იესოს ჭეშმარიტი ბუნება არ ესმის. იქვე პეტრე მოითხოვს, მარიამ მაგდალინელმა დატოვოს ისინი: `რამეთუ ქალები არ არიან სიცოცხლის ღირსნიო~ (118). ამის პასუხად იესო წარმოთქვამს სიტყვებს: `მარია ცოცხალი სულად იქცევა, ისევე როგორც კაცები.~ `ვინაიდან ყოველი განკაცებული ქალი შევა ზეციურ სასუფეველშიო~. ეს სენტენცია ასახავს წმინდა გნოსტიკურ შეხედულებას ურთიერთსაპირისპიროთა შეერთებაზე `მამის სასუფეველში~. თუმცაღა, საეჭვოა შემთხვევითი იყოს, გნოსისის არსის ვერგაგების მამხილებელი მოთხოვნა მარიამის გაძევებაზე მაინცდამაინც პეტრეს ბაგეში რომ არის ჩადებული. მარიამ მაგდალინელის წინააღმდეგ, მარიამის სახარებაში ნაგ - ხამადიდან – პეტრე გამოდის. როგორც ჩანს, ქრისტიანობის გავრცელების საქმეში უდიდეს როლდაკისრებულ ტრადიციებს გნოსტიკოსები არ ცნობდნენ.
    თუმცაღა კი, რომის საზოგადოების მქადაგებლების მოღვაწეობის შედეგად, გაცილებით გვიანდელ აპოკრიფულ ლიტერატურაში - `პეტრეს საქმეებში~ და პეტრეს რომში ყოფნის ამსახველ ლეგენდებში ძირითადად აპოლოგეტური ტრადიცია ვითარდებოდა,  პეტრეს და პავლეს შორის კი ურთიერთსაპირისპირო გამოთქმები რბილდებოდა.
ქრისტიანობის პირველ მიმდევართა გარემოში საკითხავი პეტრეს სახელმძღვანელო ბუნებრივია, ტრადიციის გადმომცემ სხვა წიგნებსაც წარმოშობდა. იგინი მის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული, როს, ახალ აღთქმაში მხოლოდ ორი ეპისტოლეა შესული, მათ ავტორადაც პეტრეა დასახელებული. მათში პეტრესგან იესოს მოძღვრების ქადაგებაზე არაფერია. ქრისტიანული გადმოცემებით, მახარებელი მარკოზი პეტრეს მოწაფეა. ნამდვილად ამ მიზეზით სავარაუდებელია, პეტრეს მოთხრობები მარკოზმა გადმოგვცა. პეტრესებრი ფიგურისათვის კი ეს აშკარად საკმარისი არ არის. ჭეშმარიტად, ეგვიპტურ აღმოჩენამდე უშუალოდ მოციქულ პეტრეს დაწერილი და ეკლესიისგან უარყოფილი წიგნები იცოდნენ.
    პეტრეს სახარებას ეუსებიოს კესარიელის `ეკლესიის ისტორიაში~, ორიგენიც  ახსენებს. სახარებებში მოხსენიებულ იესოს ძმებზე (მარკ. 6.3; მათ. 13. 55), მსჯელობისას, ორიგენი გვეუბნება: თითქოს ისინი იესოს ძმებად იოსების პირველი ცოლიდან ეკუთვნოდნენო. ამას პეტრეს სახარება და იაკობის წიგნი.  გვამცნობსო. ორიგენი მხარს უჭერს ამ ვერსიას და მით არ უარყოფს პეტრეს სახარებასაც. უფრო დაწვრილებით ამ სახარებაზე  ეუსებიოსი მოგვითხრობს. გვიყვება სირიაში ქრისტიანულ საზოგადოებების ხელმძღვანელ როდოსის ეპისკოპოს სერაპიონზე (დაახ. 200 წ. კილიკია). ეუსებიოსის თანამად, სერაპიონმა აღმოაჩინა, მისი სამწყსო პეტრეს სახარებით სარგებლობდა. თავიდან მან ეს დაუშვა, შემდგომ, გაეცნო რა შინაარსს, მორწმუნეებს აღნიშნულ სახარებაზე საგანგებო ეპისტოლე გაუგზავნა. სერაპიონმა მიუთითა: ამ სახარებას კითხულობდნენ დოკეტები `იმათი მემკვიდრეები, ვისგანაც ის საწყისს უწყის~ო. მერე, ეპისკოპოსი წერს: მრავალია მასში `ჭეშმარიტ მოძღვრების თანახმად მხსნელისა, ხოლო, ზოგიერთი მცნება დამატებულია, რასაც ჩვენ თქვენთვის შევნიშნავთ~ო. (HE. VI.12). `საეკლესიო ისტორია~ში ეუსებიოსი პეტრეს სახარებას რიოშ წერილების რიგში კიდევ ორ ადგილს ახსენებს (III.3, 25)
    მაშ ასე, ამ ვერსიის მიხედვით, პეტრეს სახარება შეიქმნა რომელიღაც წინამორბედთაგან დოკეტთა განდგომილ რელიგიურ ჯგუფისა, მათი მოძღვრება II ს - ში სირიაში ვრცელდებოდა. სექტის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან დოკეუ – ჩვენება. დოკეტების თანახმად ქრისტეს ამ მიწაზე ყოფნა მოჩვენებითი, არარეალური გახლდათ, ისინი ქრისტეს ადამიანურ ბუნებას უარყოფდნენ.
    თუმცა ქრისტიანი მწერლები პეტრეს სახარებას არა მხოლოდ დოკეტებს უკავშირებდნენ, არამედ იუდეველ - ქრისტიანებსაც. ასე, თეოდორიტე (IV – V სს) წერდა: `ნაზარეველები იუდეველები არიან, მიიჩნევენ ქრისტეს სამართლიან ადამიანად და იყენებდნენ ე. წ. პეტრეს სახარებასო~ . თეოდორიტეს ვერსია ეწინააღმდეგება დოკეტების მოძღვრებას და ასახავს ერთ - ერთ ყველაზე ადრეულ იუდეურ - ქრისტიანულ წარმოდგენას ქრისტეზე, მასზე ზემოთ ითქვა. შეუძლია თუ არა ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტის შინაარსის ანალიზს, აგვიხსნას ეს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ქრისტიან მწერლებისა? გარკვეულწილად ძალუძს, მაინც ხომ, სამწუხაროდ, ნაწყვეტი პატარაა და სრული წარმოდგენის შექმნა მთელი სახარების შინაარსზე რთულია.
    ორიგენის შენიშვნის მიხედვით, პეტრეს სახარებაში იესოს დაბადება აღეწერათ, რადგანაც სახარებაში მოგვითხრობდნენ იოსების შვილებზე პირველ ქორწინებიდან. იესოს ქადაგებამ სრულად ვერ მოაღწია, გარნა, თუკი სერაპიონს ვერწმუნებით, იქ ორთოდოქს ეპისკოპოსებისგან აღიარებულ წერილებს მრავალი ემთხვეოდა. შემორჩენილ ფრაგმენტში აღწერილია: იესოს სასამართლო; მისი დასჯა; აღდგომა; მოწაფეთა, იუდეველ ხუცესთა, პილატეს, ხალხის მოქმედება და მომხდარისადმი დამოკიდებულება; პილატეს მიერ ხელის გადაბანა; იესოს მასხრად აგდება ჯვარცმის წინ; მიმართავენ მას ვითარ მეფეს; ჯვარს აცვეს ორ ყაჩაღს შუა; მის სამოსელზე წილი ყარეს - ყველა ეს დეტალი შეგვიძლია მოვიძიოთ კანონიკურ სახარებებშიც. მაგრამ, იესოს სასამართლო პეტრესთან სხვაგვარადაა აღწერილი (ვიდრე კანონიკურ სახარებებში). იგი მიმდინარეობს არა ხალხის წინ, როგორც ჩანს პრეტორიაში (ან ჰეროდის სასახლეში). მთავარი მოსამართლე ჰეროდე ანტიპეა.  ვერსია, თითქოს იესოს გასამართლებაში იროდი მონაწილეობდა, ქრისტიანულ ტრადიციაში გავრცელებული იყო, ამაზე მოწმობს სიტყვა `მოციქულთა საქმიდან~ (4. 27), ამის შესახებ მოთხრობილია ლუკას სახარებაშიც: პილატემ შეიტყო, იესო – გალილეველიაო და იერუსალიმში იმ დროს მყოფ იუდეის მმართველ (ტეტრარქს) ჰეროდე ანტიპეს გაუგზავნა. ჰეროდმა იესოს დაკითხვა სცადა - იესო დუმდა. `ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ნათელი სამოსელი და უკან გამოუგზავნა პილატეს~. (ლუკა .23. 11).  ამ ამბავს მოსდევს სხვა კანონიკურ სახარებებთან შესატყვისი მოთხრობა, ვითომ პილატე იესოს გაშვებას აპირებდა (ლუკასთან პილატე ამბობს ფრაზას: იროდმაც ვერ დაადანაშაულა სასიკვდილოდ)ო, დაბოლოს ხალხმა მისი დასჯა მოითხოვა. იქმნება შთაბეჭდილება, ლუკასთან სასამართლო ეპიზოდების დუბლირება მოხდა და სხვადასხვა ტრადიცია გაერთიანდა - სხვა ახალაღთქმის უცხო სახარებებში ასახული და პეტრეს სახარებაში გამოხატული, აგრეთვე იქ, სადაც `მოციქულთა საქმეებში~ მოსამართლეთა გვერდით ჰეროდეა მოხსენიებული.
    არის მოსამართლის როლში ჰეროდეს გამოჩენა წილნაყარი რეალურ ისტორიასთან იესოს ჯვარცმისა? ახლა ამის თქმა ძნელია. პილატესგან სასამართლოში ჰეროდეს ჩაბმა, (იუდეველთა მეფე შესაძლებელია მორიგ რელიგიურ კონფლიქტს თავს არიდებდა), ბევრწილად სარწმუნო გვეჩვენება, ვინაიდან, იესო წარმოშობით ჰეროდეს საგამგებლო ოლქიდანაა. ბევრად დამაჯერებლად ჩანს, იესოს სასამართლოში ჰეროდეს მონაწილეობაზე ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ ტრადიციაში მოგვითხრობდნენ. მისი მამა - მეფე ჰეროდე თავისი პრორომაული პოლიტიკის მიზეზით იუდეურ საზოგადოების მრავალ ფენაში შეიძულეს, დაუნდობელად სდევნიდა ყველა უკმაყოფილოს. ჰეროდე პირველ ქრისტიანებსაც სძულდათ. ეს ახალაღთქმის გადმოცემაში გამოიხატა, იქ, სადაც ჰეროდემ ბრძანა, დაეღუპათ გამონაკლისის გარეშე ახალშობილი ბიჭი, შეიტყო რა, ბეთლემში იუდეველთა ახალი მეფე იშვაო. ახალ აღთქმაში მისი ვაჟიც მუქ ფერშია დახატული. ჰეროდე ანტიპემ განკარგულება გასცა იოანე ნათლისმცემლის ბნელ ჯურღმულში დამწყვდევისა,  მაგრამ, ხალხის შეეშინდა და ვერ დასაჯა. მაშინ ნადიმზე, ჰეროდეს დაბადების დღეს, (მისი დის) და ცოლის, ჰეროდიადას ქალიშვილმა ცეკვის საფასურად ჰეროდეს იოანეს თავი მოსთხოვა - და ტეტრარქმა ბრძანა - მოეკლათ იოანე (მათე. 14. 3 - 11). ამრიგად, ჰეროდეს დანაშაული - იესომდე იოანეს წამება, პირველ ქრისტიანებს არც უნდა გაჰკვირვებოდათ. პეტრეს სახარებაში ჰეროდეზე მოთხრობილი ჩვენი თვალთა ხედვით საკმაოდ ადრე წარმოქმნილ ტრადიციას ასახავს.
    გასამართლების მომყოლად წამების აღწერაში ახალაღთქმისთვის შეუგვანი ცალკეული დეტალები გვაქვს, თუმც მთლიანობაში აპოკრიფის ავტორი მათთან ერთად თხრობის საერთო ხაზს მისდევს. განსხვავებაა მაგალითად: პეტრეს სახარებაში იესოს მოსამართლის ადგილზე სვამენ და ამნაირად სიტყვებით მიმართავენ: `განსაჯე სამართლიანად, ისრაელის მეფევ!~ ახალ აღთქმის სახარებებში იესოს მიესალმებიან როგორც იუდეის მეფეს. გარნა, იმაზე, რომ იესო მოსამართლის ადგილზე დასვეს, არარაა ნათქვამი (იოანეს გამოყენებული აქვს აგრეთვე სიტყვა (βημα - მსაჯულთა ადგილი, მაგრამ მასზე პილატე ჯდება და არა იესო. - 19. 13).  ეს დეტალი ჩვენთვის საინტერესოა იმიტომ, მას თავის `აპოლოგიაში იუსტინე მოიხსენიებს ~(1. 35). იუსტუინეს ფრაზეოლოგია აპოკრიფის ფრაზეოლოგიასთან ახლოსაა. ჩანს, იგი პეტრეს სახარებას იცნობდა და პატივს სცემდა.
    ახალაღთქმის სახარებაში იესოს მეომრები მასხრად იგდებენ, მხოლოდ, პეტრესთან ამას (განუსაზღვრელია) `ისინი~ აკეთებენ, ვის მიღმაც, კონტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იუდეველები - იესოს მტრები და რომაელი მეომრები იგულისხმებიან. სახარების სტილისტიკიდან ხილულია, ავტორი ერთურთისაგან იუდეველებს და რომაელებს ვერ განაცალკევებს. მხოლოდ მათი მოქმედებით არის შესაძლებელი განვსაზღვროთ, კერძოდ, ვისზეა საუბარი - უბრძანეს ყაჩაღის წვივები არ გადაემტვრიათ (ბუნებრივია, რომაელ გუშაგთა უფროსებმა) იესოს ძმარი ასვეს და ნაღველი - ასევე ებგურებმა. `ისინი~ ვინც წუხდნენ, შაბათი ხომ არ დადგაო, `ისინი~ პილატესთან გაქცეულები - იუდეველები.
    ეს განზოგადოებული ხატება - `ისინი - მტრებია~. პეტრეს სახარებაში აშკარა ურთიერთდაპირისპირებაა. ხალხთან და იუდეველთა სათავეში მდგომ - უხუცესებთან, ქურუმებთან, მწიგნობრებთან ერთად ფარისევლები იესოს მთავარ მოწინააღმდეგეებადაა გამოყვანილი. ხანდახან `ისინი~ საერთო ტერმინით `იუდეველები~ იწოდება, მართალია ასეა. კონტექსტიდან ჩანს, ასერიგად, `იუდეველები~ - ეს სრულიად ერი როდია (იგი გამოხატულია ბერძნული სიტყვით λαος), იესოს იუდეველი მტრებისათვის შერქმეული კრებითი სახელია (იხ. მაგალითად: 12. 50). მაცხოვარის სიკვდილის შემდგომად ხალხი დრტვინავს და მჯიღს იცემს, წამებულის სიმართლეს ირწმუნება. უხუცესები, მწიგნობრები და ფარისევლები პილატეს ეხვერწებიან მისცეს დაცვა საფლავისათვის, რათა მოწაფეებმა ვერ მოიპარონ ხხეული და ხალხმა არ დაიჯეროს - აღსდგაო (8. 28 .29). ბოლოს დარწმუნდნენ რა, იესო მართლაც ცადამაღლდა, `ისინი~ ევედრებიან პილატეს გაჩუმებულიყვნენ ნანახის გამო (11. 48). იუდეველ უხუცესებთან ხალხის ასეთი ურთიერთდაპირისპირება ნაწყვეტის კონტექსტში ჩამატებულია - საზოგადოებას ხომ იესო არ გაუსამართლებია. მისი ხალხში ცნობილობა დაკრძალვის შემდეგ იერუსალიმიდან და შემოგარენიდან დალუქულ საფლავთან ერის შეგროვებითაა ხაზგასმული. არ შეიძლება თქმა: ასეთი ტრაქტირება მთლიანად პეტრეს სახარების ავტორს ეკუთვნისო. მათეს სახარებაშიც იუდეველი უხუცესები ეხვერწებიან პილატეს: `ამიტომ უბრძანე მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რათა არ მოვიდნენ მოწაფეები, მოიპარონ და საზოგადოებას უთხრან: მკვდრეთით აღსდგაო. და უკანასკნელი მოტყუება პირველზე უარესი იქნება~. (27. 64). აქ, პეტრეს სახარებისნაირად მოტანილია ვერსია, (ორთოდოქს იუდეველთაგან გავრცელებული), მასზედ, აგრემც მოსწავლეებმა იესოს გვამი მოიპარეს.  ფარულად არსებობს სიფრთხილე ხალხის გამო, ავად თუ კარგად მათ დასაშვებია იესოს აღდგომა ირწმუნონ. `უკანასკნელი მოტყუება~ (ანუ ერის შეცდენა) პირველზე უარესი იქნება (ესე იგი გვამის მოპარვა). თუმც მოცემულ შემთხვევაში, უხუცესთა შიში, იუდეველი საზოგადოების მხრიდან იესოს ჯვარცმის აქტიურ მოთხოვნას სრულად ვერ ებმის. (`და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად:  `ჩვენზე და ჩვენს შვილებზეა მაგის სისხლი~ - მათე 27 .25). რაკი გამხდარან რა უკვე აღდგომის მოწმენი, ადამიანების მოტყუებას და `უდიდესი ცოდვის~ ჩადენას მაინც მიზანშეწონილად თვლიან, ოღონდ, ხალხმა მომხდარის მთავარ დამნაშავედ არ ცნონ და ჩაქოლონ `ისინი.~
ლუკას სახარებაში აგრეთვე ერის გლოვასა და სინანულზეა მოთხრობილი: ჯვარსსაცმელად მიმავალ იესოს `მისდევდა დიდძალი ხალხი და დედაკაცები, ტიროდნენ და მოსთქვამდნენ მის გამო.~ (23 .27). ჯვარცმის შემდეგ, ამ სახარების თანახმად, მთელი ერი მკერდში ცემით ბრუნდებოდა (23. 48). ლუკას სახარების ერთ - ერთ ადრეულ ლათინურ თარგმანში საზოგადოების მოთქმაზე მონათხრობში არის სიტყვა სამომავლო მისაგებელზე იერუსალიმისათვის,  რასაც პეტრეს სახარებაშიც ვკითხულობთ, სადაც აღწერილია ერის მოთქმა სიტყვებით: `ვაი შენ იერუსალიმო~ - ტატიანემ ალბათ იცოდა (სახელდობრ პეტრეს სახარებიდან, ან უფრორე განვრცობილ ვერსიიდან ლუკას სახარებისა), ვინაიდან, ანალოგიური მონათხრობი მასაც აქვს მოტანილი თავის დიატესარონში.
    ხალხის და ქურუმების ასეთი ურთიერთდაპირისპირება იქნებ იუდეველ ქრისტიანებიდან და შესაძლოა მეტად ადრეულ სექტანტურ გუნდებიდან, სიტყვაზე ყუმრანის თემელთა სხვებისგან განცალკევებულ ჯგუფიდან მომდინარეობდეს, რომელნიც მკვეთრად უარყოფითად იყვნენ განწყობილნი იუდეველ პირველმღვდლების და თვით იერუსალიმის ტაძრის მიმართ.  ამასთან დაკავშირებით საჭიროა ითქვას, სამეცნიერო ლიტერატურაში  პეტრეს სახარების ანტიიუდეურ ტენდენციაზე გამოთქმული თვალსაზრისი უსაფუძვლოა. ჰეროდეს და იუდეველთა მეთაურთა ბრალეულება და არა სრულიად ხალხისა, უწინარესად იუდაიზმის შიგნით მძაფრი დაპირისპირების გამომხატველია, ვიდრე იუდეველების და ქრისტიანების ურთიერთდაპირისპირებისა.
    პეტრეს სახარების სპეციფიკური თავისებურებაა იესოს ცხოვრება და აღდგომა. ჯვარცმული იესო არ იტანჯება. ერთადერთია ღმერთისგან წარმოთქმული ფრაზა: `ძალავ, ჩემო ძალავ, შენ მიმატოვე მე!~ ამ შეძახილის მერმე `ამაღლებული~ გარდაიცვალა. ახალაღთქმის სახარებებში იესოს უკანასკნელი სიტყვები სხვადასხვაგვარადაა გადმოცემული. ლუკას სახარებაში ამბობს: `მამაო, შენს ხელთ გადმომიცია სული ჩემი~ (23. 46), იოანეს სახარებაში მოსწავლესთან დალაპარაკებისთანავე, მიაბარა რა დედამისი, იესოს უთქვამს: `მწყურია~ (სახარების ავტორი ამატებს: `დაე აღსრულდეს ნაწერი~) და მას უკან წარმოთქვამს უკანასკნელ სიტყვას: `აღსრულდა~ (19. 28 - 30). მარკოზის და მათეს სახარებებს ძველი აღთქმის ფსალმუნიდან იესოსგან სიკვდილის წინ წარმოთქმული არამეულენოვანი ციტატა მოჰყავთ: `ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?!~  (მათე .27. 46; მარკ. 15. 34), - დრამატულია უძველეს არამეულ ტრადიციასთან დაკავშირებული ეპიზოდი იესოს წამებისა. პეტრეს სახარების ნამსხვრევი თავისებურ პერიფრაზირებას იძლევა, დაკავშირებულს ადრეულ, მათესთან და მარკოზთან ასახულ ტრადიციასთან.  პეტრეს სახარების მონაკვეთის ავტორმა ღმერთი `ძალით~ შეცვალა, ეს ლუკასთან და იოანესთან იესოს უკანასკნელ სიტყვების გადასხვაფერებულ რედაქციად მოგვეწოდა - მისი სახების საკრალიზაციის მიზნით.
    ამრიგად, პეტრეს სახარების თანახმად, ვიდრე რაღაც ძალა ჯერ ისევ იესოში არსებობდა, მაცხოვარი არ იტანჯებოდა. ხოლო, მიატოვა  რა - მოკვდა. იმ შეძახილს არა აქვს ის მწარე მნიშვნელობა, რანაირიც ექნებოდა მიმართვას მისი მიმტოვებელი (ანუ, თითქოს და მისი მიმვიწყებელი) ღმერთისადმი. ღვთაებრივი ენერგია ტოვებს სხეულს და ამთავრებს მიწიურ სიცოცხლეს. ზებუნებრივი ღონის მცნება გნოსტიკურ მოძღვრებებში არსებობდა (იხ., ნიმუშად, იოანეს აპოკრიფი, სადაც ლაპარაკია უხილავ სულის ძალაზე, ის მას ეონებს აძლევს). მიუხედავად ამისა, საეჭვოა, ამის საფუძველზე პეტრეს სახარების `ძალა~ გნოსტიკურ `ენერგიის~ გაგებასთან გავაიგივოთ. კლიმენტი ალექსანდრიელი ქრისტეში ნათლობის დროს შესულ ღონეზე წერდა (Eხცეერტა ეხ თჰედოტ, Oპერა.61), რაც იუდეველ ქრისტიანების მოძღვრებას შეესატყვისებოდა: სული ქადაგ იესოში მისი ნათლობისას შევიდაო. `მოციქულთა საქმეებში~ პეტრე ამბობს: ღმერთმა აკურთხა იესო `სული წმინდით და ძალით~ო. (10 .38). გამორიცხული არ არის, ენერგიის შესახებ სიტყვები `მოციქულთა საქმენის~ ავტორმა პეტრეს შემთხვევით არ ათქმევინა, ასეთი ქადაგება ქრისტიანულ ტრადიციაში (იქნებ უკვე ჩაწერილიც) სწორედ მის სახელს უკავშირდებოდა.
    ფრაგმენტის ტექსტი აგრეთვე არ იძლევა საფუძველს დოკეტების პირდაპირ გავლენაზე ვილაპარაკოთ, რომელნიც, სერაპიონის თქმით, ამ სახარებას პატივს სცემდნენ, თუმცაღა ის მათ არ დაუწერიათ. დოკეტები გნოსტიკოს ავტორების წყებათა დარად იესოს ამქვეყნიურ ცხოვრებას მოჩვენებითად თვლიდნენ (გნოსტიკურ სახარებაში `ჭეშმარიტებანი ქრისტეზე~ ნათქვამია: `ლანდი სხეულით~) მოვიდაო. უმტკივნეულობა არაბუნებრივ ხორციელ არსებობით როდი იყო განპირობებული, ოღონდ სხეულში ღვთაებრივი, სატანჯველისაგან განმათავისუფლებელ ძალის ქონით. გვამის რეალურობა პეტრეს სახარებაში ხაზგასმულია თუნდაც იმით, რა დროსაც იგი ჩამოხსნეს ჯვარიდან და დააწვინეს მიწაზე, მიწა შეინძრა. მკვდარ იესოს ავტორი კვლავინდებურად `ღმერთს~ უწოდებს (`და როს ამოაძვრეს ლურსმები ღმერთის ხელებიდან და დააწვინეს იგი მიწაზე~.ო. - 6. 21).
    პეტრეს სახარებაში იესოს აღდგომის აღწერა სრულიად ფანტასტიკურად გამოიყურება. ახალაღთქმის სახარებებში თვით გაცოცხლების მომენტი დაფარულია. მოწაფეები ცარიელ საფლავს ხედავენ, ანგელოზებს (ანგელოზს) აღდგომის მაუწყებელთ და მას აქეთ მათ გამოეცხადება უკვე აღმდგარი იესო. პეტრეს აღდგომის ყველა დეტალი აქვს აღწერილი და ეს მრავალი მოწმის თვალწინ ხდება. თავდაპირველად ცა გაიხსნა, იქედან ორი ანგელოსი (მამაკაცი) ეშვება, შედიან აკლდამაში და მესამე გამოჰყავთ, არა წინანდელი იერით, (მისი თავი `ცას ასცდენია~) მის უკან მოემართება ჯვარი, ჯვარისგან გაისმის პასუხი ციდან კითხვაზე: `უქადაგებდი განსხვავებულებს?~ აღდგომის აღწერას პარალელი არც ერთ ჩვენთვის ცნობილ სახარებასთან არ მოეძევება (გამორიცხული არ არის, მსგავსი მონათხრობებს შეიცავდა აგრეთვე სხვა, ჩვენამდე მოუღწეველი აპოკრიფი). მაინც ხომ, თვით იდეა აღდგომისა გადასხვაფერებულ სახითაც უცხო არ იყო ქრისტიანული ჯგუფებისათვის. იუდეველ - ქრისტიანებთან მეტნაკლებად ახლოს მდგომ ახალ აღთქმის თხზულებაში, იოანეს აპოკრიფში, ქრისტეს აგრეთვე ფანტასტიკური იერი აქვს - ბატკანისა, `თითქოს სამსხვერპლოზეა მიყვანილი, მოეპოვება შვიდი რქა და შვიდი თვალი~ (5. 6), რიცხვი შვიდი ღმერთის შვიდ სულს სიმბოლიზირებდა, ანუ, აღმდგარ ქრისტეს შეეძლო უკვე ნებისმიერ სახით გამოცხადება, ის, რომელიც კი არ გვიმჟღავნებს, მის ჭეშმარიტ, მიუწვდომელ არსებაზე მიგვანიშნებს. ფილიპეს გნოსტიკურ სახარებაში სხეულის ცადამაღლება განსაკუთრებული სახითაა განმარტებული: `არა ხორცს, არც სულს არ ძალუძს მემკვიდრეობით მიიღოს ცის სასუფეველი~. ამ გამონათქვამის თანახმად, იესოს სხეული - ლოგოსია, ხოლო მისი სისხლი - სული წმინდაა (2 3).
    იესოს აღდგომის თაობაზე ყველა მონათხრობი აპოკალოფსურ ლიტერატურას უახლოვდება. ცოცხალი ჯვარი ამ მონათხრობში მხოლოდ ფანტასტიკური დეტალი არ გახლავთ. ჯვარი იესოს თან სდევს ცაში პეტრეს აპოკალიფსშიც და ამით საკრალურ სიმბოლოს მნიშვნელობას იძენს.  რეალურ სინამდვილეში ასე ხშირი წამების სამარცხვინო იარაღიც გადასხვაფერდება, იქცევა `ხედ~ მარადიულ სიცოცხლისა.
    ფრაგმენტის ბოლოს იწყება თხრობა, რარიგ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს (ან, მხოლოდ ერთს - პეტრეს). ტიბერიის ზღვაზე (ტბაზე) გამოცხადება იოანეს სახარებაშია არწერილი (21. 1), მაგრამ, ის იქ პირველი როდია. ლუკას დაწვრილებით აქვს აღწერილი იესოს მოსწავლეებთან გამოცხადება გზად, სოფელ ემაოსთან (24. 13 - 15. შდრ.: მარკ. 16. 12), გარნა, რაჟამსაც ეს მოწაფეები დაბრუნდნენ და უამბეს დანარჩენთ, მათ თავის მხრივ თქვეს: `უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს~ო. (24 .34) იქმნება შთაბეჭდილება, ამ შემთხვევაში, ლუკას სახარებაში, რანაირადაც იესოს სასამართლოს აღწერაში, ტრადიცია, დაკავშირებული თვით სინოპტიკურ სახარებების ყველაზე ადრეულთან (მარკოზისა) და პეტრეს სახარების ნორმები გაერთიანდა.
    ამნაირად, პეტრეს სახარების ჩვენამდე მოუღწეველ ფრაგმენტის ანალიზი იმაზე მიგვანიშნებს, მის საძირკველში ახალ აღთქმაშიც გამოყენებული უძველესი ქრისტიანული ადათი იდო. შეიძლება ითქვას მოციქულ პეტრესთან დაკავშირებულ და კანონიკურ წერილებში მხოლოდ ცალკეულ ადგილებში მოხმობილ განსაკუთრებულ ტრადიციის არსებობაზეც. პეტრეს სახარების ავტორს ახალაღთქმის ნაწერები შესაძლებელია სცნობოდა, დაბოლოს, მოუხერხდებოდა ნაწყვეტების სახით, პაპირუსში შემორჩენილ რომელიღაც სხვა წყაროების გამოყენებაც, რითაც უცნობი სახარების ავტორი აგრეთვე ხელმძღვანელობდა, (იხ. ზემოთ). ეს უძველესი ნორმა პეტრეს სახარებაში გადაამუშავეს განსაკუთრებული სარწმუნოებრივი სწავლების მიზნით.
    თუ რომ ჩვენამდე მოღწეულ წანაჭერებს შემადგენელ ნაწილებად არ დავანაწევრებთ და არ გავარკვევთ, რომელი ფრაზა რომელ ადათს გამოხატავს, მაშინ სრული მონათხრობის შთაბეჭდილებას დატოვებს, ორ ძირითადი თემის განმავითარებელს - სასწაულის მანიფესტაციის თემისა, (ქრისტეს ღვთაებრივი გამოცხადება) და თემის - მათი დანაშაულისა, ვინც აწამა და ამ ჩვენების მიუხედავად არ ცნო. შემორჩენილ ტექსტში არ არის საკითხი ხსნისა და მონანიებისა, ასე მნიშვნელოვანი სხვა ქრისტიანულ წიგნებისათვის. აქ ვერც იესოს ბედის გადამწყვეტელ წინასწარმეტყველთა დამოწმებას ვერ ნახავთ. ერთადერთი ძველაღთქმისეული დასტური, და ისიც არაზუსტი, იუდეველების მიერ აუცილებლად დასაცავ იუდეურ კანონის დანიშნულებას ეხება. იესოს ღვთაებრიობა მჟღავნდება: სასწაულებით, ნიშნებით და არა წინასწარმეტყველებათა განხორციელებით, რაც პეტრეს სახარებას - ყველა მგვანების მიუხედავად - ახალ აღთქმის ნაწარმოებებისაგან პრინციპულად განასხვავებს. ასე, მარკოზის სახარებაში, იმ მონათხრობის მერმე, ოდეს იესო ორ ავაზაკს შუა აცვეს ჯვარს, განმარტებულია: `და აღსრულდა წერილი რომელშიც ნათქვამია: `ბოროტმოქმედებთან ჩაითვალაო~~ (15. .28); იოანეს სახარებაში იესოს კვართზე  წილის ყრა და მისი სიტყვა `მწყურია~ დაკავშირებულია წერილის აღსრულებასთან (19. .24, 29). ხოლო `მოციქულთა საქმეებში~ პეტრე იესოზე რაწამს ლაპარაკობს, ხაზგასმით იტყვის: `მის შესახებ ყოველი წინასწარმეტყველი ამოწმებს, საბოლოოდ ყველა, ვინც იგი იწამა, მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებასო~ (10. 43). სასწაულების `უტყუარობა~ პეტრეს სახარებაში ხაზგასმულია კიდევ იმით, იქ პირველი პირი მოგვითხრობს, რაიც არაა დამახასიათებელი კანონიკურ სახარებების ავტორებისათვის.  ნიშანდობლივია, შემორჩენილ ტექსტის მთელ სიგრძეზე ავტორი იესოს არსად არ ახსენებს, მას მხოლოდ `ღმერთად~ მოიხსენიებს. გარდაცვლილი სხეულიც კი - `ღმერთის~ სხეულია. უმეტნაკლებოდ, ამით ტექსტი საკრალიზებულია. ბწკარედების მკითხველთ და მსმენელთ ევალებოდათ შეეგნოთ, როგორადაც არ ეტანჯათ და დაემცირებინათ იესო, ყოველთვის - ღმერთი იქნებოდა. ურთიერთსაპირისპირო აღწერა დამცინავი და უგუნური ბრბოსი, ამასთან, დაჟინებულად გამეორება სიტყვა `ღმერთი~სა, დაძაბულობასა და სამომავლო აღდგომის შეგრძნებას ქმნიდა. კვირის პირველი დღის - `აღდგომის დღედ~, `უფლის დღედ~ წოდება იმავ მიზანს ემსახურებოდა. იწამეს რა იესო - ბოროტმოქმედი ხალხის მხსნელს უწოდებს, თუმცაღა კი აქტი ხსნისა - ქრისტეს ხლხისთვის მონანიე სიკვდილი - ჯერ არ მომხდარიყო.   მაგრამ, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა თავიანთი რწმენით შეიცვნეს, რა დღესაც მისი დამღუპველები ამას არ იჯერებენ, მაშინაც კი, როცა აღდგომა მათ თვალწინ ხდება.
    ამ ურთიერთდაპირისპირებებს ჩვენ მეორე - სინანულის თემასთან მივყავართ. იგი პირველზე მჭიდროდაა გადახლართული. შეიძლება, წერილზე დაყრდნობისაგან უარის თქმა არა მხოლოდ ქრისტიანულ მოძღვრების იუდეურთან დაკავშირების სურვილის უქონლობითაა განპირობებული (ასე მიიჩნევენ, ვინც ნაწყვეტში ანტიიუდეურ მიმართულებას ხედავენ), არამედ მისწრაფებით, პირველ პლანზე სინანულის და სასჯელის იდეამ წამოიწიოს. `დასრულდა თქვენი ცოდვები~ - აი მთავარი ლაიტმოტივი იესოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედების აღწერისა. ღვთის წინაშე ჩადენილ დანაშაულის პრობლემა ფაქტიურად არ მდგარა ქრისტიანულ მოძღვრების პირველ მიმდევრების წინაშე, მათთვის ჯვარცმა და აღდგომა ნიშანი იყო გამოსყიდვის და ხსნისა. მეორედ მოსვლას ელოდნენ, უფლის მეუფების დამყარებას მიწაზე და განადგურებას არა იესოს პირადი მტრებისა, ოღონდ ყველა ბოროტისა დედამიწაზე. ვით იოანეს აპოკრიფშია ნათქვამი, მისაგებელს მიიღებენ ყველანი, ვინაც არ მოინანია კერპთა თაყვანისცემაო: `კაცთა კვლა; ჯადოქრობა; მრუშობა; ქურდობა~ (9. .20 - 21). გარნა, იერუსალიმის ტაძრის დანგრევის მომყოლად, პირველ იუდეურ აჯანყების დამარცხების და მითუმეტეს, მეორე იუდეური აჯანყების ჩახშობის (131 - 134 წ) შემდგომ, სამყაროს ჩქარი აღსასრულის იმედის გამღვივებელ ბარ - კოხბი - ს მეთაურთა წინაშე, დადგა კითხვა ამ უბედურებათა მიზეზებზე, ბრალეულობასა და შურისგებაზე. იერუსალიმის დაღუპვის გამოძახილს ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, სადაც, ვითარ მიუთითეთ, პეტრეს სახარებასთან საერთო ტრადიციაა გამოყენებული. ჯვარცმის გზაზე იესო მტირალ ქალებს მიმართავს: `იერუსალიმის ასულნო, ნუ ტირიხართ ჩემს გამო, თქვენი თავები და თქვენივ შვილები იტირეთ. რამეთუ, აი, მოდის დღეები, როცა იტყვიან: `ნეტარ არიან უნაყოფონი, და უშობელი საშონი, და ძუძუნი, რომელთაც არ უსაზრდოებიათო~. (29. .28 - 29). თუმც, ლუკას არა აქვს ასე აშკარად გამოხატული ცოდვა და შურისგება იმ დანაშაულისათვის, როგორც განსახილველ აპოკრიფშია. იუდეველ უხუცესთა ბრალეულობა განსაკუთრებით საშინელია, რახან, ისინი აღდგომის მოწმენი იყვნენ, მიხვდნენ, მესია დაღუპეს, შეეშინდათ და იცრუეს, დაიყოლიეს პილატე აღდგომაზე არაფერი ეთქვა.
    დანაშაულის თაობაზე საკითხის სიმძაფრე, არა ოდენ იუდეაზე თავდატეხილ უბედურების რელიგიური ახსნისკენ მისწრაფებას, აგრეთვე თითქოს პალესტინელი ქრისტიანების ანტირომაულ ორთავ აჯანყებამდელ პოზიციასაც უკავშირდება. ქრისტრიანულ ტრადიციის თანახმად, ებიონეველები, ჩანს ჯერ პირველ ამბოხს მიემხრნენ, მას უკან ჩამოშორდნენ მეამბოხეთ და იორდანეს იქეთ გადასახლდნენ. ბარ - კოხბის მასობრივი შეიარაღებული გამოსვლებში ქრისტიანების მონაწილეობა გამორიცხული არ არის, მაინც, მათ არ შეეძლოთ ბარ - კოხბი მესიად ეცნოთ. აჯანყებულებთან მათი თანამშრომლობა საეჭვოა დიდხანს გაგრძელებულიყო.
    II იუდეურ ამბოხის ტრაგიკული დასასრულის, იერუსალიმის ადგილზე რომაული კოლონიის ელია კაპიტოლინას დაარსებისა და იმპერატორ ადრიანეს (117 – 138 წწ) მიერ იუდეველებისათვის რომის იმპერიის ფარგლებში თავიანთი წეს – ჩვეულებების აღსრულების აკრძალივის შემდგომად, ქრისტიანებისათვის იუდეველებისგან გამიჯვნა გადარჩენის პრობლემად იქცა. შესაძლოა, თესალონიკელებისადმი წერილში იუდეველების მძაფრად გამასამართლებელი ფრაზა ბარ - კოხბის გამოსვლის ჩახშობის მერე გაჩნდა: `მათ მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენ გაგვდევნეს, ღმერთს არ აამებენ და ყოველ ადამიანს ეწინააღმდეგებიან~ (2. 15). ეს გამონათქვამი დედნად მიჩნეულ პავლეს წერილების საერთო კონტექსტს არ ებმის. თუმც, პავლე კანონის მოთხოვნათა დაცვის წინააღმდეგ გამოდიოდა, მოუწოდებდა მორწმუნეებს, ჭეშმარიტი იუდეველები ყოფილიყვნენ, ანუ, სულით იუდეველები, ამის გამო პირდაპირაა თქმული რომაელებისადმი წერილში: `ვინაიდან იუდეველი იგი კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რომელიც გარეგანაა ხორცზე. . . ~(2. 28 - 29). იუდეველთა მიმართ საწყევარი თესალოკინელთადმი მიწერილ პირველ წერილში, ცხადია პავლეს წერილების გადამამუშავებელ და მკვეთრად ანტიებრაულ პოზიციაზე დამდგარ მარკიონესთვის - ნაცნობი არ იყო. მერე იუდეველთადმი ეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ადრექრისტიანულ ლიტერატურის უმეტესობისათვის საერთოდ დამახასიათებლად იქცა. ასე, იერონიმე, ბიბლიურ წინასწარმეტყველთა კომენტარებისას, მრავალ მათგანს ბარ - კოხბის აჯანყების ჩახშობას უკავშირებს (ერთ - ერთ კომენტარში იერუსალიმი `სისხლიან ქალაქად~ და `ბიწიერ ქალაქად~)  იწოდება. მართალია ასეა, ამ გამონათქვამებიდან პეტრეს სახარება დამნაშავეებად გვიცალკევებს მხოლოდ: იუდეველების მეთაურებს - იროდ ანტიპეს; ქურუმებს; მწიგნობრებს; უხუცესებს. ისინი რომაელ მეომრებთან ერთად ერთ ჯგუფად გაერთიანებულან და იესოს წამებაში არიან ბრალეულნი.
ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: რომელ საზოგადოებაში და როდის შეიქმნებოდა პეტრეს სახარება? ჩვენამდე მოღწეულ მოთხრობის ავტორი იუდეველი არ გახლავთ. ამაზე მიგვანიშნებს წარმოთქმული: `კანონი უბრძანებს მათ~ (ე. ი. იუდეველებს) ო, და კიდევ, იესოს ზებუნებრივობის დამტკიცებას არა წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით ცდილობს იგი, არამედ სასწაულების მოყოლით, რომელთაც მოწმენიც ჰყავს. იმავ დროს, მთელი ამ წერილის მანძილზე ტექსტის განხილვისაას ჩვენ შევეცადეთ მასში უძველესი ტრადიციის კვალი გვეჩვენებინა, ბევრია საერთოს მქონე კანონიკურ სახარებათა საფუძველში არსებულ ტრადიციასთან და აგრეთვე იუდეველ - ქრისტიანთა წერილებთან. ამიტომ, მეტნაკლებად სარწმუნოა, ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტი იუდეველ - ქრისტიანთა სახარების გადამუშავებული ნაწილია.  სავარაუდოა, მასაც პეტრეს სახარება ერქვა, - ბუნებრივია, იუდეველთა შორის საქადაგებლად მოწოდებულ მოციქულის სახელი იუდეველ - ქრისტიანთა ვერსიას იქადაგებდა  - სიკვდილს და აღდგომას იესოსი. თეოდორიტეს მხედველობაში ალბათ სახარების ეს პირველი ვარიანტი ჰქონდა.
    II ს - ის ქრისტიანი მწერლები პეტრეს სახარებას საკმარისად კარგად იცნობდნენ. მას იცნობდა იუსტინე. აღწერს რა იესოს აბუჩად აგდების სცენას, იგი ლაპარაკობს: იესო მოსამართლის სკამზე (ბემა) დასვესო. ფრაზეოლოგიურად ეს ნამსხვრევი პეტრეს სახარების შესატყვის მონაკვეთს ეხმიანება. (Aპოლოგია 1. 35). იუსტინე სახარებას არ ეყრდნობა, მაგრამ, `მოციქულთა მოგონებებზე~ აზრს გვიზიარებს: ასეთი სახელწოდება ბევრწილად პეტრეს სახარებას შეეფერება, ვინაიდან პირველი პირის მიერაა დაწერილიო.
    საფიქრებელია, პეტრეს სახარებასთან დაახლოვებულ ტრადიციას ქრისტიანობის მძვინვარე კრიტიკოსი ცელსი იცნობდა. ორიგენის თანახმად, მასთან მოპაექრე ცელსს უთქვამს: ქრისტიანების თქმით `იუდეველები, აწამეს რა ქრისტე და შეასვეს ბალღამი (კურსივი ჩვენია. - შემდეგენლ.), ღმერთი განარისხესო.~  კანონიკურ სახარებებში ასეთი გააზრება არსად არის, მხოლოდ მათესთანაა ნათქვამი: იესოს შეასვეს ძმარი შეზავებული ნაღველითო (იოან. 19. 29; ლუკა.23. 16. მარკ.15 .30. შდრ. : მათე 27. 48, სადაც მხოლოდ ძმარს ახსენებენ.). პეტრე ნაღველს პირველ ადგილზე აყენებს. არც მეტი არცა ნაკლები, ნაღველი მისცეს იესოს ძმრით შეზავებულიო. `მათ~ განასრულეს თავიანთი ცოდვები (სიტყვა `ნაღველი~ ბერძნულად საწამლავსაც ნიშნავს). ამნაირად, პეტრეს ვერსია ქრისტიანებს ისეთად დაეფასებინათ, მათი მოწინააღმდეგის თხზულებებშიც შევიდა. ყველა ეს ალმაცერი მონაცემი გვაფიქრებინებს, თავდაპირველი ვარიანტი სახარებისა დაახლოებით კანონიკურ სახარებებთან თანადროულად, იერუსალიმის დაღუპვის 70 წ. შემდეგ შეიქმნა. ალბათ მცირე აზიელი ან მეზობელ სირიაში იუდეველი ქრისტიანები II - III საუკუნეების მიჯნამდე ამ სახარებას იყენებდნენ. დასაშვებია ლუკა ამ ტექსტით ხელმძღვანელობდა. ბრალეულობისა და შურისგების ასე მძაფრად დამყენებელ სახარების თავისებურებამ საშუალება მისცა სწავლულებს გადაემუშავებინათ იგი უკვე 134 წ. (ბარ - კოხბის აჯანყების დასასრულს), როს იმპერიის ქრისტიანებისათვის იუდაიზმთან განხეთქილების საკითხი არა რელიგიურ მოძღვრების, ოღონდ თვითგადარჩენის საკითხად გადაიქცა. აპოკრიფისთვის დამახასიათებელ: იესოს ხატების საკრალიზებას და სპირიტუალიზებას; ჯვარზე გაკრულის უტანჯველობას; აღდგომის ფანტასტიკურ იერს; ამ ყველაფერს მისკენ დოკეტების ყურადღება უნდა მიექცია, რომელნიც მას თავიანთ სწავლებად განმარტავდნენ (და ალბათ, არა მხოლოდ განიხილავდნენ, გადაწერისას კიდევაც გადაამუშავეს). შესაძლებელ გადამუშავების შესახებ აზრი სერაპიონის რეაქციამ გაგვიჩინა. საგულისხმოა, სერაპიონი განიხილავდა რა აღნიშნულ სახარებას, წერდა: ზოგიერთ მცნება ჩამატებულიაო. შედეგად, პეტრეს სახარება ნაყალბევად მიიჩნიეს. შეთითხნილთა პარალელურად მას ეუსებიოსიც ასახელებს (HE. III. 25).
    პეტრეს სახარება ქრისტიანობის ისტორიკოსებისთვის საინტერესოა, რადგან, იგი იმ პერიოდში წარმოიშვა, როს ა. გარნაკის თქმით, სასახარებო ფაქტები ჯერ კიდევ გაუფორმებელი სახით იდო, კანონი არ არსებობდა და ეს მასალა თავისებურად სხვაფერდებოდა.  თვით თანამედროვე სწავლულების კამათი ამ სახარების მიმართულების გამო, ჩვენს წინაშე თეოლოგიურ ტრაქტატის არსებობაზე კი არ მეტყველებს, არამედ ქრისტიანული მოძღვრების ამსახველ თხზულებაზე, მის წინააღმდეგობრივ განვითარებაში და ჩამოყალიბებაში მყოფზე, ერთის მხრივ, მეტნაკლებად პატივდებულზე, იესოზე ძველი ტრადიციის შემნახველზე, მეორეს მხრივ კი - იმ დროის მორწმუნეების მოთხოვნების მოპასუხეზე - ოდეს იქმნებოდა იგი. სასწაულის საჭიროება; იესოს დაღუპვაში დამნაშავისათვის სამართლიანი მიზღვის სურვილი; საჭიროება, მანიფესტაციით დაერწმუნებინათ ურწმუნო წარმართები მათი მხსნელის ღვთაებრივ წარმოშობაზე, არა ნაკლებ ფანტასტიკური შინაარსის მოთხრობების დახმარებით, ვიდრე ნაამბობნი I - II საუკუნეების ლიტერატურის მრავალრიცხოვან, სასწაულებრივ ნიშნებით; წინასწარმეტყველებებზე; ჯადოქრებზე; საიდუმლო გარდაქმნებზე და ა. შ. მომთხრობნი თხზულებები შეიცავდა. ეს სახარება საინტერესოა იმითაც, მასში ადრეულ ტრადიციის ისეთი დეტალები აისახა, ჩვენ რომ მათზე ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთი თვალის გადავლება გვაკმარეს, (სიტყვაზე, იესოს გასამართლებაში ჰეროდეს მონაწილეობა).
    პეტრეს სახარება თითქოს ერთის მხრივ იუდეველ ქრისტიანთა და ახალ აღთქმის ტრადიციის, დია, მეორეს მხრივ, გნოსტიკურ სწავლებებს (რის თაობაზეც შემდეგ ვისაუბრებთ) შუა ალაგას არის მოქცეული. ვინძლო, ამიტომ არ ცნო ეკლესიამ. ჯვარცმული, გარნა უტანჯველი ქრისტეს ხატება გაკიცხულ გნოსტიკურ მოძღვრებასთან ასოცირდებოდა. პირდაპირი დაპირისპირება იუდეველი ხალხისა ქურუმებისადმი, უხუცესებისადმი მას ამგვარადვე გალანძღულ იუდეველ ქრისტიანების ნაწერებთან აკავშირებდა, აკი, ფანტასტიკური დეტალები წმინდა წიგნებად მიჩნეულ თხზულებებში აღწერილთ ემიჯნებოდა. მაგრამ, რანაირადაც გვიჩვენებს ახმიმის აღმონაჩენი, ეს სახარება (ყოველ შემთხვევაში მისი ნაწყვეტები) ყოველთვის გადაიწერებოდა და პატივდებული იყო აღმოსავლელ ქრისტიანების ცალკეულ ჯგუფებს შორის.


                          პეტრეს სახარება

    1. . . . იუდეველთაგან ხელი არავინ დაიბანა, აღარც ჰეროდემ, არც ერთმა მისმა მსაჯულმა. . . და როცა არვინ ისურვა განბანვა, წამოგდა პილატე.  2. მაშინ მეფე ჰეროდემ განკარგულება გასცა - შეეპყრათ ღმერთი, უთხრა მათ: `რაც გიბრძანეთ, შეასრულეთო!~
    2.3. იქ იყო იოსები, პილატეს და უფლის მეგობარი,  და დაინახა რა, იმათ მისი ჯვარცმა განუზრახავთ, წავიდა პილატესთან და გამოითხოვა ღმერთის სხეული რომ დაეფლა.
    4. და პილატემ გაგაზავნა ჰეროდესთან გვამის სათხოვნელად.
    5. ჰეროდემ კი თქვა: `ძმაო პილატე,  რომც არვის ეთხოვა, ჩვენ დავასაფლავებდით, ვინაიდან შაბათი ახლოვდება,  რამეთუ კანონში წერია: მზე არ უნდა ჩავიდეს გამოტირებულზეო~  და გადასცა იგი ბრბოს მტკნარობის დღესასწაულის პირველ დღეს.
    3.6. და მათ, შეიპყრეს ის, აჩქარებდნენ და მირბოდნენ, ხელს ჰკრავდნენ და ამბობდნენ: `წინ უზენაესის შვილი გავიგდეთ, ვმეუფებთ მასზე.~ 7. და შემოსეს პორფირით და დასვეს მოსამართლის ადგილზე, მოუწოდებდნენ: `განსაჯე სამართლიანად, ისრაელის მეფეო~  და იმათგან ვიღაცამ მოიტანა კვრინჩხის გვირგვინი, ღმერთს თავზე დაადგა. 9. ხოლო ერთნი, (იქვე) მდგომნი აფურთხებდნენ თვალებში, მეორენი ლოყებში ცემდნენ, სხვანი ლერწმის ჯოხით ჩხვლეტდნენ, ზოგიერთი შოლტავდა და თან ამბობდა: `აი როგორი პატივი შეჰფერის ზეციერ მეფის შვილსო~.
    4.10. და მოიყვანეს ორი ავაზაკი და გამჩენი იმ ორს შორის ჯვარს აცვეს: იგი კი დუმდა, თითქოს ტკივილს არ გრძნობდა. 11. და როდესაც მათ აღმართეს ჯვარი, (ზედ) წააწერეს: `ეს არის ისრაელის მეფე~. 12. და დაუწყვეს წინ მისივ სამოსელი, ინაწილებდნენ და ერთმანეთში  წილს იყრიდნენ. 13. დია ერთი ავაზაკთაგანი უსაყვედურებდა იმათ და ამბობდა: `ჩვენ ჩვენს მიერ ჩადენილ ბოროტების გამო ვიტანჯებით, მან კი, ხალხის მხსნელად დაბადებულმა ცუდი რა გაგიკეთათ?~ 14. და განრისხებულებმა მასზე, ბრძანეს, არ გადაემტვრიათ მისთვის წვივები რათა ტანჯვით მომკვდარიყო.
    5.15. ყოფილა უკვე შუადღე, და წყვდიადმა მოიცვა მთელი იუდეა. შიშნეულებმა იწყეს ლოცვა, მზე ხომ არ ჩაესვენაო, რაკი ის ჯერ ისევ ცოცხალი იყო. რახან ნაბრძანები ჰქონდათ მათ,  ხამს მზე არ ჩასვენდეს ვალალადაყრილზედო.
    16. რის შემდეგ ვიღაცამ თქვა: `შეასვით ნაღველი ძმრით შეზავებულიო~ შეურიეს და დააცლევინეს. 17. შეასრულეს ყოველი და განასრულეს ცოდვები თავიანთ თავზე. 18. მრავალი დადიოდა სანათით ხელში, რაკიღა ეგონათ - დაღამდაო, დასასვენებლად წავიდ - წამოვიდნენ. და დამბადებელმა შესძახა: `ძალავ, ჩემო ძალავ, შენ მიმატოვე მე!~ თქვა ეს და ამაღლდა.  20. და იმავ საათში შუა გაიხა ფარდა იერუსალიმის ტაძარში.
    6.21. და როცა ამოაძვრეს ლურსმები ღმერთს ხელებიდან   დააწვინეს მიწაზე. და შეტოკდა მიწა, უდიდესმა შიშმა დაისადგურა. 22. იმხანად  გამოანათა მზემ, და გაირკვა, მეცხრე საათი ყოფილიყო.  23. გაიხარეს იუდეველებმა და იოსებს გვამი გადასცეს დასაკრძალავად, დაღათუ იცოდა, რამდენი სიკეთე გააკეთა (მან). 24. აიყვანა იოსებმა უფალი, განბანა და გაახვია სუდარაში  და წაიყვანა თავის საკუთარ სარკოფაგში,   იგი იოსების ბაღნარად იწოდება.
    7.25. მაშინღა იუდეველები, უხუცესები და ქურუმები მიხვდნენ, რაც უავკაცეს თავიანთ თავებს, იწყეს მჯიღის ცემა და ამბობდნენ: `ვაი, ჩვენი ცოდვები! ახლოვდება განკითხვის დღე და იერუსალიმის აღსასრულიო~. 26. მე კი ჩემს ამხანაგებთან ერთად ვწუხდი, და სულდაურვილნი  ვიმალებოდით, ვითარმედ გვეძებდნენ როგორც ბოროტმოქმედებს და იმათ, ვისაც ტაძრის დაწვა განეზრახათ.  27. ყოველი ამის გამო ვმარხულობდით,  ვისხედით, ვდარდობდით და ვტიროდით დღე და ღამე შაბათამდე.
    8.28. შეკრებილმა მწიგნობრებმა, ფარისევლებმა და უხუცესებმა გაიგეს, რომ ხალხი ბედს უჩივის, მჯიღს იცემს და ამბობს: `თუ მისი სიკვდილის ჟამს ასეთი დიდი ნიშნები მოგვევლინა, ხედავთ რაზომ წმინდანიაო?~ 29. შეშინდნენ და წავიდნენ პილატესთან და უთხრეს: 30. `მოგვაშველე ჯარისკაცები, დარაჯებად სამი დღე მისი სამარხისათვის, მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ და ხალხს არ ეგონოს - მკვდრეთით აღსდგაო და რაიმ სიავე არ მოიმოქმედონო.~ 31. პილატემ მისცა მათ პეტრონი - ცენტურიონი, დარაჯებად სამარხისათვის. მას გაჰყვნენ უხუცესები და მწიგნობრები განსასვენებლისაკენ. 32. ცენტურიონის და ჯარისკაცების დახმარებით მოაგორეს დიდი ლოდი, აკლდამის შესასვლელს მიაბჯინეს. 33. დაადეს შვიდი ბეჭედი, გამართეს კარავი და დაუდარაჯდნენ.
9.34. დილაადრიან, შაბათი თენდებოდა, მოვიდა ბრბო იერუსალიმიდან და მის შემოგარენიდან, იმ მიზნით, ენახათ დაბეჭდილი საფლავი. 35. იმავ ღამით, ოდეს თენდებოდა უფლის  დღე, - გუშაგობდა საფლავს ორ - ორი მეომარი - მქუხარე ხმა გაიგონეს ციდან. 36. იმათ იხილეს როგორ გაიხსნა ლაჟვარდი და ორი კაცი ჩამობრძანდა ზეციდან. ისინი აშუქებდნენ მოციაგე სხივს და სარკოფაგს უახლოვდებოდნენ. 37. ქვა, კარზე მიგორებული, თავისთავად გადაგორებულიყო, და ღია სარკოფაგში ორი ყმაწვილი შევიდა.
    10.38. და როს მეომრებმა დაინახეს ეს, მათ გააღვიძეს ცენტურიონი და უხუცესები, ვინაიდან ისინიც იქ იყვნენ (სარკოფაგის მცველებად). 39. და როცა ყვებოდნენ, რაც იხილეს, იმ ჟამს სარკოფაგიდან სამი კაცი გამოვიდა. ორს ერთისთვის ხელი წაეშველებინათ. ჯვარი მათ უკან მოსდევდათ. 40. ორ ყმაწვილს თავები ცის ტატნობისთვის მიებჯინათ. ვინც გამოჰყავდათ, იმას თავი ცის თაღზე მაღლა ეჭირა. 41. და მათ გაიგონეს ხმა ზესკნელიდან: `აუწყე თუ არა შენ მიცვალებულებს? 42. და ჯვარმა უპასუხა: `დიახ!  ~
    11.43. გარნა ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ წასულიყვნენ თუ არა პილატესთან და მისთვის მომხდარი ეუწყებინათ. 44. და ვიდრე ჭოჭმანობდნენ, კვლავ განიხვნა ზეცა, და ვიღაც კაცი გამოვიდა და შევიდა სამაროვანში. 45. ეს რომ დაინახეს გუშაგებმა, მიატოვეს სამარხი რომელსაც იცავდნენ, ცენტურიონთან ერთად პილატესკენ აუჩქარეს.  აუწყეს ყველაფერი რაძი ნახეს, ძლიერ დაბნეულნი იყვნენ, აღელვებულნი ლაპარაკობდნენ. `ჭეშმარიტად ღმერთის ძე ბრძანდებოდა~, 46. პილატემ პასუხად თქვა: `მე სუფთა ვარ ღმერთის ძის სისხლისაგან, თქვენ არ გადაწყვიტეთ ასე~? 47. იმჟამად ყველამ თხოვა მას, ებრძანებინა ცენტურიორისათვის და მეომრებისათვის, არავისთვის მოეთხროთ ხილულზე. 48. რამეთუ უმჯობესია, ამბობდნენ ისინი, ჩვენ დამნაშავენი ვიყოთ უდიდეს ცოდვაში უზენაესის წინაშე, ოღონდ არ ჩაუვარდეთ ხელში იუდეველ ხალხს და არ ჩაგვქოლონ. 49. და უბრძანა პილატემ ცენტურიონს და მეომრებს, არაფერი ეთქვათ.
    12. 50. დილით ადრე უფლის დღეს მარიამ მაგდალინელმა, ზეციური მეფის მოსწავლემ, უფრთხოდა რა იუდეველებს,  მრისხანებით შეპყრობილებს, არ აღასრულა გამჩენის სამარხთან (ის), რასაც ჩვეულებრივ ქალები აკეთებენ ახლობელ მიცვალებულის განსასვენებელთან. 51. იახლა დობილები, წავიდა სარკოფაგისკენ, სადაც დასვენებული იყო. 52. და ეშინოდათ მათ იუდეველებს არ დაენახათ, ამბობდნენ: `თუ იმ დღეს, რა დღესაც ჯვარს აცვეს, ჩვენ ვერ შევძელით მოთქმა ტირილი, ახლა დავიტირებთო. 53. ვინ გადაგვიგორებს ქვას, შესასვლელს რომ კეტავს? შევიდეთ, მის ახლოს დავსხდეთ და ვიგლოვოთ რაკი წესია.  54. ქვა უზარმაზარია და გვეშინია ვინმემ არ დაგვინახოს, შევძლებთ შესასვლელთან დალაგებას იმისა, რასაც მივუტანთ, ვიტირებთ, გამოვბრუნდებით და ვიცემთ მკერდში მუშტს სახლამდე.~
    13.55. წარვიდნენ და იხილეს ღია სარკოფაგი. მიუახლოვდნენ, დაიხარნენ და დაინახეს იქ ვინმე ყმაწვილი, სარკოფაგის გულში ჩამომჯდარი, მშვენიერი და შემოსილი ბრწყინვალე სამოსით. ყმაწვილმა უთხრა იმათ: 56. ვის ეძებთ? ჯვარცმულს? ცადამაღლდა. თუკი არ გჯერავთ, დაიხარეთ და ნახეთ ალაგი, სადაც იწვა, იქ აღარ არის. რამეთუ აღდგა და ადგილი დატოვა. 57. ქალები ელდანაკრავნი გაიქცნენ.
    14.58. იდგა ბოლო დღე უმარილობის დღესასწაულისა და მრავალი მიმოდიოდა და თავ - თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ, რაკი ზეიმი მთავრდებოდა. 59. ჩვენ კი, დამბადებლის თორმეტი  მოწაფე, ვტიროდით და ვგლოვობდით, და თვითეული, მომხდარით გულდამძიმებული წავიდა თავის სახლში. 60. მე კი, სიმონ პეტრემ და ანდრიამ, ჩემმა ძმამ, ავიღეთ ბადეები, გავწიეთ ზღვისაკენ. და იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ლევი, ალფეს  ძე, რომელსაც ღმერთმა. . . 
   
   


Комментариев нет:

Отправить комментарий